Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ქართველები ევროპის ლიგას დაემშვიდობნენ

9-07-2015
11 კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ ყველანი პოზიტიურად ვიყავით განწყობილნი და გვქონდა ძალიან დიდი იმედები, რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ნათელი წუთები ბნელმა შეცვალა.

 

თბილისის "დინამომ", რომელიც ფავორიტი ჩანდა აზერდბაიჯანული "გაბალას" წინააღმდეგ, საკმაოდ უსუსური თამაში აჩვენა და საბოლოოდ ვეღარ გაძლო. თბილისში პაპუნაშვილის გმირობით მოგებული მატჩის შემდეგ, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ კაპიტნის გაძევებამ გააუარესა სიტუაცია, რომელიც თავიდანვე არ იყო იდეალური. ბოლო ოცი წუთი "გაბალამ" დაჯაბნა "დინამო" და ჩვენმა ლეგიონერმა ვეღარ გამოაძრო ორი ბურთი, რომლის აღებაც შეუძლებელი იყო, მანამდე კი არაერთხელ გადავრჩით სასწაულებრივ. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ გოლი გაიტანა ჯერ კიდევ 0:0-ზე, მაგრამ ეს აშკარად ხელით გააკეთა. სამწუხაროა, რომ თოთაძემ გაწირა გუნდი, მაგრამ გეგუჩაძის კოლექტივმა აშკარად ვერ აჩვენა სათანადო დონის ფეხბურთი, თბილისელები შინ მიდიან.

 

თბილისისგან განსხვავებით, ბათუმელმა "დინამოელებმა" საკმაოდ ღირსეულად იასპარეზეს და ყველაფერი გააკეთეს. ნიქოზიის "ომონია" საკმაოდ სერიოზული კლუბია კვიპროსში, რომელიც ზესტაფონში 1:0 დავამარცხეთ და სტუმრადაც კარგად ვიბრძოლეთ. პირველი ტაიმი "ომონიას" არ გამოუვიდა და ეს ბათუმელების დამსახურება იყო. მეორე ტაიმში კი 55-ე წუთზე ტეტუნაშვილი გააძევეს, რასაც პენალტი მოჰყვა - ეს გარდამტეხი ეპიზოდი იყო. პენალტი ალავიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გოულონმა შეაგდო. დარჩენილ დროში კვიპროსელები უტევდნენ და საწადელს მიაღწიეს - შემბრიმ მალევე გაიტანა მეორე გოლი და "დინამომ" 0:2 წააგო, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად შეგვიძლია შევაფასოთ ამ გუნდის დაბრუნება საქართველს უმაღლეს ჩემპიონატში.

 

აგრეთვე ღირსეულად იასპარეზა ცხინვალის "ცხინვალმა", რომელმაც რუმინეთში სასწაული მოახდინა და ფრედ 1:1 ითამაშა "ბოტოშანთან". თუმცა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თავიდანვე ცუდად დაიწყო ყველაფერი, რადგან უკვე დებიუტში გახსნა ანგარიში რომანმა. პირველი ტაიმის ბოლოს კი ჩვენები ათი კაცით დარჩნენ, მოედნიდან კაჭარავა გააგდეს. მეორე ნახევარი რუმინელების იყო, რომელთაც რომანის დახმარებით მეორე გოლი შეაგდეს, შემდეგ კილასონიამ პენალტით გაქვითა ერთი ბურთი, მაგრამ "ბოტოშანმა" მალევე მესამეც შეაგდო და 3:1 მოიგო. "ცხინვალს" რაც შეეძლო ის გააკეთა, მაგრამ თავს ზემოთ არ არის ძალები, გუნდი არ შერცვა, რაც დასაფასებელია.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ სამივე ქართული კლუბის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - უდისციპლინობაა, ნუ დავაბრალებთ მსაჯებს, რადგან ამდენი წითელი ბარათი უბრალოდ მეტისმეტია, მაგრამ სხვა რა გზაა, კვლავ უნდა მოვითმინოთ, გადავიტანოთ მორიგი მტკივნეული მარცხები და ვიცხოვროთ იმედით.

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1436465594_bkf_1248.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 2533
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  gio-poti  
10 ივლისი 2015 10:23
პესიმიზმზე ცუდი არაფერია მაგრამ მოდი და იყავი ოპტიმისტი:D ჩვენ არ გვაქ ფინანსური რესურსები რო თუ კარგია ვინმე შევინარჩუნოთ დიდ ხანს გუნდში ან ნააბაროტ იმდენად ძლიერი გუნდი შევქმნათ რომ ლიგაზე გავიდეთ ან უეფაზე. შიდა ჩემპიონატი გაფარჩაკებულია გუნდის ფეხბურთელები პოსლეზე ჭამს საჭმელს და პოსლეზე ღებულობენ ხელფასს. რომელ უმაღლეს მიზნებზეასაუბარი ?? ბავშვთა ფეხბურთს კიდე დარხეული აქვს და ყველაფერ ამას რო თავი დავანებოთ მონდომება და ჟილკაც აღარაა. დინამოში რო კაცი მოხვდები და მანდვე ამთავრებ კარიერას როგორც ეს უმეტესად ხდება ტეხავს, დინამოდან უნდა დაიწყო და გაქაჩო დალშე მარა 4000 დოლარს რო აიღებენ თვეში მანდ კვდება ამათი სპორტული ინტერესი.
Kolkheti-Poti
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  Lionel_Messi_10  
10 ივლისი 2015 09:02
სი.რიკოების ხროვა სუფთა...ეხლა დილა პარტიზანს მოუგებს,მერე ვისაც შეხვდება იმასაც მოუგებს და ფლეიოფში რომელიმე საცოდავ გუნდთან განადგურდება
Barcelona
Argentina
კომენტარები: 1624
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  lashachigo  
10 ივლისი 2015 01:27
ბირჟაზე ვიყავი გასული და ძმაკაცი მეკითხებოდა რას ფიქრობ დღევანდელ თამაშებზეო და მინიმუმ 2 მაინც გავათქო მარა რა მინიმუმ 2 ყველა გავარდა ძაან მაგრად გამიტყდა რა გაბალა რის შამბალა როცა აქ ეთამაშე შემტევი ფეხბურთი და 10 კაცით მოუგე რახან გასვლაა და მოგებული გაქვს სახლში თამაში აუცილებელი კიარაა დაცვა ითამაშო ადი ცენტრში დაიჩირე ბურთი ცოტა შეტევაშიც გაკეტე ამე კაროჩე რა ამ ქვეყყანაში ფეხბურთის საშველი არაა angry
Real-Madrid
Brazil
კომენტარები: 32
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  Juv3  
10 ივლისი 2015 00:56
სირცხვილია უბრალოდ განა ისარის სირცხვილი გაბალა რო გაგდებს ეგ კიარაა სირცხვილი სისტემატურად რო გაბალას დონის გუნდები გაგდებენ ეგ ტეხავს ისე გეგუჩაძე საღოლ ძმაო იცოდა კაცმა რა დინამოშიც მოდიოდა და მაინც გარისკა გაფასებ გეგუჩ :))) დინამო ბათუმს რაც შეეხება მეკარე მომწონს მანდ ძალიან თან არ მიყურებია ვაფშე მანდ არც ვიცი რა მოხდა უბრალოდ ვიცი რო გავარდა

ციტატა: debruin14
ბოტოშანი გაბალა შმაბალა შიბლა და ასე შემდეგ გუნდი რომ მოგიგებს რაღა ფეხბურთზეა საუბარი ერთხელ მაინც გაახარეთ და იმედი მიეცით რეალური ამ ქართველ ხალხს რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა ტფუი ქართულ ფეხბურთსა და ფედერაციას

ჩემო ძმაო ბილეთები ვერ გაუყიდიათ რაღაზეა საუბარი ))) პროსტა იუვეს რო მოეგო ფინალი და ბილეთებზე ესე გავეწვალებინეთ აი გეუბნები ცემა არ აცდებოდა ბევრს :D
Juventus
Italy
კომენტარები: 1005
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  giuntera44  
10 ივლისი 2015 00:02
თქვენი უთავმოყვარეო დედებიც რააა ..... არა, მიმოხილვაც მაგარია, ღირსეულად იბრძოლა, არ შერცხვა დაა ამისთანები ... ერთხელ და საბოლოოდ გაიგეთ, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა და მკვდარს არაფერი აღარ ეშველება.
Arsenal
France
კომენტარები: 139
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  debruin14  
9 ივლისი 2015 22:59
ბოტოშანი გაბალა შმაბალა შიბლა და ასე შემდეგ გუნდი რომ მოგიგებს რაღა ფეხბურთზეა საუბარი ერთხელ მაინც გაახარეთ და იმედი მიეცით რეალური ამ ქართველ ხალხს რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა ტფუი ქართულ ფეხბურთსა და ფედერაციას
Chelsea
Canada
კომენტარები: 4671
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  La Cosa Nostra  
9 ივლისი 2015 22:57
ეეე არადა 1 წამით გამიხარდა და უკვე ფიფა 16 ში გეგმებს ვაწყობდი რომელი გუნდით დავიწყებდი კარიერას :D
Real-Madrid
Russia
კომენტარები: 251
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  boa  
9 ივლისი 2015 22:52
საშინლად ითამაშეს 3 ივე გუნდმა წიტელი ბარათებით დაემშვიდობა ეუროპას bad bad
Bayern-Munchen
Germany
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  ogafa  
9 ივლისი 2015 22:48
ძალიან ცუდია
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  East-17  
9 ივლისი 2015 22:45
ჩვენ მიკრონეზიაც მოგვიგებს
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  East-17  
9 ივლისი 2015 22:23
სასაცილო ისაა რო ამათ გასვლას ველოდით

ქაბალა რო გამოგაგდებს სამარცხვინოდ, სომხეთმა რო გვაჯობა ეგღა გვაკლდა და უკვე აზერბაიჯანმაც გაგვისწრო
Real-Madrid
Spain

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi