Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

უმაღლესი ლიგა - 22-ე ტურის წინ

16-03-2014
6 კომენტარი

„ჩიხურა“ საჩხერე - „ტორპედო“ ქუთაისი 

 

პირველი წრე: 1-2

16 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით ოდიკაძე („ჩიხურა“), ბექა ტუღუში („ტორპედო“)

 

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ივანწმინდას ფეხბურთი უბრუნდება. ხვალ განახლებული ცენტრალური სტადიონი იმერულ დერბის უმასპინძლებს, ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. 

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, საჩხერლებმა „გურიასთან“ დათმეს შეხვედრა, ქუთათურები კი, პრინციპულ მეტოქე, თბილისის „დინამოსთან“, დამარცხდნენ. ამ მარცხით „ტორპედომ“ ზედა ექვსეულში მოსახვედრი ყველა შანსი დაკარგა. „ჩიხურა“ კი, უკვე 10 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსანს. 

დისკვაიფიკაციის გამო ორივე გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დააკლდებათ, ზემო იმერლები კაპიტნის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ოდიკაძის გარეშე იასპარეზებენ. ქუთაისლებს კი, ბექა ტუღუში დააკლდებათ. 

 

 

„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი“ რუსთავი 

 

პირველი წრე: 0-0

16 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე

მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

 

დინამოელები გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებენ. რუსთაველთთავის კი, ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მოგების შემთხვევაში ისინი ზედა ექვსეულში ასპარეზობას გაინაღდებენ, ფრის შემთხვევაში კი, „მერანი“ – „დილას“ მატჩის შედეგზე იქნებიან დამოკიდებული. მიუხედავად „დინამოს“ ამხელა უპირატესობისა, ეს შეხვედრა არც თბილისელთათვისაა უმნიშვნელო, მათ წინ რთული საჩემპიონო ბრძოლები ელით სადაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ამასთან ერთად დედაქალაქელებს უკვე ორი შეხვედრაა „დინამო არენა“ არ უმარჯვიათ და გულშემატკივრები მათგან გამარჯვებას ელიან.

მოკლედ, შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, რუსთაველთათვის. ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით სანახაობრივი მატჩის მოლოდინში ვართ. 

 

 

„სიონი“ ბოლნისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი

 

პირველი წრე: 0-0

16 მარტი, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 15:00

მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ფიფია, გ.ჩიგოგიძე, ა.ბასლეჰლო

დისკვაიფიკაცია: გიორგი განუგრავა 

 

ორივე გუნდს განაღდებული აქვს ზედა ექვსეულში თამაში, თუმცა ყველა საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია. „ზესტაფონს“ ევროტურნირებზე სურს ასპარეზობა და აქედან გამომდინარე მისთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, ანალოგიურად ევრო თასებეზე ასპარეზობის ამბიცია ბოლნისელებსაც აქვთ, ამიტომ ხვალ მოსული მაყურბელი დაძაბულ ბრძოლას იხილავს. 

მარგველებმა სეზონი შესანიშნავად განაახლეს და ზედიზედ 4 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. „სიონმა“ კი, შედარებით არასტაბილურად დაიწყო და 4 ჩატარებულ შეხვედრა 2 მოიგო, 1 წააგო და 1 შეხვედრაც ფრედ ითამაშა. 

 

 

„მერანი“ მარტვილი - „დილა“ გორი 

 

პირველი წრე: 3-0

16 მარტი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 15:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, ბ.ნინუა (1დამ. ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ. ასისტენტი), ჯ.ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ჯემალ გაბუნია, ლაშა კუჭუხიძე (ორივე „მერანი“), ვახტანგ კვარაცხელია, ალექსანდრე კვახაძე (ორივე „დილა“)

 

სამტრედია ტურის ერთ-ერთი ცენტრალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში გორელებს უპირობო გამარჯვება ესაჭიროებათ, თუმცა ისინი მაინც „დინამო“ – „მეტალურგის“ შედეგზე იქნება დამოკიდებულნი. თავისმხრივ „მერანიც“ რთულ სიტუაციაში და მარტვილელებსაც ესაჭიროებათ ქულები. 

გასულ ტურში ორივე გუნდმა საჭირო ქულები დაკარგა, „მერანმა“ მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად „ზესტაფონთან“ დათმო საკუთარი შეხვედრა, „დილამ“ კი, „ვიტ-ჯორჯიას“ უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. 

 

 

„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი  – „სპარტაკი“ ცხინვალი

 

პირველი წრე: 3-1

16 მარტი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 15:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.მენთეშაშვილი, ი.კაკაბაძე, დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ მაისურაძე („ვიტ-ჯორჯია“), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“)

 

ზედიზედ ორი ტურია ცხინვალის „სპარტაკი“ გამარჯვებას ზეიმობს, ვეტერინარებს კი, აგერ უკვე სამი მატჩია არ მოუგიათ. სატურნირო ცხირლში „ვიტ-ჯორჯია“ 6 ქულით უსწრებს ცხინვალელებს, თუმცა დღეის მდგომარეობით „სპარტაკი“ ბევრად უფრო კარგ სათამაშო ფორმაშია. 

მცხეთაში გასამართი შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ვერაფერს შეცვლის, თუმცა 3 ქულა ორივე გუნდს ძალიან სჭირდება მომავაი ბრძოლებისთვის. 

 

 

„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „გურია“ ლანჩხუთი 

 

პირველი წრე: 1-0

16 მარტი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: ხ.გაგნიძე, ზ.ბერულავა, ს.სპიცინი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)

 

„გურია“ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობს. თითქმის მთელი სეზონია გურულები მძიმე ფინანსური პრობლემებით ასპარეზობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით მათ ზედა ექვსეულში ასპარეზობა გაინაღდეს. 

ზუგდიდელები კი, კვლავ რთულ სიტუაციაში არიან და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ. სეზონის განახლების შემდეგ მათ სამი შეხვედრა ჩაატარეს და აქედან მხოლოდ 1 მოიგეს, 2 მატჩში კი, მარცხი იწვნიეს. 

 

 

სფფ-ს პრესსამსახური 

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1393626524_liga-2.png
მწვანე ზონა
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 6  David Villa  
16 მარტი 2014 23:59
წააგო დინამომ..

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Neymar Da Silva 11  
16 მარტი 2014 22:39
fcdinamo



-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 124
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  GIGABE  
16 მარტი 2014 19:36
მიდით მიდით გაიტანეტ ბევრი მაკრატელები
Barcelona
Argentina
კომენტარები: 127
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  gio-lampo  
16 მარტი 2014 13:42
torpedo torpedo torpedo
Chelsea
Italy
კომენტარები: 297
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  number 17  
16 მარტი 2014 10:49
merani მიდით ბიჭებო, ვიცი რომ ამ მატჩისთვის მაგრა ემზადებოდით

-------------------------------------------------------------
"ფეხბურთი არის თამაში გრძნობებზე და აზროვნებაზე"- ჟოზე მოურინიო
Chelsea
Germany
კომენტარები: 1966
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  atuka1313  
16 მარტი 2014 08:11
მაგარი იქნებაა good
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi