Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ლოპეტეგი: ჯერ არ გავსულვართ ფლეი–ოფში

5-11-2015
0 კომენტარი

"პორტოს" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი კვლავ მოკრძალებულია და მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ არ გასულა შემდეგ ეტაპზე.

 

გუშინ, "დრაკონებმა" ჰაიფაში ჩაატარეს საკმაოდ არასასიამოვნო თამაში "მაკაბისთან" და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს. თუმცა, ისრაიელებმა ღირსეულად იბრძოლეს და ზოგადად, ნეიტრალური ქომაგისთვის ეს იყო საოცარი შეხვედრა, უამრავი საგოლე მომენტით ორივე გუნდის კართან.

 

"ჯერ არ გავსულვართ შემდეგ ეტაპზე. თუნდაც ერთი ქულის მოპოვება არ იქნება ადვილი, რადგან მეტოქეები საკმაოდ ძლიერნი არიან. ყოველი მატჩი რთულია.

 

ეს იყო რთული თამაში საკმაოდ რთული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გოლების გატანა ძალიან უნდოდა. კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით, მათ გაამარტივეს ბევრი რამ", – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

 

ახლა, "პორტოს" ათი ქულა აქვს და ჯგუფს ლიდერობს. მეორეზეა "ჩელსი" შვიდი ქულით და მესამეზე კიევის "დინამო" – ხუთით.

http://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446703964_2301996_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi