Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

მოურინიო: მიხარია, რომ ბიჭებმა გამოწვევა მიიღეს

10-12-2015
1 კომენტარი

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძალიან ბედნიერია გუშინდელი გამარჯვებით, რომლის შედეგადაც "არისტოკრატები" პირველი ადგილით გავიდნენ ფლეი–ოფში.

 

ინგლისურმა კლუბმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და 2:0 დაამარცხა მოტივირებული "პორტო", რომელსაც მხოლოდ სამი ქულა აწყობდა.

 

"ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ გვაწყობდა ფრე, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა მიიღეს გამოწვევა და გამარჯვებაზე ითამაშეს. ასეთ ცუდ სიტუაციაში ამის გაკეთება მარტივი არ არის, მაგრამ გონივრულად მოვიქეცით. ზეწოლა ძალიან დიდია, ამიტომ საჭირო იყო მყარი არგუმენტის დადება ჩვენს სასწორზე.

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოვუმატეთ, თამაშის ხარისხი ნორმალურია, მაგრამ შედეგები – არც ისე. სწორედ ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად ბევრი მუშაობა, რათა ყველაფერი მწყობრში ჩადგეს. 

 

პირველი გოლი მართლაც გადამწყვეტი გამოდგა, რადგან უფრო მშვიდად დავიწყეთ მატჩის კონტროლი, შეგვემატა რწმენა და სიტუაცია "პორტოსთვის" გაცილებით გართულდა", – აცხადებს ჟოზე.

http://fci.ge/uploads/posts/2015-12/1449732561_2316344_w2.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 1005
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  giuntera44  
10 დეკემბერი 2015 18:05
ვულოცავ ჩელსის ფანებს. ჩელსის, სიტის და არსენალის წარმატება მთლიანად ინგლისური ფეხბურთის წარმატებაა.
Arsenal
France

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi