Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჩერნომორეცმა ზესტაფონი დაამარცხა

14-02-2014
1 კომენტარი

2014 წლის 13 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ რიგით მეოთხე სპარინგ-შეხვედრაში იმერელთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი, ქალაქ ოდესის საფეხბურთო კლუბი ”ჩერნომორეცი” გახლდათ.

 

ქართულ-უკრაინული დაპირისპირება, რომელიც საკურორტო ქალაქ სიდეში მდებარე სასტუმრო "Starlight"-ის საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, თბილისის დროით - 13:50 საათზე დაიწყო. მარგველებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა (თედ. გრიგალაშვილი, 75), გურული, შარიქაძე (აჯურუ, 75), კუხიანიძე, გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), დოლიძე (ფანცულაია, 56), საბანაძე, ტატანაშვილი (ჭანტურიშვილი, 61).

 

პირველივე წუთებიდან გუნდებმა გახსნილი ფეხბურთი გააჩაღეს და მალევე სახიფათო მომენტები გაცვალეს. თანდათანობით სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და "ჩერნომორეცის" კართან რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელეს. გატანის კარგი შანსები დიმიტრი ტატანაშვილს, ნიკა საბანაძესა და რევაზ გეწაძეს მიეცათ, თუმცა გადამწყვეტი დარტყმები სამივეს გაუცუდდა.

 

ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა - 51-ე წუთზე ზესტაფონელებმა უწყინარ სიტუაციაში ბურთი ერთ-ერთ მეტოქეს "ჩააბარეს", რომელმაც თავის გუნდის სწრაფი იერიში წამოიწყო და ბოიან პავლოვიჩთან პირისპირ გასულმა "ჩერნომორეცის" ესპანელმა ლეგიონერმა ლორენცო რიერამ ბურთი ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

 

ქართველებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და რამდენიმე ეპიზოდში მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. ორჯერ უკრაინელთა კარს კარგად დაემუქრა გიორგი ფანცულაია, ხოლო ეპიზოდში, როდესაც ოდესელთა მეკარესთან პირისპირ ნიკა საბანაძე გავიდა, სპორტულმა იღბალმა აშკარად "ჩერნომორეცის" მხარე დაიჭირა. დასანანი მარცხი მინიმალური ანგარიშით 0-1.

 

თურქული შეკრების დასკვნით საკონტროლო შეხვედრას ზესტაფონელები 16 თებერვალს მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ "ტურნოვოს"  წინააღმდეგ გამართავენ.

 

იხილეთ ვიდეო

 

ზესტაფონის ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392333050_dsc05502.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
14 თებერვალი 2014 20:20
bad



-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi