Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჩემპიონთა ლიგა: F ჯგუფის პრევიუ

21-10-2014
9 კომენტარი

დაძაბული და საინტერესო უქმეების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა განახლდება დღეს. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშები გაიმართება F ჯგუფშიც, სადაც ბევრი "ბარსელონას" და "პსჟ"-ს მიიჩნევს აშკარა ფავორიტად. თუმცა არც ამსტერდამის "აიაქსი" და არც "აპოელი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მითუმეტეს აუტსაიდერი.

 

ბარსელონა Vs აიაქსი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: კამპ ნოუ, ბარსელონა

მთავარი მსაჯი: ვილიამ კოლუმი(შოტლანდია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: კომედი არხი

 

44 წლის ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკე საკმაოდ კარგად მუშაობას მიმდინარე სეზონის სტარტზე. მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა ახალი მუხტი შეიძინა, ახალი ენერგიით შეივსო და უდიდესი მოტივაციით შეუდგა საქმეს. ესპანეთის ლა ლიგაში კლაუდიო ბრავოს რვიდან რვა მშრალი თამაში აქვს ჩატარებული, რაც მრავლისმეტყველია. ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ სიახლეა ლეო მესის კარიერაშიც. მარადონამაც სცადა თავის დროზე ლეოს ფლეიმეიქერად გადაქცევა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ერთთვიანი ტურნირია, სადაც რთული მსგავს იდეას სრულფასოვნად შეასხა ხორცი. თუმცა ფაქტია, რომ მესი მიმდინარე სეზონში უფრო მეტად არის ჩართული შეტევების ორგანიზებაში და ფაქტიურად ყველა თამაშში აკეთებს საგოლე გადაცემას. არგენტინელის უნიკალური მოედნის ხედვა და ინტელექტი კიდევ უფრო ნათლად ჩანს მიმდინარე სეზონში, რაშიც რათქმაუნდა მიუძღვის წვლილი ლუის ენრიკეს. "აპოელთან" მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ "ბარსამ" პარიზში წააგო 2:3 და ეხლა მხოლოდ გამარჯვებას უმიზნებს. კატალონიელებს ლუის სუარესის გარდა ადრიანო დააკლდებათ. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ორშაბათს მიიღო ვარჯიშზე ტრავმა და არ ენრიკემ არ შეიყვანა განაცხადში. ტომას ვერმალენიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ საეჭვოა მისი გამოჩენა დღეს. სერხიო ბუსკეცის თამაში კი საეჭვოა, რადგან ესპანელს საბოლოო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. ენრიკე სავარაუდოდ კვლავ მიმართავს ტრადიციულ როტაციას და ვნახოთ ამჯერად ვის მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩში.

 

ფრანკ დე ბურის გუნდმა არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო მიმდინარე სეზონი, მაგრამ ამსტერდამელები როგორც წესი შემდგომში უმატებენ ხოლმე. "აიაქსს" ზედიზედ რვა თამაში არ წაუგია ყველა ტურნირზე ერთად, მაგრამ მხოლოდ სამი მოიგო. ერედივზიონში გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორივეჯერ 1;1 ითამაშა - ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ არც საუკეთესოა. "აიაქსს" კვლავ ბოილესენი, ფიშერი და სერერო ვერ დაეხმარებიან. თუმცა სამივე მათგანი დიდი ხანია იმყოფება ლაზარეთში, ამიტომ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. დე ბური რათქმაუნდა არ შეცვლის ტაქტიკას და "აიაქსი" ეცდება კამპ ნოუზეც გამოიყენოს საფირმო კონტრშეტევები, რომელსაც როგორც წესი შიონე და სიგტორსონი აგვირგვინებენ. 

 

"ბარსელონას" მოსაგები აქვს და ფავორიტიც არის, მაგრამ ამსტერდამის "აიაქსს" შეუძლია მინიმუმ წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ წინასწარ ნუ გავაკეთებთ პროგნოზებს. 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა: ბრავო - ალვეში, მატიე, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, სერხი რობერტო - მუნირი, მესი, ნეიმარი.

 

აიაქსი: სილესენი - ვან რინი, ველტმანი, მოისანდერი, ვერგევერი - კლაასენი, ციმილინგი, ანდერსენი - გაზი, სიგტორსონი, შიონი.

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები გასულ სეზონშიც ერთ ჯგუფში მოხვდნენ. კამპ ნოუზე ხერარდო მარტინოს გუნდმა 4:0 გაანადგურა "აიაქსი", მაგრამ ამსტერდამში მასპინძლებმა იმარჯვეს - 2:1.

 

  • 2011 წლის შემდეგ, "ბარსელონა" ყველაზე ადრე სწორედ მიმდინარე სეზონში დამარცხდა ჩემპიონთა ლიგაზე. წინა, მეორე ტურში კატალონიელებმა პარიზში წააგეს 2:3.

 

  • "ბარსელონას" ბოლო 28 საშინაო თამაშიდან ერთადერთი აქვს წაგებული ჩემპიონთა ლიგაზე.

 

  • ბლაუგრანას არასოდეს წაუგია კამპ ნოუზე ჰოლანიური კლუბების წინააღმდეგ: 4 მოგება და 3 ფრე.

 

  • "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის გასვლით თამაშებში რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამსტერდამელებმა ბოლოს, ზაგრების "დინამოს" მოუგეს გასვლაზე 2011 წელს - 2:0.

 

  • მაშინ, როდესაც "აიაქსმა" ბოლოს მოიგო ესპანეთში, ფრანკ დე ბური ფეხბურთს თამაშობდა, მისი ძმა რონალდი კი "აიაქსში" ირიცხებოდა და მადრიდის "ატლეტიკოს" გოლიც გაუტანა და საბოლოოდ ჰოლანდიელებმა 3:2 მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე.

 

  • "აიაქსს" ბოლო შვიდი გასვლითი თამაშიდან ესპანეთში ექვსი აქვს წაგებული და ერთი ფრედ ნათამაშები. 

 

  • ამსტერდამელთა ზოგადი შედეგი სტუმრად ესპანური კლუბების წინააღმდეგ არის ასეთი: 5 მოგება, 2 ფრე და 9 წაგება.

 

  • ლუის ენრიკე და ფრანკ დე ბური "ბარსელონაში" თანაგუნდელები იყვნენ 1999-2003 წლებში. ამ ოთხი წლის განმავლობაში, დე ბურმა 144 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და 1999 წელს მოიგო ლა ლიგის ტიტული.

აპოელი Vs პსჟ

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, III ტური

თარიღი: 22:45 საათი, 21 ოქტომბერი

სტადიონი: GSP არენა, ნიქოზია

მთავარი მსაჯი: ოვიგიუ ჰატეგანი(რუმინეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd3

 

კვიპროსულმა გუნდმა შესანიშნავად დაიწყო მიმდინარე სეზონი. კვიპროსის პირველ დივიზონში ექვსი ტურის შემდეგ "აპოელი" 16 ქულით არის ერთპიროვნული ლიდერი და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს. ჩემპიონთა ლიგაზეც საკმაოდ ღირსეულად ითამაშეს ნიქოზიელებმა. კამპ ნოუზე "აპოელმა" დიდი ხანი გაძლო, "აიაქსთან" კი 1:1 ითამაშა GSP არენაზე, სადაც არც "პსჟ"-ს დაუთმობენ რამეს. გიორგიოს დონისის გუნდი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს და თუ 2012 წლის ზღაპარს ვერ გაიმეორებენ, ევროპის ლიგაზე გასვილსთვის  აუცილებლად იბრძოლებენ. "აპოელის" უდიდესი დანაკლისი იქნება ალონეფტისი, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ დაიმტვრა და კვლავ ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს. მის გარდა დონისი ტასოს კისასის და ანასტასიოს პაპაზოღლუს გარეშე შეარჩვეს შემადგენლობას. გარდა ამისა მთელი რიგი მოთამაშეების თამაშია საეჭვო: კარლაო, იონ არნე რიისე, მანდუკა, სიტიროუ, დე ვინსენტი, ვინისიუსი.

 

პარიზულმა კლუბმა ბოლო მატჩებში აშკარად გააუმჯობესა თამაში, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება. "პსჟ"-მ "ბარსელონასთან" ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება. ოთხი ქულით ლორან ბლანის გუნდი ეცდება კვიპროსში მოგებას, მაგრამ არც ფრეზე იტყოდნენ მკაცრ უარს ფრანგები. მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ფაქტიურად გამორიცხულია, ყოველშემთხვევაში სასტარტოში, საკადრო პრობლემები გაცილებით შემსუბუქდა. აგვისტოს შემდეგ პირველი მატჩი უნდა ჩაატაროს კაპიტანმა ტიაგო სილვამ, რომელიც ასევე ახლახანს გამოჯანმრთელებულ დავიდ ლუისს შეუწყვილდება. ეზიკილ ლავესი და მარკინიოსი კვლავ ვერ ეხმარებიან "პსჟ"-ს. ვნახოთ როგორ შემადგენლობას აირჩევს ლორან ბლანი, მაგრამ აღსანიშნავია რომ გუნდმა 3:1 მოუგო "ლანსს" ამ უქმეებზე და კარგი განწყობის შექმნის მაგივრად უფრო გაიფუჭა ნერვები. საუბარია ედინსონ კავანის აბსურდულ გაძევებაზე, რაც რათქმაუნდა ვერ იმოქმედებდა პოზიტიურად გუნდში არსებულ ატმოსფეროზე. თუმცა მეორესმხრივ ურუგვაელი მაქსიმალურად დაიხარჯება დღეს, რადგან გამოტოვებს ლიგა 1-ის შემდეგ ტურს.

 

რათქმაუნდა ფავორიტია ლორან ბლანის გუნდი, მაგრამ "აპოელმა" დაამტკიცა, რომ სერიოზული გუნდია და უშანსოდ არცერთ თამაშში არ იქნება, მითუმეტეს კვიპროსში, სადაც უნიკალური ატმოსფეროა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

აპოელი: პარდო - სერხიო, კარლაო, გილერმე, ანტონიადესი - გომესი, მორაისი, ვინისიუსი, ჯებური - მანდუკა, შერიდანი.

 

პსჟ: სირიგუ - ვან დერ ვილი, სილვა, ლუისი, მაქსველი - ვერატი, კაბაიე, მატუიდი - მოურა, კავანი, პასტორე.

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები ერთმანეთს 1993/94 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე შეხვდნენ. "პსჟ"-მ კვიპროსში მოიგო 1:0, პარიზში კი 2:0 და გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

  • "აპოელს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არ წაუგია სანიშაო თამაში, საკვალიფიკაციოს ჩათვლით: მოგებები "ჰელსინკთან"(2:0) და "ოლბორგთან"(4:0), ფრე "აიაქსთან"(1:1).

 

  • "აპოელს" ბოლო წლებში ორჯერ ჰყავს დამარცხებული ფრანგული კლუბი კვიპროსში. მათ 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ლიონის "ოლიმპიკს" მოუგეს 1:0, გასულ სეზონში კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" დაამარცხეს 2:1.

 

  • სწორედ "ლ.ოლიმპიკთან" მატჩში დაწერა "აპოელმა" ისტორია. საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, რომელიც 4:3 მოიგეს კვიპროსელებმა და ისტორიაში პირველად გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც მადრიდის "რეალთან" განადგურდნენ.

 

  • "პსჟ"-ს ბოლო ათი გასვლითი თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორი აქვს წაგებული, ექვსი კი მოგებული.

 

  • "პსჟ" მეორედ ეწვევა კვიპროსს, 21 წლიანი პაუზის შემდეგ.

 

  • ლორან ბლანმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი 1989 წლის ნოემბერში გაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, კვიპროსის წინააღმდეგ(2:0).

http://www.fci.ge/uploads/posts/2014-10/1413864890_untitled.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  Lionel_Messi_10  
21 ოქტომბერი 2014 16:20
ავტობუსებს არ იქნება იმედია
Barcelona
Argentina
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  Neymar Da Silva 11  
21 ოქტომბერი 2014 16:18
კარგ barca1 თამაშს ველი barca

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 16641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  Hardwell  
21 ოქტომბერი 2014 15:51
ჰანდიკაპით მოიგებენ barca1

-------------------------------------------------------------
- For Me RoNaLDinHo Is The Best Player Of All Time!♥
Barcelona
Brazil
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  thiaGOALcantara  
21 ოქტომბერი 2014 15:24
მესის ფლეიმეიკერად დაყენება ძაან კაი და სარგებლიანია გუნდისთვის უფრო ორგანზებული და მრავალფეროვანი გახდა გუნდის შეტევა ,, თან ეხლა სუარესიც რო დაგვემატება ვაფშეეეე გამოით ლუბოი !! დდ უეჭველი მოსაგებ გვაქვს ეს თამაში

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 2548
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  oscar-piazon  
21 ოქტომბერი 2014 14:53
ციტატა: Hazard fan
ციტატა: oscar-piazon
ბარსელონა ძალებს დაზოგავს ვითომ? და არ ათამაშებს ნეიმარს და მესის?

სისულელეა ორივეს ათამშებს

good

-------------------------------------------------------------
chelsea always one
Chelsea
England
კომენტარები: 108
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  Hazard fan  
21 ოქტომბერი 2014 14:53
ციტატა: oscar-piazon
ბარსელონა ძალებს დაზოგავს ვითომ? და არ ათამაშებს ნეიმარს და მესის?

სისულელეა ორივეს ათამშებს
Borussia-Dortmund
Germany
კომენტარები: 2548
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  oscar-piazon  
21 ოქტომბერი 2014 14:52
ბარსელონა ძალებს დაზოგავს ვითომ? და არ ათამაშებს ნეიმარს და მესის?

-------------------------------------------------------------
chelsea always one
Chelsea
England
კომენტარები: 108
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Hazard fan  
21 ოქტომბერი 2014 14:51
ბარსა ფრეს გააგორებს
Borussia-Dortmund
Germany
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  mesidona  
21 ოქტომბერი 2014 13:38
barca1

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi