Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დინამო თბილისის თურქული მოსამზადებელი შეკრების შეფასება

10-02-2015
1 კომენტარი

დინამო თბილისის შეკრება დასრულდა. დინამოელებმა თურქეთში ორი კვირა დაჰყვეს. ორჯერად ვარჯიშებთან, თეორიულ მეცადინეობებთან ერთად გუნდმა ექვსი სპარინგიც გამართა. დინამოელები ერთ კვირაში უკვე 2015 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა მოსამზადებელი შეკრება შეაფასა.

 

კახა გოგიჩაიშვილი - შეკრებაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. სავარჯიშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები, სასტუმრო, კვება. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და დიდი ყურადღება შეთამაშებას დაეთმო. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ტაქტიკური მონახაზის დახვეწა-დამუშავებაზე. თამაშები ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. კარგი სპარინგები გვქონდა, განსაკუთრებით სპარტასთან და შტურმთან. სპარტა ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერი გუნდია კლასით და გამოცდილებით. დანარჩენ გუნდებს ჩვენ არ ჩამოვრჩებით. ბოლო შეხვედრები ჩვენი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ ტრავმის გამო ვერ ითამაშეს პაპუნაშვილმა, ჩირგაძემ და შერგელაშვილმა, ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ყველა სხვა ფეხბურთელს ჰქონდა თამაშის საშუალება. ახალწვეულებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ. მომზადების ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიერთისგან კი უფრო მეტს ველოდით. ვიმედოვნებ, რომ ისინი დინამოს გამოადგებიან. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ  გუნდმა ეს შეკრება კარგად ჩაატარა. ყველა ძალიან მონდომებით და ნაყოფიერად ემზადებოდა და მე კმაყოფილი ვარ მათ მიერ გაწეული სამუშაოთი.

 

 

fcdinamo.ge

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423556595_untitled-1.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
11 თებერვალი 2015 20:25
+1

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi