Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ლამი: არ გვინდოდა, რომ ბრაზილიისგან "მიკი" შეგვექმნა

12-10-2014
11 კომენტარი

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გუნდისთავმა ფილიპ ლამმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა ინგლისურ პრესასთან და აღნიშნა, რომ ბუნდესთიმმა დაინდო ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.

 

შეგახსენებთ, რომ იახიმ ლიოვის გუნდმა 7:1 გადაუფრინა სელესაოს მინეიროში და პირველი ტაიმის შემდეგ 5:0 უგებდა. თუმცა მეორე ნახევარში გერმანელები დამშვიდნენ და მხოლოდ ორჯერ აიღეს მეტოქეს კარი, ესეც შეცვლაზე შესულმა, თამაშ მოწყურებულმა ანდრე შურლემ გააკეთა.

 

"ჩვენ გასახდელში ვისაუბრეთ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა თამაში და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ გვეთამაშა ღირსეულად და მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოგვეჩინა. ყველა ასეთი განწყობით გავიდა მეორე ნახევარში.

 

ჩვენ არ გვსურდა, რომ ბრაზილიის ნაკრებისგან "მიკი" შეგვექმნა. საერთოდ არ გვინდოდა, რომ მატჩი ასეთი დიდი ანგარიშით დასრულებულიყო, მაგრამ უფრო მეტიც შეიძლებოდა. უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ გულშემატკივრების და მოთამაშეების მიმართ პატივისცემა გამოგვემჟღავნებინა", - ამბობს ლამი.

 

ფილიპმა აგრეთვე ისაუბრა როდის მიიღო სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება და რას აპირებს სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ.

 

"ჩემთვის აშკარა იყო, რომ ეს ტურნიი ბოლო იქნებოდა საერთაშორისო არენაზე. მე კარიერა მსოფლიო ჩემპიონობის გამო არ დამისრულებია, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე მივიღე.

 

ხალხს ალბათ დაავიწყდა, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას მთელი ათი წელიწადი ვიცავდი, თანაც ფაქტიურად ყველა თამაშში მივიღე მონაწილეობა და უამრავი ტურნირი გამოვიარე. ყოველი თამაშის დროს ზეწოლის ქვეშ ხარ, რომ რაიმე არ გააფუჭო. მე კი არასოდეს ვიყავი ჩვეულებრივი მოთამაშე, ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისგმებლობით ვეკიდებოდი საქმეს.

 

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების კაპიტანი ვიყავი. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ გახვიდე მინდორზე ან ვარჯიშზე და 90 წუთი ითამაშო. როდესაც გქვია გუნდისთავი, გაცილებით მეტი რამ მოგეთხოვება.

 

შენ გსურს, რომ მოახდინო ზეგავლენა, განიხილო ტაქტიკური სქემები ნებისმიერთან და მიიღო მონაწილეობა ფაქტიურად ყველა საქმიანობაში. ამ ყველაფერში კი უდიდესი ენერგია იხარჯება.

 

რას ვიზამ კარიერის დასრულების შემდეგ? მთავარი მწვრთნელობა? არამგონია თავიდანვე ამით დავიწყო, ძალიან რთული იქნება. თუმცა ერთი რამ ვიცი - აუცილებლად დავრჩები ფეხბურთში, რადგან მიყვარს ეს სპორტი და მინდა, რომ ვემსახურო მას", - განაცხადა 30 წლის ლამმა.

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-10/1413108214_433463_heroa.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 11  Neymar Da Silva 11  
14 ოქტომბერი 2014 01:49
ციტატა: lionel messi 10
ისე მაგარს გაასწორებდა ბოლომდე რომ შეეტიათ მეორე ტაიმში 10 გოლს გადაახტებოდნენ :Dდ მარა ისე გერმანიას მაგრად გაუმართლა იტალია ესპანეთი რომ ჩარჩა ჯგუფში თორე მიკის ვისგან შექმნიდნენ ნახავდნენ ნემცები.

7-0 მოიგეს მეტი რაგა გინდა ტო :დ
ესპანეთმა მოუგო ჰაიტს 10:0 და
გერმანიამ 7-0 ბრაზილიას :დ:დ

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 2548
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  oscar-piazon  
13 ოქტომბერი 2014 18:09
good

-------------------------------------------------------------
chelsea always one
Chelsea
England
კომენტარები: 22295
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  Snuff  
13 ოქტომბერი 2014 01:58
ციტატა: bangkok
ხოლი იტალიელებს და ესპანელებს მართლა სულს ამოხდიდნენ

ხო ერთი აქამდე ხდიდნენ სულს იტალიას და მეორე ამ მსოფლიოზე ამოხდიდნენ კიდე:D მაგის თქმის საფუძველს რა გაძლევს მაინტერესებს:D

-------------------------------------------------------------
Noi Siamo La Juve
Juventus
Georgia
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  mesidona  
12 ოქტომბერი 2014 22:37
ციტატა: დავით ყიფიანი
უდიდესი ფეხბურთელი არანაკლები თუ უფრო დიდი არა ვიდრე კაფუ იყო

20 საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული კრუიფი და ვის ადარებ:D

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 2101
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
12 ოქტომბერი 2014 19:08
უდიდესი ფეხბურთელი არანაკლები თუ უფრო დიდი არა ვიდრე კაფუ იყო
Barcelona
Georgia
კომენტარები: 2548
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  oscar-piazon  
12 ოქტომბერი 2014 15:46
good იმენა სწორია ლამი.. ფაქტია რო ამ ჩემპიონატზე უკონკურენტო იყო გერმანია და ვინ ვის შეხვდებოდა და ვის გაუმართლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს.. ვისაც შეხვდა გერმანია ყველას გადაუარა რა ღირსეულად გაიმარჯვეს.. ერთი ფინალი იყო დაძაბული.. დანარჩენი თამაშები ყველა უპრობლემოდ მოიგეს

-------------------------------------------------------------
chelsea always one
Chelsea
England
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Lionel_Messi_10  
12 ოქტომბერი 2014 15:30
ციტატა: bangkok
:D :D :D რატო ამბობ მაგას? ესპანეთი და იტალია პირიქით კიდევ კარგი რო ჩარჩნენ თორემ დამიჯერე გერმანელები მაგათ ნაღდად არ დაინდობდნენ , მასპინძლის პატივისცემის ვარიანტში ეტყობოდათ კიდევაც რო ისე აღარ თამაშობდნენ და ძალებს ინახავდნენ , ხოლი იტალიელებს და ესპანელებს მართლა სულს ამოხდიდნენ

კი როგორც 2008,2010 და 2012 წლებში ამოხადა სული გერმანიამ ისე იზამდა ეხლაც :Dდ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 525
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  TAMARA  
12 ოქტომბერი 2014 15:18
ციტატა: bangkok
:D :D :D რატო ამბობ მაგას? ესპანეთი და იტალია პირიქით კიდევ კარგი რო ჩარჩნენ თორემ დამიჯერე გერმანელები მაგათ ნაღდად არ დაინდობდნენ , მასპინძლის პატივისცემის ვარიანტში ეტყობოდათ კიდევაც რო ისე აღარ თამაშობდნენ და ძალებს ინახავდნენ , ხოლი იტალიელებს და ესპანელებს მართლა სულს ამოხდიდნენ ahahaha

იტალიის შემთხვევაში გეთანხმები. აი ესპანეთს კი ბრაზილიაზე უარესს დამართავდნენ

-------------------------------------------------------------
გერმანია: ბაიერნი,დორტმუნდი
ინგლისი: არსენალი
ესპანეთი: ატლეტიკო. ბილბაო
საფრანგეთი: ლიონი
იტალია: მილანი
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Neymar Da Silva 11  
12 ოქტომბერი 2014 14:52
ლეგენდა! გერმანური და არამარტო გერმანული ფეხბურთის..

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 111
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  bangkok  
12 ოქტომბერი 2014 14:19
:D :D :D რატო ამბობ მაგას? ესპანეთი და იტალია პირიქით კიდევ კარგი რო ჩარჩნენ თორემ დამიჯერე გერმანელები მაგათ ნაღდად არ დაინდობდნენ , მასპინძლის პატივისცემის ვარიანტში ეტყობოდათ კიდევაც რო ისე აღარ თამაშობდნენ და ძალებს ინახავდნენ , ხოლი იტალიელებს და ესპანელებს მართლა სულს ამოხდიდნენ ahahaha
Bayern-Munich
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
12 ოქტომბერი 2014 14:11
ისე მაგარს გაასწორებდა ბოლომდე რომ შეეტიათ მეორე ტაიმში 10 გოლს გადაახტებოდნენ :Dდ მარა ისე გერმანიას მაგრად გაუმართლა იტალია ესპანეთი რომ ჩარჩა ჯგუფში თორე მიკის ვისგან შექმნიდნენ ნახავდნენ ნემცები.
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi