Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ტორპედოელები ზუგდიდთან მატჩზე

2-05-2014
1 კომენტარი

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ „ზუგდიდთან“ 2 მაისს თბილისში გასამართი მატჩისთვის ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომელშიც მიკრო ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია კაპიტან როინ კვასხვაძეს. ტრავმის შემდეგ კი ინდივიდუალურად დაიწყო მზადება ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ.

 

    პარასკევს გასამართი მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ორ ფეხბურთელს.

 

რევაზ ძოძუაშვილი: „ტორპედოში“ ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველადაა, როცა გუნდს გავარდნის არ ეშენია, ამდენად, ფეხბურთელი, რომელიც გამოვა მოედანზე წნეხის ქვეშ აღარ იქნება. ამასთან, მწვრთნელებსაც გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ ახალ სეზონზე და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასეთი 4-5 ბიჭი გვყავს, მოვსინჯოთ დარჩენილ მატჩებში, რათა ვნახოთ თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ჩვენ ერთგვარ „რენტგენს“ ჩავატარებთ მათ შესაფასებლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ბიჭებმა იგრძნეს თავიანთი პოტენციალი და ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი სტრატეგიით მივდივართ წინ. რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება მოწინავე ადგილების დასაკავებლად იმიტომ, რომ უკვე ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა, დღეს კი ფუნდამენტი არის. ვნახოთ, როგორი იქნება „ტორპედოს“ ხვალინდელ დღე, რა პირობები და მოთხოვნები გვექნება, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დონის ფეხბურთი ვათამაშოთ გუნდს.

 

იმის გარდა, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავრჩებით, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თითოეული თამაში არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რა გვაკლია, რას უნდა მოვუმატოთ. გუნდის სიძლიერი ჩანს ჩემპიონატის ბოლო თამაშებშიც, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვინდა, კარგი აკორდით დავაბოლოვოთ ჩემპიონატი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ისე ფიქრობს ყველა გუნდი. ვფიქრობ, რომ სამ გუნდს შორის არის მე-7 ადგილის ინტრიგაც, ჩვენთან ერთად „ვიტ ჯორჯია“ და „დილა“ იბრძოლებს და გამოჩნდება საუკეთესოს ძალაც. ამ სამეულის ორთაბრძოლა ჩვენ კიდევ სტიმულს გვაძლევს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვჩნდეთ".

 

ოლეგ მამასახლისი: „დღესდღეობით, მეგობრული გუნდი ჩამოვყალიბდით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებასაც მივაღწევთ. ძალიან დიდი სტიმულია, როცა „ტორპედოში“ თამაშობ. უმაღლეს ლიგაში დებიუტი საჩხერეში მქონდა, სადაც 2:1 მოვიგეთ და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. გამოგიტყდებით, იოლი ნამდვილად არაა აქ თამაში. მომდევნო მატჩი “ზუგდიდთან“ გვაქვს, რომელიც ძალიან ეცდება მოგებას, თუმცა ჩვენც არანაკლებად გვინდა, ქუთაისობა სამი ქულით ავღნიშნოთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენა საბოლოოდ გადავწყვიტოთ“

 

დავით ხურციძე: „უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩავატარე და კმაყოფილი ვარ, რომ არცერთი არ წამიგია, თანაც მეორე თამაშში გამარჯვების გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ლიგაში დავრჩით კიდეც. ვატყობ, რომ ნელნელა გუნდი წინ მიდის და წელს ქვედა ექვსეულში ყველა კონკურენტს ვაჯობებთ. მიხარია, რომ ქუთაისში ჩამოვედი, დიდი მადლობა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს. სავარაუდოდ, სეზონის შემდეგ მოსკოვის „ცსკა“-ს პირველ გუნდში დავბრუნდები, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ისევ „ტორპედოში“ მოვხვდე".

 

ტორპედოს ოფიციალური ვებგვერდი

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-05/1398973560_1398892019_img_8955.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
2 მაი 2014 18:11
მოგება წესით არ უნდა
გაუჭირდეთ ქუთაისელებს..


-------------------------------------------------------------
"- ჩემი და მესის შედარება? ამას აზრი არ აქვს ის მსოფლიოში საუკეთესოა."- ნეიმარი

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi