Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ცხინვალის მთავარი მეგოლე როსტოვს შეუერთდა

5-02-2015
0 კომენტარი

"ცხინვალის" 21 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა დღეს ანთალიაში, ბელეკში დაბინავებულ "როსტოვს" შეუერთდა. როსტოველთა გუნდის მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევი, კაჭარავა უმცროსს კარგად იცნობს, რადგან, ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინის" თავკაცობისას, ნიკა კაჭარავა სწორედ ბერდიევის გუნდში ასპარეზობდა.

როგორც ირკვევა, როსტოველთა გუნდის თავკაც ყურბან ბერდიევის წარმომადგენელი, 1 თებერვალს სიდეში, "ცხინვალისა" და ლეჩნეს "გურნიკის" მატჩს დაესწრო და მეორე დღეს ნიკა კაჭარავას ბელეკში ჩასაყვანად წარმომადგენელი აფრინა.

ნიკა კაჭრავას შესახებ "როსტოვის" ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: "... მეკარე ევგენი გოშვის გარდა, "როსტოვში" 4 ახალი ფეხბურთლი გამოჩნდა. ნახევარმცველები ალიშერ ჯალილოვი და მიხეილ პლატიკა, ასევე ფორვარდები ნიკა კაჭარავა და ვაჰიტ ორაზსაჰედოვი"

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონის პირველ წრის მაჩვენებლების მიხედვით ნიკა კაჭარავა ცხინვალელთა გუნდის მთავარი მეგოლეა. 19 თამაშში 5 გოლი (ჩემპიონატის 14 მატჩში 2 გოლი, 4 სათასო შეხვედრაში გატანილი 3 ბურთი). აღსანიშნავია ის, რომ ლეჩნეს "გორნიკთან" მატჩში გამორჩეული ასპარეზობით, ნიკა კაჭრავათი ლეჩნეს კლუბის პრეზიდენტი არტურ კაპენკო და გუნდის მთავარი მწვრთნელი იური შატალოვიც დაინტერესდნენ, მაგრამ პოლონელებს როსტოველებმა დაასწრეს.

 

 

fcspartak.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423123451_nika_kacharava_fci.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi