Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დილამ მინიმალური ანგარიშით წააგო

15-07-2015
0 კომენტარი

გუშინ საღამოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა და ამ საღამოს ნაწილი იყო ჩვენი ჩემპიონატის გამარჯვებული გორის "დილა", რომელსაც ქართულ კლუბებს შორის ყველაზე რთული მეტოქე შეხვდა.

 

ჩვენი ერთადერთი იმედი ბელგრადში, ადგილობრივ "პარტიზანს" დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანა. "პარტიზანი" საკმაოდ გამოცდილი კლუბია და ამ სტადიაზე არაერთხელ აქვს ნათამაშები, რასაც რათქმაუნდა ვერ ვიტყვით "დილაზე".

 

ახალგაზრდა უჩა სოსიაშვილის გუნდმა ყველაფერი დადო მინდორზე, ეცადა მაქსიმალურად კარგი შედეგი დაედო და შანსები დაიტოვა. ალბათ, ბელგრადელებისგან უფრო მეტს ველოდით, რადგან "პარტიზანმა" აშკარად ვერ მოახერხა საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. სერბები მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ მუდმივად ჰქონდათ შიშის გრძნობა. გორელებმა რაღათქმაუნდა მეორე ნომრად ააგეს თამაშის სტრატეგია და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ საკუთარი შანსების პოვნას. "პარტიზანმა" თავიდანვე დაიწყო აქტიურად, მაგრამ გორელთა რამდენიმე კონტრშეტევის დროს, როდესაც ჩვენებს დიდი სივრცეები ჰქონდათ, უბრალოდ ვერ გამოიყენეს, მასპინძლები შეშინდნენ და უფრო ფრთხილად დაიწყეს თამაში, მეტი ყურადღებით დაცვაზე. პირველი ტაიმი ასე თუ ისე ნორმალურად გადავაგორეთ, მაგრამ ლეგიონერ კარის დარაჯ შევჩენკოს რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა.

 

შესვენების შემდეგ, სურათი არ შეცვლილა, კვლავ "პარტიზანი" დომინირებდა და "დილა" ცდილობდა კონტრშეტევებით გასულიყო ფონს. რამდენიმე კარგი გაქცევა შემოგვთავაზა ოთარ მარცვალაძემ, რომელიც ბევრს შრომობდა და ყველაზე აქტიური იყო. უნდა გამოვყოთ ცენტრალური ნახევარმცველები და ვეტერანი დავით კვირკველია, რომელიც საკმაოდ კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ბელგრადელთა შეტევები კი ნელ-ნელა მწვავდებოდა, შევჩენკო უფრო ხშირად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ გოლი არ გადიოდა. საბოლოოდ კი გადამწყვეტი გამოდგა 83-ე წუთი, როდესაც ფალავანდიშვილმა მეორე ყვითელი მიიღო, დატოვა მინდორი და "დილას" კარში ძალიან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან სერბთა კაპიტანი ბაბოვიჩი მივიდა, რომელმაც ჩინებული დარტყმით ერთადერთი ბურთი შეაგდო ამ მატჩში, "პარტიზანის" ათიანი მატჩის გმირად შეგვიძლია შევრაცხოთ, რადგან ისედაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

 

სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ დავინახეთ თუ რას წარმოადგენს "პარტიზანი". გორის "დილას" შეუძლია ბრძოლა და საქართველოში წარმატების მიღწევა, ჩვენი მეტოქე არც ისე ძლიერი გამოჩნდა როგორიც გვეგონა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა - კვლავ ოცნებად რჩება, ამის გაკეთება ურთულესი იქნება, მაგრამ მთავარია ამისათვის არაფერი დავიშუროთ და ღირსეულად გამოვიდეთ.

 

გუნდების შემადგენლობა:

"დილა": შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე (კაპ.), კვირკველია, რაზმაძე, გვალია, ფალავანდიშვილი, ილურიძე (ღონღაძე 90’), მარცვალაძე (ძარია 83’), ნავალოვსკი.

სათადარიგო: მუჯრიშვილი, მოდებაძე, ღონღაძე, ერისთავი, ძარია, ბაგაევი, კვირკვია.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

 

"პარტიზანი": ზივკოვიჩი (ჟივკოვიჩი 60’), ვულიჩევიჩი, პეტროვიჩი, ბალაჟიჩი, ბრაშანაჩი, ბაბოვიჩი, ჩირკოვიჩი, აბოუბაკარი, იევტოვიჩი, ბოჟინოვი (შაპონიჩი 77’), ნინკოვიჩი (ილიჩი 72’).

სათადარიგო: კლაჟიჩი, ბოგოშავაჩი, ოსტოჟიჩი, ჟივკოვიჩ, ლუკიჩი, შაპონიჩი, ილიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.

 

გოლი: ბაბოვიჩი (83’) 1:0.

გაფრთხილებები: პაპავა (7’), მარცვალაძე (58’), ფალავანდიშვილი (65’; 82’), კვირკველია (93’).

გაძევება: ფალავანდიშვილი (82’).

 

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1436938262_fd5fa47ea1e7abbff0ea92e537813b18.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi