Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ზესტაფონმა თურქული ტურნე დაასრულა

17-02-2014
2 კომენტარი

2014 წლის 16 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი, რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - საქართველოს ორგზის ჩემპიონი იმერლების მეტოქე მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ჰორიზონტ ტურნოვო” გახლდათ.

 

მაკედონიურ-ქართული დაპირისპირება, რომელსაც სასტუმრო "სუსესის" საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა, ადგილობრივი დროით 13:00 (თბილისის დროით - 15:00) საათზე დაიწყო. მაკედონიური გუნდი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი გოჩე სედლოსკი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ. საინტერესოა, რომ "ტურნოვოს" რიგებში ბულგარელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ.

 

მარგველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე (ღონღაძე, 81), აჯურუ (ჭანტურიშვილი, 71), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, კაკუშაძე (მაკარიძე, 51), ფანცულაია (ტატანაშვილი, 81), კაპანაძე.

 

იმის მიუხედავად, რომ მაკედონიელებთან შეხვედრაში ზესტაფონელებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს, საწყისი 45 წუთი სწორედ მათი უპირობო უპირატესობით წარიმართა. იმერლები ბურთს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. უკვე 7-ე წუთზე ანგარიშის გახსნა თორნიკე კაპანაძეს შეეძლო, მაგრამ მისი ახლო დისტანციიდან ძლიერად დარტყმული არაზუსტი გამოდგა.

 

მალევე თორნიკე კაპანაძემ და ოდნავ მოგვიანებით ავთო ენდელაძემ კარის დალაშქვრა შორეული დარტყმებით სცადეს, თუმცა ორივე ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა "ტურნოვოს" გოლკიპერმა. ტაიმის ბოლოს მიზანთან ახლოს იყვნენ გიორგი ჭანკოტაძე და გიორგი ფანცულაია, თუმცა აქაც მეკარის თამაშია გამოსარჩევი, ორივე ამ ეპიზოდში იმერლებმა მხოლოდ კუთხურის ჩაწოდების უფლება გამოიმუშავეს...

 

მეორე ტაიმის დებიუტში (50-ე წუთი) ზესტაფონელები მაინც დაწინაურდნენ - პარტნიორებმა მეკარესთან პირისპირ დატოვეს გიორგი ფანცულაია და მან ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა. კიდევ 3 წუთში იმერლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა გიორგი მაკარიძის დარტყმა მეკარე ატანას იოვანოვმა მოიგერია.

 

59-ე წუთზე პენალტი უკვე "ზესტაფონის" კარში დაინიშნა და ბოიან მლადენოვმა ანგარიში საყაიმო გახადა. ამ ეპიზოდის შემდეგ თამაში განსხვავებული სცენარით წარიმართა - მაკედონიელები გააქტიურდნენ და დავით კუპატაძის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს, დუბლი თურნოვოს" ფარვარდის საშკო პანდევის ანგარიშზეა - 1-3.

 

იხილეთ ვიდეო

 

ზესტაფონის ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392604155_dsc05642.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
18 თებერვალი 2014 03:23
good


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 1966
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  atuka1313  
17 თებერვალი 2014 15:38
დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში დროზე zestafoni
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi