Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ძოძუაშვილი ტორპედო-დინამოს მატჩზე

11-03-2014
6 კომენტარი

 ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 8 მარტს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

 

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩვენ, „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რაც მთავარია, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. ყველამ იცით, რომ „ტორპედოს“ არცერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მგონი, პირიქით, ამაზე საუბარი თბილისის „დინამოს“ მიმართ შეიძლება, რომელმაც მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი თხოვნისა მაინც ჩამოიყვანა თავისი გულშემატკივრები.

 

თამაშს რაც შეეხება, მართალია, ჩვენ პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს და იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი.

 

ის, რომ ამდენი ახალგაზრდა ასე ორგანიზებულად შემოვიდა და გავიდა მოედნიდან, ამაში ეტყობა იყო რაღაც ბოროტი ძალები ჩარეული. ჩვენს გულშემატკივრებს ხშირად ვხვდებით, მათი აზრებიც კარგად ვიცით და მათ, ვინაც არეულობა მოაწყო ნაცვლად სარგებელისა, შავი ლაქა მოაცხო „ტორპედოს“. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ არასწორად გააშუქა მომხდარი და შეაფასა, რომ თითქოს გულშემატკივრები „ტორპედოს“ ცუდი თამაშის გამო გადმოცვივდნენ ბალახზე. ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“.

 

ტორპედოს ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1394497562_1394400267_img_0181.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 2
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  Jungle  
13 მარტი 2014 10:16
ციტატა: platini
მარტო ფეხბურთი კი არა.ყველაფერი უნდა ჩამოერთვას ისეთ ქალაქს,სადაც ამდენი მოუცესრიგებელი ვაი გულშემატკივარი ყავს

26 ოქტომბერს რაც გლადიატორებმა გააკეთეს მოწესრიგებულ გულშემატკივარს შეეფერებოდა ეგრე თუა? torpedo
Torpedo-Kutaisi
Georgia
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Neymar Da Silva 11  
11 მარტი 2014 22:46
ციტატა: lionel messi 10
დინამო თბილისის დე..დას შვც,მაგარი გული დამწყდა კარგად რომ არ გაიYლისძირეს დინამოს ფეხბურთელები...


lol რატოომ? რატომ? მიზეზი ან ფეხბურთელები რა შუაშია


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 1558
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  alkash 1983  
11 მარტი 2014 18:41
მიხიჩა მართალი ხარ 120% ით. torpedo torpedo torpedo torpedo
Barcelona
Argentina
კომენტარები: 7
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  mika dudava  
11 მარტი 2014 14:45
თფუ ასეთ ხალხს,ბოგმისგან რო სკდებიან.ქუთაისი სულ მაგარდ იკნება
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 1966
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  atuka1313  
11 მარტი 2014 14:05
დავაი აქედან
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 29
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  platini  
11 მარტი 2014 11:01
მარტო ფეხბურთი კი არა.ყველაფერი უნდა ჩამოერთვას ისეთ ქალაქს,სადაც ამდენი მოუცესრიგებელი ვაი გულშემატკივარი ყავს
Juventus
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi