Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ოფიციალურად: იმბულა – სტოკ სიტის ფეხბურთელია

2-02-2016
2 კომენტარი

23 წლის ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი ჯანელი იმბულა კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს.

 

"სტოკ სიტის" ოფიციალურმა ვებ–გვერდმა დაადასტურა იმბულას ტრანსფერი "პორტოდან" 18,3 მილიონ ფუნტად, რაც სარეკორდო თანხაა "მეთუნეებისთვის". აქამდე, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხერდან შაქირი იყო, რომელიც "სტოკმა" 12 მილიონ ფუნტად გადაიბირა მილანის "ინტერიდან".

 

საკმაოდ ნიჭიერმა ფრანგმა 5,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბთან და ძალიან საინტერესო იქნება მისი ხილვა პრემიერ ლიგაში. "სტოკს" ცენტრში აქვს გარკვუელი პრობლემები და იმბულა აუცილებლად დაეხმარება გუნდს.

 

"ჯანელი არის მოთამაშე, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით. მშვენიერია, რომ მისი დამატება შევძელით. ერთი პერიოდი გვითხრეს, რომ ტრანსფერის ალბათობა მცირეა. თუმცა, მოლაპარაკებები მალე დასრულდა და ის ახლა ჩვენი წევრია", – განაცხადა "სტოკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი სქოულზმა.

 

"იმბულა – კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა, ძალიან ძლიერია, ბურთს კარგად ფლობს და მშვენიერი პასიც აქვს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ის ჩვენს გუნდს გააძლიერებს.

 

იმბულამ ჩვენს წინააღმდეგ სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპზე ითამაშა. ის მანამდეც მინახავს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან მომეწონა", – აღნიშნა "მეთუნეების" თავკაცმა, მარკ ჰიუზმა.

 

"Squawka"–ს ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი ამ ზამთრაში ყველაზე ძღვირადღირებულია.

http://fci.ge/uploads/posts/2016-02/1454403911_294315.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Neymar Da Silva 11  
2 თებერვალი 2016 18:48
კარგი დანამატია !!

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 2789
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  chelseaN1  
2 თებერვალი 2016 15:38
ხო ეს მაგრად გამიკვირდა სტოკში რო გადავიდა არადა ჩელსიში მინდოდა მარსლეიდან :დ რატო ვერ მოხვდა პორტოს ძირითადში საინტერესოა 2 წელიწადში რომელიმე გრანდში ამოყოფს თავს!

-------------------------------------------------------------
ლესტერს რო ეკუთვნის პრემიერლიგა ისე არ ეკუთვნით პენსიონერებს ანაბრები
Borussia-Dortmund
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi