Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მატჩის წინ: ტორპედო VS ზუგდიდი

14-12-2013
2 კომენტარი

14 დეკემბერს ქუთაისის „ტორპედო“ ამა წლის ბოლო საშინაო მატჩს არა საკუთარ არენაზე, არამედ „მცხეთა პარკზე“ გამართავს, რაც უამინდობამ განაპირობა. მასპინძლის რანგში ქუთაისელები ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში ზუგდიდის „ზუგდიდს“ დაუპირისპირდებიან. თამაში 14:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციის ხილვა ჩვენს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

ზუგდიდელებმა გასული 16 ტურის მიხედვით, საშუალოდ ერთ თამაშში სხვა თანალიგელებთან შედარებით ყველაზე ნაკლები -  0.5 ქულას აიღეს, ამიტომ ისინი ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. 4 ტურის წინ, „ზუგდიდში“ სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა, მიმდინარე სეზონში ჯერ კობა წიტაიშვილისა(რომლის გუნდში დაბრუნებას ფეხბურთელის რანგში ვარაუდობენ) და მერე ოთარ თუთბერიძის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობით აუტსაიდერებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: სტუმრად „ვიტ ჯორჯიასთან“(0:1), შინ „მერანთან“(0:0), გასვლაზე „სიონთან“(0:1) და განმუხურში, თბილისის „დინამოსთან“(0:3).

 

ფაქტობრივად, ზუგდიდელებს გასული ზაფხულის შემდეგ არ მოუგიათ თავიანთი ოფიციალური მატჩი(ბოლო 13 თამაშში: 4 ფრე და 9 მარცხი), შედეგად, გუნდს ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი აღარ დარჩა და მათი მიზანიც ნათელია - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რისთვისაც დიდი ძალისხმევაა საჭირო. რაც შეეხება ჟერარდ სარაგოსა მულეტის ფეხბურთელების მდგომარეობას, ბოლო 7 თამაშში 6 წაგებით იგი მძიმეა და საუკეთესო ექვსეულის პრეტენდენტ „ტორპედოსთვის“ ამ მატჩში მოგება აუცილებელიც გახლავთ...

 

დამდეგ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ორივე გუნდიდან ეყოლება დანაკლისი: "ტორპედოდან" მერაბ გიგაური ვერ ითამაშებს, "ზუგდიდიდან" კი - დათა რიგვავა.

 

სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ - ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“ და „ტორპედო“) ზუგდიდელებთან („ოდიში“, „დინამო“, „ბაია“, „ზუგდიდი“) სულ 33 მატჩში არიან შენახვედრი. აქედან 32-ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას, ერთხელ კი - ეროვნულ თასზე. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: ჩვენმა გუნდმა 17 შეხვედრა მოიგო, 8 წააგო, ფრედ კი 8-ჯერ ითამაშა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც ქუთათურთა სასარგებლოდაა - 64:46.

 

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ყველაზე სოლიდური ანგარიშით ქუთაისელებმა ზუგდიდური გუნდი ორჯერ დაამარცხეს - 4:1, რაც შეეხება უდიდესი ანგარიშით წაგებას, ასეთი მარცხი 1996 წელს განვიცადეთ მაშინდელ ს/კ „ოდიშთან“ - 0:5.

 

ბოლოს, გთავაზობთ ზუგდიდელთა წინააღმდეგ“ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლებიდან თითოეულ ავტორზე არსებულ მონაცემს.

 

8 გოლი - მიხეილ აშვეთია

 

6 გოლი - დავით ჯანაშია

 

5 გოლი - მამუკა ხუნდაძე

 

4 გოლი - ზურაბ იონანიძე, ნიკა საბანაძე

 

3 გოლი - ზაზა ვაჩიბერაძე, გიორგი მეგრელაძე

 

2 გოლი - კახა კვეტენაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან ქებაძე, რევაზ გოცირიძე

 

1 გოლი - ვასილ შენგელია, მამუკა მანაგაძე, თემურ ფაიქიძე, გოჩა ბრეგვაძე, ემზარ ხურცილავა, ოთარ თუთბერიძე(საკ. კარში), დავით ჩხეტია, გიორგი დარასელია, ხვიჩა ხართიშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი სუხიაშვილი, ირაკლი გიორგობიანი, გიორგი შენგელია, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ კვარაცხელია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, ბექა ტუღუში, ელგუჯა გრიგალაშვილი, ბექა ტუღუში, ნიკა ფირცხალავა, მამია გავაშელიშვილი, გრიგოლ დოლიძე.

 

ტორპედოს ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2013-12/1386963321_zugdidi-torpedo.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 11163
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  d1t0  
14 დეკემბერი 2013 12:00
მცხეთა პარკი no

-------------------------------------------------------------
Rossoneri - tu sei tutta la mia vita
AC-Milan
Georgia
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
14 დეკემბერი 2013 11:08
ტორპედოს X2 დაჯდება

torpedo

-------------------------------------------------------------
Wilfried Bony (part2) goals and skills ✖ Welcome to Swansea ☚
Wilfried Bony Vitesse's ♠ Goal Machine ♠

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi