Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ნადირივით აგრესიულები და ნადირაძე

3-07-2015
1 კომენტარი

მაქსიმუმის გამოდნობა - მოკლედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ცხინვალის შედეგი რუმინეთში. ეს იყო თამაში, რომელშიც ცხინვალმა მკვეთრად დაცვიდან მოქმედება არჩია და ხშირად ბურთს უმისამართოდაც იგერიებდა. არაა სასიამოვნო, როცა თითქმის სულ მეტოქის შეტევებს უყურებ, თუმცა შეტევაცაა და შეტევაც: ენერგიული, აგრესიული, მაგრამ შედარებით უკლასო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ მასპინძლები. 

ცხინვალელთა მწვრთნელმა კახა კაჭარავამაც კარგად გათვალა ის, რომ მეტოქეს არ აჰყვა გახსნილ თამაშში. ასე რომ მომხდარიყო, ცხინვალელები ზონების გადაკეტვას ვერ მოასწრებდნენ, ბოტოშანის ფლანგელი შემტევები კი იმდენად სწრაფები და ტექნიკურები იყვნენ, რომ შეეძლოთ გაცილებით მეტი სახიფათო მომენტი შეექმნათ. ამიტომ, კაჭარავამ პრაგმატული თამაში არჩია და არ შეცდა არჩევანში.  

ბოტოშანიმ 23-ჯერ დაარტყა გიორგი ნადირაძის კარის მიმართულებით, აქედან 7 კარში წავიდა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. დანარჩენ შემთხვევებში კი ნადირაძე ყოჩაღობდა და ორი ისეთი ბურთი აიღო, `მკვდარ ბურთს~ რომ ეძახიან. გავიხსენოთ, 1:0-ზე მალევე, მცველ პლამადას თავური მოიგერია, ვაშვარის ჩახვეულიც ცხრიანიდან მოხსნა... `ბასტის~ (ნადირაძის მეტსახელი) ადრეც ჩაუტარებია კარგი მატჩები, თუმცა ევროპაზე მაინც სხვაა. 

საწყისი წუთები და მთლიანად პირველი ტაიმიც ბოტოშანის სრული უპირატესობით წარიმართა. პირველივე წუთზე გადავრჩით, როცა კურასაოელმა გარემარბმა კარგი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ბოტოშანიმ თითქოს დაივიწყა მარცხნიდან შეტევა და სულ მარჯვენა ფლანგიდან აწუხებდა ცხინვალელებს. 

მძიმე მდგომარეობაში იყო მარცხენა მცველი ვასილ ბაჩიაშვილი, რუმინელთა ბულგარელ ლეგიონერ დიმიტროვს სხვებიც ეხმარებოდნენ და მგლებივით ესხმებოდნენ თავს. აი, გოლის მომენტიც გავიხსენოთ: ბაჩიაშვილი მარტო დარჩა დიმიტროვთან და ვაშვარისთან. დიმიტროვმა მოახერხა (ან რა მოხერხება უნდოდა) ფლანგზე ვაშვარისთვის ბურთის გაყოლება, ბოტოშანის ათი ნომერი გაიქცა, მაღალი ჩააწოდა, იქ ბურთს ყველა ასცდა და მოხვდა ცერცვაძეს, რომლისგანაც მიუგორდა ივანოვიჩს და სერბმა შემტევმაც აუღებელი დაურტყა ნადირაძეს - 1:0.  

ხშირად ივანოვიჩიც მარჯვენა ფლანგიდან უტევდა და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ბაჩიაშვილი. ბოტოშანი არ დამშვიდდა, გოლის მერეც გააგრძელა იერიშები და ნადირაძემ ზედიზედ ორჯერ გადაარჩინა ცხინვალი: ჯერ კოსტინის შორიდან დარტყმული მოიგერია, ერთ წუთში კი ხსნებული პლამადას თავურზე სასწაულად მოასწრო რეაგირება. 

ცხინვალს პირველ ტაიმში ერთადერთი ნახევარმომენტი ჰქონდა და ისიც, ბოტოშანის მცველის ბოძებული. რატი ცაცკრიალიშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან მოულოდნელად მიიღო ბურთი, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ მარტო სიზუსტე არ კმარა - მეკარე ილიევს ნახტომიც არ დასჭირვებია, ისე აიღო ბურთი. რა შეიძლებოდა მომხდარიყო მეორე ტაიმში? თამაშიდან გამომდინარე, 1:0-იც კარგი ანგარიში იყო ცხინვალისთვის, თუმცა მეორე ნახევარში ასეთი უპირატესობა აღარ ჰქონიათ რუმინელებს. 

კლასით შესრულებული გოლი. ყოჩაღ ნიკა კაჭარავას, რომელმაც ცერცვაძის ჩაწოდებულს ნახტომში ფეხით უცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მეკარე ილიევი აშკარად დაიბნა, საპირისპირო მხარეს ელოდებოდა ბურთს და კაჭარავასგან ასეთ დარტყმას არ ელოდა. ილიევმა მაინც სცადა მოგერიება, მაგრამ რაღა დროს... უკვე მოტყუებული იყო მოძრაობაზე.  

კარგ ფორვარდად ყალიბდება ნიკა კაჭარავა და იმედია, პროგრესს გააგრძელებს. ამ თამაშშიც ხშირად აწუხებდა რუმინელთა მცველებს. დიდი სამუშაო გასწიეს სხვა ფეხბურთელებმაც, ეგაა, ორთაბრძოლებში მეტწილად აგებდნენ კუნთმაგარ მეტოქესთან. 

უფრო რაც მოგვეწონა ცხინვალელთა თამაშში (მეორე ტაიმში), ეს სათამაშო დისციპლინა იყო. კაჭარავა მუდმივად თამაშში იყო ჩართული და რამდენჯერმე გაისმა მისი ხმა: `უყურე, უყურე~. ეს იმიტომ, რომ პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები რამდენჯერმე მოდუნდნენ, იოლად ატარებდნენ ფლანგებზე დიმიტროვსა და მარტინუსს. მეორე ნახევარში დიმიტროვი ვეღარ აქტიურობდა, მარტინუსი უფრო გვაწუხებდა. 

პლამადამ ახლოდან ააცილა; ვაშვარის ჩახვეული ნადირაძემ მოიგერია; ივანოვიჩმა მარტინუსის გარღვევის შემდეგ ოდნავ უზუსტოდ დაარტყა; ვაშვარიმ ხუთიოდე მეტრიდან გარედან მოარტყა ბადეს - ჰქონდათ მომენტები მასპინძლებს, თუმცა საბედნიეროდ, ცხინვალმა გაძლო.

ასეთი გამოდგა ევროტურნირებზე დებიუტი ორივე გუნდისვის: თამაშის მიხედვით, 1:1 მშვენიერი შედეგია ცხინვალისთვის. არა გვგონია, თბილისში ასე მკვეთრად დაცვითი თამაში აირჩიოს კაჭარავამ და სავარაუდოდ, ვერც ბოტოშანი იქნება ისეთი აგრესიული, როგორც საკუთარ კედლებში იყო. 

დაველოდოთ. ჯერჯერობით კი, ცხინვალმა ღირსეულად დაიცვა საქართველოს სახელი ევროპაში... 

 



2 ივლისი. 21:00 (თბილისის დროით). ბოტოშანი. მუნიციპალი
ბოტოშანი (რუმინეთი) - ცხინვალი (საქართველო) 1:1 
1:0 ივანოვიჩი (21), 1:1 კაჭარავა (46)
ბოტოშანი: ილიევი, გორდოში, პლამადა, კროიტორუ (ბრატა 74), კოსტინი, დიმიტროვი, ივანოვიჩი (ბატინი 86), ვაშვარი, ბრაუნი, ჰადნადი (რომანი 46), მარტინუსი
სათადარიგოები: პლეშკა, აშინტე, კუკუ, პატაჩე
მწვრთნელი: ლეონტინ გროზავუ
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კილასონია, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, ლექვთაძე (შულაია 63), გიგაური (ბურძენაძე 77), ივანიშვილი (კაჭკაჭიშვილი 88), ცაცკრიალაშვილი, ქარდავა, კაჭარავა
სათადარიგოები: მიგინეიშვილი; ზ.ლობჯანიძე, ბოლქვაძე, მაისაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ლექვთაძე (34), კილასონია (82), ნადირაძე (90+1), ქარდავა (90+3)  
მსაჯი: ჯემაი (ალბანეთი)

 

gff.ge
ილია ნანობაშვილი

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1435941999_nadiradze.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  ogafa  
7 ივლისი 2015 01:25
კარგია წარმატებები
Merani-Martvili
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi