Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მატჩს წინ: ტორპედო VS ზუგდიდი

1-05-2014
1 კომენტარი

2 მაისს, ქუთაისობას, „ტორპედო“ მიმდინარე ჩემპიონატის 29-ე ტურის „საშინაო“ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 16:00 საათიდან ს/კ „ზუგდიდს“ შეხვდება.

 

   დასანანია, რომ ჩვენი ქალაქის დღესასწაულზე „ტორპედოს“, ნაცვლად ქუთაისის ცენტრალური სტადიონისა, თბილისში მოუწევს მეტოქის მიღება, მითუმეტეს გულშემატკივრების გარეშე. ეს დანაკლისი ქუთათურებმა დღემდე სამ მატჩში იგრძნეს და შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე ქუთაისში ჩასატარებელ ორივე მატჩსაც შეეხება, რომელთაგან ერთი დამდეგი შეხვედრაა.

 

   ჩვენი მომავალი მეტოქე - „ზუგდიდი“ ისევ გასავარდნ ზონაში იმყოფება, თუმცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილ ფეხბურთელებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იმედიც აქვთ და შანსიც, რადგან მათზე ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ „სპარტაკთან“ ჩამორჩენა 4 ქულაა და ჩემპიონატის დასრულებამდე თამაშიც ამდენივეა დარჩენილი. ექვსეულებად დაყოფის შემდეგ ზუგდიდელებმა 6 მატჩიდან 2 მოიგეს: „ვიტ ჯორჯიასთან“(2:1) და „დილასთან“(2:1), 1 ფრედ ითამაშეს უშუალო კონკურენტ „სპარტაკთან“ თბილისში(1:1), 3 მატჩი კი შემდეგ გუნდებთან წააგეს: „ტორპედო“(0:1), „მერანი“(1:2) და ბოლოს, „ვიტ ჯორჯია“(2:3). აქვე რევაზ ძოძუაშვილის გუნდის პროგრამა მინიმუმზეც - თუ უკანასკნელ ოთხ ტურში ტორპედოელები ქულას მოიპოვებენ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება გარანტირებულია, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად არც ეს გახლავთ აუცილებელი, რადგან ჩვენმა უახლოესმა მოწინააღმდეგემ, „ზუგდიდმა“ 4-ვე მატჩი უნდა მოიგოს, რათა „ტორპედოს“ გადაასწროს...

 

   ზუგდიდელებთან ბოლო შეხვედრა ერთი თვის წინ განმუხურში შედგა, სადაც „ტორპედომ“ მამუკა ღონღაძის ერთადერთი გოლით იმარჯვა. ქვემოთ იხილეთ მიმდინარე ჩემპიონატში „ზუგდიდთან“ გამართული მატჩების პროტოკოლები:

 

„ზუგდიდი“ – „ტორპედო“ 0:0 - http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=207

 

„ტორპედო“ – „ზუგდიდი“ 1:2 - http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=220

 

„ზუგდიდი“ – „ტორპედო“ 0:1 - http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=238

 

   ურთიერთშეხვედრების საერთო სტატისტიკაზეც გეტყვით - ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“ და „ტორპედო“) ზუგდიდელებთან („ოდიში“, „დინამო“, „ბაია“, „ზუგდიდი“) სულ 35 მატჩში არიან შენახვედრი. აქედან 34-ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას, ერთხელ კი - ეროვნულ თასზე. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: ჩვენმა გუნდმა 18 შეხვედრა მოიგო, 9 წააგო, ფრედ კი 8-ჯერ ითამაშა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც ქუთათურთა სასარგებლოდაა - 66:48.

 

   ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე სოლიდური ანგარიშით ქუთაისელებმა ზუგდიდური გუნდი ორჯერ დაამარცხეს - 4:1, რაც შეეხება უდიდესი ანგარიშით წაგებას, ასეთი მარცხი 1996 წელს დაფიქსირდა მაშინდელ ს/კ „ოდიშთან“ - 0:5.

 

   ბოლოს კი, გთავაზობთ ზუგდიდელთა წინააღმდეგ ნათამაშებ ტორპედოელებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს გამოუჩენიათ გოლით თავი.

 

8 გოლი - მიხეილ აშვეთია

 

6 გოლი - დავით ჯანაშია

 

5 გოლი - მამუკა ხუნდაძე

 

4 გოლი - ზურაბ იონანიძე, ნიკა საბანაძე

 

3 გოლი - ზაზა ვაჩიბერაძე, გიორგი მეგრელაძე

 

2 გოლი - კახა კვეტენაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან ქებაძე, რევაზ გოცირიძე

 

1 გოლი - ვასილ შენგელია, მამუკა მანაგაძე, თემურ ფაიქიძე, გოჩა ბრეგვაძე, ემზარ ხურცილავა, ოთარ თუთბერიძე(საკ. კარში), დავით ჩხეტია, გიორგი დარასელია, ხვიჩა ხართიშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი სუხიაშვილი, ირაკლი გიორგობიანი, გიორგი შენგელია, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ კვარაცხელია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, ბექა ტუღუში, ელგუჯა გრიგალაშვილი, ბექა ტუღუში, ნიკა ფირცხალავა, მამია გავაშელიშვილი, გრიგოლ დოლიძე, რევაზ ბარაბაძე, მამუკა ღონღაძე.

 

ტორპედოს ოფიციალური ვებგვერდი

http://fctorpedo.ge/webcms/_files/1398878705_111ef494811b.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
2 მაი 2014 17:10
მაგარი თამაში იქნება...


-------------------------------------------------------------
"- ჩემი და მესის შედარება? ამას აზრი არ აქვს ის მსოფლიოში საუკეთესოა."- ნეიმარი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi