Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დილა კვლავ დამარცხდა

21-07-2015
5 კომენტარი

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გორელებმა ვერ მოახერხეს ბელგრადის "პარტიზანის" დამარცხება და გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგას.

 

ბელგრადში მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ, ქართველ გულშემატკივრებს მცირე იმედი გვქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, "დილამ" იბრძოლა, მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ 0:2 წააგო.

 

გორელთა ახალგაზრდა სპეციალისტმა, უჩა სოსიაშვილმა აშკარად შემტევი ტაქტიკა აირჩია და დააბრუნა ძირითადში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე. დისკვალიფიკაცირებული ფალავანდიშვილი ბაგაევმა შეცვალა. მატჩის სასტარტო წუთები სტუმრებმა ჩაატარეს აქტიურად, მაგრამ "დილამ" ნელ-ნელა გაათანაბრა სიტუაცია და დაიჭირა ბურთი. კარგი იყო ილურიძე, რომელიც ბევრს იბრძოდა და აქტიურობდა, სწორედ მისი პასის შემდეგ დაემუქრა მეტოქის კარს შორიდან ძარია, მაგრამ ცოტა დააკლდა. მაშინ, როდესაც გორელებმა მოუმატეს და უკეთ გამოიყურებოდნენ, გავუშვით საბედისწერო გოლი. მარცხენა ფრთაზე პეტროვიჩმა ორი მცველი გააბითურა, დაუგორა მარტოდ დარჩენილ ბრაშანიჩს, რომელმაც ლამაზი გოლი გაგვიტანა. დარჩენილ წუთებში ვეღარ მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა, მეორე ტაიმში კი ვეცადეთ, მაგრამ ოუმარუს გოლმა ყველაფერი დაასრულა. "პარტიზანმა" 2:0 იმარჯვა და გორის "დილა" დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, ქართველმა კლუბებმა ვერ გადალახეს პირველი ეტაპი.

 

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1437489460_steaua-isi-afla-azi-urmatoarea-adversara-din-champions-league-15-30-dila-gori-partizan-steaua-trencin.png
მწვანე ზონა
კომენტარები: 397
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Ancient Alien  
22 ივლისი 2015 10:50
ყველა განვითარდა ჩვენს გარდა რაღაცა წინსვლა აქ უკლებლივ ყველა ქვეყანას ჩვენ რა გვეტაკა, სულაც არაა გასაკვირი ეს შედეგი მეტს არც მოველოდი. გუშინ მალტის მილსამიც კი გავიდა ლიგის მონაწილე ლუდოგორეცი გამოთიშა.
Dinamo-Tbilisi
Georgia
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  ogafa  
21 ივლისი 2015 21:26
ცუდია ძალიან
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 337
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  A7x  
21 ივლისი 2015 19:37
მე არცერთი გუნდისგან არ ველოდიი წარმატებებს
Barcelona
Germany
კომენტარები: 1005
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  giuntera44  
21 ივლისი 2015 19:13
ყოველ წელიწადს უფრო უარესადაა საქმე.
Arsenal
France
კომენტარები: 827
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  bacho7  
21 ივლისი 2015 19:06
ვერ ვისწავლეთ ფეხბურთი ვერა რა
Real-Madrid
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi