Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მსოფლიო ჩემპიონატი 2014: შემაჯამებელი

18-07-2014
21 კომენტარი

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დასრულდა ის ერთი თვე, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ქომაგი განსაკუთრებული მოლოდინით, ინტერესით და სიხარულით ელის. ძალიან მალე გაირბინა ამ დღეებმა, ძალიან ბევრი საინტერესო, დასამახსოვრებელი და ისტორიული რამ მოხდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ტურნირის მსვლელობისას შეფასება რთული იყო, ყველა შემდეგ თამაშს ელოდა. ეხლა კი, როდესაც შესვენებაა და უკვე შედარებით გადაგვიარა ემოციებმა, მოდი შევაჯამოთ ბრაზილიაში გამართული უნიკალური ტურნირი, რომელმაც მემგონი გაამართლა, რადგან ნაჩვენები იქნა უმაღლესი კლასის ფეხბურთი.

 

საკვალიფიკაციო ეტაპი

ყველაზე მთავარი რათქმაუნდა არის ფინალური ეტაპი, მაგრამ იმისათვის, რომ აქ მოხვდა უნდა გაიარო არც ისე მარტივი გზა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ეს გზა არ გაუვლია რათქმაუნდა მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები იყო. ევროპის ზონაში არანაერი სენსაცია არ მომხდარა. ყველა გამოკვეთილმა ფავორიტმა ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი: ბელგია, იტალია, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, ინგლისი. ძალიან გაუჭირდა ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც ჯგუფში საფრანგეთი ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხა პირველი ადგილის მოპოვება. რუსებმა პორტუგალიას აჯობეს და მოიპოვეს პირდაპირი საგზური ბრაზილიაში. ბოსნია-ჰერცოგოვინა კი ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ჩვენი ნაკრები მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ადგილზე გავიდა, საკმაოდ ღირსეულად ეთამაშა ფავორიტებს. თბილისში ფრანგებს ქულა ავართვით, ესპანელებთან კი მხოლოდ ბოლო წუთებზე გავუშვით ერთადერთი გოლი, მანამდე კი აქეთ შეგვეძლო გატანა. სამწუხაროდ გასვლაზე ვერცერთი ქულა ვერ მოვიპოვეთ და ბოლო ტურისწინ შინ წავაგეთ ფინელებთან ყველასათვის მოულოდნელად. ფლეი-ოფის შედეგად კი გაირკვა კიდევ ოთხი გუნდის ვინაობა ევროპიდან. განსაკუთრებით საინტერესო იყო შვედეთის და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება. ზლატანი-რონალდოს დუელი დასრულდა კრიშტიანოს გამარჯვებით 4:2. ბერძნებმა ადვილად მოუგეს რუმინელებს, როგორც ხორვატებმა ისლანდიელებს, საფრანგეთმა კი სასწაული გააკეთა. უკრაინის ნაკრებმა პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგო, მაგრამ პარიზში დიდიე დეშამის შეგირდებმა სამი უპასუხა ბურთი შეაგდეს და მოიპოვეს ბრაზილიის საგზური.

 

სამხრეთ ამერიკის ზონაში კი წინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტმა პარაგვის ნაკრებმა ჩააგდო საკვალიფიკაციო ეტაპი და ბოლო ადგილზე გავიდა. დამაჯერებლელი იყვნენ კოლუმბიის და არგენტინის ნაკრებები, რომელთაც შესაბამისად მეორე და პირველი ადგილები დაიკავეს. ჩილე მესამეზე გავიდა, ეკვადორი მეოთხეზე, ურუგვაი კი სხვების დახმარებით კვლავ მეხუთეზე გავიდა და უნდა ეთამაშა ფლეი-ოფი. აზიის ზონაში ყველაზე ძლიერად იაპონიის ნაკრები გამოიყურებოდა, რომელიც ჯგუფიდან ავსტრალიასთან ერთად გავიდა. მეორე ჯგუფში პირდაპირის საგზური სამხრეთ კორეის და ირანის ეროვნულმა გუნდებმა მოიპოვეს. მესამე ადგილოსნებმა კი გაარკვიეს გუნდი, რომელიც ურუგვაის უნდა შეხვედროდა ბრაზილიის საგზურის მოსაპოვებლად. იორდანიამ პენალტების დიდებულ სერიაში 9:8 მოუგო უზბეკეთს, მაგრამ გაცამტვერდა ოსკარ ტაბერსის გუნდთან. სამხრეთ ამერიკელებმა 5:0 მოიგეს სტუმრად პირველივე მატჩი, მონტევიდეოში კი უგოლო ფრე მივიღეთ. ურუგვაი გავიდა მუნდიალზე.

 

საინტერესო წარიმართა კონკაკაფის საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებელმა მექსიკის ნაკრებმა ექვსგუნდა გადამწყვეტ ქვეჯგუფში ყველა გააოცა. გუნდმა კატასტროფულად გაიარა შესარჩევი, მხოლოდ ორი თამაში მოიგო, მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც გავიდა მეოთხე ადგილზე. პირველი რათქმაუნდა იურგენ კლინსმანის აშშ იყო, მეორე კოსტა რიკა და მესამე ჰონდურასი. მექსიკა კი მიგელ ერერამ ჩაიბარა და ელოდა მეტოქეს ოკეანეთიდან. ახალმა ზელანდიამ შესარჩევში ცხრიდან რვა თამაში მოიგო, 21 გოლი შეაგდო, მაგრამ მექსიკას ვერაფერი მოუხერხა. ჩრდილო ამერიკელებმა შინ 5:1 იმარჯვეს, გასვლაზე კი 4:2. აფრიკის ზონიდან კი ფავორიტები გავიდნენ: კოტ'დიუვარი, ნიგერია, კამერუნი, განა და ალჟირი. 

 

საბოლოოდ მივიღეთ 32 გუნდი, რომელთაგან ერთ-ერთი გახდებოა მსოფლიო თასის მფლობელი. ყველას თავისი აზრი ჰქონდა ფავორიტებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ რატომღაც ყველას ჰქონდა გადაწყვეტილი - ბრაზილიის ნაკრებს ფინალში უნდა ეთამაშა. ამ მოსაზრებას ძალიან ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე გამოთქვამდა. ბრაზილიაში, რომ მხოლოდ ჩემპიონობა უნდოდათ გასაგებია, მაგრამ ამდენი ლეგენდარული მოთამაშის ასეთი დარწმუნებული განცხადებები ცოტათი უცნაურიც კი იყო. თანაც იმის ფონზე, რომ ბრაზილიას უძლიერესი ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები ესტუმრნენ.

 

ტექნოლოგიები

ეს მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა პირველი, სადაც გამოყონებული იქნა გოლის ტექნოლოგია და აგრეთვე ქაფი. ეს ყველაფერი კი ძალიან დაეხმარა მსაჯებს. არ ყოფილა ბევრი საკამათო ეპიზოდი, მაგრამ იყო როდესაც არბიტრმა გადაწყვეტილება მიიღო სწორედ კარის ხაზზე დამონტაჟებული ტექნოლოოგის დახმარებით. ეს ტექნიკური საშუალება გამოდგა უზუსტესი და ცდომილებას შანსი არის ნული. რაც შეეხება ქაფს, ამ წესს უკვე იყენებდნენ სამხრეთ ამერიკულ ჩემპიონატებში და ფიფა-მ მუნდიალზეც გადაწყვიტა ეცადა, რამაც გაამართლა. როდესაც არის სახიფათო ჯარიმა, მსაჯი გადათვლის თერთმეტ მეტრს, ქაფით მონიშნავს ადგილს და არ კარგავს დროს ცოცხალი კედლის გასწორებაში. თუ ვინმე ხაზს გაცდება აუცილებლად გაფრთხილებას მიიღებს. იგივე წესი მოქმედებს ჯარიმის შემსრულებელზეც. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ამ მუნდიალზე ყველაზე ხშირად იქნა გამოყენებული ე.წ გამაგრილებელი შესვენებები, რაც ბრაზილიაში მაღალი ტემპერატურით და ტენიანობით იყო გამოწვეული. ამ თითოეულმა ფაქტორმა სრულიად გაამართლა.

 

სტადიონები

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, ბოლო დღეებშიც კი იწერებოდა, რომ ქვეყანამ ვერ დაასრულა რამოდენიმე სტადიონის აშენება და ეს პრობლემა იქნება. თუმცა არცერთ სტადიონს არ ეტყობოდა არასრულყოფილება, რათქმაუნდა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აი მინდორი კი თითქმის ყველა სტადიონზე იყო მოუწესრიგებელი, განსაკუთრებით ცხელ დღეებში. მანაუსში, არენა ამაზონიაზე მატჩების ჩატარება კი კატასტროფად მოიხსენია ბევრმა ყოფილმა ბრაზილიელმა მოთამაშემაც კი. აქ ძალიან მაღალი იყო ტენიანობა და სუნთქვა ჭირდა. იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი სწორედ აქ გამართა ინგლისის წინააღმდეგ და კლაუდიო მარკიზიომ შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, რომ ბოლო წუთებზე ჰალუცინაციები ჰქონდა. თუმცა რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში, სან-პაულოში ყველაფერი იდეალურად იყო. ყველაზე მეტ გულშემატკივარს რათქმაუნდა მარაკანა იტევდა, შემდეგ იყო ესტადიონი ნასიონალი ანუ მანე გარინჩას სახელობის არენა, აგრეთვე 60 ათასზე მეტს არენა სან-პაულო და კატელაო იტევდნენ. შესანიშნავი სტადიონები იყო სალვადორში და ბელო-ორიზონტეშიც. საბოლოოდ კი ერთი საინტერესო რამ უნდა ითქვას. დასწრების მხრივ ამ მსოფლიო ჩემპიონატმა აჯობა 2006 წელს გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს და მეორე პოზიცია დაიკავა. ლიდერი კი რათქმაუნდა 94 წლის მუნდიალია, რომელიც აშშ-ში გაიმართა.

 

მოვლენების განვითარება

2014 წლის 13 ივნისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი. ბრაზილიის ნაკრებმა 3:1 დაამარცხ ხორვატიის ნაკრები, მსაჯის დახმრებით. ჯგუფური ეტაპი იდეალურად წარიმართა, საოცრად სანახაობრივი მატჩები ვიხილეთ და მოსაწყენად საქმე არავის ჰქონია. პირველ 11 მატჩში 36 გოლი გავიდა და მხოლოდ ერთხელ წამოვიდა ნაკლებობა. პირველი უგოლო ფრე ნიგერია-ირანი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ტურნირზე. საბოლოო ჯამში კი ჯგუფურ ეტაპზე 136 გოლი გავიდა, საშუალოდ 2.8 გოლი შეხვედრაში, რაც ბრწყინვალე შედეგია. მატჩები იყო უფრო გახსნილი, სანახაობრივი, რადგან გუნდები ცდილობდნენ, რომ საუკეთესო ფეხბურთი სწორედ შეტევაში ეჩვენებინათ. ჯგუფურ ეტაპზე შედგა სენსაციაც, მოულოდნელობაც, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ფაქტია, რომ ამ ეტაპის შემდეგ ყველა იყო კმაყოფილი, რათქმაუნდა ფეხბურთის ხარისხით. ფლეი-ოფში კი როგორც ყოველთვის დაეცა სანახაობა, მატჩები უფრო დაძაბული და ჩაკეტილი გამოვიდა. თუმცა იყო კარგი გამონაკლისებიც, რისთვისაც დიდი მადლობა გუნდებს. სამაგიეროდ ამ ეტაპზე უკვე სენსაციები წარსულს ჩაბარდა და ძლიერმა გუნდებმა გააღწიეს ბოლომდე. ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც მეოთხედფინალურ ეტაპზე რვავე ჯგუფის გამარჯვებული მოხვდა. ბოლო ოთხი თამაშიდან კი მხოლოდ ერთმა არ გაამართლა, მაგრამ იქ საოცარი დაძაბულობა და თანაბარი მატჩი შედგა. შესაბამისად არავინ არ უნდა დარჩენილიყო ფლეი-ოფითაც უკმაყოფილო, რადგან სანხაობაც იყო საკმარისი დოზით, დაძაბულობა, დრამატულობა, ნერვებზე თამაში და უმაღლესი კლასის ფეხბურთი კი არასდროს აკლდა ამ ეტაპს.

 

ღირსეული ტრიუმფატორები

თუ 2006 და 10 წლებში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები გერმანიაში ბედნიერები იყვნენ, ამჟამად ბუნდესნაკრებისგან მხოლოდ ერთი მოთხოვნა იყო - მსოფლიო თასის შინ წაღება. ტურნირის წინ იახიმ ლიოვს პრობლემები არ აკლდა. დორტმუნდის "ბორუსიას" ორი ცენტრალური ნახევარმცველი: ილქაი გიუნდოგანი და სვენ ბენდერი მალევე გამოაკლდნენ გუნდს. სეზონის დასრულების შემდგომ ლარს ბენდერმაც მიიღო ტრავმა და მისი წასვლაც გამოირიცხა ბრაზიალიაში. გუნდს ორი ძლიერი ჩამშლელი და ერთი შესანიშნავი ნახევარმცველი გამოაკლდა. სომხეთთან ბოლო საკონტროლო თამაშში კი მარკო როისი დაიმტვრა და ისიც მუნდიალს მიღმა დარჩა. გარდა ამისა მთელი სეზონი ტრავმირებული იყო სემი ხედირა და გუნდს ერთადერთი ნომინალური ფორვარდი ჰყავდა, ისიც 36 წლის, მაგრამ მირო კლოზე. ლიოვმა დატოვა მარიო გომესი და აგრეთვე მარსელ შმელცერი, რასაც საკმაოდ ბევრი შეხვდა სკეპტიკურად. გარდა ამისა იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გუნდის კაპიტანს უკავშირდებოდა. ფილიპ ლამმა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თითქმის მთელი სეზონი ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა. ლიოვს კი უნდა გადაეწყვიტა ლამი სად დაეყენებინა. კაპიტანის ცენტრში დაყენებით სუსტდებოდა დაცვა, მარჯვენა ფლანგზე დაყენებით კი იყო საშიშროება, რომ პრობლემები უკვე ცენტრში შეიქმნებოდა. ტრავმირებული ბენდერი და როისი, კრისტოფ კრამერმა და შკოდრან მუსტაფიმ შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი იყო საკმაოდ ძლიერი, გერმანიის ნაკრებს აუცილებლად უნდა აეღო პირველი ადგილი. ბუნდესნაკრებმა პირველივე მატჩში დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე. იახიმ ლიოვის გუნდმა ტომას მიულერის ჰეთ-რიქის წყალობით 4:0 გადაუარა პორტუგალიის ნაკრებს. ლამი ცენტრში იდგა ტონი კროოსთან და სემი ხედირასთან ერთად, რადგან შვაინშტაიგერი არ იყო ბოლომდე მზად. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ მატჩის შემდეგ გერმანია გააკრიტიკა იყო მანუელ ნოიერი. მან აღნიშნა, რომ გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც უკვე შემდეგ თამაშში გამოიღო ნეგატიური შედეგი. ბუნდესნაკრები განასთან 1:2 მარცხდებოდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა კლოზემ პირველივე შეხებით თავისი მე-15 გოლი შეაგდო, დაეწია ფენომენს და ანგარიშიც გაათანაბრა. ბოლო ტურში კი გერმანელებმა მშვიდად, წყნარად მოუგეს ამერიკის ნაკრებს მიულერის ერთი დიდებული გასროლით. ბუნდესნაკრებმა შვიდი ქულა მოაგროვა და მერვედფინალში ალჟირს დაუპირისპირდა. პირველი ნახევარი საათი იყო სრული კოშმარი გერმანიის ნაკრებისთვის, დაცვის ხაზი ამაზრზენად მოქმედებდა. მუსტაფი მარჯვენა ფლანგზე დააყენა ლიოვმა და ჟერომ ბოატენგი ცენტრში შეწია პერ მერტესაკერთან. ეს კი მატს ჰუმელსის ტრავმამ გამოიწვია. აფრიკელებს ჰქონდათ სამი 100%-იანი მომენტი ჯერ კიდევ დებიუტში, მაგრამ დამაჯერებელი იყო ნოიერი, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში ბოლო მცველის ფუნქცია შეასრულა. მანუ რისკავდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა ზუსტად. მეორე ტაიმში ბუნდესნაკრები გამოფხიზლდა, მაგრამ ალჟირელთა ორგანიზებული თამაშის გამო მაინც მოუწია დამატებითი 30 წუთის თამაში. აქ კი მინდორზე გავიდა მთავარი ჯოკერი ანდრე შურლე, რომელმაც მალევე მიულერის პასით ეფექტური ბურთი შეაგდო. ალჟირი არ დანებდა, შეუქმნა პრობლემები ლიოვის გუნდს, მაგრამ ბოლოსკენ კონტრშეტევა გამოეპარა, რომელიც დასრულდა იოზილის გოლით. გერმანიის ნაკრებმა რის-ვაი ვაგლახით გადალახა ალჟირის ბარიერი, მეოთხედფინალში კი საფრანგეთი ელოდა. მერვედფინალური შეხვედრის შემდგომ იახიმ ლიოვი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის ხაზში სერიოზული ცვლილებები იყო საჭირო. საბედნიეროდ დაბრუნდა მატს ჰუმელსი და ის ჟერომ ბოატენგს შეუწყვილდა დაცვის ცენტრში, მერტესაკერმა სკამზე გადაინაცვლა. გარდა ამისა ლიოვმა აუხდინა გერმანელ ქომაგებს ოცნება და კაპიტანი დააბრუნა მარჯვენა ფლანგზე. ცენტრში კი ჩამოაყალიბა კროოსი-შვაინშტაიგერი-ხედირას ტრიო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა შეტევაში, ლიოვმა გვერდზე გადადო ცრუფორვარდიანი ტაქტიკა და დააბრუნა ძირითადში მიროსლავ კლოზე. იოზილი და მიულერი კი ხელუხლებელნი იყვნენ. ამ ტაქტიკურმა გადაადგილებებმა გაამართლა და სწორედ ლიოვის ამ მიგნებებმა მოუტანა საბოლოოდ თასი გერმანიის ნაკრებს. საფრანგეთთან დაცვის ხაზი უფრო სტაბილური და დამაჯერებელი იყო, გოლიც ჰუმელსმა შეაგდო და გაიყვანა საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე. მარაკანაზე ბუნდესნაკრები შეხვდა დასუსტებულ ბრაზილიის ნაკრებს, რომელსაც ტიაგო სილვა და ნეიმარი არ ჰყავდა. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა თამაში გახსნა და გერმანელებსაც მეტი რა უნდოდათ...მე-11 წუთზე კუთხურის დროს მარტო დატოვებულმა მიულერმა გახსნა ანგარიში, რასაც მოჰყვა სელესაოს დარბევა. გერმანელებმა როგორ მოიგეს ეს ყველამ კარგად ვიცით, ყველაზე მთავარი კი იყო გოლი 22-ე წუთზე, გოლი ისტორია და გოლი ლეგენდა - კლოზემ ფენომენს გადაასწრო და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. სიმბოლურია ერთი ფაქტი: 2002 წელს რონალდომ მუნდიალის ფინალში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ დაამყარა ეს რეკორდი და აჯობა გერმანელ გერდ მიულერს. 2014 წელს კი კლოზემ სრული რევანში აიღო და უფრო მეტიც: ბრაზილიაში მოახერხა ბრაზილიის წინააღმდეგ, თავად ფენომენის თვალწინ რევანშის აღება. ფინალში კი შედგა მსოფლიო კლასია - გერმანია არგენტინის წინააღმდეგ. ბუნდესნაკრებს იღბალმა კვლავ აქცია ზურგი. მოთელვის დროს დაიმტვრა სემი ხედირა, თამაშის საწყის წუთებში კი მისი შემცვლელი კრისტოფ კრამერი. ლიოვმა მინდორზე შურლე გაიყვანა და ტაქტიკა 4-2-3-1-ად გადააკეთა, სადაც იოზილი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს. იახიმ ლიოვის გუნდმა თავიდანვე სერიოზული ძალებით წავიდა წინ, რამაც არგენტინას ხელ-ფეხი გაუხსნა. კონტრშეტევებზე გუნდი ძალიან აქტიურობდა, განსაკუთრებით ეზიკილ ლავესი მარჯვენა ფლანგიდან. თუმცა პირველი მომენტი მოჰყვა ტონი კროოსის შეცდომას, რომელმაც უკან თავით დაუგდო ბურთი გონსალო იგუაინს, მან კი რეალური შანსი გაანიავა. ამის შემდეგ მესიმაც ვერ გაიტანა, ბოლოსკენ კი ჰიოვედესმა გაარტყა ბურთი ძელს. მეორე ნახევრის საწყისი წუთება უკვე საბელას გუნდმა დაიწყო აქტიურად და მესიმ მორიგი მომენტი გაუშვა ხელიდან. რათქმაუნდა გერმანიასაც ჰქონდა შანსი, მაგრამ შურლეს რომერომ აუღო. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც სრული უპირატესობა ჰქონდა გერმნიის ნაკრებს. ლიოვმა შეუშვა მარიო გიოტცე და 113-ე წუთზე ტრიუმფის შემოქმედი გახდა სწორედ 22 წლის უნიჭიერესი გერმანელი - შურლემ იდეალურად იმოქმედა ფლანგზე, გადააწოდა გიოტცეს და მანაც ტექნიკურად შეუსრულა რომეროს - 1:0. არგენტინამ სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გერმანიის ნაკრები სრულიად დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ერთადერთი გუნდი, რომელმაც სამხრეთ ამერიკიდან წამოიღო თასი. იახიმ ლიოვის კოლექტივი გუნდურობის მაგალითი გახლდათ. დამაჯერებელი იყო ნოიერი, ტრადიციულად შესანიშნავი ლამი, აგრეთვე ჰუმელსი, იგივე ჰიოვედესი, ცენტრში სამივე საყრდენი, შეტევაში კი ტომას მიულერი. აგრეთვე არ დავივიწყოთ ის სათადარიგო სკამი, რომელიც ჰქონდა ამ ნაკრებს. ანდრე შურლე ნებისმიერ მომენტში იყო მზად და სხვათაშორის აქამდე არცერთ მოთამაშეს მუნდიალზე შეცვლიდან სამი გოლი არ გაუტანია. გარდა ამისა ლიოვს საერთოდ არ გამოუყენებია კევინ გროსკროიცი, ლუკას პოდოლსკი და ძალიან მცირედი დრო მისცა ჯულიან დრაქსლერს. ბუნდესნაკრები უდავოდ იყო საუკეთესო გუნდი და მოიპოვა კიდეც სანატრელი თასი.

 

თავაწეული არგენტინელები

მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებს არავინ მიიჩნევდა ტურნირის მთავარ ფავორიტად, მაგრამ ეყო მოსაზრება, რომ ამ გუნდს ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო შეტევითი ხაზი. თანაც კარლოს ტევესი ალეხადნრო საბელამ დატოვა შინ, რაც ძალიან სერიოზული კრიტიკის მიზეზი გახდა მთავარი მწვრთნელის მიმართ. თუმცა ტევესის გარდა იყვნენ იგუაინი, აგუერო, ლავესი, პალასიო და რათქმაუნდა მესი. სამხრეთ ამერიკელთა მთავარ პრობლემად დაცვის და ნახევარდაცვის ხაზი აღიქმებოდა, პრინციპში არც სერხიო რომერო მოსწონდა ვინმეს ძალიან. მთავარი კითხვა იყო თუ რას იზამდა ლეო მესი და მოახერხებდა თუ არა იმას, რაც 1986 წელს დიეგო არმანდო მარადონამ გააკეთა. საბელამ პირველ მატჩში 5-3-2 ტაქტიკა აირჩია და ბოსნიასთან პირველ ნახევარში გუნდი საშინლად გამოიყურებოდა. გოლი, რომელიც გავიდა ევროპელთა კარში იყო ავტოგოლი. შესვენებაზე ალეხანდრომ ტაქტიკა გადააკეთა 4-3-3-ად და სიტუაცია გამოსწორდა. 65-ე წუთზე კი მოხდა ის, რასაც ბევრი დიდი ხანი ელოდა - ლეო მესის გაიტანა, თანაც ბრწყინვალე სოლორეიდის შედეგად. საბოლოოდ არგენტინამ მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ დაცვაში აშკარა პრობლემები იყო. შემდეგ ტურში კი არგენტინის ნაკრები კინაღამ შერცხვა ირანთან, კვლავ საშინელი იყო დაცვის ხაზი, მაგრამ სერხიო რომერომ სამი სეივით იხსნა საკუთარი გუნდი სირცხვილისგან. ბოლო წუთზე კი ლეო მესიმ მიიღო შანსი და არ გაუშვა ხელიდან - ულამაზესი დარტყმით მორიგი გამარჯვება მოუტანა არგენტინას. ბოლო ტურში კი საოცრად სანახაობრივი მატჩი გაიმართა. პირველ ტაიმში ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა, განსაკუთრებით ლამაზი იყო მისი საჯარიმო დარტყმა. თუმცა აჰმედ მუსა არ ჩამორჩა არგენტინელთა ლიდერს და საბოლოოდ მარკოს როხომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი - 3:2. მერვედფინალში არგენტინას ძალიან გაუჭირდა ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდის შვეიცარიის წინააღდეგ. ევროპელებმა იდეალურად გაანეიტრალეს მესი და ორი რეალური მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ გაანიავეს. დამატებიბი დროის ბოლოს კი მესის მიეცა სივრცე, დაიძრა წინ, დაუგორა ანხელ დი მარიას საჯარიმოში და ამ უკანასკნელმაც უპრობლემოდ შეაგდო. ბოლოსკენ საბელას გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, ბურთი არგენტინელთა კარის ძელსაც მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ბელგიასთან თამაშისათვის ალეხანდრო საბელამ დაცვის ცენტრში განახორციელა ცვლილება. ფედე ფერნანდესის ნაცვლად გამოცდილი მარტინ დემიჩელისი დააყენა და ამ სვლამ გაამართლა. არგენტინელთა დაცვის ხაზი იყო დიდებული და მათ მიზერული შანსიც კი არ მისცეს ბელგიის ნაკრების ტექნიკურ, სწრაფ, კრეატიულ შემტევებს. თავად კი შეტევაში იგუაინის კარგი თამაშის წყალობით მოქმედებდნენ ეფექტურად. სწორედ გონსალოს ერთადერთი ბურთი გავიდა არგენტინა ნახევარფინალში, თანაც 1990 წლის შემდეგ პირველად. მეოთხედფინალში დაიმტვრა დი მარია და მას უნდა გამოეტოვებინა ჰოლანდიასთან მატჩი. საბელამ ის ენცო პერესით შეცვალა, რომელიც ძალიან აქტიური იყო. აქაც ძალიან კარგი იყო დაცვის ხაზი, რასაც დაემატა ისედაც კარგად მოთამაშე მასკერანოს საოცრებები. ხავიერმა გასაქანი არ მისცა არიენ რობენს და გიჟივით ბრძოლობდა. თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა შეტევაში კვლავ ვერაფერი გააწყეს. საბოლოოდ საბელას გუნდმა პენალტების სერიაში იმარჯვა 4:2 და გავიდა ფინალში. ფინალური მატჩისათვის ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება დი მარიამ, რაც სერიოზული პრობლემა იყო. ის კვლავ პერესმა შეცვალა. უკვე ვისაუბრეთ, რომ არგენტინას ჰქონდა რამოდენიმე შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბელამ კი ორი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ლავესი შეცვალა აგუეროთი და დამატებითი დროისათვის არ დაუტოვებია შეცვლის განხორციელების უფლება. ბოლო იმდენად არ დაეტყო თამაშს, მაგრამ სერხიო აბსოლიტურად ნული იყო, როდესაც ეზიკილი სერიოზულად ამწვავებდა. არგენტინელთა უკანა ხაზი იდეალური იყო, მაგრამ საბოლოოდ შურლემ იპოვა ხარვეზი, გიოტცემ კი დაასამარა არგენტინელთა ოცნებები. ლეო მესი ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ვერც მარადონას სასწაული გაიმეორა, მაგრამ მესი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. ის მოსაზრება, რომ არგენტინას ჰყავს სუსტი დაცვა და ძლიერი შეტევა გამოდგა სრული აბსურდი. ალეხანდრო საბელამ ფლეი-ოფისათვის მოახერხა სტაბილური, დიდებული დაცვის ჩამოყალიბება, რომელსაც ეხმარებოდა ხავიერ მასკერანო. სამხრეთ ამერიკელებმა ფლეი-ოფში ერთადერთი ბურთი გაუშვეს, როდესაც მხოლოდ ორი გაიტანეს. ლავესიმ ვერ აჩვენა საუკეთესო თამაში, იგუაინი იყო ჩავარდნა, აგუერო იყო კატასტროფა, პალასიო კი "მტერი". აი სად დასჭირდა საბელას კარლიტოს ტევესი, რომელიც დიდებულ ფორმაში იმყოფებოდა სეზონის დასრულებისას. თუმცა ამ გუნდმა უდავოდ გმირულად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი და ღირსეულად დაბრუნდა შინ, არგენტინა ამაყობს საკუთარი ეროვნული გუნდით.

 

ჰოლანდიური სასწაული და დიდი ტაქტიკოსის დიდი შედეგები

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჰოლანდიის ნაკრები ითვლებოდა გუნდად, რომელსაც ისტორიაში ყველაზე ცუდი თაობა ჰყავს. დაცვის ხაზში ნაცნობი, მხოლოდ ნაცნობი იყო რონ ვლაარი. გუნდს გამოაკლდა ტრავმის გამო რაფაელ ვან დერ ვაარტი და კევინ სტროტმანი, რამაც ხალხის თვალში საერთოდ ნულამდე დაიყვანა ნარინჯისფერთა წარმატების შანსები. თუმცა რატომღაც ყველამ დაივიწყა ლუი ვან გაალის გონება და ჰოლანდიური სკოლა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია. იასპერ სილესენი, დარელ იანმაატი, სტეფან დე ვრეი, ბრუნო მარტინს ინდი, დეილი ბლინდი, ჟორჟინიო ვიინალდუმი, იორდი კლაისი, ჯონათან დე გუზმანი, მემფის დეპაი - ამ ადამიანების სახელი და გვარი ძალიან ცოტამ თუ იცოდა. იასპერ სილესენი საერთოდ სეზონის დასაწყისში ამსტერდამის "აიაქსის" დუბლებში ირიცხებოდა, ეხლა კი ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. ვან გაალმა პირველივე მატჩში დაამტკიცა, რომ საქმე გვქონდა სერიოზულ ძალასთან. 2010 წლის ფინალის განმეორება შედგა სალვადორში. ესპანეთი ფლობდა უპირატესობას პირველ ტაიმში, პენალტით გოლიც გაიტანა დიეგო კოსტამ, მაგრამ სილვას განიავებული შანსის შემდეგ, მოხდა საოცრება - დეილი ბლინდმა უნიკალური გრძელი პასი გააკეთა საჯარიმოში რობინ ვან პერსის მიმართულებით, მან მოიგო პოზიცია და თავით ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში კი ჰოლანდიამ ჩართო სისწრაფეები და რობენიც ამოქმედა. არიენმა ჯერ ბლინდის მორიგი ჩინებული გადაცემა გამოიყენა და უსაქმოდ დატოვა პიკე-რამოსის დუეტი. მალევე დე ვრეიმ გაიტანა თავით, რასაც კასილასის მიუტევებელი შეცდომა და პერსის დუბლი მოჰყვა. 80-ე წუთზე კი მოხდა უნიკალური რამ - არიენ რობენმა საოცარი სისწრაფით გაასწრო სერხიო რამოსს სნეიდერის პასის შემდეგ, დაეუფლა ბურთს, დააწვია სერხიო, დააწვინა იკერი და საბოლოოდ დაასამარა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი. 5:1 ეს ნამდვილი სასწაული იყო. ავსტრალიასთან რობენმა მორიგი შოუ დადგა, ცენტრიდან წამოიღო ბურთი, არ შეიმჩნია არავინ და 1:0. მსაჯმა ჩასტვინა და ტიმ კეჰილმა შეაგდო ზღაპრული ბურთი - 1:1. პირველ ტაიმში დაიმტვრა ინდი და ის 20 წლის მემფის დეპაიმ შეცვალა. ტაქტიკა 4-3-3-ზე გადაეწყო, მეორე ტაიმში კი ავსტრალიამ პენალტით გაიტანა გოლი. დეპაიმ იდეალური თამაში აჩვენა, ჯერ პერსის გაატანინა, მალევე კი თავად შეაგდო შორიდან - 3:2. საბოლოოდ ჰოლანდიამ მეორე გამარჯვება მოიპოვა, დეპაი კი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ბოლო ტურში ჩილეს წინააღმდეგ ვან გაალმა სულ სხვა სტრატეგიით ითამაშა, მეორე ნომრად. ბოლო 20 წუთში კი მინდორზე დაპი და ლეროი ფერი შეუშვა. ფერმა მინდორზე შესვლიდან ზუსტად ორ წუთში შეაგდო თავით და გახსნა ანგარიში. ბოლოსკენ კი დიდებული კონტრშეტევა რობენის პასით დაასრულა დეპაიმ. ვან გაალის გეგმამ და ცვლილებებმა გაამართლა. მერვედფინალში კი ჰოლანდიას ძალიან გაუჭირდა მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ. მიგელ ერერას შესანიშნავმა გუნდმა პირველ ტაიმში დაჯაბნა მეტოქე, მეორეს დებიუტში კი დოს სანტოსის ბრწყინვალე გოლით დაწინაურდა. ამის შემდეგ მექსიკა დადგა უკან, ჰოლანდია კი გავარდა წინ. მომენტები იყო, მაგრამ გილერმო ოჩოა არ აპირებდა გოლის გაშვებას 76-ე წუთზე ვან გაალმი უმაქნისი ვან პერსი კლას-იან ჰუნტელაარით შეცვალა, რომელიც პირველად გავიდა მინდორზე ბრაზილიაში. 88-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი სწორედ ჰუნტელაარმა მოიგო და დაუგდო მარტო დარჩენილ უესლი სნეიდერს, რომელმაც კარის ბადე გახვრიტა - 1:1. ბოლო წუთებზე კი არიენ რობენმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ჰუნტელაარმა აქცია გოლად. ვან გაალის შეცვლამ კვლავ მოიგო თამაში, ნუთუ ეს იღბალია...მეოთხედფინალში მოვიდა ჯერი ტურნირის სენსაციის, კოსტა რიკის ნაკრების. გუნდს დააკლდა ნაიჯელ დე იონგი, რაც სერიოზული პრობლემა იყო. თუმცა ვან გაალმა მორიგი სიუპრირზი შემოგვთავაზა, ტაქტიკა ისევ 5-3-2 გახადა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე დირკ კიუიტი დააყენა. ჰოლანდია ფლობდა უპირატესობას, ქმნიდა მომენტებს, მაგრამ კეილორ ნავასი იყო შეუდარებელი. დამატებითი დროის დამატებულ დროში კი ვან გაალი აკეთებს იმას, რაც აქამდე არის უქნია, ყოველშემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე. მინდორზე გავიდა მეკარე ტიმ კრული, რომელიც სპეციალურად ემზადებოდა პენალტების სერიისათვის. ამან რათქმაუნდა ფსიქოლოგიური გავლენაც იქონია კოსტა რიკელებზე. კრულმა ხუთივე დარტყმულის კუთხე გამოიცნი, ორი აიღო და ჰოლანდია ნახევარფინალში გავიდა, ვან გაალმა დაამტკიცა, რომ გენიოსია. ნახევარფინალში კი არგენტინის წინააღმდეგ ძირითადში გამოჩნდა დე იონგი, რაც იყო სრულიად შოკი ყველასათვის. თუმცა ჰოლანდიამ ვერაფერი გააწყო, არც ვან გაალს გაუკეთებია საოცრებები, უბრალოდ დამარცხდა პენალტების სერიაში. ბრაზილიასთან კი გუნდი იყო მშვიდი, თავისუფალი და ძალიან აქტიური. ნარინჯისფრებმა პირველ ნახევარ საათში დაარბიეს ბრაზილიის ნაკრები და საბოლოოდ 3:0 დაამარცხეს მასპინძლები. ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელსაც ბევრი ჯგუფში ჩარჩენასაც კი უწინასწარმეტყველებდა, გახდა ბრინჯაოს მედლების მფლობელი. ვან გაალი კი ნამდვილად დიდი ტაქტიკოსია, მან შექმნა უნიკალური გუნდი, იმ მოთამაშეებით, რომლებსაც ბევრი არც კი იცნობდა. 

 

შერცხვენილი მასპინძლები

მას შემდეგ რაც ფიფა-მ გადაწყვიტა ტურნირის ბრაზილიაში ჩატარება, მთელი ერი ითხოვდა მხოლოდ ერთს - ამჟამად მაინც უნდა ეზეიმა მარაკანაზე სრულიად ბრაზილიას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ბრაზილიელი მოთამაშე წინააღმდეგი იყო ტურნირის ჩატარებისა ამ ქვეყანაში, სერიოზული შიდა პრობლემების გამო. სწორედ ამიტომ მოხდა მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტი, უამრავი პრობლემა იყო ბრაზილიაში, მთავრობა კი ძალიან დიდ ფულს ხარჯავდა ამ ტურნირის ორგანიზებაში. მიუხედავად ამისა ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებდა, რომ ის მთელ ერს მოუტანდა უდიდეს სიხარულს. პირველი კითხვები კი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც სკოლარიმ 23 კაციანი განაცხადი წარადგინა. აქ არ იყვნენ კაკა და რონალდინიო, არ იყო მირანდა, ფელიპე ლუისი, ფელიპე კოუტინიო, ლუკას მოურა, ლუის ფაბიანო. სამაგიეროდ სკოლარიმ აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა მოთამაშეებზე, გუნდის ძირითადი ბირთვი და ძლიერი მხარე იყო დაცვის ხაზი. სკოლარის არც ტაქტიკა და არც შემადგენლობა შეუცვლია კონფედერაციათა თასზე გამარჯვების შემდეგ. თუმცა ხორვატიასთან გუნდმა აშკარად ვერ აჩვენა სათანადო ფეხბურთი გახსნის თამაშში. ბრაზილია აგებდა მარსელოს ავტოგოლით, რასაც ნეიმარის პასუხი მოჰყვა. მეორე ტაიმში კი მსაჯმა გამოიგონა პენალტი, რომელიც ნეიმ გაიტანა. ბოლოსკენ სელესაოს უამრავი პრობლემა შეექმნა, მაგრამ საბოლოოდ ოსკარის გოლით ყველაფერი დაასრულა. გამოჩნდა, რომ დაცვის ხაზში ყველაფერი არ არის წესრიგში, მაგრამ არადამაჯერებელი თამაში დაბრალდა ზეწოლას, რაც გასაგებიც იყო. მექსიკასთან ბრაზილიამ მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და რაც შექმნა ყველაფერი ოჩოამ მოიგერია სასწაულებრივ. ბოლო ტურში კი უსუსტესი და სამარცხვინო კამერუნის ნაკრები გაანადგურეს ნეიმარის და ფერნანდინიოს კარგი თამაშის წყალობით. იმ შეხვედრაში ფრედმაც გამოიჩინა თავი, მაგრამ გოლი აშკარა თამაშგარედან შეაგდო, რაც არბიტრებმა ვერ დაინახეს. ჯგუფური ეტაპი ბრაზილიის ნაკრებმა დიდი გაჭირვებით დაასრულა პირველ ადგილზე. მერვედფინალში კი სკოლარის გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი ჩილე წარსდგა, ყველაზე ორგანიზებული და დისციპლინირებული სამხრეთ ამერიკული გუნდი. ხორხე სამპაოლიმ და მისმა ბიჭებმა სელესაო კატასტროფის წინაშე დააყენეს. დავიდ ლუისის გოლს სანჩესმა უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ჰალკს ერთი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ მსაჯი ჰოვარდ ვები იყო, რომელმაც დაამტკიცა საკუთარი ავტორიტეტი. სიტუაცია დინამიკაში იყო საკამათო და იმის მაგივრად, რომ მასპინძლების მხარეს გადახრილიყო, პირიქით, სუფთა გოლი გააუქმა. დამატებით დროში წინ წასულ ბრაზილიელებს კი კონტრშეტევა გაეპარათ, როდესაც ბოლო წუთებზე მაურისიო პინილიას დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. ჟულიო სეზარმა კი თერთმეტმეტრიანების სერიის დროს ივაჟკაცა და გახდა სამშობლოს გმირი. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა დანი ალვეში და სკოლარიმ მეოთხედფინალურ თამაშში ის მაიკონით ჩაანაცვლა. კოლუმბიის ნაკრებმა არანაკლები პრობლემები შეუქმნა სელესაოს, მაგრამ პირველ ტაიმში სკოლარის გუნდი ძალიან კარგი იყო. მათ შექმნეს რამოდენიმე საგოლე მომენტი, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთი შეაგდეს. ეს ტიაგო სილვამ მოახერხა დებიუტში. მეორე ნახევარში კი ბრაზილიამ უკან დაიხია, თამაში კი ძალიან უხეში გახდა. ფეხბურთელები ერთმანეთს არ ინდობდნენ. 69-ე წუთზე დავიდ ლუისმა დიდებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც გოლით დასრულდა, მაგრამ მანამდე ტიაგო სილვამ უაზროდ მიიღო გაფრთხილება, რომელიც მისთვის ტურნირზე მეორე იყო - თუ ბრაზილია გავიდოდა, კაპიტნის გარეშე იქნებოდა ნახევარფინალში. ბოლო ათი წუთი კი იყო კოშმარი: ჯერ ჯეიმს როდრიგესმა შეაგდო ერთი გოლი, კოლუმბიამ მთელი ძალებით შეუტია და 88-ე წუთზე კამილო სუნიგამ ნეიმარს მიაყენა უმძიმესი ტრავმა. სკოლარის გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე, მაგრამ იქ უკვე ტიაგო სილვას და ნეიმარის გარეშე მოუწევდა გერმანიის წინააღმდეგ თამაში. იმედი რათქმაუნდა იყო, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებმა პირველივე წუთებიდან გახსნა თამაში და ამან გერმანია უფრო მარტივად აათამაშა. დაცვის ცენტრში სელესაო მოყვარულის დონეზე მოქმედებდა, რასაც მოჰყვა მიულერის პირველი გოლი და 6 წუთიან მონაკვეთში კიდევ ოთხი. ნახევარი საათის შემდეგ მარაკანა დუმდა, ბრაზილია კი იყო ჩამარხული რიო დე ჟანეიროში - 0:5. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები პრესტიჟის დაცვას ეცადნენ, მაგრამ ნოიერმა არ მისცა ამის საშუალება. ბოლოს ორი გოლი კიდე გაუშვეს და ერთიც გაიტანეს. 1:7! ეს არის უდიდესი სირცხვილი. ნახევარფინალში ასეთი ანგარიში არ დაფიქსირებულა, ბრაზილიას ასე არასოდეს წაუგია მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს იყო კატასტროფა. მესამე ადგილისთვის მატჩში კი გუნდმა იგივე გაიმეორა, უფრო უკეთ იმოქმედა დაცვაში და მხოლოდ სამი გოლი გაუშვა. საბოლოო ჯამში სკოლარის გუნდმა გაუშვა 14 გოლი მუნდიალზე, რაც ამ გუნდის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ბრაზილია საკუთარ კედლებში შერცხვა, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. ვერავის ვერ წარმოდეგინა, რომ ბრაზილია ბოლო ორ თამაშში ათ გოლს გაუშვებდა. აქ მხოლოდ სკოლარიში, ნეიმარის და სილვას არყოფნაში არ არის საქმე, გუნდი არ იყო მზად, გუნდი არ იყო საჩემპიონო. დაცვის ხაზი არ იყო შეთამაშებული, ნახევარდაცვაშიც პაულინიომ საზიზღრად იმოქმედა, შეტევაში კი ნეიმარი იყო მთავარი მოქმედი ძალა და გუნდს ის დააკლდა. ჰალკმა და ოსკარმა აშკარად ვერ გაამართლეს, ჯიუტი სკოლარი კი ვილიანს არ აძლევდა შანსს. თავდასხმაზე ხო ლაპარაკიც შემაძრწუნებელია. ადემირის, ვავას, პელეს, ტოსტაოს, რეველინიოს, რომარიოს, ბებეტოს, ფენომენის შემდეგ გუნდს წინ ჰყავს ფრედი და ჟო - სირცხვილია. მიუხედავად ამ საშინელებისა, ბრაზილიელებს არ შეუწყვეტიათ საკუთარი ქვეყნის ქომაგობა და არანაერი სიგიჟე არ გაუკეთებიათ ფინალური მატჩის წინ. ღირსეულად მიიღეს მარცხი და გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცეს კიდეც.

 

ტურნირის სილამაზე

კოლუმბიის ნაკრები ნამდვილად გაალამაზა ეს ტურნირი, საკუთარი უნიკალური საფეხბურთო სტილით. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ასეთი თაობა კოლუმბიას არასოდეს ჰყოლია და როგორც ჩანს მართალი აღმოჩნდნენ. კოლუმბიაში დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ საკუთარი გუნდი გააუმჯობესებდა 1990 წლის შედეგ, როდესაც კოლუმბიელები ჯგუფიდან გავიდნენ. თუმცა გუნდს გამოაკლდა მთავარი ძალა - რადამელ ფალკაო. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს გუნდი სერიოზულად დასუსტდა, მაგრამ სულაც არა, უფრო გაძლიერდა გუნდური თვალსაზრისით. ხოსე პეკერმანმა შექმნა კოლექტივი, რომელიც თამაშობს გახსნილ, სწრაფ, კომბინაციურ, ტექნიკურ ფეხბურთს. პირველ მატჩში კოლუმბიამ 3:0 მოუგო საბერძნეთს და დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე. ბერძნებს ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავდათ ბრაზილიაში, რომელიც უბრალოდ გაარღვიეს ხუან კუადრადომ და ჯეიმს როდრიგესმა. შემდეგ იყო კოტ'დიუვარის დამარცხება, სადაც მსოფლიომ გაიცნო 21 წლის ხუან კინტერო. ბოლო ტურში კი, როდესაც კოლუბმიას არაფერი სჭირდებოდა, გუნდმა დაიცვა ფეირ-ფლეის წესები და მეორე ტაიმში ჯეიმს როდრიგესის გამოსვლის შემდეგ 4:1 გაანადგურა იაპონიის ნაკრები. ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიამ აჩვენა ყველაზე სანახაობრივი და მიმზიდველი თამაში. დიდებული იყო 22 წლის როდრიგესი, ვეტერანი მარიო იეპესი და ხუან კუადრადო. თანაც არ დავივიწყოთ ისიც, რომ კარლოს ბაკა ვერ დაეხმარა გუნდს ქვეჯგუფში. მერვედფინალში კი კოლუმბიამ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ურუგვაის უშანსოდ მოუგო. ჯერ ჯეიმს როდრიგესმა პირველ ტაიმში შედევრი შემოგვთავაზა, შემდეგ კი უკვე მთელმა გუნდმა დახატა კომბინაცია, რომელიც ასევე ჯეიმსმა დაასრულა. ხოსე პეკერმანის გუნდით ყველა აბსოლიტურად იყო მოხიბლული და ეს განწყობა დარჩა კიდეც ბრაზილიასთან მარცხის შემდგომ. კოლუბიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და არაფერი დაუთმეს მასპინძელს. უნიკალური იყო ჯეიმს როდრიგესი, რომელმაც ექვსი გოლით მოიპოვა ოქროს ბუცი და უდავოდ ყველას დაუმტკიცა, რომ სერიოზული მომავალი აქვს. როდრიგესს ლიდერის თვისებებიც აქვს ყველაფერ დანარჩენთან ერთად. აგრეთვე უნდა გამოვყოთ 37 წლის კაპიტანი, მარიო იეპესი, რომელსაც არავინ მიიჩნევდა მაღალი დონის მცველად, მაგრამ ბრაზილიაში რაფა მარკესთან ერთად ნამდვილი კაპიტანი იყო, რომელიც მინდორზე დებდა ყველაფერს. კუადრადომაც კარგად იმოქმედა და აგრეთვე წარმოიჩინეს თავი ჯექსონ მარტინესმა და ადრიან რამოსმა. ხოსე ერნესტო პეკერმანმა კი დაამტკიცა, რომ ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია. მისმა ეროვნულმა გუნდმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა საკუთარ ისტორიაში და ყველა ფეხბურთის ქომაგს დაამახსოვრა თავი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით.

 

კოსტა რიკული ზღაპარი

ტურნირის მთავარი აღმოჩენა და სენსაცია გახდა ხორხე ლუის პინტოს კოსტა რიკის ნაკრები. 2006 წლის შემდეგ გუნდი დაბრუნდა მუნდიალზე და აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი იმედებით ჩავიდა ბრაზილიაში. კოსტა რიკა მოხვდა სიკვდილის ჯგუფში იტალიის, ინგლისის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად, სადაც მას წესით შანსიც კი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა კემბელი, რუისი და მთავარი მწვრთნელი პინტო აცხადებდნენ, რომ მათი გუნდი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. პირველ ტურში კოსტა რიკული ზღაპარი დაიწყო - ხორხე ლუის პინტომ აჯობა ურუგვაის ნაკრებს და მეორე ტაიმში სამი უპასუხო ბურთით შემოუტრიალა თამაში. შესანიშნავი იყო ახალგაზრდა ჯოელ კემბელი, რომელმაც ტექნიკურად გამართული და გონივრული თამაში აჩვენა. ასევე იდეალური იყო გუნდი მოედნის ცენტრში და დაცვაშიც. თამაში, რომელიც აჩვენა ამ გუნდმა იყო საოცარი, შედეგი კი სენსაციური. იტალიასთან მატჩის წინ კი ბევრი ფიქრობდა, რომ ლუის პინტოს გუნდი უკვე წააგებს და დაეშვება მიწაზე. თუმცა ამ გუნდმა კიდევ უფრო დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ბრაიან რუისის ერთადერთი გოლით სკუადრა აძურაც დაამარცხა. ეს კი უკვე სასწაული იყო. ბოლო ტურში უგოლო ფრე ინგლისთან და სიკვდილის ჯგუფში "მკვდარმა" იმარჯვა. მერვედფინალში კი კოსტა რიკის ნაკრები სანახაობას მოუკლო, სამაგიეროდ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. რუისის გატანილი გოლის შემდეგ გუნდი იცავდა თავს და მხოლოდ კონტრშეტევებით ცდილობდა შეტევას. თუმცა 66-ე წუთიდან ლუის პინტოს გუნდი ათი კაცით დარჩა, ოსკარ დუარტე გააძევეს. ბერძნები უტევდნენ, სოაცარი ზეწოლა იყო, მაგრამ კოსტა რიკა ძლებდა. გმირულად იბრძოდა ჯანკარლო გონსალესი, კეილორ ნავასი კი უშეცდომო იყო. მიუხედავდ ამისა ბოლო წუთებზე ჯერ სოკრატისმა გაიტანა, შემდეგ კი მიტროღლუს აუღო ნავასმა საოცარ ნახტომში. დამატებით დროშიც კოსტა რიკამ იბრძოლა, დადო მაქსიმუმი და მივიდა პენალტებამდე. აქ უკვე კეილორ ნავასმა იყოჩაღა და გუნდი ფაქტიურად გაიყვანა მეოთხედფინალში. ეს ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. გადაღლილმა, ენერგია გამოცლილმა კოსტა რიკელებმა ჰოლანდიასთანაც 120 წუთი გაძლეს - ეს ნამდვილი გმირობა იყო, ამას არავინ დაივიწყებს. საფეხბურთო ლატარეაში ამჯერად აღარ გაუმართლა ლუის პინტოს გუნდს, მაგრამ კოსტა რიკა უდავოდ სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ეს გუნდი შეხვდა სამ მსოფლიო ჩემპიონს, სამგზის ფინალისტს, ევროპის ჩემპიონს და არცერთან არ წაუგია, ორს აქეთ მოუგო კიდეც. რათქმაუნდა უნდა გამოვარჩიოთ კეილორ ნავასი, რომლის სახელიც კოსტა რიკაში სტადიონს დაერქვა, აგრეთვე ჯანკარლო გონსალესი და მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ეს იყო ერთიანი გუნდური სამუშაოს შედეგი. როგორც ხორხე ლუის პინტომ აღნიშნა გუნდმა მზადება დაიწყო დეკემბრიდან და ზუსტად იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. კოსტა რიკის ნაკრებმა დაგვანახა, რომ ფეხბურთს მხოლოდ ვარსკვლავები და გრანდები არ თამაშობენ. თუ მოინდომებ, გააკეთებ ყველაფერს, რათქმაუნდა იქნები ფიზიკურად უმაღლეს დონეზე მომზადებული და გეყოლება გუნდში საიმედო მოთამაშეები აუცილებლად გაქვს შანსი მიაღწიო წარმატებას თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდმა ვერ აიღო მედლები, მაგრამ სამშობლოში გმირების სახელით ჩავიდნენ, ნავასის სახელი დაერქვა სტადიონს, ამას რომელი მედალი შეედრება? ხალხი, რომელსაც არავინ იცნობდა დღეიდან არიან გმირები და კოსტა რიკული ზღაპრის მთავარი შემოქმედნი.

 

ტურნირის გამოუცდელები

ბევრი ახალგაზრდა ჰყავდა შემადგენლობაში ჰოლანდიის ნაკრებს, გერმანიას, ბრაზილიას, მაგრამ ყველაზე მეტად ახალგაზრდა, გამოუცდელ მოთამაშეებზე ორი მეზობელი ევროპული ქვეყნის ეროვნული გუნდი იყო დამოკიდებული: ბელგია და საფრანგეთი. მარკ ვილმოტსის გუნდთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფოდა: ბევრი ფიქრობდა, რომ ეს გუნდი სერიოზულ წარმატებას მიაღწევდა მსოფლიო ჩემპიონატზე და შესაძლოა ოთხეულშიც მოხვედრილიყო; გულშემატკივართა მეორე ნაწილს კი მიაჩნდა, რომ ეს გუნდი ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელია და მათთვის ეს ტურნირი იქნება გამოცდილების კარგი წყარო, შემდეგ კი სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატზე იქნება სერიოზული ძალა. ბელგიის ნაკრებს ტურნირის წინ კრისტიან ბენტეკე დააკლდა. ჯგუფურ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ამ გუნდს მართლაც არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება. ბელგიელთა თამაში არ ყოფილა დამაჯერებელი და ყოველთვის ბოლო წუთებზე იგებდნენ კონკრეტული მოთამაშეების ინდივიდუალიზმის დახმარებით. მერვედფინალში კი ბელგიის ნაკრებმა საუკეთესო თამაში გვაჩვენა, როდესაც აშშ-ს წინააღმდეგ უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყინეს. ბოლო წუთებზე კი ამის გამო კინაღამ დაისაჯა ვილმოტსის გუნდი. რომელო ლუკაკუს გამოსვლამ კი იმოქმედა: მან ჯერ კევინ დე ბრუინს გაატანინა, შემდეგ თავად გაიტანა. ამერიკელებმა მეორე დამატებითი დროის დებიუტში შეაგდეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს. მეოთხედფინალში კი გუნდმა ვერაფერი დააკლო არგენტინას და დაბრუნდა შინ. ბელგიას უდავოდ აქვს უდიდესი პერსპექტივა, მაგრამ მწვრთნელი უნდა ჩამოყალიბდეს. ექვსი გოლიდა, ოთხი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა შეაგდო. მარკ ვილმოტსს ჯერ არ ჰყავს ძირითადი შემადგენლობა და არ იცის ვინ როდის უნდა დააყენოს პირველივე წუთიდან. კურტუა, კომპანი, ვერონგენი, დე ბრუინი და აზარი რათქმაუნდა შეუცვლელები არიან, მაგრამ მათ გამოცდილება დააკლდთ. როგორც ლუკაკუს, ორიჯის, მირალასს, მერტნესს და ა.შ თავად ვილმოტსისთვისაც კარგი გაკვეთილი იყო მუნდიალი და წესით ეს გუნდი უფრო ჩამოყალიბებული უნდა იყოს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე.

 

მეორე გუდი, რომელსაც ჰქონდა იგივე პრობლემა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა საფრანგეთის ნაკრებს, არადა დიდიე დეშამი მშვენიერი სპეციალისტია და გუნდიც საკმაოდ ძლიერი იყო ყველა პოზიციაზე. თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მამლებმა მიიღეს მაშინ, როდესაც ტრავმის გამო ფრენკ რიბერი ვერ გაეგმზავრა ბრაზილიაში. დეშამს კი შეტევით ხაზში გაუჩნდა თავსატეხი, ჰყავდა ორი ცენტრალური თავდამსხმელი, შეუცვლელი მატიე ვალბუენა და აგრეთვე ლოიკ რემი, ანტუან გრიზმანი, სისოკო. დიდიეს რიბერის მიერ დატოვებული სივრცეები უნდა ამოევსო. ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთმა აჩვენა ყველაზე დამაჯერებელი თამაში და რიბერის არყოფნა საერთოდ არ ეტყობოდა გუნდს. დაცვის ხაზი მოქმედებდა ბრწყინვალედ, ლორისიც უშეცდომო იყო, ნახევარდაცვა და შეტევა კი დიდებული. კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა, ბლეზ მატუიდი და პოლ პოგბა იდეალურად მოქმედებდნენ. ორ თამაშში ფრანგებმა რვა გოლის გაიტანეს, თავად კი მხოლოდ ორი მიიღეს, ეგეც მოდუნების შემდეგ შვეიცარიასთან. ეკვადორთან უგოლო ფრის შემდეგ, ფრანგები მერვედფინალში ნიგერიაზე გავიდნენ. აფრიკელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და უკვე იგრძნობოდა ფრენკის არყოფნა. საფრანგეთს შეტევაში აკლდა კრეატიულობა, თანაც დეშამმა ბენზემა გადაწია ფლანგზე, ჟირუს კი მისცა შანსი გამოიჩინა თავი, ოლივიემ კი საშინლად ითამაშა. თამაში კარგი სანახავი გამოდგა, მაგრამ საფრანგეთს ეს არაფერში აწყობდა. სწორედ ამ დროს დეშამი მივიდა სწორ დასკვნამდე - ჟირუს მაგივრად გრიზმანი შეუშვა, რომელიც დადგა მარცხნივ, კარიმი კი ცენტრში შევიდა. ფრანგების შეტევები უფრო ეფექტური გახდა და საქმეში ჩაერთო ენეიემა. გადაღლილ ნიგერიელებს საფრანგეთმა მაინც გაუტანა. შეცდომა დაუშვა ენეიემამ, რასაც მოჰყვა პოგბას ზუსტი თავური. დამატებულ წუთებზე კი იობომ ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი. მეოთხედფინალში კი საფრანგეთს უფრო გამოცდილი გერმანია ელოდა, რომელმაც მოუგო დეშამის გუნდს. აქ კი უკვე ვერაფერს გახდა ვალბუენა, ბენზემა, ვერც გრიზმანმა გამოიჩინა თავი და შეცვლაზე შესულმა ჟირუმ. არავინ იცის რიბერი რას იზამდა ბუნდესნაკრებთან, მაგრამ ამას არანაერი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ პოგბამ მოიპოვა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, ვარანი იყო ერთ-ერთი კანდიდატი. ფრანგებმა მიიღეს გამოცდილება, ჰყავთ უნიჭიერესი თაობა და იმედია 2016 წელს რიბერი იქნება სრულ მზადყოფნაში, ფრანგები ამ გუნდისგან მხოლოდ ჩემპიონობას მოითხოვენ.

 

ტურნირის იმედგაცრუება

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ჩააგდეს ინგლისის, იტალიის და პორტუგალიის ნაკრებებმა, მთავარი მოულოდნელობა, იმედგაცრუება იყო ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრები. ფურია როხა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და ამ გუნდისგან კვლავ სერიოზულ წარმატებას ელოდნენ. ესპანეთის ნაკრებს ტურნირის დაწყებამდე გამოაკლდა ორი უნიჭიერესი მოთამაშე: ხესე როდრიგესი და ტიაგო ალკანტარა. ვისენტე დელ ბოსკეს ჰქონდა უდიდესი არჩევანი და სწორედ ამიტომ დარჩნენ შინ დანი კარვახალი, გაბი, ისკო, ალვარო ნეგრედო და სხვები. ფაქტია, რომ ესპანელებმა არ უღალატეს საკუთარ სტილს, ითამაშეს ბურთის კონტროლზე დაფუძნებული ფეხბურთი, მოკლე პასებით და ფაქტიურად შორეული დარტყმების გარეშე. უბრალოდ იყო ცვლილება იმ მხრივ, რომ ბოსკემ ამჯერად ცენტრალური თავდამსხმელი გამოიყენა, დიეგო კოსტას სახით. ესპანეთის ნაკრები პირველივე ტურში განადგურდა ჰოლანდიის ნაკრებისაგან. პირველ ტაიმში ბოსკეს გუნდი ფლობდა უპირატესობას, კოსტამ გატაინა კიდეც და დავიდ სილვას იდეალური შანსი ჰქონდა უპირატესობის გასაზრდელად. თუმცა ეს ვერ მოახერხა და საპასუხოდ ვან პერსიმ აიღო იკერის კარი. მეორე ტაიმი კი იყო კატასტროფა, ამარზენები იყვნენ პიკე და რამოსი, კასილასმაც დაუშვა შეცდომები, საბოლოოდ კი სამარცხვინო 1:5. მიუხედავად ამისა მეორე ტურში ბევრი ელოდა, რომ ფურია როხა მოვიდოდა გონს, გამოვიდოდა შოკიდან და ჩილესთან მოიპოვებდა აუცილებელ სამ ქულას. დელ ბოსკემ პიკეს მაგივრად ხავი მარტინესი დააყენა და ხავიც ამოაგდო სასტარტოდან. ხორხე სამპაოლის გუნდმა ესპანეთს გასაქანი არ მისცა, პირველ ნახევარში გაუტანა ორი გოლი და მოკლა ბოსკეს გუნდის თამაში. ესპანელები ცდილობდნენ, ჰქონდთ მომენტი დიეგო კოსტას და სერხიო ბუსკეცს, მაგრამ გოლი არ გაუშვია ჩილელთა კაპიტან კლაუდიო ბრავოს. ესპანეთმა ისევ წააგო და ჩაბარგდა. ბოლო ტურში ავსტრალიასთან ბოლო გოლი გაიტანა ეროვნული გუნდის მაისურით დავიდ ვილამ და აცრემლებული დაჯდა სათადარიგო სკამზე. მისმა გუნდმა 3:0 მოიგო და საფრანგეთივით(2002 წელს ფრანგებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს და გოლიც კი ვერ გაიტანეს კორეა/იაპონიაში) არ წავიდა შინ. ეს უდიდესი დარტყმაა ესპანური ფეხბურთისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვ თავისი საზღვარი. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ზედიზედ სამი დიდი ტურნირი მოიგო და ოდესღაც ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. ესპანეთის ნაკრებს უნიკალური თაობა ჰყავს, ბოსკე არსად არ მიდის და ყველანი ერთად მოემზადებიან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისათვის.

 

ტურნირის უიღბლობა

ყველაზე უიღბლო გუნდი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პაულო ბენტოს პორტუგალიის ნაკრები გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის წინ ლუიშ ფიგუმ აღნიშნა შემდეგი რამ: "ძლივს შევაგროვეთ პორტუგალიაში 23 მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატისთვის". მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია მოხვდა რთულ ჯგუფში, ბევრი ამ ნაკრებისგან და კრიშტიანო რონალდოსგან ელოდა მინიმუმ ჯგუფიდან გასვლას. პირველ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ პორტუგალიელთა შანსები საგრძნობლად შემცირდა: წითელი ბარათი მიიღო პეპემ და გამოტოვებდა შემდეგ შეხვედრას. აგრეთვე დაიმტვრა გუნდის ორი ძირითადის ფეხბურთელი და ეგრევე გამოეთიშა მუნდიალს ფაბიო კოენტრაო და უგო ალმეიდა. შემდეგ შეხვედრაში აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ბენტომ კოენტრაო ანდრე ალმეიდათი შეცვალა, უგო ალმეიდა კი ელდერ პოშტიგატი. მატჩის დებიუტში დაიმტვრა უკვე პოშტიგა, შესვენებაზე კი შესაცვლელი გახდა ანდრე ალემეიდა. ის მატჩი გუნდმა ბოლო წამებზე გადაარჩინა ვარელას გოლით და თეორიული შანსები ჯერ კიდევ დაიტოვა. ბოლო ტურში ბენტოს გუნდმა მოუგო განას, რონალდომაც როგორც იქნა შეაგდო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თანაც ბოლოსკენ უკვე მეკარე, ბეტო დაიმტვრა. ეს იყო სრული კატასტროფა, გუნდმა სამ შეხვედრაში ხუთი ძირითადის მოთამაშე დაკარგა ტრავმის გამო. თანაც შემცვლელები იყვნენ არაშესაბამისი დონის. რონალდოს გარდა პორტუგალიის ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელი შეტევაში არ ჰყავდა. ნანიმ აშკარად ვერაფერი გააკეთა, ედერი კი ალბათ განაცხადის 23 კაცამდე შესავსებად იყო საჭირო. პორტუგალიის ნაკრები ასე შორს ვერ წავა, გუნდს არანაერი პერსპექტივა არ გააჩნია. 

 

აზიური გუნდების ფიასკო

ბრაზილიაში აზიის წარმომადგენლებმა სრული კრახი განიცადეს. საუკეთესო მაინც ავსტრალიის ნაკრები იყო, რომელმთაც სამივე მატჩი წააგო, მაგრამ ჩილეს და ჰოლანდიას აბსოლიტურად არაფერი დაუთმო. ორივე თამაში გამოდგა საოცრად სანახაობრივი, ორმხრივ შეტევებში და უამრავი მომენტით. გარდა ამისა ტიმ კეჰილის გოლი ყველას დაამახსოვრდა. უბრალოდ ანგე პოსტეკოგლუს გუნდი ურთულეს ჯგუფში მოხვდა, თორემ უდავოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

ძალიან დიდი მოლოდინი იყო იაპონიაში. ალბერტო ძაკერონის გუნდი თანაბარ ჯგუფში მოხვდა და ბევრი იაპონელებისგან ელოდა მინიმუმ მერვედფინალს. არანაერი საკადრო პრობლემები არ ყოფილა, მწყობრში იყვნენ ლიდერები: მაკოტო ჰასებე, კეისუკე ჰონდა, შინჯი ოკახაზი და შინჯი კაგავა. თუმცა თითოეული მათგანი იყო ძალიან შორს საუკეთესო ფორმისგან. შესაძლოა სწორედ ამიტომ აჩვენა იაპონიამ ასეთი დაბალი შედეგი. კოტ'დიუვართან გუნდი იგებდა და ბოლო 15 წუთში წააგო, შემდეგ 10 კაციან საბერძნეთს ვერ გაუტანა და ბოლოს უმოტივაციო კოლუმბიის ნაკრებს ვერაფერი დააკლო, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. ფაქტია, რომ იაპონელებმა ყველას გაუცრუეს იმედები.

 

კარლოს კეირუშის ირანის ნაკრებმა კი თავი არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმის საწყისი 30 წუთით დაგვამახსოვრა. ნიგერიასთან საშინელი თამაშის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ ამ გუნდმა თავდაცვის მეტი არაფერი იცოდა და ამით მუნდიალს აფუჭებდა. თუმცა ალეხანდრო საბელას გუნდი კინაღამ დაამარცხეს, როდესაც სამი რეალური მომენტი ჰქონდათ ირანელებს მეორე ნახევერში. საბოლოოდ არგენტინასთან წააგეს, რასაც ბოლო ტურში უკვე გავარდნილ ბოსნიასთან მოჰყვა 1:3 წაგება, თანაც უშანსოდ.

 

ირანის მსგავსად სამხრეთ კორეის ნაკრებმა თავი რუსეთთან ჩატარებული პირველი ტაიმით დაგვამახსოვრა, როდესაც კორეელებმა ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქციეს რუსები და ანერვიულებდნენ მეტოქეს. საბოლოოდ სწორედ იმ შეხვედრაში მოიპოვა ამ გუნდმა ერთადერთი ქულა, რასაც მოჰყვა მარცხი ალჟირთან 2:4 და ბელგიასთან 0:1.

 

აფრიკელთა ნორმალური გამოსვლა

ყველაზე სამარცხვინო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისა იყო კამერუნის ნაკრები. ჯერ ეს გუნდი ითხოვდა პრემიებს, რადგან გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. პრემიარულები ვერ მიიღეს მუნდიალზე წასვლამდე და ამანაც ალბათ იქონია გავლენა. ამას დაემატა გუნდის მიერ ნაჩვენები ამაზრზენი ფეხბურთი და ხორვატიასთან უღირსი ქცევები. ჯერ ალექს სონგმა ჩაარტყა იდაყვი მარიო მანჯუკიჩს უწყინარ სიტუციაში, შემდეგ კი ბენუა ასუ-ეკოტომ და მოუკანდიომ ერთმანეთში იჩხუბეს. ძალიან გასაკვირია ვოლკერ ფინკეს გუნდში ასეთი უდისციპლინობა. საბოლოოდ კამერუნელებმა ყველა მატჩი წააგეს, ცხრა გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს.

 

ასევე სამარცხვინო იყო განის ნაკრების საქციელი. მათ მოითხოვეს, რომ პრემიები თვითმფრინავით ყოფილიყო ჩატანილი ბრაზილიაში, მათ ბაზაზე. პირველ ორ თამაშში აპიას გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და ძალიან არ გაუმართლა. ამის შემდეგ კი ნაკრებიდან მოკვეთეს სალი მუნტარი და კევინ-პრინც ბოატენგი. ბოატენგი დაესხა გუნდის მენეჯერს, მუნტარიმ კი სიტყვიერად გააკრიტიკა მთავარი მწვრთნელი. ამას დაემატა ისიც, რომ ფეხბურთელებმა მიიღეს პრემიები და გუნდის ორი ლიდერის საქციელიც ამას მოჰყვა. განამ პორტუგალაისთან ვერაფერი აჩვენა და ჩარჩა ჯგუფში ასევე უღირსი ქმედებების ფონზე.

 

ყველაზე მეტს აფრიკულ გუნდებს შორის, კოტ'დიუვარის ნაკრებისგან ელოდნენ. გუნდი იყო ყველა რგოლში ძლიერი, გამოცდილი და დაბალანსებული. თუმცა მთავარი მწვრთნელი, ფრანგი საბრი ლიამუში აბსოლიტურად გამოუცდელი გახლდათ. კოტ'დიუვარის თამაში აგებული იყო ინდივიდუალისტებზე, რომელთაც ხშირად არ გამოსდიოდათ ყველაფერი. იაპონიასთან გამარჯვებას მოჰყვა მარცხი კოლუმბიასთან და საბერძნეთის წინააღმდეგ უსახური ფეხბურთი. ფერნანდო სანტუშის გუნდმა 180 წუთის მანძილზე ვერაფერი შექმნა და აფრიკელებს შტანგები დაუღუნა. საბოლოოდ მსაჯმა გაწირა ლიამუშის გუნდი, მაგრამ კოტ'დიუვარი შორს ვერ წავიდოდა ასეთ თამაშით. საუკეთესო ამ გუნდის რიგებში, ახალგაზრდა სერჟ ორიე იყო. 

 

ნიგერიის ნაკრები ძალიან დიდი იმედებით ელოდა მუნდიალს და ამ ნაკრების წევრები ღიად ამბობდნენ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ. სტევენ კეშის გუნდი საკმაოდ ღირსეულად გამოვიდა. ირანთან საშინელ მატჩს მოჰყვა ბოსნიის ნაკრების დამარცხება. მეორე ტურში ჯეკოს ერთი გოლი წააართვეს, მაგრამ აფრიკელები მეორე ტაიმში გაცილებით უფრო კარგები იყვნენ. ემენიკემ გააწამა ბოსნიელთა დაცვის ხაზი და ფიზიკურად იქნა დაჯაბნილი სუშიჩის გუნდი. ბოლო ტურში კი ნიგერიამ ღირსეული ბრძოლა გაუმართა არგენტინის ნაკრებს და აყვა თამაშში. მესის გოლებს პასუხობდა მუსა, მაგრამ როხოს გოლს ვეღარავინ უპასუხა. საბოლოოდ ნიგერია გავიდა ჯგუფიდან და მერვედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. არადა პირველ ტაიმში ნიგერიელებმა არაფერი დათმეს, თანაბარი თამაში იყო და მომენტებიც ჰქონდა კეშის გუნდს. უბრალოდ მეორე ტაიმში ვინსენ ენეიემამ, რომელმაც არაერთი რთული ბურთი აიღო, დაუშვა შეცდომა და ამას მოჰყვა გარდამტეხი გოლი პოგბას შესრულებით. მიუხედავად ამისა ნიგერია თავაწეული დაბრუნდა შინ.

 

საუკეთესო აფრიკული გუნდი კი რათქმაუნდა ალჟირის ნაკრები იყო. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გუნდმა ძალიან კარგი, გახსნილი თამაში აჩვენა. ალჟირელებს რამოდენიმე ძალიან ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც ჰალილჰოჯიჩს თამამად შეეძლო კონტრშეტევებზე თამაშის აგება. აფრიკელებმა პირველ მატჩში ბელგიასთან დაამტკიცეს, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. პირველ ტაიმში ალჟირმა აშკარად აჯობა მეტოქეს და სოფიან ფეგულის პენალტით მოიგო კიდეც. უბრალოდ ბოლო 15 წუთში გუნდი ძალიან გადაიღალა და ორი დასანანი ბურთი გაუშვა. მეორე ტურში კი პირველ ნახევარ საათი სამხრეთ კორეელები დაარბიეს, სამი გოლი შეუგდეს და საბოლოოდ მშვიდად მოიპოვეს სამი ქულა. გადამწყვეტ მატჩში კი რუსებთან საჭირო ქულა აიღეს, რაც საკმარისი იყო ჯგუფიდან გასასვლელად. ალჟირის ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალის ფლეი-ოფში. გერმანიასთან კი ამ გუნდმა ნამდვილი სასწაული მოახდინა, პირველ ტაიმში უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, მეორე ტაიმში კი დადო ყველაფერი, იბრძოლა ბოლომდე და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. იქაც იბრძოლეს ალჟირელებმა გაშვებული გოლის შემდეგ და გაიტანეს კიდეც დამსახურებული გოლი, მაგრამ მანამდე ჰქონდათ გაშვებული მეორე. საბოლოოდ ჰალილჰოჯიჩის გუნდმა უდავოდ ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა, ყველა თამაშში გაიტანა გოლი და სამშობლოში დაბრუნდა ამაყი.

 

ტურნირის აღმოჩენა

ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშე აღმოაჩინა ამ მსოფლიო ჩემპიონატმა: მარკოს როხო, სტეფან დე ვრეი, ბრუნო მარტინს ინდი, დეილი ბლინდი, მემფის დეპაი, ხუაკ კინტერო, ჩარლზ არანგისი, მიგელ ლაიუნი, ექტორ ერერა, ბაბატუნდე. თუმცა არის ერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც სხვებთან შედარებით საერთოდ არავინ იცნობდა, რადგან თამაშობს ნორვეგიის ჩემპიონატში, საშუალო დონის გუნდში. საუბარია არც ისე პატარა, 26 წლის ბრწყინვალე მოთამაშე ჯანკარლო გონსალესზე, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა. ჯანკარლომ ლომის წვლილი შეიტანა კოსტა რიკულ ზღაპარში და ხორხე ლუის პინტოს ფორმაციის გუნდში, უკანა ხაზის აშკარა ლიდერი იყო. გონსალესი ყველა მატჩში იყო დაცვაში იდეალური, ამავდროულად კი ეხმარებოდა როგორც ცენტრალურ ნახევარმცველებს. ფლეი-ოფში კი მას არაერთხელ მოუწია გადაღლილი პარტნიორების დაზღვევა, ის საოცრად იბრძოდა. ყველასათვის უცნობი ბიჭი, გახდა ტურნირის აღმოჩენის გამორჩეული მოთამაშე და მისით უკვე დაინტერესდნენ ევროპული გუნდები. იმედია ჯანკარლო გონსალესი გაცილებით მაღალ დონეზე გააგრძელებს კარიერას და მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ დარჩება მხოლოდ ბრაზილიაში.

 

ტურნირის ფლეიმეიქერი

ამ ტურნირზე ძალიან რთულია დაასახელო გუნდი, რომელიც თამაშობდა გამოკვეთილი ფლეიმეიქერით. თუმცა ყველაზე გამოკვეთილი გამთამაშებელი საკუთარ გუნდში იყო 22 წლის ჯეიმს როდრიგესი, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. როდრიგესს უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ხოსე პეკერმანის გუნდში. ის თამაშობდა სამი შემტევი მოთამაშის უკან და ორი საყრდენის წინ, შესაბამისად იყო შეტევების წინამძღოლი. კოლუმბიელთა ფაქტიურად ყოველი შეტევა ვითარდებოდა როდრიგესის მონაწილეობით. მას ჩინებული მოედნის ხედვა და გამოზომილი, რბილი პასი აქვს. ჯეიმსს გარდა ამისა შეუძლია თავის თავზე აღება და ეს არაერთი ულამაზესი გოლით დაგვიმტკიცა. როდრიგესი იყო კოლუმბიის ნაკრების შეტევების სულის ჩამდგმელი, იდეალურად გაართვა საკუთარ დავალებას თავი და აბსოლიტურად დამსახურებულად მოიპოვა აღიარება.

 

ტურნირის კაპიტანი

არ ვიქნებით მართლები თუ ვიტყვით, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი კაპიტნების ბუმი იყო, მაგრამ უდავოდ გამოსარჩევია ორი საკუთარი ქვეყნისათვის ლეგენდად აღიარებული მოთამაშე: 37 წლის მარიო იეპესი და 35 წლის რაფა მარკესი.  ინტერნეტში გავრცელდა იეპესის ემოციური სიტყვები გასახდელში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მარკესის როლი მექსიკის ნაკრების თამაშში იყო უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ობიექტური სწორედ რაფას გამოყოფა იქნება. მარკესიც იეპესის მსგავსად სანიმუშო კაპიტანი იყო, მაგრამ გაცილებით დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი გუნდის ღირსეულ გამოსვლაში. რაფა დიდებული იყო დაცვაში, იწყებდა გუნდის შეტევებს, ანაწილებდა პასებს მოედნის ცენტრიდან და სტანდარტულების დროს ნაყოფიერი იყო შეტევაშიც. მეტი არ უნდა გააკეთოს 35 წლის ცენტრალურმა მცველმა? რაფამ შესაძლოა კარიერაში საუკეთესო თამაშებიც კი ჩაატარა, იმდენად მონდომებული იყო. მარკესი მაგალითია ნებისმიერი გუნდის კაპიტნისათვის, მან აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთა და კიდევ უფრო მეტად შეაყვარა თავი ფეხბურთის გულშემატკივარს.

 

ტურნირის ამპლუა

ჩვენი საიტის მომხმარებლების უმრავლესობამ მეკარეები აირჩია მუნდიალის საუკეთესო ამპლუად და ეს რათქმაუნდა არის აბსოლიტურად რეალობის შემცველი. ბრაზილიაში ფაქტიურად ყველა გუნდს ჰყავდა ძალიან მაღალი დონის მეკარე და მათ იდეალურად წარმოაჩინეს თავი. ძალიან კარგები იყვნენ ჟულიო სეზარი, იასპერ სილესენი, კლაუდიო ბრავო, დავიდ ოსპინა, ჯიჯი ბუფონი, უგო ლორისი, დიეგო ბენალიო, სერხიო რომერო, ვინსენ ენეიემა, ტიბო კურტუა, რაის მ'ბოლი, გამორჩეულები კი გილერმო ოჩოა, კეილორ ნავასი, ტიმ ჰოვარდი და მანუელ ნოიერი. არავის დაავიწყდება ოჩოას სასწაულები ბრაზილიასთან, ჰოვარდის შოუ ბელგიასთან, მ'ბოლის გმირობები გერმანიასთან, ბენალიოს სეივები არგენტინასთან, ნავასის საოცრებები საბერძნეთთან და ჰოლანდიასთან - მეკარეებმა მართლაც, რომ საოცარი სილაღე შემატეს მსოფლიო ჩემპიონატს. უდავოდ გამოსარჩევია ტიმ ჰოვარდის მიერ ჩატარებული სასწაულები ბელგიის წინააღმდეგ, ის 16 სეივით გახდა რეკორდსმენი და სამუდამოდ დარჩება მისი მოქმედებები ისტორიაში. აგრეთვე ოჩოას სეივები ბრაზილიის, ჰოლანდიის წინააღმდეგ. ნეიმარის თავურის მოგერიებამ კი ხალხს რამდენიმე წლის შემდეგ მისცა იმის საშუალება, რომ პარალელი გაევლოთ ლეგენდარული გორდონ ბენქსის სეივთან. ასევე არ დავივიწყოთ მონდრაგონი, რომელიც გახდა ყველაზე უხუცესი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ხალხმა უდავოდ გაალამაზა მუნდიალი და მეკარეების ასეთი მაღალი დონე ძალიან სასიხარულოა.

 

მსაჯობა

ეს ის თემაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ გააქცევი. ტურნირის სტარტზე იყო უამრავი უხეში შეცდომა, განსაკუთრებით დაიჩაგრა ხორვატიის ნაკრები, რადგან მსაჯის შეცდომამ იმოქმედა ნიკო კოვაჩის გუნდის მარცხზე. აგრეთვე მექსიკა დაიჩაგრა საშინლად და კიდევ ბევრი შეცდომა იყო. არაერთი ადამიანი აღნიშნავდა, რომ მსაჯები არიან ზედმეტად ლმობიერები და თავს იკავებენ მოთამაშის გასაფრთხილებლად. თუმცა ფლეი-ოფიდან მსგავსი არაფერი გვინახავს. რათქმაუნდა უნდა გავიხსენოთ ჰალკის არჩათვლილი გოლი, ბრაზილია-კოლუმბიის საშინლად უხეში თამაში, მესამე ადგილისთვის მატჩში უამრავი შეცდომა, ფინალშიც იყო ერთი საკამათო ეპიზოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მსაჯებმა კარგად გაართვეს თავი საკუთარ საქმეს, განსაკუთრებით კი ევროპელებმა. ჰოლანდია-ბრაზილიას ალჟირელი ჰაიმუდი სჯიდა და უამრავი შეცდომა დაუშვა, საკმაოდ უხეში, რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა ფინალში ნიკოლა რიცოლი უშეცდომო იყო. ერთადერთი საკამათო ეპიზოდი შეიქმნა მეორე ტაიმში, როდესაც მანუელ ნოიერმა დატოვა კარი და გონსალო იგუაინს დაეჯახა. განმეორებამ აჩვენა, რომ მანუ აშკარად ბურთზე მიდიოდა და მისი მხრიდან არ ჰქონია განძრახ უხეთ თამაშს ადგილი. სადავო არის ის, ხელით ნოიერმა ითამაშა საჯარიმოში თუ არა. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ამ მომენტმა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შეხვედრაზე. ევროპელმა არბიტრებმა მართლაც დაამტკიცეს, რომ უმაღლეს დონეზე მუშაობენ და საბედნიეროდ ფლეი-ოფში შეცდომები იყო ძალიან ცოტა, ეგეც საკამათო სიტუაციებში. ნიკოლა რიცოლი, ბიორნ კუიპერსი, რავშან ირმატოვი, ჩაქირი - ამ მსაჯებმა უშეცდომოდ მიხედეს საკუთარ საქმეს და ერთადერთი ევროპელი იყო ველასკო კარბალიო, რომელიც ნამდვილად შერცხვა, მაგრამ ის ხომ ესპანელია.

 

რეკორდები და საინტერესო ფაქტები

  • გერმანიის ნაკრები გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც სამხრეთ ამერიკაში მოიპოვა მსოფლიო თასი.
  • მიროსლავ კლოზე გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 16 გოლით.
  • მარიო გიოტცე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში შეცვლაზე შესულმა გაიტანა გამარჯვების გოლი.
  • ანდრე შურლე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შეცვლიდან შესულმა სამჯერ გამოიჩინა თავი.
  • გერმანიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა ნახევარფინალში.
  • მირო კლოზე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხჯერ ითამაშა ნახევარფინალურ შეხვედრაში.
  • ლუი ვან გაალმა ისტორიაში პირველად გამოიყენა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა, 23 ფეხბურთელი.
  • ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისაგან - 1:7.
  • აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა ამხელა სხვაობა ნახევარფინალურ მატჩში და გერმანიამდე არცერთ გუნდს არ გაუტანია შვიდი გოლი ამ ეტაპზე.
  • ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ამ მუნდიალზე გაუშვა - 14!
  • აქამდე არცერთ მასპინძელ გუნდს არ გაუშვია ტურნირზე ერთ თამაშში შვიდი გოლი.
  • ჰოლანდიის ნაკრებმა პირველად დაასრულა მუნდიალი მარცხის გარეშე.
  • კოსტა რიკის ნაკრებმა პირველად დაასრულა მუნდიალი მარცხის გარეშე.
  • ჯეიმს როდრიგესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ხუთ თამაშში გამოიჩინა თავი.
  • ტომას მიულერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მუნდიალზე შეაგდო ხუთი ან მეტი გოლი - 24.
  • ტომას მიულერი გახდა ერთადერთი ოქროს ბუცის მფლობელი, რომელმაც შემდეგ მუნდიალზეც მოახერხა იგივე რაოდენობის გოლების შეგდება - ხუთი 2010 წელს, ხუთი წელს.
  • მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა შემთხვევა, როდესაც მთავარმა მწვრთნელმა პენალტების სერიისათვის ბოლო წამებზე შეცვალა მეკარე.
  • 1998 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ტურნირზე მონაწილეობს 32 გუნდი, ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი იქნა გატანილი - 136.

მსოფლიო ჩემპიონატის ათი საუკეთესო გოლი

#10 ლეო მესი(არგენტინა - ნიგერია)

 

#9 დავიდ ლუისი(ბრაზილია - კოლუმბია)

 

#8 არიენ რობენი(ჰოლანდია - ავსტრალია)

 

#7 ლეო მესი(არგენტინა - ბოსნია-ჰერცოგოვინა)

 

#6 ჯეიმს როდრიგესი(კოლუმბია - ურუგვაი; გოლი იხილეთ 0:39-დან)

 

#5 ჯოვანი დოს სანტოსი(ჰოლანდია - მექსიკა)

 

#4 არიენ რობენი(ესპანეთი - ჰოლანდია)

 

#3 ჯეიმს როდრიგესი(კოლუმბია - ურუგვაი)

 

#2 ტიმ კეჰილი(ავსტრალია - ჰოლანდია)

 

#1 რობინ ვან პერსი(ესპანეთი - ჰოლანდია)

 

აი ასეთი ბრწყინვალე მსოფლიო ჩემპიონატი ვიხილეთ ბრაზილიაში და ეხლა ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ახალ საინტერესო საკლუბო სეზონს

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-07/1405609112_2014-fifa-world-cup-soccer-trophy-jpg.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 2828
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 21  SCHWARZENEGGERA  
22 ივლისი 2014 01:16
good

-------------------------------------------------------------
წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი,თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად dedaმიწაზე
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 20  Neymar Da Silva 11  
21 ივლისი 2014 22:42
ციტატა: David Villa
კარგი და დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო..

good

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 2101
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
20 ივლისი 2014 12:18
ეჰ წევედი სოფელში მაგრად ხალხნო:D
Barcelona
Georgia
კომენტარები: 1784
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 18  4ever madridista  
20 ივლისი 2014 12:14
ციტატა: lashachigo
რეალმა როდრიგესი იყიდა?

კი ოფიციალურად მალე დადასტურდება

-------------------------------------------------------------
HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIIID!!!!!!!!!!!!!
Real-Madrid
France
კომენტარები: 13910
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  malboro463  
20 ივლისი 2014 02:02
სოლდადომ გოლი გაიტანა ბლია ძ და ისიც პენალტით hunter
No-Club
England
კომენტარები: 48841
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
19 ივლისი 2014 22:47
ციტატა: Andrés.
მარტო ამ სტატიის გულიზე ავტორს უნდა აჩუქოთ ეს საიტი

good 100% იანი ხარ მასტი როგორ შრომობს და რა სტატიებს დებს საღოლ დავითა საღოლ magadia

-------------------------------------------------------------
თქვენი სიყვარული მხდის ძლიერს, თქვენი სიძულვილი-შეუჩერებელს.
კრიშტიანო რონალდო
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 1624
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 15  lashachigo  
19 ივლისი 2014 22:35
რეალმა როდრიგესი იყიდა?
Real-Madrid
Brazil
კომენტარები: 1651
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  Ikkaaa  
18 ივლისი 2014 22:16
როდრიგესის გოლი იმდენად მაგარი იყო ორჯერ მოხვდა wink ასე ერთიანად რომ გადაავლო თვალი უფრო მეტად დასამახსოვრებელი ყოფილა ეს მუნდიალი, ბრავო ავტორ
Barcelona
Brazil
კომენტარები: 1784
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 13  4ever madridista  
18 ივლისი 2014 21:13
RealMadrid1

-------------------------------------------------------------
HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIIID!!!!!!!!!!!!!
Real-Madrid
France
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 12  David Villa  
18 ივლისი 2014 15:05
კარგი და დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო..

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 4143
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  Andrés.  
18 ივლისი 2014 12:39
მარტო ამ სტატიის გულიზე ავტორს უნდა აჩუქოთ ეს საიტი

-------------------------------------------------------------
"My happiness does not depend on I scored or not. Rather, from the fact that I know that have done a good job". - Andres Iniesta
Barcelona
No-Flag
კომენტარები: 2828
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  SCHWARZENEGGERA  
18 ივლისი 2014 01:32
good

-------------------------------------------------------------
წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი,თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად dedaმიწაზე
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 1784
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  4ever madridista  
17 ივლისი 2014 22:48
My Webpageუეჭველი დავითრევ!

-------------------------------------------------------------
HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIIID!!!!!!!!!!!!!
Real-Madrid
France
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  Lionel_Messi_10  
17 ივლისი 2014 22:45
ბურზასფორის ფანებმა აიღეს ჩიხურას გვერდი,იგინებიან ყველას მისამართით
Barcelona
Argentina
კომენტარები: 16641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  Hardwell  
17 ივლისი 2014 22:43
საღოლ ავტორ +1 )))
ბრაზილიამ მაგრად გამიცრუა იმედები.. no
ფრედით და ჟოებით უნდოდა მსოფლიოს მოგება

-------------------------------------------------------------
- For Me RoNaLDinHo Is The Best Player Of All Time!♥
Barcelona
Brazil
კომენტარები: 1624
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  lashachigo  
17 ივლისი 2014 22:28
სგ სგ სგ ავტორს
Real-Madrid
Brazil
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Lionel_Messi_10  
17 ივლისი 2014 21:38
good ავტორსს...

ეჰ ჩემი არგენტინააა love რუსეთი უნდა ავწიოთ gun2
Barcelona
Argentina
კომენტარები: 12655
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  Crespo  
17 ივლისი 2014 20:52
ჩემპიონატის საუკეთესო გოლები ოფიციალურია?
Benfica
Uruguay
კომენტარები: 1784
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  4ever madridista  
17 ივლისი 2014 20:46
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn
Oliver Kahn








საააააააააღოოოოოოოოოოლ დავით!!!!!!

-------------------------------------------------------------
HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIIID!!!!!!!!!!!!!
Real-Madrid
France
კომენტარები: 846
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  MANUTD1878  
17 ივლისი 2014 20:14
გაასწორა საინტერესო სტატია პორტუგალიიის ნაკრებზეც მართალი წერია ვეთანხმები სრულად:)

-------------------------------------------------------------
Cristiano ronaldo-Portugal National (Overall Appearances 109 games 47 goals)! MANCHESTER UNITED FC (Overall Appearances 292 games 118 Goals) CR7!chanpions league Overall appearances-103-goals-60)REAL MADRID OVERALL APEARANCES 227 games goals 233 CR7 CAREER TOTAL 659 games and scored 403 goals!
Manchester-United
Georgia

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi