Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ცხინვალი 1:2 რენჰე

5-02-2015
0 კომენტარი

ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა „ცხინვალმა“ რიგით მეორე ამხანაგური მატჩი ჩინეთის  სუპერლიგის მე-6 ადგილზე მყოფ გუანჯოუს „რენჰესთან“ გამართა. ჩვენმა გუნდმა ეს შეხვედრა 21 წლის ფორვარდის, ნიკა კაჭარავას გარეშე გამართა. როგორც უკვე გაცნობეთ, კაჭარავა-უმცროსი ბელეკში მყოფ „როსტოვს“ შუერთდა და დონბასელთა გუნდში მისი დარჩენის საკითხი, ამ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის მთავარი მეგოლის არყოფნა ცხინვალელებს დაეტყოთ კიდეც. თუმცა, მართალი რომ ითქვას, ჩინეთის სუპერთასის მფლობელს შიდაქართლელთა გუნდისთვის არ უჯობნია. ფეხბურთი ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, ამ მატჩის ადეკვატური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ, „ცხინვალმა“ ისევ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლა და ამიტომაც მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა...

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თავკაცმა კახი კაჭარავამ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ამჯერად ცხინვალელთა სასტარტოში  ვიხილეთ მეკარე სოსლან ნანიევი, მცველი ვასილ ბაჩიაშვილი, საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა და ფორვარდი ბაჩანა არაბული.  

რაც შეეხება მეტოქეს, ჩინეთის სუპერთასის მფლობელს, გუანჯოელებმა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ, დანაკლისის გარეშე, ბარე ორი შემადგენლობით ითამაშეს. ჩინელებს ერთადერთი, ბოსნიელი შემტევი ზვიეზდან მისიმოვიჩი არ ჰყავდათ. მათ რიგებში იყო ჩინეთის ნაკრებში ნათამაშები ლიე ჟანგი, მცველი ჩუნიო ლი და ერთიც ნახევარმცველი ლი ჩუნიო, პოლონეთის ნაკრების მცველი კშიშტოფ მაჟინსკი, შვედი შემტევი მაგნუს ერიქსონი, ბრაზილიელი ფორვარდები რიკარდო სანტოსი და ენრიკე დე ჰაიური. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ჰაიური, „რენჰეში“ გასულ სეზონში 9 გოლით ყველაზე შედეგიანი გახლდათ და ქართულ გუნდთან გამარჯვებაში თავისი გოლით გადამწყვეტი წვლილი შეიტანა...

სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ. მატჩის სასტარტო 15-20 წუთი ურთიერთდაზვერვასა და მოედნის ცენტრში თამაშში მიილია. ტაიმის მეორე ნახევარში ცხინვალელთა უპირატესობა ჯერ ბურთის ფლობაში, შემდეგ კი საგოლე მომენტებშიც გამოჩნდა. 32-ე წუთზე ბაჩანა არაბული გავიდა ხელსაყრდელ პოზიციაზე, მაგრამ მეტქის მცველმა დროულად დაუფარა. ზუსტად ორ წუთში შენ ჯიემ გაისროლა და მეკარე სოსლან ნანიევი ადგილზე დახვდა. ტაიმის ბოლო 10 წუთი ცხინვალელებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს და შედეგიც მოიმკეს. 43-ე წუთზე დავით იმედაშვილის გამჭოლი პასი ლაშა შინდაგორიძემ შეირგო და ოსტატური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0... შესვენებამდე დარჩენილ დროში კახი კაჭარავას ბიჭები ანგარიშის გაორმაგებას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

შესვენების შემდეგ, ორივე გუნდი სახეცვლილი გამოვიდა მოედანზე. მეორე ტაიმი ჩინელებმა უკეთ დაიწყეს და სტარტზევე გაათანაბრეს ანგარიში. ბრაზილიელმა ჰაიურიმ ძლიერად და ოსტატურად გაისროლა და 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გუანჯოელებმა კუთვნილი შანსებიდან ერთი გამოიყენეს, ცხინვალელებმა კი ვერცერთი დამარცხდნენ. 63-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა (რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა) ვერ ივარგა, 78-ე წუთზე ნიკოლოზ ახვლედიანის დარტყმული ასცდა მიზანს, 86-ე წუთზე ჩინელთა მეკარე ირაკლი ლექვთაძის დარტყმულს გადაეფარა. „რენჰეს“ მეორე ტაიმში ორი შანსი ჰქონდა, მაგნუს ერიქსონმა შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა,  67-ე წუთზე იუ ჰაიმ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა გუანჯოელებმა 2:1 იმარჯვეს.

 

ცხინვალი (ცხინვალი, საქართველო) - რენჰე (გუანჯოუ, ჩინეთი) - 1:2 (1:0)

03.02.2015 - სიდე - ემირჰან სპორტკომპლექსი" - 100 მაყურებელი

 

ცხინვალი (I ტაიმი): ნანიევი (კაპ.), ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, დ. იმედაშვილი, ქარდავა, მარკოზაშვილი, შინდაგორიძე, ცაცკრიალაშვილი, არაბული.

II ტაიმიში შეცვლაზე შევიდნენ: ნადირაძე, ცერცვაძე, გიორგაძე, მახარობლიძე, რუხაძე, მუმლაძე, ლექვთაძე, მ. ჯიშარიანი, ივანიშვილი, ახვლედიანი.

არბიტრი: ალი ოზთურქი (თურქეთი)

 

 

 

fcspartak.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423123751_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi