Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

კაჭარავამ ევროპა დაგეგმა

10-02-2015
1 კომენტარი

ცხინვალის შედეგი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ამ გუნდის მაქსიმუმი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა, მაგრამ კახა კაჭარავას შეგირდები ზამთრის შესვენებას ლიდერთა შორის შეხვდნენ და გუნდში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც აპირებენ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ცხინვალელთა დამრიგებელს თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ვესაუბრეთ და სანამ საკლუბო ამბებს დავეკითხებოდით, 2017 წელს საქართველოში გასამართ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.


დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ხალხს, ვისი დამსახურებაცაა ის, რომ საქართველო ასეთი დონის ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ვიცი, ჩემპიონატის მატჩები პირდაპირი ეთერით გადაიცემა ევრო სპორტზე, ასე რომ, საქართველო საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იქნება. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ყველას ვანახოთ, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ.

თურქულ შეკრებას როგორ შეაფასებთ?

ნაყოფიერად მოვემზადეთ, ჩავატარეთ რამდენიმე საკონტროლო თამაში. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო როგორც ფიზიკური მომზადების კუთხით, ასევე ფეხბურთელების შეთამაშების მხრივაც.

მაშინ, როდესაც პირველმა წრემ პრაქტიკულად 12 ფეხბურთელის ზურგზე გადაიარა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მოთამაშემაც დაგტოვათ. ეს ჩემპიონატის მეორე ნახევარში საკადრო პრობლემებს არ შეგიქმნით?

ეს მართლაც პრობლემაა, მაგრამ გარკვეული შევსება მაინც გვაქვს. ავიყვანეთ გამოცდილი დავით იმედაშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ გაგრიდან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ გუნდი უკვე შეთამაშებული იყო, ახლა კი ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. მაგრამ ეს არ გვაშინებს. ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, დაახლოებით თანაბარი დონის 18-20ფეხბურთელი რომ გვყავდეს, მაგრამ არსებული რესურსით უნდა გავიდეთ ფონს.

დაფინანსების მხრივ ხომ არ არის უკეთესობა?

ეს ის სფეროა, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხელფასები და პრემიები დროულად გაიცემა და დავალიანება არ არის. თუმცა, მთლიანობაში კლუბებს გაცილებით მეტი ყურადღება რომ სჭირდებათ, ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესი არ იქნება. სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კლუბებს.

როგორ შეაფასებდით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას?

ერთი რამ ფაქტია: ახლა გაცილებით მეტ ახალგაზრდას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და ეს ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ გუნდებს სათანადო ყურადღება თუ არ მიექცა, მნიშვნელობა აღარ ექნება, რომელ ლიგაში რამდენი გუნდი გვეყოლება.

პირველი წრის შემდეგ მეხუთე ადგილზე ხართ და რეალურად შეგიძლიათ ევროსაგზურისთვის ბრძოლა.

რა თქმა უნდა, მიზანი ევროტურნირზე ასპარეზობაა. მართალია, კონკურენტი ბევრი გვყავს, მაგრამ პირველ წრეში ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და შედეგმა, ასევე, შესვენებისას ჩატარებულმა სამუშაოებმა ნამდვილად მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩემპიონატის სამეულში დასრულებაზე ვიფიქროთ.

ჩემპიონატთან ერთად, თასის გათამაშებაშიც წარმატებით გამოდიხართ, მეოთხედფინალში თქვენი მეტოქე ვიტ ჯორჯია იქნება. ეს ბარიერი გადაულახავად არ უნდა გეჩვენებოდეთ.

არც თასზე ვაპირებთ რაიმეს იოლად დათმობას. ვიტ ჯორჯია გამოცდილი გუნდია და ორი რთული შეხვედრა გველის, მაგრამ თასის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, შანსი ყველა გუნდს აქვს.

ნაკრების მთავარ მწვრთნელად თქვენი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი კახა ცხადაძე დაინიშნა. რას უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებლისგან?

კახა მშრომელი და პროფესიონალი ადამიანია, მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დონის ფეხბურთელები ითამაშებენ გუნდში. სხვა შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან გაჭირდება. მთლიანობაში კი, ფეხბურთი კომპლექსურად თუ არ განვითარდა, მხოლოდ ნაკრების წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნება.

 

 

gff.ge

http://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423560614_untitled-1.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
11 თებერვალი 2015 20:31
+1

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi