Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მანჩესტერ იუნაიტედი ჯგუფში ჩარჩა!

9-12-2015
8 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის პირველი სათამაშო დღე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელი თამაშები ძალიან უხვგოლიანი გამოდგა და ყველაზე მეტად გაგვახალისა B ჯგუფმა, სადაც ოთხივე გუნდს თავისი მიზანი ჰქონდა, მაგრამ მოდი მივყვეთ მნიშვნელობის მიხედვით. უკვე ცნობილია რვა მერვედფინალისტის ვინაობა და თითოელი მატჩი მოკლედ განვიხილოთ ჯგუფების მიხედვით.

 

A ჯგუფში ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს გადაწყდა ყველაფერი, პირველი ადგილი კი მადრიდის "რეალმა" ლ'ვოვში გაიფორმა. დღეს, მეორე ადგილოსანი "პსჟ" დონეცკის "შახტარს" შეხვდა პარიზში და მოკრძალებული ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. ლორან ბლანმა დაასვენა კაპიტანი ტიაგო სილვა, მარკო ვერატი, ტიაგო მოტა, ედინსონ კავანი და ანხელ დი მარია. პირველივე წუთებიდან დაიწყეს მატჩი კურჟავამ, სტამბულიმ და ლუკას მოურამ. სწორედ ბრაზილიელმა გაიტანა მშვენიერი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, რასაც ბოლოსკენ მიაყოლა საგოლე გადაცემა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააფიქსირა საბოლოო შედეგი. ფრანგებმა მარტივად მოიპოვეს მორიგი გამარჯვება და ჯგუფური ეტაპი ერთადერთი გაშვებული ბურთით დაასრულეს, რაც საუკეთესო შედეგია. "შახტარი" კი ევროპის ლიგაზე გააგრძელებს ბრძოლას, მირჩა ლუჩეკუს გუნდმა ბოლო სამ ტურში დაამტკიცა, რომ ღირსეული კოლექტივია. "პსჟ" გადახალისებული შემადგენლობით იყო, მაგრამ პირველ ტაიმში უკრაინელებმა ტოლი არ დაუდეს პარიზელებს, ქება და ქება დიდებულ რუმინელ სპეციალისტს, რომელიც უკვე წლებია კარგად ათამაშებს "შახტარს".

 

პარალელურად, აგე ჰარეიდეს ბოლო მატჩი "მალმიოს" თავკაცის რანგში კატასტროფული გამოდგა. შვედეთის ჩემპიონებს დაეტყოთ უფორმობა, გუნდს უკვე ერთი თვეა რაც ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია და სანტიაგო ბერნაბუეზე უბრალოდ გაცამტვერდა. კარიმ ბენზემამ გასული უქმეების მსგავსად სწრაფი დუბლი გაიფორმა, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდო ჩაერთო თამაშში. პორტუგალიელმა ჯერ ჯარიმა გამოიყენა, შემდეგ პარტნიორების შესანიშნავი პასები და პოკერის გაფორმება მოასწრო. კრიშტიანომ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ჯგუფურ ეტაპზე 11 ბურთით ახალი სტანდარტი დააწესა. აქამდე, კრიშტიანოს ეკუთვნოდა რეკორდი ათი ბურთით ჯგუფურ ეტაპზე. ბოლო ორი ბურთი მატეო კოვაჩიჩსა და ბენზემას ანგარიშზეა. რაფაელ ბენიტესმა მხოლოდ ნახევარმცველები დაასვენა, რადგან საკადრო პრობლემების გამო დიდი ფუფუნება არ ჰქონია. "სამეფო კლუბმა" 8:0 იმარჯვა, რითიც გაიმეორა "ლივერპულის" რეკორდი, რომელმაც თავის დროზე ენფილდზე ასეთივე ანგარიშით გაანადგურა "ბეშიქთაში" და მაშინ დაფიქსირდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება. "რეალმა" ეს რეკორდი გაიმეორეა და შეეძლო გაუმჯობესებაც, უბრალოდ ბოლო წუთებში აღარ მოიკლა თავი. "ბლანკოსმა" გაამხიარულა საკუთარი გულშემატკივარი და 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

 

 

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები C ჯგუფშიც, სადაც ასევე ცნობილი იყო მერვედფინალისტების ვინაობა, უბრალოდ ადგილები იყო გადასანაწილებელი. სტამბოლში, "გალათასარაიმ" საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარა და კვლავ ვერ მოუგო ყაზახეთის ჩემპიონს. "ასტანამ" ღირსეულად იბრძოლა, არაფერი დაუთმო თურქულ გრანდს, პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი სწორედ სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც ძელს გაარტყეს ბურთი და მეორე ნახევარში წუსამამ დააწინაურა კიდეც "ასტანა". "გალა" სირცხვილისგან კაპიტანმა, სელჩუკ ინანმა იხსნა და მეტი არც არაფერი მომხდარა. თურქები ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ ასპარეზობას, ყაზახური ფეხბურთი კი არასოდეს დაივიწყებს ამ სეზონს. სტანიმირ სტოილოვის ჩინებულმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ყველაფერია შესაძლებელი. "ასტანამ" საკუთარ მოედანზე არცერთი თამაში არ წააგო და არანორმალურ ატმოსფეროში აართვა ქულა "გალათასარაის", დაე გვესწავლოს ასეთ მაგალითებზე...

 

ლისაბონში კიდევ უფრო საინტერესო, მაგრამ არც ისე დაძაბული თამაში გაიმართა. "ატლეტიკო" სრულიად მობილიზებული და კონცენტრირებული გავიდა მინდორზე, მოიპოვა თავიდანვე უპირატესობა და დამაჯერებლად წაიყვანა თამაში. პირველი გოლი საულ ინგესმა შეაგდო მშვენიერი დარტყმით და კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდს. ძალიან აქტიური იყო არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტო, რომელმაც თავისი ბურთი უკვე მეორე ნახევრის დებიუტში შეაგდო. ლისაბონის "ბენფიკა" მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლა, შეცვლაზე შესულმა მიტროღლუმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს "არწივებმა". ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა "როხიბლანკოს" დაცვის ხაზი და "ატლეტიკომ" პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში, "ბენფიკა" მეორეზე გავიდა და 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალურ ეტაპზე, რაც საკმაოდ სერიოზული წარმატებაა რუი ვიტორიას კოლექტივისთვის.

 

 

ყველაზე მოსაწყენი თამაში D ჯგუფის ეგიდით გაიმართა რამონ სანჩეს პისხუანზე, მიუხედავად ძალიან კარგი პირველი ტაიმისა. ტურინის "იუვენტუსს" ფრეც ჰყოფნიდა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს იტალიელებმა და სამი ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან. საპასუხოდ, "სევილიამ" უფრო რეალური შანსი შექმნა, როდესაც ჯანლუიჯი ბუფონი ორჯერ ჩაერთო თამაშში. ამას დაემატა ფერნანდო ლიორენტეს თავური, როდესაც კვლავ ლეგენდარულმა იტალიელმა გამოავლინა თავისი ოსტატობა. მეორე ტაიმში უკვე ესპანელები ფლობდნენ უპირატესობას და საწადელს მიაღწიეს კიდეც – გამოცდილმა ესპანელმა ფორვარდმა ყოფილ გუნდს გაუტანა და სამი ქულა მოუპოვა "სევილიას", რითიც უნაი ემერი და მისი გუნდი ევროპის ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. "მანჩესტერ სიტის" დახმარებით, "სევილიას" ეძლევა შანსი კიდევ ერთხელ მოიგოს ევროპის ლიგაზე, "იუვემ" კი თავის თავს დააბრალოს, როდესაც მორატამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა ბურთი და ახლა იმედი ჰქონდეს, რომ კენჭისყრაში ცოტათი გაუმართლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ცოტათი გაიფუჭა ხასიათი ამ მარცხით.

 

ეტიჰადზე კი ნამდვილი საოცრება იხილა მაყურებელმა. მანუელ პელეგრინის გუნდს მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ეწვია, რომელმაც თავიდანვე გახსნა თამაში და ეგრევე წავიდა მატჩი ორმხრივიერიშებში. მასპინძელთა პირველი გააზრებული შეტევა დავიდ სილვას ულამაზესი გოლით დასრულდა, მაგრამ გერმანელებმა მალევე უპასუხეს. ანგარიშის გათანაბრება იულიან კორბმა მოახერხა და ტაიმის ბოლოს რაფაელმაც შეაგდო, თანაც შესანიშნავი კომბინაციის შედეგად. ძალიან კარგად ჩაატარა პირველი ტაიმი "მ.ბორუსიას" გერმანელმა შემტევმა ლარს შტინდლმა და აგრეთვე ძალიან აქტიურები იყვნენ ვინგერები: ფაბიან ჯონსონი და კორბი. "სიტიმ" კი პირველი ნახევარი დამსახურებულად წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ ცისფერ მაისურში გამოწყობილი. "ქალაქელები" ეგრევე გავარდნენ წინ, ორი იდეალური მომენტი ჰქონდათ და ორივეჯერ საოცარი სეივი გააკეთა იან ზომერმა. ამას მოჰყვა ერთი ძალიან სახიფათო არგუმენტი, მაგრამ რაჰიმ სტერლინგმა მოახერხა მეტოქის გატეხვა. ახალგაზრდა იგნლისელმა ჯერ კლიშის პასით ისარგებლა, შემდეგ კი ვილფრიდ ბონის დაუფასა შრომა და წინ გაიყვანა თავისი გუნდი. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და "მ.ბორუსია" გატყდა. რამდენიმე წუთში თავი თავად კოტ'დიუვარელმა გამოიჩინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:2. "სიტიმ" მოიგო აბსოლუტურად დამსახურებულად, დაიბრუნა პირველი პოზიცია და როგორც იქნა აირიდა "ბარსელონასთან" შეხვედრა. "მ.ბორუსია" კი ბოლო ადგილზე გავიდა, მაგრამ დატოვა თავისი კვალი ამ გათამაშებაში ანდრე შუბერტის წყალობით.

 

 

დღევანდელი დღის მთავარი თამაშები კი ეინდჰოვენსა და ვოლფსბურგში გაიმართა. ჰოლანდიაში, ფილიპ კოკუს გუნდმა მოსკოვის "ცსკა" მიიღო და უბრალოდ გამარჯვება სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ რუსებსაც უნდოდათ მესამე ადგილის დაკავება. შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო, "პსვ" ვერ რისკავდა, რუსები კი საკმაოდ თამამად უტევდნენ და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შექმნეს. თამაშში ჩართვა ორივე გუნდის მეკარეს მოუწია და აბსოლუტურად თანაბარი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მცირედი ინიციატივა მოიპოვეს სტუმრებმა, მუსას ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, მაგრამ "პსვ–მ" მალევე დაალაგა თამაში და დაიჭირა ბურთი. მთავარი მოვლენები კი ბოლო 15 წუთში განვითარდა. ყველაფერი დაიწყო ზორან ტოშიჩის მიერ მოპოვებული პენალტით, რომელიც გოლად სერგეი იგნაშევიჩმა აქცია. თუმცა, ზუსტად ორ წუთში ლუკ დე იონგმა აღადგინა წონასწორობა. ჰოლანდიელმა ფორვარდმა ისარგებლა მეტოქე გუნდის მცველების დაუდევრობით. ამ გოლიდან რვა წუთში ულამაზესი ბურთი შეაგდო პრიოპერმა და საბოლოოდ ააფეთქა ფილიპს არენა, რომელიც 2007 წლის შემდეგ პირველად დაუჭერს მხარს საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში. "პსვ–მ" დაიმსახურა ეს ყველაფერი, კოკუს საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს, რომელმაც ბრძოლით და კარგი თამაშით მიაღწია ამას.

 

ვოლფსვაგენ არენაზე ნამდვილი სიგიჟე შემოგვთავაზეს გუნდებმა. ლუი ვან გაალმა პირველივე წუთებიდან რაღაც საოცრება მოიფიქრა და მარჯვენა ფრთაზე ვინმე გილერმო ვარელა დააყენა, რომელმაც ჩააგდო ეს თამაში. "მგლებმა" აქტიურად დაიწყეს თამაში და ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა ანდრე შურლეს, მაგრამ ვერ გამოიყენა. საპასუხოდ, ბლინდის გრძელი პასით, მატას უნიკალური ხედვით და "ვოლფსბურგის" ცენტრალური მცველების შეცდომით, ენტონი მარსიალმა გამოიყენა პირისპირ მომენტი, გახსნა ანგარიში. თუმცა, ძალიან მალე გამოასწორა შეცდომა გამოცდილმა ნალდომ და აღადგინა წონასწორობა. ბარზილიელის გოლიდან რამდენიმე წუთში, "ვოლფსბურგმა" ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა. არნოლდმა, დრაქსლერმა, კრუზემ ყველაფერი დახატეს და საბოლოოდ ვიერინიამ შეაგორა ბურთი ცარიელ კარში იულიანის პასის შემდეგ – 2:1, უკვე "წითელი ეშმაკები" ცუდ დღეში ჩავარდნენ. ვან გაალის გუნდმა მოუმატა, გოლიც გაიტანა ტაიმის ბოლოს, მაგრამ თამაშგარის გამო სამართლიანად არ ჩაითვალა. შესვენების შემდეგ, ორივე გუნდის თავკაცმა მარცხენა მცველი შეცვალა, უბრალოდ დიტერ ჰეკინგი იძულებული იყო, ლუი – არა. "მანჩესტერმა" მოიპოვა უპირატესობა მეორე ნახევრის სტარტზე, გერმანელები კი კონტრშეტევებზე ათამაშდნენ. რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ინგლისელებმა, მაგრამ უფრო უკეთესი ჰქონდათ მასპინძლებს კონტრშეტევებზე, შურლეს ორჯერ შეეძლო ყველაფრის დასრულება, მაგრამ დავიდ დე ხეამ არ აცალა. საბოლოოდ, იღბალმა გაუღიმა მანკუნიანელებს და კუთხურის შედეგად, ნალდოს პასით გილავოგიმ შეაგდო კურიოზული გოლი თავის კარში. თუმცა, ნალდო რისი ნალდოა თუ ყოველი შეცდომა არ გამოასწორა. "ვოლფსბურგი" უმალ წავიდა შეტევაში, შექმნა მომენტი, მაგრამ დე ხეამ იმარჯვა. თუმცა, ბრაზილიელი ცენტრალური მცველის თავურს არაფერმა უშველა – 3:2, ნახვამდის "მანჩესტერ იუნაიტედო". "ცსკა–ს" შეეძლო გადაერჩინა ინგლისური გრანდი, მაგრამ მოსკოველებმა ვერ დაინახეს ის სიკეთე, რომელიც სერ ალექსმა გაუკეთა მათ 2009 წელს სწორედ ვოლფსბურგში. თუმცა, საინტერესოა ახლა რას იტყვის დიდი ლუი, რომელსაც ინგლისური პრესა ნამდვილად დაასამარებს. "ვოლფსბურგმა" კი დაიმსახურა ჯგუფში პირველი ადგილი და ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-12/1449655539_mu.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 2452
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  ნიკა  
9 დეკემბერი 2015 19:45
შემიფურთხებია იმ ინგლისისთვის უკვე გერმანიის ბუნდესლიგას რო ადარებენ უკვე! იტალია ყველას დაავიწყდა დაჟე და ინგლისს ახსენებენ მაინც :D:D არაუშავს ფეხბურთი რეალი ბარსა და ბავარია არაა !!! და ამას წლევანდელი ლიგა დაამტკიცებს! დამიმახსოვრეთ...
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  SOAD  
9 დეკემბერი 2015 17:45
ციტატა: TAMARA
ხვალ იმედია არსენალიც ჩარჩება და ჩელსიც. მერე დავჯდები და ვიცინებ ინგლისის სიძლიერეზე ahahaha

მიწასთან გასწორებული ჩელსის ყურება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ..
Barcelona
კომენტარები: 2533
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  gio-poti  
9 დეკემბერი 2015 15:44
ასტანაზე რო წერთ დაე გვესწავლოს ყაზახელების მაგალითზეო ნახეთ და გადახედეთ ყაზახების ბიუჯეტს და ფეხბურთელებს და მერე დინამოს ან ნებისმიერი სხვა ქართული კლუბის ბიუჯეტს. დინამო და დილას გარდა ყველა რო სულს ღაფავს ბიჭებს ხელფასებს ვერ უხდიან თვეობით. და ჩვენ კიდე ლიგაზე ვითხოვთ გასვლას??????????????????????????/
Kolkheti-Poti
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Lionel_Messi_10  
9 დეკემბერი 2015 15:07
საუკეთესო ჩემპიონატის მგლები ცხვრებათ აქციეს :დდ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 296
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  Uyaska27  
9 დეკემბერი 2015 13:17
ინგლისი ჩაფლავდააა! სანაკრებო დონეზე კარგახანია... და ეხა საკლუბო დონეზეც დაუვარდა რეიტინგი
Georgia
კომენტარები: 652
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  East-17  
9 დეკემბერი 2015 11:44
მეცინება ყველა იმაზე ვისაც პრემიერლიგა საუკეთესოდ მიაჩნია, ქულები არასწორად ნაწილდება თორე ბუნდესლიგაც მაგათზე წინ იყოს უნდა, ვერცერთი ინგლისური გუნდი 10 თამაშიდან ვერ მოუგებს 2 საც მიუნხენის ბაიერნს, ლალიგაზე კი საერთოდ არაფერს ვიტყვი , ტეხავს რო შეადარო, გაფარჩაკდა ინგლისი
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 8641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  r-a-u-l  
9 დეკემბერი 2015 05:27
ციტატა: TAMARA
ხვალ იმედია არსენალიც ჩარჩება და ჩელსიც. მერე დავჯდები და ვიცინებ ინგლისის სიძლიერეზე

მე ისედაც დიდი ხანია მეცინება პრემიერლიგის სიძლიერეზე:D

-------------------------------------------------------------
RAUL<-------კაპიტანო: მახსოვხარ, მიყვარხარ, მენატრები!!!
Real-Madrid
Georgia
კომენტარები: 525
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  TAMARA  
9 დეკემბერი 2015 03:39
ხვალ იმედია არსენალიც ჩარჩება და ჩელსიც. მერე დავჯდები და ვიცინებ ინგლისის სიძლიერეზე ahahaha

-------------------------------------------------------------
გერმანია: ბაიერნი,დორტმუნდი
ინგლისი: არსენალი
ესპანეთი: ატლეტიკო. ბილბაო
საფრანგეთი: ლიონი
იტალია: მილანი
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi