Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ვის სჭირდება ევროპის ლიგა ყველაზე მეტად?

4-03-2016
3 კომენტარი

გაზაფხული დადგა და ევროპაში მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დაიწყო. ამინდი სულ უფრო და უფრო საფეხბურთო ხდება მთელი ევროპის მასშტაბით, სადაც ნელ–ნელა იწყება კულმინაციური ეტაპები. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მალე გავარკვევთ საუკეთესო რვა კლუბს, ევროპის ლიგაზე კი უკვე გაიარეს გუნდებმა ერთი ეტაპი, დაეწიენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. როგორც წესი, უეფას რანგით მეორე ტურნირი ინტერესის და სანახაობის თვალსაზრისით ძალიან ჩამოუვარდებოდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა. რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება მაინც მილანისკენ მიმავალ გზაზეა გამახვილებული, მაგრამ სენტ–იაკობს პარკის საგზურებისთვისაც ძალიან ძლიერი, ცნობილი და მომხიბვლელი გუნდები იბრვიან. „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ვალენსია“, „დ.ბორუსია“, „სევილია“, „ტოტენჰემი“ – აქედან ნებისმიერი გუნდი დაამშვენებდა ჩემპიონთა ლიგას, წლების წინ კი ამ კლუბების გარეშე ვერავინ წარმოიდგენდა ევროპის მთავარ ტურნირს.

 

ორი წლის წინ, უეფამ დამატებითი მოტივაცია შემატა ევროპის ლიგას – ტურნირის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ავტომატურად ხვდება ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ბონუს „ბილეთი“ უკვე გამოიყენა გასულ კამპანიაში უნაი ემერის გუნდმა, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ოთხეულს მიღმა დარჩა, მაგრამ ევროპის ლიგის წყალობით მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. მიმდინარე სეზონის ევროპის ლიგა კი კიდევ უფრო საინტერესოა და ალბათ ყველაზე გამორჩუელი ბოლო წლების განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ეს არის ტიტული, შანსი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისა, ევროპის რანგით მეორე ტურნირი და ფინანსური წყარო, ბევრი კლუბისთვის პრინციპული დანიშნულებაც მიიღო. ევროპის ლიგის ფასმა ერთი–ორად აიწია, რაც ალბათ უეფას სწორი მუშაობის შედეგია. ფლეი–ოფში მეორე გუნდით თამაში უკვე იშვიათი სანახავია. ადრე ინგლისური კლუბები ფაქტიურად არ აქცევდნენ ყურადღებას ევროპის ლიგას, ახლა კი ერთბაშად სამი წარმომადგენელია მერვედფინალში. დიდი ოთხეულის ათი კლუბი მოხვდა მერვედფინალში, რაც საკმაოდ მაღალი და მრავლისმეტყველი მაჩვენებელია. ამ ტურნირის წინსვლას ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მაგრამ ერთ–ერთი უდავოდ „ბონუს ბილეთია“, რომელიც ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას იძლევა. პლიუს ამას, წლევანდელი მერვედფინალისტების შემადგენლობა საოცრად ძლიერია და ფავორიტებისთვის ტიტულის მოგებას ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

გახსოვთ „ნაპოლის“ ფეხბურთელების რეაქცია, როდესაც გამოვარდნენ ევროპის ლიგის 1/16 ფინალური ეტაპიდან? მარეკ ჰამშიკი ძალიან განიცდიდა ამ მარცხს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ევროპის ლიგის ფასმა მოიმატა. გარდა ამისა, ეს ტურნირი არის შანსი ისტორიული მომენტების შესაქმნელად. დანიურმა „მიტიულანდმა“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ეს თამაში არასოდეს დაავიწყდებათ ამ კლუბის გულშემატკივრებს. „მიტიულანდი“ ოცი წლისაც კი არ არის და უკვე დამარცხებული ჰყავს ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი. გავიხსენოთ მაურისიო პოჩეტინოს კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის პრიორიტეტული ევროპის ლიგაა. „ტოტენჰემმა“ წააგო მატჩი ასოციაციის თასზე და საოცრად ითამაშა „ფიორენტინასთან“ ლონდონში. „დეზებმა“ 3:0 იმარჯვეს ვაით ჰართ ლეინზე, მაქსიმუმი დადეს და ეს იმის ფონზე, რომ გუნდი ისტორიულ სეზონს ატარებს პრემიერ ლიგაში – იმყოფება მეორე ადგილზე და აქვს ჩემპიონობის სერიოზული შანსი. გასულ უქმეებზე „ტოტენჰემმა“ ძალიან რთული მატჩი ჩაატარა და მოიგო. პოჩეტინოს თავისუფლად შეეძლო ლიდერების დასვენება ხუთშაბათს, მაგრამ ასე არ მოიქცა. ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟზე ზრუნვით ამ ფაქტის გამართლება ნაკლებად სამართლიანია, კიდევ ერთხელ – ევროპის ლიგის ფასმა აიწია! ეს აღარ არის ტურნირი, სადაც მონაწილეობა სირცხვილად ითვლება და ახლა დიდი გუნდები სიამოვნებით იბრძვიან ტიტულისთვის.

 

გთავაზობთ იმ გუნდებიას ჩამონათვალს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ევროპის ლიგის მოგება მიმდინარე სეზონში და გააჩნიათ დამატებითი მოტივაცია ამ ტურნირის მოსაგებად. 16 რჩეული გუნდიდან შეძლებისდაგვარად ხუთი ყველაზე საინტერესო კოლექტივის შერჩევა მოხერხდა, საიდანაც ყველა ევროპის ლიგის მთავარი ფავორიტია.

 

#5 ლივერპული

მერსესაიდული გრანდი ევროპის ლიგაზე ბოლო პერიოდში ხშირად ასპარეზობს, მაგრამ ყოველთვის ზერელედ უყურებდა ამ ტურნირს და არასოდეს გაუმახვილებია სერიოზული ყურადღება. თუმცა, ახლა სიტუაცია განსხვავებულია, რაც დამტკიცდა 1/16 ფინალურ ეტაპზე. „ლივერპულს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს იურგენ კლოპის სახით, რომლისთვისაც პირველივე სეზონში ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი იმპულსი იქნება. გერმანელმა სპეციალისტმა უკვე დაკარგა ამის ძალიან კარგი შანსი, როდესაც ინგლისის ლიგის თასის ფინალი წააგო პენალტების სერიით, მაგრამ ტიტულის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ არის, თანაც ევროტურნირის. როგორც წესი, კლოპი ოლიმპიური სისტემის მოყვარულია და ეხერხება მოკლე დისტანციაზე გუნდის შორს გაყვანა. ინგლისის პრემიერ ლიგაში „წითლებს“ არანაერი მიზანი აღარ აქვთ, ძალიან შორს არიან ოთხეულისგან, ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა კი ნამდვილად არ არის გადამწყვეტი. შესაბამისად, „ლივერპული“ ყველაზე კონცენტრირებული და მონდომებული სწორედ ევროპის ლიგის ფლეი–ოფში უნდა იყოს, სადაც ამ ეტაპზე ძალიან რთული დაპირისპირება ელოდება „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ინგლისურ გრანდს 2012 წლის შემდეგ არ მოუგია ტიტული, ევროტურნირი კი ბოლოს 2005 წელს მოიგო დაუვიწყარ სტილში. შესაბამისად, „ლივერპულის“ გულშემატკივრები აუცილებლად მოხარულნი იქნებიან თუ კლოპი პირველ სეზონს გახსნის ევროპის ლიგის მოგებით და ახალი ტიტულით გაამდიდრებს კლუბის მუზეუმს. მერსესაიდელთა მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში შედის გუნდის შეტევითი ხაზი ბრაზილიელების მეთაურობით: ფელიპე კოუტინიო და რობერტო ფირმინიო კლოპის ფორმაციის „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ემრე ჩანთან და ჯეიმს მილნერთან ერთად. „წითლებს“ აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ იბრძოლონ ევროპის ლიგაზე და ცადონ კლოპისთვის პირველი წარმატების მოპოვება უკვე მიმდინარე სეზონში. დამატებითი მოტივაცია სწორედ გერმანელი სპეციალისტი და რა თქმა უნდა კლუბის პრესტიჟია. ასე, რომ „ლივერპული“ აუცილებლად იბრძოლებს ამ ტურნირზე და მაქსიმალურად დაიხარჯება.

 

#4 სევილია

ანდალუსიური კლუბის მოტივაციას ერთი გარემოებაც ეყოფა – ევროპის ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება ევროპის რანგით მეორე ტურნირის ისტორიაში. პლიუს ამას, უნაი ემერის გუნდს კვლავ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ევროპის ლიგის დახმარებით. ესპანეთის ჩემპიონატში „სევილია“ 27 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და „ვილიარეალს“ სერიოზულად – ცხრა ქულით ჩამორჩება. რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია დასრულებული, მაგრამ დიდი ალბათობით, „სევილია“ ვერ მოხვდება ოთხეულში, შესაბამისად ევროპის ლიგის მოგების მეორე დამატებითი მოტივაციაც მიღებულია. ანდალუსიელები 2016 წელს საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, გასვლაზე თამაში კვლავ უჭირთ, მაგრამ საკმაოდ სანახაობრივ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ. ემერიმ ნელ–ნელა მოაგვარა პრობლემები დაცვაში, რაშიც ფედერიკო ფასიოს დაბრუნება ძალიან დაეხმარა. „სევილიამ“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „იუვენტუსი“ დაამარცხა რამონ სანჩეს პისხუანზე, რათა მოეპოვებინა ევროპის ლიგის ფლეი–ოფში თამაშის უფლება, ამიტომ ემერის ბიჭები აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „სევილიასთვის“ ამ სეზონშიც მთავარი პრიორიტეტი ეს ტურნირია. ამჯერად ევროპის ლიგის მოგება გაცილებით რთული იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელი. „სევილიას“ შეუძლია ისტორიის გადაწერა და რაღაც არანორმალური შედეგის დადება. ზედიზედ სამჯერ ევროტურნირის მოგება თანამედროვე ფეხბურთში – ნამდვილი გმირობაა. ამაზე დიდი მოტივაცია უბრალოდ არ არსებობს.

 

#3 ვალენსია

„სევილიასგან“ განსხვავებით ძალიან მძიმე სეზონი აქვს „ვალენსიას“, რომელმაც მოულოდნელი რეგრესი განიცადა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სენსაციურად ჩარჩა. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე – ვალენსიურმა კლუბმა ტიტულის მოგების კარგი შანსი მოიპოვა ამ წარუმატებლობით, მაგრამ ევროპის ლიგის მოსაგებად „ღამურებს“ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ. გარი ნევილის დებიუტი კატასტროფული გამოდგა, გუნდი აგებდა ყველასთან, მაგრამ „ვალენსიამ“ ბოლო პერიოდში მოუმატა და ძალიან დამაჯერებლად გადალახა პირველი ბარიერი ევროპის ლიგაზე. ესპანელებმა ორი მატჩის ჯამში 10:0 გაანადგურეს ვენის „რაპიდი“, რითიც ევროპის ლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარეს. გარდა ამისა, გუნდმა მოუმატა ლა ლიგაშიც და ბოლო ოთხ ტურში სამი გამარჯვება მოიპოვა. გარი ენდობა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით მადრიდის „რეალიდან“ იჯარით აყვანილ დენის ჩერიშევს, რომელიც მშვენივრად მოერგო მესტალიას. რუსმა ვინგერმა ორი გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო და ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. კარგად გამოიყურება პაკო ალკასერი და ახლადდაბრუნებული მარცხენა მცველი ხოსე გაია. გარი ნევილმა უკვე საკმარისად ბევრი მარცხი განიცადა, რამდენიმე უცნაური ექსპერიმენტიც ჩაატარა და ახლა ალბათ დროა სწორად იმუშავოს, იზრუნოს შედეგზე. „ვალენსია“ ლაღ, გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ორგანიზების მხრივ პრობლემები კვლავ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, სეზონის გადარჩენის ერთადერთი გზა – ბაზელისკენაა, სადაც ევროპის ლიგის ფინალი გაიმართება. „ვალნესიას“ არანაერი შანსი არ აქვს ოთხეულში მოხვედრის, ამიტომ უნდა ეცადოს ამ ტურნირის მოგებას. „ღამურებისთვის“ ეს არის შანსი, რათა გადაარჩინონ სეზონი, მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიპოვონ ტიტული და თანაც გარი ნევილი სამწვრთნელო კარიერას იდეალურად დაიწყებს ამ შემთხვევაში. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ვალენსია“ ამ გუნდებს შორის ყველაზე ცუდ სიტუაციაშია, მაგრამ ევროპის ლიგის მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

 

#2 დ.ბორუსია

დორტმუნდელთა შანსებს ევროპის ლიგაზე ისედაც ძალიან სერიოზულად აფასებდნენ, „პორტოსთან“ ორმატჩიანმა დუელმა კი ტომას ტუჰელის გუნდი ტურნირის ერთ–ერთ მთავარ ფავორიტად აქცია. გერმანულმა კლუბმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაჯაბნა პორტუგალიური გრანდი და ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგე. გარდა ამისა, „დ.ბორუსია“ ძალიან სტაბილური და კარგია ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც უკვე გარკვეული შანსები გაუჩნდა პირველი ადგილის მოპოვების. შესაძლოა, „ბაიერნთან“ სხვაობის შემცირებამ „ყვითლების“ კონცენტრაციის არეალი შეცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ტუჰელმა „პორტოსთან“ საპასუხო თამაშის წინ ბუნდესლიგაში დაასვენა რამდენიმე ლიდერი, ხოლო პორტუგალიაში ოპტიმალური თერთმეტეულით ჩავიდა. ეს იმის დასტურია, რომ „დ.ბორუსიას“ მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში – ევროპის ლიგაა და ეს თავად კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჰანს–იოახიმ ვაცკემ აღიარა. „დ.ბორუსიას“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გარანტირებული აქვს, მაგრამ ეს კლუბი ძალიან სერიოზულად უყურებს ამ ტურნირს. დამატებითი მოტივაცია კი ტომას ტუჰელია, რომლისთვის იდეალურად ვითარდება პირველი სეზონი ვესტფალენზე და ტიტული – გვირგვინი იქნება. თანაც, ტუჰელს სამწვრთნელო კარიერაში არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა. „დ.ბორუსიას“ აქვს იმის რესურსი, რომ ორ ტურნირზე გაანაწილოს ძალები და ევროპის ლიგაზე ყურადღება არ მოადუნოს, თანაც უკვე ცხადია, რომ კლუბს მიზანში ჰყავს ამოღებული ეს გათამაშება. თანაც, დორტმუნდის „ბორუსიას“ არ აქვს მოგებული ევროპის რანგით მეორე ევროტურნირი და შესაძლოა, ტუჰელმა ახალი ისტორიის ფურცელი გახსნას კლუბის ისტორიაში. ამ ეტაპზე ტურნირის მთავარი ფავორიტი სწორედ „დ.ბორუსიაა“, მაგრამ გერმანელებს ურთულესი დაპირისპირება ელით მერვედფინალში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. ეს მორიგი სერიოზული გამოცდა იქნება „ყვითლებისთვის“.

 

#1 მანჩესტერ იუნაიტედი

გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ევროპის ლიგის მოგება – მანჩესტერული გრანდია. ლუი ვან გაალი ძალიან დიდი ალბათობით ამ ზაფხულს დატოვებს ოლდ ტრაფორდს და ეცდება, რომ ეს რაც შეიძლება მაჟორულ ნოტაზე გააკეთოს. გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის იდეალური იქნება ევროპის ლიგის მოგება, რაც მისთვის უცხოა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო პერიოდში მოუმატა, მარკუს რეშფორდის მოულოდნელმა გამოჩენამ გადაფარა კლუბის უსახური თამაში, მაგრამ მსგავსი მომენტები აქამდეც იყო ამ სეზონში. მაგალითად, როდესაც ენტონი მარსიალმა გააოცა ყველა თავისი დებიუტით, მაგრამ მალევე მოუკლო. თუმცა, რეშფორდი ნამდვილი აღმოჩენა გამოდგა, რომელმაც პირველი გოლები სწორედ ევროპის ლიგაზე შეაგდო „მიტიულანდის“ წინააღმდეგ. პრემიერ ლიგაში სიტუაცია გაიუმჯობესა მანჩესტერულმა გრანდმა, მაგრამ „სიტი“ პოტენციურად წინ არის, თანაც გაცილებით დიდი რესურსი აქვს. იმის შანსები, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოთხეულში მოხვდება არც ისე დიდია, ამიტომ ვან გაალმა უნდა გამოიყენოს ევროპის ლიგის „ბონუს ბილეთი“. „წითელმა ეშმაკებმა“ უკვე გამოტოვეს ჩემპიონთა ლიგა 2014/15 წლების სეზონში, ამ სეზონში ჯგუფში ჩარჩნენ და თუ მომდევნო სეზონშიც ვერ მოხვდებიან ევროპის მთავარ ტურნირზე – ეს ნამდვილი კრახი იქნება ამ კლუბისათვის. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ვან გაალი საბოლოოდ მაინც მიაღწევს რაღაც შედეგს და ბუნებრივია ევროპის ლიგა საკმაოდ მსუყე დასასრული იქნება ლუის მანკუნიანური კარიერისა. ვნახოთ როგორ იასპარეზებს „მან.იუნაიტედი“ მერვედფინალში პრინციპულ მეტოქესთან და რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ვან გაალი. ჰოლანდიელს უყვარს ასეთი ტურნირები, რაც ინგლისელთა მთავარი პლიუსია კონკურენტებთან შედარებით. „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისუფლად შეუძლია ევროპის ლიგის მოგება და სეზონის მშვიდად ჩამთავრება. იმისათვის, რომ გუნდი მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე – საუკეთესო გზა ევროპის ლიგაა, რაც თავად ვან გაალმაც აღიარა. შესაბამისად, „წითელი ეშმაკები“ ეცდებიან დაიპყრონ სენტ–იაკობს პარკი.

 

ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშება უაღრესად საინტერესო იქნება, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია და გუნდები ძალიან მაღალი დონის არიან. ფეხბურთი – უმაღლესი კლასის იქნება, ამიტომ ევროპის ლიგა აუცილებლად კარგ სანახაობას გვაჩუქებს, ჩემპიონთა ლიგის ღირსეული კონკურენტი იქნება. ბუკმეიქერების აშკარა ფავორიტი „დ.ბორუსიაა“, შემდეგ მოდიან „სევილია“, „ლივერპული“, „მან.იუნაიტედი“ და ხუთეულს „ტოტენჰემი“ აგვირგვინებს. თუმცა, სინამდვილეში რა მოხდება არავინ იცის. გზა ბაზელისკენ გრძელდება ძალიან საინტერესო და დაძაბული მერვედფინალური ეტაპით, რომელიც განახლდება უკვე მომდევნო ხუთშა

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457036893_107205-hi.jpg

თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ევროპის ლიგას ?

მწვანე ზონა
კომენტარები: 35
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 3  valencia1919  
6 მარტი 2016 19:40
Chven unda movigot es turniri aucileblad.
Valencia
Spain
კომენტარები: 78
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  interadriano  
4 მარტი 2016 12:34
ციტატა: Lionel_Messi_10
იუნაიტედი გამორიცხულია,მალე დააპანღურებენ მაგას...უფრო დორტმუნდი მგონია ან სევილია-ლივერპული.

სევილია ზაიბალ უჟე... კლოპის ლივერპულის ნახვა საინტერესო იქნება ლიგაზე
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
4 მარტი 2016 09:08
იუნაიტედი გამორიცხულია,მალე დააპანღურებენ მაგას...უფრო დორტმუნდი მგონია ან სევილია-ლივერპული.
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi