Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

იაგელონია 1:1 დილა - ვიდეო მიმოხილვა

2-02-2015
0 კომენტარი

გორელებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართეს. გუნდის მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის კლუბი „იაგელონია“ გახლდათ, რომელიც ამჟამად 16 გუნდიან ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ ტურნირზე გუნდის უმაღლესი შედეგი მეოთხე ადგილია, თუმცა არის პოლონეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მრავლად იყო ორთაბრძოლები, სადაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს.
განსაკუთრებით პირველი ტაიმის მე-20 წუთიდან შესვენებამდე ჰქონდათ უპირატესობა გორელებს. პოლონელთა მეკარემ ირაკლი მოდებაძესა და გუგა ფალავანდიშვილს რთული ბურთები აუღო, მოდებაძეს ერთხელ მიზანმაც უმტყუნა. ერთი შანსი გიორგი თექთურმანიძესაც ჰქონდა.
უჩა სოსიაშვილის გუნდი 32-ე წუთზე დაწინაურდა. პოლონელთა მეკარე ბარანის პასი გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და 12-13 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლო წუთზე კი იაგელონიამ გაათანაბრა, კერძოდ, კაროლ სვიდერსკიმ ინდივიდუალური გარღვევა დაამთავრა დარტყმით – 1:1.
მეორე ტაიმშიც შედარებით მეტს გორელები უტევდნენ. 63-ე წუთზე კი ინციდენტი მოხდა. პოლონელი ტიმინსკი ლაშა ჯაფარიძეს პირით ხაზთან ეუხეშა. წაქცეულმა ჯაფარიძემ ფეხი მოიქნია, ტიმინსკის არ მოხვედრია, თუმცა ქართველი მცველისკენ გაიწია. ლაშა გააფრთხილეს, ხოლო ტიმინსკი გააძევეს, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად, იაგელონია 11 კაცით არ დარჩენილა: გაძევებული სხვა ფეხბურთელმა შეცვალა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 3 თებერვალს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ კლუბთან გამართავს.
იაგელონიაში არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს: "ტრავმა არ მაქვს. უბრალოდ, მწვრთნელმა დამასვენა. ვარჯიში სხვა სტადიონზე გვქონდა, ამიტომაც თამაშს ვერ ვუყურე. თუმცა თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ დილა კარგი გუნდია".
 
„დილამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, გვალია, მელქაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, ახალკაცი.

გოლები: ერისთავი (32’) 0:1, სვიდერსკი (45’) 1:1.

 

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1422867106_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi