Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

რაპიდი 0:1 დილა - ვიდეო მიმოხილვა

10-02-2015
2 კომენტარი

გორის „დილამ“ 9 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგ-მატჩი რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

 

გუნდმა უცხოური მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. აქედან ორი ფრედ პოლონურ „იაგელონიასთან“ და გერმანულ „აურბახთან“ ერთნაირი ანგარიშით 1:1 დაასრულა, ხოლო ბოლო ორი დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. ჯერ შვეიცარიული „იანგ ბოიზი“, გუშინ ბუქარესტის „რაპიდი“ მინიმალური ანგარიშებით 1:0 დაამარცხა.

 

ბუქარესტის „რაპიდი“ რუმინული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა, რუმინეთის თასი 13-ჯერ მოიპოვა, სუპერთასს კი ოთხჯერ დაესაკუთრა. გუნდს ევროპულ საკლუბო ტურნირებზეც კარგი შედეგი აქვს. არის ევროპის ლიგისა და თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალისტი. ასევე ბალკანეთის თასის ორგზის ჩემპიონი. დღევანდელ შეხვედრაში კი გორის „დილამ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ბევრ კომპონენტში აჯობა. პირველმა ნახევარმა ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა და შეიქმნა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უპირატესობა „დილას“ ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ. დასაწყისშივე გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ თავისი გუნდის შეტევა წამოიწყო და ლუკა რაზმაძეს მოძებნა, რომელმაც გიორგი სეთურიძეს კარგი გადაცემა გაუკეთა. რომ არა რუმინელთა მეკარის კარგი თამაში ანგარიში დიდი ალბათობით გაიხსნებოდა. საწყის წუთებში გიორგი ხიდეშელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ცვლილება მოითხოვა, მის მაგივრად კი ალან ბაგაევი შევიდა სათამაშოდ.

 

მე-15 წუთზე მოდებაძეს შეექმნა ძალიან კარგი მომენტი. კვეკვესკირმა ფლანგზე ხურცილავა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მოდებაძემ ყველას დაასწრო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

 

მე-18 წუთზე სახიფათო საჯარიმო ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა, რომლის დარტყმულიც ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და მოედნის ფარგლები ისე დატოვა.

 

31-ე წუთზე რუმინელებმა ნიკულაიას სახიფათო დარტყმით უპასუხეს, რომელიც სომხიშვილმა ნახტომით მოიგერია. შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და პირველი ნახევარი უცვლელად 0:0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის პირველი ნაწილი თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. ჩვენი ფეხბურთელები ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოდნენ და მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. 57-ე წუთზე გორელებმა გააზრებული შეტევა განახორციელეს, რომელიც ბოლოს ფალავანდიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელსაც მცველი გადაეფარა და გადაარჩინა საკუთარი გუნდი. სამ წუთში კი რუმინელების სახიფათოდ შესრულებული ჯარიმა სომხიშვილმა უპრობლემოდ აიღო. მეტოქის კიდევ ერთი შორეული დარტყმა კვლავ გიორგი სომხიშვილმა მოიგერია.

 

„რაპიდის“ ფეხბურთელებმა ყველაზე რეალური მომენტი 66-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში არეულობის შედეგად ერთ-ერთ რუმინელ ფეხბურთელს მიუვიდა და დარტყმული ხარიხას მოახვედრა. საპასუხო შეტევაზე კი მოდებაძეს მეკარემ სულ ოდნავ დაასწრო.

 

69’-ე წუთზე სლავკო მარიჩის ჩაწოდებული ბურთი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. ბოლო ოცი წუთი უკვე მთლიანად ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ კვეკვესკირმა მცირედით ააცდინა მიზანს, შემდეგ კი თექთურმანიძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და რომ არა მცველის თავგანწირული თამაში გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

 

თამაშის მიწურულს ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. 87-ე წუთზე ლაშა გვალიამ და ირაკლი მოდებაძემ მოედნის ცენტრში ბურთი კარგად გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი ფლანგზე შეტევაში ჩართულ დავით ხურცილავას გადაუგზავნა ბურთი, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა. რომან ახალკაცმა მეტოქეს დუელი მოუგო, თუმცა თავით ძლიერად დარტყმული მცველს მოხვდა.

 

90-ე წუთზე გორელმა ფეხბურთელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს. ორმა ლეგიონერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ეპიზოდში. მარიჩის მიერ მოწოდებული კუთხური მცველებმა გამოიტანეს, ბურთი მოედნის ცენტრში გვალიამ მიიღო, რომელმაც კვლავ მარიჩს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი და კარგი ჩაწოდებით ალან ბაგაევს თავური დარტყმით საკმაოდ ლამაზი გოლი გაატანინა და გუნდს ბოლო ამხანაგური სპარინგი მოგებით დაასრულებინა - 0:1.

 

ჩვენი გუნდი საქართველოსკენ გეზს 10 თებერვალს აიღებს და მეორე წრეს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური პირველი დაპირისპირებით გახსნის, რომელიც გორში „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 18 თებერვალს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიმართება.

ალან ბაგაევი: „თამაში საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. მოედნის ცენტრში გარკვეულ უპირატესობას ვფლობდით. მეტოქე იყო საკმაოდ ძლიერი და კარგი გუნდი. მიხარია რომ ბოლო წუთებზე შევძელით გატანა. რაც შეეხება გოლს კარგი გადაცემა გამიკეთა სლავკო მარიჩმა და მე ისღა დამრჩენოდა ეს შანსი გამომეყენებინა.“

 

გიორგი სომხიშვილი: „ვიცოდით რომ საკმაოდ სერიოზულ გუნდთან გვქონდა თამაში. შეკრების ბოლო თამაში იყო და გვინდოდა რომ გამარჯვებით დაგვემთავრებინა. წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მეორე წრე გველის. სეზონს თბილისის „დინამოსთან“ თასის პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირებით ვხსნით. ამ გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს და თითოეულ ფეხბურთელს.“

 

ირაკლი მოდებაძე: „საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იყო ამ შეკრებაზე. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და „დინამოს“ თამაშის წინ საკმაოდ კარგი სპარინგი გამოგვივიდა. სასიხარულოა რომ ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ.“

 

ლუკა რაზმაძე: „დინამოსთან“ მატჩის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გავმართეთ. მეტოქე საკმაოდ სერიოზული გვყავდა. საერთოდ რუმინული გუნდები გამოირჩევიან ხისტი თამაშით და მადლობა ბიჭებს რომ ორთაბრძოლებში არაფერი დაუთმეს მეტოქეს და საკმნაოდ კარგი განწობა შევიქმენით სათასო დაპირისპირების წინ.“

 

დავით ხურცილავა: „მოწინააღმდეგე სერიოზული გვყავდა. ჩვენი მეტოქე დიდი ხანია რაც შეკრებილია და ვფიქრობ რომ მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ და საკმაოდ კარგი განწყობით ვბრუნდებით საქართველოში.“

 

 

რაპიდი“ (ბუქარესტი) 0:1 „დილა“ (გორი)

 

„დილამ“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხიდეშელი, კვახაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ხურცილავა, სეთურიძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, გორელიშვილი, მოდებაძე.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ახალკაცი, გვალია, თექთურმანიძე.


მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

გოლი: ბაგაევი (90’) 0:1.

 

 

 

„დილას“ პრესსამსახური

 

fcdila.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423557810_untitled-1.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
11 თებერვალი 2015 20:26
ყოჩაღ გორის დილა!


dila

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  mesidona  
10 თებერვალი 2015 13:07
ს.გ დილა

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi