Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ჩემპიონთა ლიგა: VI ტურის სიმბოლური ნაკრები

11-12-2015
4 კომენტარი

უეფა–ს ოფიციალურმა ვებ–გვერდმა არც ამჯერად დააყოვნა და ტრადიციულად შემოგვთავაზა ტურის სიმბოლური ნაკრები. ამ სამშაბათ–ოთხშაბათს დასრულდა ჯგუფური ეტაპი, შესაბამისად ახლა ვიხილავთ მეექვსე ტურის საუკეთესო თერთმეტეულს.

 

ტურის გუნდში ათი სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელია, მხოლოდ ლონდონის "არსენალის" რიგებიდან მოხვდა ერთზე მეტი ფეხბურთელი. 

 

მეკარე – მარკ–ანდრე ტერ შტეგენი: ამ ტურის მიხედვით ახალგაზრდა გერმანელი უკონკურენტო იყო. კარგად გაისარჯა ხორვატიაში "ბაიერნის" მეორე კიპერი სვენ ულრაიხი, მაგრამ ტერ შტეგენმა უბრალოდ გაათრია შემდეგ ეტაპზე "რომა". ლუის ენრიკემ გადაახალისა შემადგენლობა, ლევერკუზენში თავი არ მოუკლავს, მაგრამ თანამემამულეები არ დაინდო მარკ–ანდრემ. ტერ შტეგენმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიჩინა თავი, როდესაც "ბაიერის" შემტევები გააწამა და რამდენიმე ჩინებული სეივი გააკეთა. სწორედ მისი წყალობით შეინარჩუნა ესპანურმა გრადნმა ქულა და "რომამ" ფლეი–ოფის საგზური.

 

მარჯვენა მცველი – ლორან კოსელნი: "მეთოფეთა" მეექვსე ნომერი სულაც არ არის ამპლუით მარჯვენა მცველი, მაგრამ არაუშავს. ფრანგმა დიდებული თამაში ჩაატარა საბერძნეთში "ოლიმპიაკოსთან" და საკმაოდ მაღალი დონის თავდაცვითი თვისებები გამოავლინა. კოსელნი ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლას იგებდა საჯარიმოში, იყო საკმაოდ საიმედო და სტაბილური. "არსენალმა" 3:0 იმარჯვა, რაშიც შეიტანა თავისი წვლილი ლორანმა და დაიმსახურა სიმბოლურში მოხვედრა.

 

ცენტრალური მცველი – ნალდო: ეს ადამიანი ალბათ ტურის მთავარი გმირია. გამოცდილმა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ორი ჩინებული გოლი გაუტანა "მანჩესტერ იუნაიტედს" და ჩატოვა ჯგუფში ლუი ვან გაალის კოლექტივი. "ვოლფსბურგმა" საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ რომ არა ნალდოს შეცდომები და შემდეგ მისი საოცარი მონდომება არაფერი გამოვიდოდა. ბრაზილიელი ორჯერ შეცდა უხეშად, მაგრამ ორჯერვე ძალიან მალე მოახერხა რეაბილიტაცია და მეტოქის დამწუხრება. "მგლების" უკანა ხაზის ლიდერი არ არის იდეალური მცველი, მაგრამ გუნდის ერთ–ერთი წინამძღოლი, საკმაოდ გამოცდილი და მენტალურად მყარი მოთამაშეა, რომელიც ალბათ ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი დამცველია.

 

ცენტრალური მცველი – ჟეფრი ბრუმა: ფილიპ კოკუს გუნდმა თავისი ამოცანა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეასრულა და 2:1 დაამარცხა მოსკოვის "ცსკა". ჟეფრი ბრუმამ კი დიდებული მატჩი ჩაატარა, აბსოლუტურად უშანსოდ დატოვა კოტ'დიუვარელი ფორვარდი სეიდუ დუმბია, რაც ძალიან დაეხმარა "პსვ ეინდჰოვენს". 

 

მარცხენა მცველი – ფილიპ მლადენოვიჩი: ბორისოვის "ბატეს" მარცხენა მცველი მეორედ მოხვდა სიმბოლურში და პირველად ეს სწორედ "რომასთან" თამაშის შემდეგ მოახერხა. მლადენოვიჩმა კვლავ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა იტალიელების წინააღმდეგ და მის ჩინებულ სოლორეის კინაღამ თავზარდამცემი გოლი მოჰყვა, როდესაც შესნიმ მოიგერია არანორმალური ბურთი. გარდა ამისა, თავს ფილიპსაც ჰქონდა მომენტი, მაგრამ არ გაუმართლა. ბელარუსებმა ქულა წამოიღეს შინ, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა მლადენოვიჩმა, საკმაოდ აქტიურმა და ტექნიკურმა განაპირა მცველმა.

 

მარჯვენა ნახევარმცველი – დანიელ მილიჩევიჩი: ბელგიის მოქმედი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მთავარი აღმოჩენა გახდა. "გენტმა" ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე 15 ქულიანი "ზენიტი" მიიღო და მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. 29 წლის შვეიცარიელი გამთამაშებელი კი იდეალური იყო, ძალიან კარგად ქმინდა მომენტებს პარტნიორებისთვის, თავადაც არ გაუმართლა ერთ ეპიზოდში, მაგრამ საბოლოოდ დაუფასდა შრომა და მშვენიერი დარტყმით მოუპოვა თავის გუნდს გამარჯვება – 2:1. მილიჩევიჩი უდავოდ საუკეთესო იყო ბელგიაში და დაიმსახურა ადგილი სიმბოლურში.

 

ცენტრალური ნახევარმცველი – სელჩუკ ინანი: თურქეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა "გალათასარაი" ნამდვილ სირცხვილს გადაარჩინა და "ასტანასგან" საშინაო მარცხისგან იხსნა, რაც "გალას" საერთოდ ბოლო ადგილზე დააქვეითებდა ჯგუფში. სტამბოლში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ როგორც ჩანს საყრდენებს შორის სწორედ გამოცდილი თურქი გამოარჩიეს უეფა–ს ჟურნალისტებმა.

 

მარცხენა მცველი – ედენ აზარი: "ჩელსის" ბელგიელი შემტევი ნელ–ნელა უმატებს და საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა "პორტოს" წინააღმდეგ. ედენი მუდამ ამწვავებდა, საკმაოდ კარგად თამაშობდა თავის ფლანგზე და რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც შეუქმნა პარტნიორებს. აზარს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ რადმენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. ჟოზე მოურინიოს გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა და აზარი მატჩის გმირად დასახელდა, რადგან ყველაზე მეტი შექმნა და იბრძოლა.

 

მარჯვენა თავდამსხმელი – რაჰიმ სტერლინგი: "მანჩესტერ სიტის" მშვენიერი ქამბექის სულისჩამდგმელი სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი გახლავთ, რომელმაც ჯერ აღადგინა წონასწორობა "მ.ბორუსიასთან" ეტიჰადზე, შემდეგ კი ულამაზესი დარტყმით წინ გაიყვანა თავისი გუნდი. სტერლინგმა ძალიან კარგად იასპარეზა ისევე, როგორც მეოთხე ტურში ანდალუსიაში და კიდევ ერთხელ მოაწონა თავი "სიტის" ქომაგებს.

 

ცენტრალური თავდამსხმელი – ოლივიე ჟირუ: კარიმ ბენზემა, ლუსიანო ვიეტო, ვილფრიდ ბონი, რობერტ ლევანდოვსკი, დიეგო კოსტა – არჩევანი დიდი იყო, მაგრამ ოლივიე ჟირუმ აქ ყოფნა ასი პროცენტით დაიმსახურა. "არსენალმა" ნახევარი შემადგენლობით მოახერხა "ოლიმპიაკოსის" განადგურება სტუმრად და სამივე ბურთი ფრანგმა ფორვარდმა შეაგდო. ოლივიემ ჯერ თავით გაიტანა, შემდეგ ძალიან კარგად გაიხსნა საჯარიმოში და შეაგდო, ბოლოს კი პენალტი გამოიყენა. გარდა ამისა, ჟირუ ძალიან სასარგებლო იყო მინდორზე, დაამტკიცა თავისი სიძლიერე და ვნახოთ ახლა როგორ გააგრძელებს. მისი კარგი თამაში საკმაოდ მნიშვნელოვანია "მეთოფეებისთვის".

 

მარცხენა თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდო: მადრიდელებმა უბრალოდ დაარბიეს საკუთარ კედლებში "მალმიო" და კრიშტიანო რონალდომაც ისარგებლა შემთხვევით, გაუტანა რა ერთბაშად ოთხი გოლი შვედებს. რონალდომ გააუმჯობესა თავისივე რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით და ამჯერად თამასა 11–მდე ასწია, აგრეთვე 88–მდე აიყვანა ამ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა. პორტუგალიელი იდეალური იყო, გაიტანა სხვადასხვა სახის გოლები, გაახარა ქომაგები და სრულიად ევროპული ფეხბურთის მოყვარულები თავისი ლამაზი თამაშით".

 

http://fci.ge/uploads/posts/2015-12/1449779473_olympiakos-v-arsenal.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 106
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  G e r m a n y  
12 დეკემბერი 2015 21:19
ციტატა: NIKA_B
რაღა ახლა გაიგიჟა ამ ტერ შტეგენმა თავი რომა ჩარჩენის ღირსი იყო

არაუშავს ეხლა გამოაპანღურებენ :D
Stuttgart
Germany
კომენტარები: 50
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  Carrasco  
12 დეკემბერი 2015 10:12
პრევიუები დადეთ რა ჩემპიონატების .. ყველა ტურის წინ რომ დებთ ხოლმე ..
Bayern-Munchen
Germany
კომენტარები: 5610
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  ziko13  
11 დეკემბერი 2015 12:26
ციტატა: NIKA_B
რაღა ახლა გაიგიჟა ამ ტერ შტეგენმა თავი რომა ჩარჩენის ღირსი იყო

good
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 2777
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  NIKA_B  
11 დეკემბერი 2015 12:10
რაღა ახლა გაიგიჟა ამ ტერ შტეგენმა თავი რომა ჩარჩენის ღირსი იყო
Barcelona
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi