Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ექვთიმიშვილი: მეტალურგი სამეულისთვის იბრძოლებს

20-03-2014
5 კომენტარი

რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელმა, შალვა ექვთიმიშვილმა FCI.Ge-სთან კომენტარი გააკეთა.

 

როგორც მოგეხსენებათ, 20 წლის ნახევარმცველმა, უმაღლესი ლიგის გასულ ტურში "დინამოს" გოლი გაუტანა. სწორედ ამ გოლის წყალობით დაიმკვიდრა "მეტალურგმა" ზედა ექვსეულში ადგილი.

 

"სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დინამოსთან მატჩი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული ზედა ექვსეულში მოვხვდებოდით, თუ ქვედაში. ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ და მაქსიმუმი გავიღეთ, რათა ეს მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულებულიყო და მწვრთნელის დავალებები 100%-ით შეგვესრულებინა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და მწვრთნელსაც იმედები გავუმართლეთ.

 

რაც შეეხება მეტოქეს, ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდი იყო, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. მათთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია და მინდა წარმატებები ვუსურვო.

 

ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შევძელი გოლის გატანა, თუმცა ჩემს გოლზე მეტად გუნდის ზედა ექვსეულში მოხვედრა გამიხარდა. ამისთვის ბევრს ვშრომობდით ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც.

 

ვფიქრობ, მეტალურგს რთული სეზონი აქვს. შეგვიმცირდა ფინანსები და გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. მიუხედავად ამისა, რუსთავში დარჩნენ გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები. ასევე, დავიმატეთ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები და ვფიქრობ, რომ საკმაოდ მებრძოლ გუნდად ჩამოვყალიბდით.

 

ზედა ექვსეულში ყველა ანგარიშგასაწევი გუნდია და ვეცდებით, როგორც სანახაობრივი, ასევე, შედეგიანი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა და მე ვფიქრობ, ასეთი ძლიერი ფეხბურთელებითა და მწვრთნელით, შეგვიძლია ევრო ტურნირის საგზურის მოპოვება", - განაცხადა შალვა ექვთიმიშვილმა FCI.Ge-სთან საუბარში.

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1395244277_untitled-1.png
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Neymar Da Silva 11  
21 მარტი 2014 13:06
fcdinamo


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 1735
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  frankenstein  
21 მარტი 2014 05:09
metalurgi არაუშავს წინ ბიჭებო

-------------------------------------------------------------
naaaapppppoooooolllllliiiiiiiiiiiiiiii
Napoli
England
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Neymar Da Silva 11  
20 მარტი 2014 16:53
good


-------------------------------------------------------------
-"დღეს რომ "ბარსელონას" ამდენი ქომაგი ჰყავს, ეს ჩემი კი არა რონალდინიოს დამსახურება."-ლიონელ მესი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Lionel_Messi_10  
20 მარტი 2014 13:26
წელს ვერა მარა მომავალ სეზონში გეგუჩაძე დინამოს წამოიხევს ამდგარზე zestafoni
Barcelona
Argentina
კომენტარები: 1966
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  atuka1313  
20 მარტი 2014 13:17
როგორ წააგესსს bad
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi