Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ზესტაფონი 2:0 გაგრა - ვიდეო მიმოხილვა

4-02-2015
3 კომენტარი

2015 წლის 4 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები პირველი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელთათვის დღევანდელი შეხვედრა ზამთრის პაუზისა და ბოლო პერიოდში განვითარებული უსიამოვნო ამბების შემდეგ გამართული პირველი მატჩი გახლდათ. იმერული გუნდის დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ საქმეში არაერთი ფეხბურთელი იხილა და ტაიმები ერთმანეთისაგან განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარა...

შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: კუპატაძე (ზუხბაია, 46), ბენაშვილი (მთივლიშვილი, 46), ლომაია (რობაქიძე, 46), ქურდაძე (მარაქველიძე, 46), გაგოშიძე (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (ვაჭარაძე, 46), გაჩეჩილაძე (კვარაცხელია, 46), ხაბელაშვილი (ჭედია, 46), მესხი (რაჟამაშვილი, 46), სამუშია (შენგელია, 46), ილურიძე (ჯერემია, 46).

თავის მხრივ, გაგრელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუხუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია. მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იგუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი.

2015 წელს გამართულმა იმერელთა პირველმა შეხვედრამ გულშემატკივართა და ფეხბურთის სპეციალისტთა საკმაო ინტერესი გამოიწვია - მატჩს 100-მდე მაყურებელი დაესწრო... თავად მატჩი "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და უკვე 13-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ილურიძემ დააწინაურა - იმერელთა ფორვარდმა ზღვისპირელთა გოლკიპერის უყურადღებობით ისარგებლა და თავის გუნდი წინ გაიყვანა...

როგორც უკვე მოგახსენეთ, შესვენებისას გიორგი მიქაძემ თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა. უნდა ითქვას, რომ ამას მატჩის მიმდინარეობაზე დიდად არ უმოქმედია. ზესტაფონელები ისევ აქტიურობდნენ და 58-ე წუთზე, მარგველთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემის შემდეგ, ექს-გაგრელმა ჯონი ჯერემიამ თავის ახალი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მიმდინარე წელიწადში მარგველთა პირველი გამარჯვება - 2-0.

 

 

 

 

fczestafoni.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423069241_ewtgfw213fr2.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 529
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
5 თებერვალი 2015 02:18
მაგარი დარხეული აქვს ზესტას მაგრამ მაინ აქვს რესურსი ამ გუნდს დაფინანსება უნდა და ძაან კარგ თაობას გაზრდის.3-4 გამოცდილი ფეხბურთელია საჭირო + ილურიძის შენარჩუნება.. და მართლა კარგი გუნდი იქნება ყავს ზესტაფონს ნიჭიერი ახალგაზრდები..
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 1
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 2  M.Reur  
4 თებერვალი 2015 22:52
სგ ზესტაფინი მაგარი გუნდია zestafoni
Borussia-Dortmund
Germany
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
4 თებერვალი 2015 21:38
zestafoni

სგლ

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi