Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დინამოს დუბლებმა ბენდელას თასის ფინალში ვიტ ჯორჯია დაამარცხეს

21-02-2014
2 კომენტარი

დღეს საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის XXIII გათამაშება დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა და უმაღლესი ლიგის ბინადარი– ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდან ბოლომდე ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში თითო რეალური მომენტი ქონდა ორივე გუნდს, თუმცა მატჩის ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ დინამოელების სწრაფ შეტევას მეტოქის დაჯარიმება მოჰყვა და შეროზიას კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც არჩილ მესხმა უზადოდ შეასრულა 1:0. მიღებული გოლის შემდეგ ვეტერინარებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 65 წუთზე ვიტელთა კაპიტანმა– გიორგი გეთიაშვილმა აღადგინა წონასწორობა 1:1. შეხვედრის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. თერთმეტმეტრიანი დარტყმები კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ბრწყინვალედ შეასრულეს (4:2) და ბალუს თასი ზედიზედ მეორედ დინამოს საკუთრება გახდა.

გუნდურ ჯილდოსთან ერთად დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც დაისაკუთრეს:

საუკეთესო მეკარედ დასახელდა – ლევან შოვნაძე

საუკეთესო თავდამსხმელი – საბა კვერნაძე

მაყურებლის სიმპატია – თენგიზ კიტოვანი

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა – არჩილ მესხი

 

დინამოს დუბლები 1:1 ვიტ ჯორჯია (4:2 პენალტებში)

გოლები: 1:0 ა. მესხი 55 (პენ)’  1:1 გეთიაშვილი 65’

დინამოელთაგან ოთხივე პენალტი ზუსტად დაარტყა: მათიაშვილმა, ვეკუამ, არჩილ მესხმა და ნემსაძემ.

ვიტ ჯორჯიის შემადგენლობიდან ზუსტად შეასრულეს პენალტები: ლობჯანიძემ და კახელეიშვილმა. მჭედლიშვილმა კარს ააცილა, ხოლო გეთიაშვილის დარტყმული შოვნაძემ მოიგერია.

დინამოს დუბლები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კიტოვანი, კვერნაძე, მაჭავარიანი, კობახიძე, ა. მესხი, ც. მესხი

(მათიაშვილი, მურუსიძე, კახნიაშვილი, ვეკუა, კაციტაძე, გალდავაძე, ხარებაშვილი)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, საბაძე, მაისურაძე, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე

 

დინამოს ოფიციალური ვებგვერდი

 

იხილეთ ვიდეო

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392936756_download.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
21 თებერვალი 2014 20:11
გილოცავთ ბიჭებოო გამარჯვებას . love
dinamo


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 1966
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  atuka1313  
21 თებერვალი 2014 13:05
good dila
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi