Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დილას მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მიმართა

4-03-2014
2 კომენტარი

საგაზაფხულო ეტაპი „დილამ“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ თასის 1/4 ფინალური შეხვედრით დაიწყო და წარმატებას მიაღწია.

ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში კი (სახლში „გურიასთან“ და სტუმრად „ზუგდიდთან“) მარცხი განიცადა, რაც მამდვილად მოულოდნელი იყო როგორც მწვრთნელების და კლუბის ხელმძღვანელობისთვის, ასევე მისი გულშემატკივრებისთვისაც. „ზუგდიდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა სურვილი გამოთქვა დილას ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით მიემართა გულშემატკივრისთვის.

 

რამაზ სოღოლაშვილი: „პირველ რიგში მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რომელიც განვლილ სამ შეხვედრაში იგრძნობოდა ჩვენს მიმართ და ასევე მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ჩემპიონატში განცდილი ორი მარცხის გამო. მე არ ვიმართლებ თავს და ამ ორ მარცხს მთლიანად ჩემ თავზე ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა, როგორც საშიანაო შეხვედრაში „ლანჩხუთელებთან“, ასევე სტუმრად „ზუგდიდელებთან“. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ზედა ექვსეულში მოსახვედრად. ჩვენ ორივე მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ შეიძლება ერთმა გამარჯვებამაც მოგვახვედროს მოწინავეთა შორის.

 

მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ სწორედ ახლა გვჭირდება მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი თანადგომა, რათა დასახული მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბრძოლა ექვსეულისთვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. ასევე კარგი შანსი გვაქვს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გასვლისა, რომელისკენაც ქუთაისში გამარჯვებით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.

 

ბოლოს მინდა დავამატო ის რომ მე არ გავურბივარ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებას. ვგრძნობ მათ თანადგომას, მაგრამ თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის რომ ვერ ვასრულებ ან სხვა უკეთ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, თუმცა ვფიქრობ ასეთი ჟესტი ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე გაუმართლებელი და უსუსური ნაბიჯი იქნება, ამიტომ არ ვაპირებ ნაკისრი ვალდებულების თავის არიდებას.“

 

დილას ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1393881297_a062355ea4cb49590af866e654356c0e.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
5 მარტი 2014 00:20
გორის დილას თამაში მომწონს მე პირადად ზუგდიდთანაც კარგად ითამაშეს.. და რაც შეხება ზედა ექვსეულს მჯერა რო დადგებიან მაგ პოზიციაზე.. dila


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 335
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  italy  
4 მარტი 2014 10:00
წავიკითხე, უინტერესო იყო.

-------------------------------------------------------------
e la Juve!
storia di un grande amore!
bianco che abraccia il nero!
storia di un grande amore,
Juve per sempre sara'!
Juventus
Italy

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi