Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მატჩის წინ: გურია VS ზესტაფონი

18-12-2013
1 კომენტარი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის წელს გასამართი დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" ესტუმრებიან.

 

როგორც მოგეხსენებათ, "გურიასთან" მატჩისათვის ზესტაფონელები თბილისში ემზადებოდნენ. სტადიონ "ამერზე" გუშინ გამართული ვარჯიშის შემდეგ გუნდი დასავლეთისკენ დაიძრა - დათოვლილ ზესტაფონში ერთი ღამის გატარების შემდეგ, იმერლები ქობულეთის გზას დაადგებიან. დღესვე, ქობულეთის საფეხბურთო არენაზე, ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა ვარჯიში იგეგმება.

 

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და ლანჩხუთელები ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 29 სექტემბერს "დავით აბაშიძეზე" დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა - ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში, დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

 

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი - ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები - ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა  ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

 

ლანჩხუთის "გურიასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის ხვალ, 18 დეკემბერს, ქობულეთში გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

 

ზესტაფონის ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2013-12/1387317666_dsc00360.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
18 დეკემბერი 2013 20:00
გურია - ზესტაფონი ძან მაგარი თამაში იქნება

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi