Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ზუგდიდი დინამოსთვის ემზადება

9-12-2013
2 კომენტარი

XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 16-ე ტურის მატჩში, საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ განმუხურის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.  

 

უმაღლეს ლიგაში ამ გუნდებს შორის დაპირისპირების სტასტიკური ბალანსით,  აშკარა უპირატესობას ფლობს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი. მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე კი თბილისის „დინამომ“ ზუგდიდური გუნდი, „დინამო“არენაზე 3:0 დაამარცხა. ყველაზე ტიტულოვან კლუბს წლევანდელ გათამაშებაში 36 ქულა აქვს და ცხრილს მყარად უდგას სათავეში. ზუგდიდელთათვის თითოეულ ქულას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასპინძელთა გუნდი 8 ქულით ცხრილის ბოლოში იმყოფება. რაც შეეხება ზუგდიდელთა მზადებას - გიორგი დარასელიას შეგირდები ტრადიციულად ვარჯიშს „ბაიას“ბაზაზე აგრძელებენ.  მასპინძელთა გუნდი, რომელსაც შემადგენლობის მხრივ ფართო არჩევანი არა აქვს, კვლავ დანაკლისით ხვდება მორიგ ტურს. თბილისელებთან მატჩში საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ლუკა გუგუჩია, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ზუგდიდელთა რიგებს ცენტრალური მცველი ნიკოლოზ აფაქიძე გამოაკლდა. დანარჩენი ფეხბურთელები კი  სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. დღემდე  ჩატარებული „ზუგდიდი“ - თბილისის „დინამოს“ მატჩი, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.

 

 „ზუგდიდი - თბილისის „დინამოს“ შორის შეხვედრა ხვალ, 9 დეკემბერს, განმუხურის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

 

ზუგდიდის ოფიციალური ვებგვერდი

http://fczugdidi.ge/images/DSC_5841.JPG
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
9 დეკემბერი 2013 17:55
ციტატა: d1t0
ეე ჩემი ზუგიდარები სიმონ... საწყალ გუნდს ხუთი წლის განმავლობაში ხან მგლები დაარქვეს, მერე ბაია გადაარქვეს, მერე ისევ ზუგდიდი, მერე სტადიონი დაუნგრიეს და ზღვის პირას ათამაშებენ, მწვრთნელები თვეში ერთხელ უცვალეს, ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, ის ეს... მაგრამ ამდენი წელი მაინც გაძლეს უმაღლესში და თან საკაიფოდ რა. გადარჩა გავარდნასო ვერც ერთ სეზონზე ვერ იტყვი. ნუ საბოლოოდ გაპარტახდა წელს გუნდი და აღარც მაქვს იმედი რო დარჩებიან.


ზუგდიდური გუნდი ისეთ კრიზისში იყო გოლი გოლზე ვერ გაჰქონდაა და მაინც უმაღლესში ყველაფერს აკეთებდნენ რო დარჩენილიყვნენ ახლა არამგონია რო გამოუვიდეთ !


-------------------------------------------------------------
PSV Eindhoven vs Vitesse Arnhem 2-6 | 07-12-2013 (HD)

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 11163
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  d1t0  
9 დეკემბერი 2013 13:45
ეე ჩემი ზუგიდარები სიმონ... საწყალ გუნდს ხუთი წლის განმავლობაში ხან მგლები დაარქვეს, მერე ბაია გადაარქვეს, მერე ისევ ზუგდიდი, მერე სტადიონი დაუნგრიეს და ზღვის პირას ათამაშებენ, მწვრთნელები თვეში ერთხელ უცვალეს, ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები, ის ეს... მაგრამ ამდენი წელი მაინც გაძლეს უმაღლესში და თან საკაიფოდ რა. გადარჩა გავარდნასო ვერც ერთ სეზონზე ვერ იტყვი. ნუ საბოლოოდ გაპარტახდა წელს გუნდი და აღარც მაქვს იმედი რო დარჩებიან.

-------------------------------------------------------------
Rossoneri - tu sei tutta la mia vita
AC-Milan
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi