Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დღეს 18:00 - დინამო VS დილა

17-03-2013
5 კომენტარი

დინამოელები 17 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის XXIV ტურის შეხვედრას დინამო არენაზე უახლოეს მდევართან, გორის დილასთან გამართავენ. დაირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერით შეგეძლებათ. ტურის ცენტრალური თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

 

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეროვნულ ასპარეზზე გამართულ შეხვედრებში, დინამოელები გორელ მეტოქეს მუდმივად ამარცხებდნენ. დღემდე დინამო და დილა ერთმანეთს 47–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 40 მოგება, 6 ფრე, 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 139:22–ზე არის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოელებმა მეტოქე 2005 წლის 22 მაისს დაამარცხეს, შეხვედრა 9:0 დასრულდა.

 

ლურჯ–თეთრები უახლოეს მდევართან სამქულიანი სხვაობის გაზრდას და მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. დუშან უჰრინის გუნდი სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას უშუალო კონკურენტის დამარცხებით შეეცდება.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დინამოელებს საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ. 12 მატჩი 12 მოგება. 46 გატანილის საპასუხოდ მიღებული 11 ბურთი. პრინციპული თამაშის წინ თბილისელ ფეხბურთელებს ზურგს შთამბეჭდავი საშინაო სტატისტიკური მონაცემები უმაგრებს. მიმდინარე სეზონში, უმარლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა გორელ მეტოქეს დიდი ანგარიშით – 3:0 სძლიეს. საინტერესოა, თუ რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს დილას თავკაცი. გორელთა სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:

შეყრილაძე – კვახაძე, კვირკველია, ალადაშვილი, თოთაძე – არზიანი, გვალია, გოგუა, ლეონარდო – კახელაშვილი, ნათან ჟუნიორი

 

დინამოს ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2013-03/1363464852_untitled-1.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 2302
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Barsa_ViLaAa7  
17 მარტი 2013 23:55
დინამო მოიგებს dinamo

___________________________________
ბარსა|
დინამო ტბილისი|
Barcelona
Brazil
კომენტარები: 11234
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  getoo  
17 მარტი 2013 20:16
AC-Milan
Brazil
კომენტარები: 4276
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  mishka_real_7  
17 მარტი 2013 14:21
მთელი ყურადღება ამ მატჩისკენ იქნება.

-------------------------------------------------------------
ვარანე–––ამომავალი თეთრი ვარსკვლავი !!! : *
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 445
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Din.Tbilisi_barca  
17 მარტი 2013 12:38
dinamo

-------------------------------------------------------------
1)დინამო თბილისი
2)ბარსენოლა
3)არსენალი
Dinamo-Tbilisi
Georgia
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 1  David Villa  
17 მარტი 2013 11:19
მაგარი თამაში იქნება..

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi