Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ტორპედო 0:1 პახტაკორი - ვიდეო მიმოხილვა

6-02-2015
1 კომენტარი

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი უზბეკურ „პახტაკორთან“ გამართა.

გულშემატკივრებს „ტორპედოს“ ვებ-გვერდის მეშვეობით (fctorpedo.ge) შეხვედრის ხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ტორპედოს“ მაისურით პირველად ითამაშა საყრდენმა ნახევარმცველმა ვარლამ კილასონიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მეორე ტაიმში შეცვალეს. კიდევ ერთი სიახლე კვერნაძის ნაცვლად კვარაცხელიას დაყენება იყო.

მატჩის პირველი ტაიმი უზბეკთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა უგოლოდ დასრულდა, რაც პირველ რიგში, ტორპედოელი მეკარის, ბექა შეყრილაძის დამსახურებაა. მან რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა. საგოლე მომენტის გარეშე არც „ტორპედო“ ყოფილა, ყველაზე სამახსოვრო იყო კლიმიაშვილის მიერ შექმნილი ხიფათი, ირაკლიმ ბურთი მისი ყოფილი გუნდის კარს ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმი გაცილებით უფრო მრავლისმთქმელი აღმოჩნდა. 52-ე წუთზე, „ტორპედოს“ კარში ცოტა არ იყოს საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც „პახტაკორის“ ქართველმა კაპიტანმა კახა მახარაძემ აქცია გოლად - 0:1. დედაქალაქური გუნდი მომდევნო 7 წუთის განმავლობაში კიდევ ორჯერ უშედეგოდ ეცადა გატანას. მათ შორის ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც მოხვდა. ამის შემდეგ, მატჩის სადავეებს მთლიანად „ტორპედო“ დაეუფლა და თამაშმაც ტაშკენტელთა მოედნის ნახევარზე გადაინაცვლა. 62-ე წუთზე, ჩიკვილაძის ჩაწოდებული კუთხურით ჭელიძემ დაასწრო ყველას და კარშიც დაარტყა თავით, მეკარე ლობანოვმა ბურთი მეორე ცდაზე დაიმორჩილა. 3 მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ ტუღუშს: პირველ ორ შემთხვევაში მას მიზანმა უმტყუნა, მესამედ კი, დაახლოებით 15 მეტრიდან ეფექტურად დაარტყა, მაგრამ მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად. ყველაზე მაღალპროცენტული შანსი თამაშში ასევე მოგვიანებით ჩართულ ზივზივაძეს მიეცა, 68-ე წუთზე, ბუდუმ ორ ოპონენტს ჩინებულად აუარა გვერდი, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმით კვლავ მეკარემ მოუგერია ბურთი. მე-80 წუთზე, კარის წინ მყოფ ადამაძეს სულ ცოტა დააკლდა, რომ საბანაძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი კარში გადაემისამართებინა. აქედან წამებში ჩვენი გუნდის ადამაძის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდა, პოლონელმა არბიტრმა ქართველთა პროტესტი არ შეისმინა. ეს ყველაფერი არ იყო, „ტორპედოს“ დინამიური შეტევა გაგრძელდა და კვასხვაძის ჩაწოდებას ადამაძის თავური პასი და საბანაძის გოლი მოჰყვა, რომელიც არ ჩაითვალა. ამჯერად გვერდითი მსაჯის შეცდომაზე შეიძლება საუბარი. გიორგი დარასელიას შეგირდებმა მათ მეტოქეს შტურმი დარჩენილ წუთებშიც მოუწყვეს, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ - 0:1.

 

 



fctorpedo.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423224824_untitled-1.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
7 თებერვალი 2015 11:53
არაუშავს..

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi