Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჩემპიონთა ლიგა: G ჯგუფის პრევიუ

9-12-2015
2 კომენტარი

G ჯგუფში ძალიან დაძაბული ვითარებაა. კიევის "დინამოს", "ჩელსის" და "პორტოს" შესაძლოა თანაბარი ქულები დაუგროვდეთ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უკრაინული კლუბი იდეალურ მდგომარეობაშია, სტემფორდზე კი დღის ერთ–ერთი მთავარი მატჩი გაიმართება.

 

კ.დინამო Vs მაკაბი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, VI ტური

თარიღი: 23:45 საათი, 9 დეკემბერი

სტადიონი: ოლიმპიისკი, კიევი

მთავარი მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

კიევის "დინამო" ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ეცდება, რომ გამარჯვებათა სერია გააგრძელოს. სერგეი რებროვის გუნდმა "შახტართან" წაგების შემდეგ, ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო უკრაინის პრემიერ ლიგაში, გაიტანა 15 გოლი, გაუშვა ერთადერთი და დონეცკელებთან ერთად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში, "დინამომ" შესანიშნავი თამაში აჩვენა დრაგაოზე და მოიპოვა უაღრესად მნიშვნელოვანი სამი ქულა. კიეველებმა იარმოლენკოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით 2:0 იმარჯვეს დამსახურებულად და ძალიან კარგ სიტუაციაში იმყოფებიან ახლა. ბოლო თამაშიც ისე მოიგეს ეროვნულ ჩემპიონატში, რომ განწყობა იდეალურია კოლექტივში. "დინამომ" "ზაპორიჟია" გაანადგურა სტუმრად 6:0 და ახლა ეცდება მშვიდად დაამარცხოს საკუთარ კედლებში "მაკაბი". რებროვს ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს, რომელიც ღირსეულად დაბრუნდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და ფლეი–ოფში გასვლა ამ ასპარეზობის გვირგვინი იქნება. უკრაინული გრანდი ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით, მაგრამ ამჯერად რებროვს ძლიერი გუნდი ჰყავს, რამდენიმე საინტერესო და ტექნიკური შემტევი ფეხბურთელით. რა თქმა უნდა გამოსარჩევია იარმოლენკო, აგრეთვე დერლის გონსალესი და ფორვარდი მორაეში, აგრეთვე ძალიან სოლიდურად გამოიყურება გუნდის უკანა ხაზი, რომელიც ძირითადად უკრაინელებით არის დაკომპლექტებული. "დინამოს" დანაკლისი არ აქვს, ერთადერთი კრავეცის თამაშია საეჭვოა. 

 

თელ–ავივის "მაკაბისაც" ორხელისუფლებიანობა აქვს ეროვნულ ჩემპიონატში და 13 ტურის შემდეგ, "ჰაპოელ ბერ'შევას" მხრდამხარ იყოფს პირველ ადგილს და ჯობია მიხედოს ამ საქმეს. სლავიშა იოკანოვიჩის გუნდმა გაუგო გემო ჩემპიონთა ლიგას, პირველი გოლის გატანაც მოახერხა და წინა ტურში "ჩელსის" დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ღირსეულად ებრძოდა. თელ–ავიველები განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობენ, მაგრამ ეს არც იყო მოსალოდნელი, თანაც საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, "მაკაბიმ" ძალიან ბევრი მომენტი შექმნა "პორტოს", "ჩელსის" წინააღმდეგ და დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა ამ ტურნირზე. გუნდს რადონიჩი დააკლდება ტრავმის გამო, ბენ ჰაიმ I კი დისკვალიფიკაცირებულია. გარდა ამისა, შესაძლოა ვერ ითამაშოს აზულაიმ, მაგრამ ამ თამაშს არანაერი მნიშვნელობა არ აქვს "მაკაბისთვის", რომელსაც ალბათ ნაკლებად ანაღვლებს ჯგუფურ ეტაპს ქულით დაასრულებს თუ უქულოდ.

 

კიევის "დინამო" გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ სასწორზე ფლეი–ოფის საგზური დევს, ამიტომ სრული კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო. სერგეი რებროვის გუნდს უნიკალური შანსი აქვს, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კ.დინამო: შოვკოვსკი – დანილო სილვა, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში – რიბალკა, სიდორჩუკი – დერლის გონსალესი, გარმაში, იარმოლენკო – მორაეში.

 

მაკაბი: რაიკოვიჩი – დასა, გარსია, ტიბი, ბენ ჰარუში, რიკანი – ალბერმანი, იგებორი, პერეცი – ბენ ჩაიმი, ზაჰავი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მეორე ტურში, კიევის "დინამომ" შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც ჰაიფაში 2:0 იმარჯვა იარმოლენკოსა და მორაეშის გოლებით.
  • კიეველები 1999/00 წლების შემდეგ არ გასულან ჯგუფიდან, მაშინ მათ პირველი ქვეჯგუფი დაძლიეს, მაგრამ ფლეი–ოფში გაღწევა ვეღარ მოახერხეს.
  • ეს გუნდები აქამდე 2011/12 წლების სეზონის ევროპის ლიგაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპე. თელ–ავივში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, კიევში კი – 3:3.
  • ბოლო 11 საშინაო თამაშიდან ევროტურნირებზე, "დინამოს" მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (7მ, 3ფ).
  • კიევის "დინამომ" ბოლო 17 საშინაო თამაშიდან ჯგუფური ეტაპის ეგიდით, მხოლოდ სამი მოიგო, რაც ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ რებროვის ეს გუნდი ალბათ ყველაზე ძლიერია ბოლო 15 წლის განმავლობაში.
  • სადებიუტო სეზონში, თელ–ავივის "მაკაბიმ" ოთხი ქულით დაასრულა ჯგუფი, სადაც "იუვენტუსი", "ბაიერნი" და "აიაქსი" იყვნენ, მაგრამ ამჯერად ქულა არ აქვს და ერთადერთი გოლი შეაგდო.
  • შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიევის "დინამოს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, მაგრამ სამი ქულა ფლეი–ოფის საგზურის ასპროცენტიანი გარანტია იქნება, რადგან უკრაინელები არ არიან დამოკიდებულნი პარალელურ თამაშზე. თუმცა, თუ სტემფორდზე ფრე დაფიქსირდება, "დინამო" საერთოდ ჯგუფს მოიგებს.
  • უკრაინელთა რიგებში ანტუნეში და ვიტალი ბუილავსკი არიან დისკვალიფიკაციის ზღვარზე, "მაკაბისთვის" კი ამას აზრი არ აქვს, რადგან არავის არაფერი არ ექნება გამოსატოვებელი თუ წითელ ბარათს არ მიიღებს.

 

წინასამატჩო კომენტარები:

სერგეი რებროვი: "არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ "მაკაბი" აუტსაიდერია. ეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც "ბაზელი" გამოაგდო და ეს მრავლისმეტყველია. მათ შექმნეს რამდენიმე მომენტი ჩვენს წინააღმდეგ, "პორტოსთან" და "ჩელსისთნ", მაგრამ ძალიან არ გაუმართლათ.

 

სწორედ ამიტომ არ მიიჩნევენ ჩემი ფეხბურთელები თავს ფავორიტად. უნდა ვაჩვენოთ გუნდური ფეხბურთი, გამართული როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. გვესმის ამ თამაშის მნიშვნელობა და არ გვინდა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება".

 

სლავიშა იოკანოვიჩი: "ეს არის თამაში ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ევროპის ყველაზე დიდ ტურნირზე – რაც უკვე საკმარისი გამოწვევაა. საბოლოო ჯამში, დიდებული ტურნირი გვაქვს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ "პლზენისა" და "ბაზელის" სახით. რა თქმა უნდა არ ვართ ბედნიერები უქულობის გამო, მაგრამ თამაშის დონე არ არის ცუდი".

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

 

ჩელსი Vs პორტო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, VI ტური

თარიღი: 23:45 საათი, 9 დეკემბერი

სტადიონი: სტემფორდ ბრიჯი, ლონდონი

მთავარი მსაჯი: ჩიუნეტ ჩაქირი (თურქეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD3

 

"ტოტენჰემთან" უგოლო ფრის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს გუნდი სენსაციურად დამარცხდა საკუთარ კედლებში "ბორნმუთთან", მაგრამ ჰქონდა რამდენიმე კარგი ეპიზოდი და ცოტათი არ გაუმართლა. "ჩელსიმ" კვლავ უკან გადადგა ნაბიჯები, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი მატჩი ელოდებათ "არისტოკრატებს". ერთია, როდესაც უბრალოდ იგებ და განწყობას იუმჯობესებ და მეორე, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვას აღწევ. ამ ეტაპზე, "ჩელსისთვის" საოცრად საჭიროა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საგზური, რაც აუცილებლად შემატებს თავდაჯერებულობას მთელ გუნდს. თუმცა, სიტუაცია საკმაოდ რთულია. ისრაელში ინგლისელებმა 4:0 იმარჯვეს, მანამდე კიევის "დინამო" დაამარცხეს ურთულეს ბრძოლაში, მაგრამ საქმე "პორტოს" მარცხმა გააფუჭა. თუმცა, "ჩელსი" ახლა მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და გამარჯვების შემთხვევაში მოიგებს ჯგუფს. დიეგო კოსტას კვლავ აიგნორებს ჟოზე მოურინიო, რაც ნამდვილად არ არის კარგის ნიშანი. ესპანელი ფორვარდი ფორმაში ნამდვილად არ არის, მაგრამ ედენ აზარის ცრუცხრიანად ხილვა კიდევ უფრო საშინელებაა. სავარაუდოდ, მოუ წავა კომპრომისზე და კოსტას ალბათ აპატიებს რაღაც–რაღაცებს, მაგრამ მთავარია რას იზამს თავად დიეგო. ტიბო კურტუა დაბრუნდა, რაც ასევე კარგი სიახლეა ლონდონელებისთვის. ერთადერთი რადამელ ფალკაო გამოტოვებს ამ თამაშს, საეჭვოა ჯონ ტერის გასვლაც მინდორზე, მაგრამ მას ზუმა შეცვლის უპრობლემოდ. მოურინიო სავარაუდოდ 4–3–3 ტაქტიკას აირჩევს, რადგან ფრეც აწყობს და ასეთ დროს ყოველთვის სიფრთხილეს იჩენს პორტუგალიელი.

 

"პორტო" აგრძელებს ლისაბონის "სპორტინგთან" ბრძოლას პრიმეირა ლიგაში და ისე გაერთო, რომ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო კიევის "დინამოსთან", რითიც ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდო თავი. "მაკაბის" იმედზე ვერანაერად ვერ იქნება პორტუგალიური გრანდი, ამიტომ სხვა გზა არ არის – მოგებაა საჭირო სტემფორდზე, რისი გაკეთებაც თუნდაც ასეთ ფორმაში მყოფ "ჩელსისთან" იქნება ძალიან რთული. "დრაკონებმა" საშინაო მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი თამაში მოიგეს პორტუგალიის ჩემპიონატში და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. ხულენ ლოპეტეგი რა თქმა უნდა პირველ რიგში ზრუნავს ეროვნულ პირველობაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგა. "პორტოს" საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს, გასული სეზონის შემდეგ, ლოპეტეგიმ ნახევარფინალზეც კი იფიქრა, მაგრამ ახლა სასწორზე დევს საერთოდ ფლეი–ოფის სტადია. შესანიშნავ ფორმაში არიან ლიდერები: ბრაიმი, ერერა, რუბენ ნევეში, ერთადერთი ვინსენ აბუბაქარმა მოუკლო, მაგრამ მას ერთი კარგი საღამო სჭირდება ფორმის აღსადგენად. ლაზარეთშიც მხოლოდ პაბლო ოსვალდოა, ამიტომ "პორტო" მინდორზე გავა საუკეთესო შემადგენლობით, ეცდება ითამაშოს თავისი, სწრაფი, ტექნიკური და კომბინაციური ფეხბურთი, კლასი კი ამ გუნდს ნამდვილად არ კლია. 

 

სტემფორდზე სუპერმატჩის მოლოდინში ვართ. მოურინიოსთვის შესაძლოა ეს იყოს კიდეც გადამწყვეტი, რადგან ჯგუფში ჩარჩენა მეტისმეტი იქნება, სერ ალექს ფერგიუსონის დაცვაც ვეღარ დაიხსნის აბრამოვიჩისგან.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩელსი: კურტუა – ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა – მატიჩი, ფაბრეგასი, რამირესი – აზარი, დიეგო კოსტა, ოსკარი.

 

პორტო: კასილასი – მაქსი ფერეირა, მარკანო, მაიკონი, ლაიუნი – დანილო, ნევეში, ექტორ ერერა – ანდრე ანდრე, აბუბაქარი, ბრაიმი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ეს გუნდები უკე მერვედ ხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. სექტემბრის ბოლოს, "პორტომ" მხოლოდ მეორედ დაამარცხა "ჩელსი", როდესაც მოურინიოს დაბრუნება დრაგაოზე წარუმატებელი გამოდგა – 1:2.
  • 2009/10 წლების სეზონში, "არისტოკრატებმა" ორივე თამაში 1:0 მოიგეს ჯგუფურ ეტაპზე, ორივეჯერ გოლი ნიკოლას ანელკამ გაიტანა.
  • 2006/07 წლებში, "ჩელსიმ" მერვედფინალურ ეტაპზე დაამარცხა ჟოზუალდო ფერეირას "პორტო" (1:1 გასვლაზე და 2:1 შინ).
  • 2004/05 წლების კამპანიაში კი, ჯგუფურ ეტაპზე, მოურინიოს "ჩელსიმ" 3:1 იმარჯვა სტემფორდზე და 1:2 დამარცხდა დრაგაოზე. ერთი წლით ადრე, "განსაკუთრებულმა" "პორტოს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და "ჩელსიში" პირველ სეზონს ატარებდა.
  • ბოლო 12 საშინაო თამაშიდან ჩემპიონთა ლიგაზე, "ჩელსიმ" ცხრა მოიგო.
  • "არისტოკრატები" მხოლოდ ერთხელ ჩარჩნენ ჯგუფში, როდესაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით 2012/13 წლების სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და მერე ევროპის ლიგა მოიგეს.
  • "ჩელსის" ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს პორტუგალიურ კლუბებთან: 9მ, 1ფ და 2წ.
  • ბოლო 14 გასვლითი მატჩიდან ევროარენაზე, "პორტომ" მხოლოდ სამი წააგო და ხუთი მოიგო.
  • "დრაკონებს" 31 თამაში აქვთ ჩატარებული ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 7მ, 8ფ და 16წ. სტუმრად, "პორტოს" არასოდეს დაუმარცხებია პრემიერ ლიგის წარმომადგენელი.
  • თუ კიევის "დინამო" ვერ მოიგებს, მაშინ ორივე გუნდი ნებისმიერი შედეგით გავა ფლეი–ოფში. თუმცა, თუ უკრაინული კლუბი მოიგებს, მაშინ "პორტოს" მხოლოდ მოგება აწყობს, "ჩელსის" კი ფრე და თავისთავად მოგება.
  • "ჩელსის" რიგებში მხოლოდ ნემანია მატიჩი ზის ორ ყვითელზე, "პორტოს" შემადგენლობაში კი – დანილო და მაქსი ფერეირა.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ჟოზე მოურინიო: "ამ წარუმატებელი შედეგის სერიამ უფრო დიდი მოტივაცია მომცა და გარკვეულწილად ახალი გამოწვევა მივიღე, რადგან მსგავს შედეგებს პირველად ვხედავ ჩემი გუნდისგან. მორიგი მარცხი და მომდევნო დღეს ორმაგად ენერგიული ვდგები, რათა უფრო მეტი ვიმუშავო. ჩემს თავზე ორმაგად ვმუშაობ, რაც კარგია განვითარებისთვის.

 

ამ მომენტისთვის სულაც არ ვფიქრობ "პორტოზე" და ამ გუნდის რეალურ შესაძლებლობებზე, რადგან მთავარი ჩემი კოლექტივია, რომელმაც უნდა აჩვენოს იდეალური თამაში.

 

მინდოდა, რომ ამ თამაშში გადაწყვეტილიყო პირველი ადგილის ბედი, მაგრამ "პორტომ" არ მოისურვა ასე".

 

ხულენ ლოპეტეგი: "ისტორია უნდა გადავწეროთ, რადგან "პორტოს" არასოდეს მოუგია ინგლისში და ამ სერიის შესაწყვეტად იდეალური თამაში გვჭირდება. აქ იმისათვის ვართ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი.

 

"ჩელსის" პრობლემებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა – ორი რადიკალურად განსხვავებული ტურნირია. "ჩელსი" ფანტასტიკური გუნდია, ფანტასტიკური მწვრთნელით და ფანტასტიკური მოთამაშეებით. თუმცა, გვჯერა, რომ შეგვიძლია მოგება".

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  11
2 არტიომ ძიუბა ზენიტი 5 0
3 ლუის სუარესი ბარსელონა 5 0
4 ტომას მიულერი ბაიერნი 5 1
5 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 5

http://fci.ge/uploads/posts/2015-12/1449649848_2.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 266
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  BLUE DICTATOR  
9 დეკემბერი 2015 21:19
მიდი ჩელსი chelsea3
Chelsea
England
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Neymar Da Silva 11  
9 დეკემბერი 2015 16:22
დინამო კიევის 1ანი და პორტოს X2 მგონია

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi