Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ქუთაისის ტორპედოს თურქული შეკრების მიმოხილვა

3-02-2015
0 კომენტარი

1 თებერვალს ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი ყაზახეთის 5-გზის ჩემპიონ პავლოდარის „ირტიშთან“ გამართა.

გიორგი დარასელიამ სასტარტო შემადგენლობაში 4 მცველი - ბანძელაძე, ჭელიძე, ადამაძე და ჩიკვილაძე დააყენა. მათზე ოდნავ წინ გოგიჩაიშვილი და კლიმიაშვილი მოქმედებდნენ, ნახევარდაცვის მარცხენა მხარეს ძირითადად ტუღუში და მასზე ოდნავ წინ საბანაძე, ხოლო მარჯვნიდან კირკიტაძე იყვნენ გამწესებულები. გამოკვეთილი ფორვარდი კვერნაძე იყო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ცენტრამდეც იწევდა.

 


შეხვედრა ქართველებმა ენერგიულად დაიწყეს და ყაზახები პირველივე წუთებში შეავიწროვეს. ჩიკვილაძის ჩაწოდებებით ერთწუთიან მონაკვეთში ადამაძეს ორჯერ შეეძლო თავით გატანა, მაგრამ მან პირველი მცდელობა გააცუდა, მეორეს შემდეგ კი, მეკარე დავით ლორიამ მოუგერია ბურთი კუთხურზე. ამ უკანასკნელის კარის მიმართულებით ზეწოლა მე-20 წუთამდე უშედეგო იყო, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ყოველივე ასე მოხდა - „ტორპედოს“ მრავალსვლიანი კომბინაცია შეტევის დასკვნით ფაზაში დავით კირკიტაძემ დააბოლოვა გოლით, რომელმაც ყურადღებით ითამაშა და მეტოქე მცველის უხერხულად მოგერიებული ბურთი გადაგზავნა კარში - 1:0. გათანაბრების შესაძლებლობა პავლოდარელებს აქედან ორ წუთში ჰქონდათ, როცა რეისმა ააცილა ახლოდან თავით. ეს ეპიზოდი მათთვის ყველაზე რეალური იყო პირველ ორმოცდახუთ წუთში. პრინციპში, მეტი ღირებულიც არაფერი შეუქმნიათ. მალევე ტორპედოელთა მეკარემ გამოავლინა დამაჯერებლობა. 28-ე წუთზე, კვერნაძე მახვილი კუთხიდან ბურთიანად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მეკარის მოტყუება არ გამოუვიდა. არ გასულა წუთი და ჩიკვილაძემ „ცოცხალი კედლისგან“ ასხლეტილი ბურთი სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად გაუშვა კარისკენ. 37-ე წუთზე, კლიმიაშვილის შესრულებული „სტანდარტის“ შემდეგ ადამაძემ ფეხით ვერ მოახვედრა მიზანში ბურთი. მე-40 წუთზე, ტუღუშის დარტყმულს კუთხური მოჰყვა, რომელსაც ჩიკვილაძე პირდაპირ კარში ახვევდა, მეკარემ რეაქცია კი გამოავლინა, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა, გამოვარდნილს ოთარ კვერნაძე ადგილზე დახვდა და თავის შეხებით მშვიდად გაზარდა სხვაობა - 2:0.

მეორე ტაიმში ქუთაისელთა სათამაშო ტაქტიკა განსხვავებული იყო. აქედან გამომდინარე, მოედანზე გამოსულ სხვა ირტიშელებს უმნიშვნელო უპირატესობა მიეცათ. მათ კი სცადეს, მაგრამ დაცვისა და მთლიანად გუნდის კარგი თამაშით ტორპედოელთა კარს გასაღები ვერ მოუძებნეს. დარჩენილ დროში ორივე კართან სულ რამდენიმე საგოლე მომენტი იყო. 71-ე წუთზე, ჩიკვილაძემ ჩააწოდა კუთხურიდან ბურთი და კვარაცხელიამ დაარტყა მას თავი, ბურთი მეკარემ გადააგდო კუთხურზე. 85-ე წუთზე, ყაზახელთა მე-20 ნომერმა ანგარიშში მინიმუმამდე ჩამორჩენის ასპროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან. ესე იყო და ეს, „ტორპედომ“ ამა წლის პირველი მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა - 2:0.

 

 

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ 2 თებერვალს მეორე საკონტროლო მატჩი სამხრეთ კორეის 1-გზის ჩემპიონ და ლიგის თასის 3-გზის მფლობელ ს.კ. „ჟეჟუ იუნაიტედთან“ გამართა.

დღევანდელ შეხვედრას ს. კ. „სამტრედიისა“ და ბოლნისის „სიონის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გიორგი დარასელიამ ის 6 ფეხბურთელი დაასვენა, რომლებიც წინა სპარინგ-მატჩის(„ირტიშთან“) სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ - შეყრილაძე, ჩიკვილაძე, ჭელიძე, ადამაძე, გოგიჩაიშვილი და კლიმიაშვილი, ხოლო დანარჩენი 5 მოგვიანებით ჩაერთო თამაშში. „ტორპედოს“ მაისურით პირველი ტაიმი ჩაატარა სინჯებზე მყოფმა, 23 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ბლანსტელ კოუსსალოუკამ. იგი ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებს.

 


მატჩი სამხრეთკორეელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მიუხედავად ქუთაისელთა მცდელობებისა, მათივე დიდი ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. აზიელებმა პირველად მე-40 წუთზე აიღეს მეტოქის კარი. 72-ე წუთზე ტორპედოელმა ბექა ტუღუშმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. კაცნაკლულმა „ტორპედომ“ დარჩენილ დროში კიდევ სამი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 0:4 დამარცხდა.

 


მომდევნო ტესტ-მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 5 თებერვალს ტაშკენტის „პახტაკორთან“ გამართავს.

 

 

fctorpedo.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1422951069_123.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi