Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: რეალი Vs რომა

8-03-2016
4 კომენტარი

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ჩემპიონთა ლიგა და დღეს პირველი საპასუხო მერვედფინალური თამაშები გაიმართება. ამ საღამოს ჰყავს ორი გამოკვეთილი ფავორიტი, ერთ–ერთი მადრიდის "რეალია", რომელიც ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად დაამარცხოს იტალიური კლუბი ორმატჩიან დუელში. თავის მხრივ, "რომა" ეცდება ბოლომდე იბრძოლოს და კლუბის სახელი დაიცვას.

 

რეალი Vs რომა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მერვედფინალური მატჩი

თარიღი: 23:45 საათი, 8 მარტი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: შიმონ მარხინიაკი (პოლონეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, Silk სპორტ HD1

 

მადრიდული გრანდი უკვე მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული და ზინედინ ზიდანი ეცდება, რომ პირველ სეზონში სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაზე იზრუნოს. "რომასთან" გამარჯვების შემდეგ, "რეალმა" "მალაგასთან" დაკარგა ქულები სტუმრად, შემდეგ კი მადრიდული დერბი წააგო სანტიაგო ბერნაბეუზე, რის შედეგადაც ლიდერ "ბარსელონას" მთელი 12 ქულით ჩამორჩა. ლა ლიგის დასრულებამდე ათი ტურია დარჩენილი და უკვე ზიდანმაც აღიარა, რომ "სამეფო კლუბისთვის" ჩემპიონატი დასრულებულია. სწორედ ამიტომ, ბოლო ტურებში ფრანგმა სპეციალისტმა აქტიურად გამოიყენა ახალგაზრდა შემტევები: ლუკას ვასკესი და 18 წლის ბორხა მაიორალი, რომელიც ახალი სახეა. მისი სრულფასოვანი დებიუტი დერბიში შედგა, როდესაც შესვენებაზე შეცვალა კარიმ ბენზემა. ფრანგ თავდამსხმელს კვლავ აწუხებს ზურგის პრობლემები და დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს. მის არყოფნაში მაიორალმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის საკმაოდ ტექნიკური და კარგი მოთამაშეა, რომელიც ზიდანმაც შეაქო. გარდა ამისა, ძალიან ნაყოფიერად იმოქმედა ბოლო შეხვედრებში ლუკას ვასკესმა, ხესე როდრიგესმა კი ულამაზესი გოლი გაუტანა "სელტას" გასულ უქმეებზე. "რეალმა" ბოლო ორ თამაშში ათი გოლი გაიტანა, მაგრამ ნამდვილი სპექტაკლი დადგა რამდენიმე დღის წინ სანტიაგო ბერნაბეუზე. კრიშტიანო რონალდომ სეზონის მატჩი ჩაატარა, გაიტანა ულამაზესი ბურთები, გაიფორმა პოკერი და მისმა გუნდმა 7:1 იმარჯვა. პორტუგალიელს იმ შეხვედრაში ყველაფერი წაუვიდა და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. გარდა ამისა, დაბრუნდა გარეთ ბეილი და მანაც შეაგდო კარგი გოლი ბოლოსკენ. უელსელი ვინგერი დღეს უკვე ძირითად შემადგენლობაში იქნება, რაც ძალიან კარგი სიახლეა. ბენზემას გარდა ყველანი მწყობრში არიან და ზიდანი ალბათ აღარ გარისკავს. ვასკესი და მაიორალი დაელოდებიან მორიგ შანსს. ძალიან კარგ ფორმაშია ესპანელი ნახევარმცველი ისკო, რომელსაც დიდ ნდობას უცხადებს ლეგენდარული ფრანგი. "სელტასთან" მატჩი კუნთის მიკროტრავმის გამო გამოტოვა ტონი კროოსმა, მაგრამ გერმანელი უკვე მზად არის. "რეალს" ნამდვილად აღარაფერი დარჩენია მიმდინარე სეზონში გარდა ჩემპიონთა ლიგისა, სადაც აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. "სამეფო კლუბმა" სანახევროდ მოამთავრა სამქეები რომში ამ ეტაპზე, მაგრამ ეცდება საკუთარ მოედანზე მორიგი ლამაზი გამარჯვების მოპოვებას.

 

ლუჩიანო სპალეტი შესანიშნავად მუშაობს რომაულ კლუბში და მისი გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია. "რეალთან" ძალიან ღირსეული თამაში აჩვენა დედაქალაქურმა კლუბმა, მაგრამ ცოტათი არ გაუმართლა, რადგან უნდა გაეტანა ერთი გოლი მაინც. ამის შემდეგ "რომამ" 5:0 გაანადგურა "პალერმო" შინ, 3:1 მოუგო რთული მატჩი სტუმრად "ემპოლის" და პარასკევს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო სტადიო ოლიმპიკოზე უშუალო კონკურენტ "ფიორენტინასთან", თანაც 4:1. უბრალოდ შეუჩერებელია ბოლო შეხვედრებში ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, რომელსაც ძალიან ლამაზი გოლები გააქვს და საკმაოდ ნაყოფიერია. გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ ახალგაზრდა იტალიელი შემტევი სტეფან ელ შაარავი, რომელიც იდეალურად მოერგო ახალ გუნდს და ძალან კარგად გამოიყურება. აღსანიშნავია, მირალემ პიანიჩისა და რაჟა ნაინგოლანის კარგი ფორმაც. ცენტრში "მგლებს" ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც კარგად არიან შეთამაშებულნი და აუცილებლად შეუქმნიან პრობლემებს "რეალის" საყრდენებს. სამწუხაროდ, "რომას" გამოცდილი საყრდენი დანიელე დე როსი და გერმანელი ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი ვერ დაეხმარებიან. რუდიგერმა ბარძაყის ტრავმა "ფიორენტინსთან" შეხვედრაში მიიღო და ორ კვირას გამოტოვებს. სავარაუდოდ, მას ბოსნიელი ერვინ ზუკანოვიჩი შეცვლის, მაგრამ სპალეტის სხვა ალტერნატივაც აქვს ბრაზილიელი ლეანდრო კასტანის სახით, მაგრამ მას მიმდინარე სეზონში ფაქტიურად არ უთამაშია. "რომამ" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო, ამ პერიოდში გაიტანა 22 გოლი და საგრძნობლად გაიუმჯობესა სიტუაცია სატურნირო ცხრილში. "მგლები" ახლა სერია ა–ში მესამე ადგილზე არიან 56 ქულით, სამით უსწრებენ უახლოეს მდევარს და რვა ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "იუვენტუსს". ლუჩიანო სპალეტიმ მოკლე პერიოდში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა, მშვენიერი გუნდი შეკრა, რომელიც საკმაოდ ლამაზ, ლაღ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. "რომას" საკმაოდ მრავალფეროვანი შეტევითი ხაზი ჰყავს, რომელიც კარგად შეავსეს ელ შაარავიმ და პეროტიმ. ორივე ტრანსფერი გამართლებული გამოდგა. ბოლო თამაშებში როგორც იქნა ფორმა აკრიფა ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, მაგრამ ის შორსაა ოპტიმალური კონდინციებისგან. "რომა" აუცილებლად ეცდება ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას ჩაებღაუჭება მინიმალურ შანსებს.

 

სანტიაგო ბერნაბეუზე სავარაუდოდ ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი გაიმართება. "რომა" თავისუფლად ითამაშებს და შეუტევს, "რეალი" კი თავის მხრივ, ზიდანის ხელში მხოლოდ შეტევაზე ფიქრობს. უდავო ფავორიტები არიან ესპანელები, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო – მოდრიჩი, კროოსი, ისკო – როდრიგესი, რონალდო, ბეილი.

 

რომა: შესნი – ფლორენცი, მანოლასი, ზუკანოვიჩი, დინიე – პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი – პეროტი – სალაჰი, ელ შაარავი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "რეალი" ძალიან ახლოს არის ზედიზედ მეექვსე მეოთხედფინალურ ეტაპთან ჩემპიონთა ლიგაზე.
  • "სამეფო კლუბმა" ბოლო რვა ორმატჩიანი დუელი წააგო იტალიურ გუნდებთან, მაგრამ კრიშტიანო რონალდოს და ხესეს გოლებმა ამ სერიის დასასრულს ჩაუყარეს საფუძველი.
  • ზინედინ ზიდანისთვის ეს იქნება პირველი საშინაო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, მთავარი მწვრთნელის როლში.
  • თუ რომში გამართულ პირველ მატჩს არ ჩავთვლით, "რეალი" და "რომა" აქამდე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ამ ტურნირზე. უპირატესობა ესპანელებს აქვთ: ოთხი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება.
  • ბოლოს, 2007/08 წლების სეზონში, ლუჩიანო სპალეტის "რომამ" მერვედფინალური ეტაპიდან გამოთიშა ბერნდ შუსტერის "რეალი". თუმცა, მაშინ რომაელებმა შინ 2:1 მოიგეს პირველი მატჩი და მადრიდშიც იგივე ანგარიშით იმარჯვეს.
  • მანამდე კი "რომა" და "რეალი" სამჯერ მოხვდნენ ერთ ჯგუფში. პირველად ეს 2001/02 წლების სეზონში მოხდა, როდესაც რომში "რეალმა" იმარჯვა 2:1 და სანტიაგო ბერნაბეუზე ფრე 1:1 დაფიქსირდა.
  • 2002/03 წლების კამაპნიაში, "სამეფო კლუბმა" კვლავ იმარჯვა რომში – 3:0, მაგრამ წააგო საკუთარ მოედანზე – 0:1.
  • 2004/05 წლების სეზონში კი "რეალმა" ორივე თამაში მოიგო: სტუმრად 4:2 და შინ 3:0. 
  • ზინედინ ზიდანს "რომას" წინააღმდეგ სულ 14 მატჩი აქვს ჩატარებული საფეხბურთო კარიერაში, საიდანაც შვიდი მოიგო და მხოლოდ ორი წააგო.
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "რეალმა" შინ 8:0 გაანადგურა "მიოლდე", რითიც ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა ამ ტურნირზე ბოლო 24 წლის განმავლობაში. მთლიანობაში, სამ საშინაო მატჩში "რეალმა" 13 გოლი გაიტანა ამ სეზონში და არცერთი არ გაუშვია.
  • "ბლანკოსმა" ბოლო 30 საშინაო თამაშიდან სერია ა–ს კლუბებთან, 21 მოიგო და ექვსი წააგო.
  • "რეალმა" 30 შემთხვევიდან ევროთასებზე მხოლოდ ერთხელ გაუშვა სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ხელიდან საკუთარ მოედანზე. ეს 1994/95 წლების უეფას თასის მესამე წრეში მოხდა "ოდენსეს" წინააღმდეგ. "რეალმა" 3:2 იმარჯვა გასვლაზე, მაგრამ შინ წააგო სენსაციურად 0:2.
  • "რომა" ბოლო 2008 წელს იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ახლა მხოლოდ სასწაულის იმედზეა.
  • "რომამ" ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა შვიდი გოლი სამ გასვლით შეხვედრაში, მაგრამ გაუშვა 13, აქედან ექვსი კამპ ნოუზე.
  • "მგლების" საგარეო სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ასეთია: 3მ, 3ფ და 6წ.
  • ორმატჩიან დუელებში კი "რომამ" ორჯერ სძლია ესპანელებს, სამჯერ კი თავად დამარცხდა.
  • "ჯალოროსიმ" ბოლო გასვლითი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე 2010 წლის ნოემბერში მოიპოვა "ბაზელის" წინააღმდეგ – 3:2.
  • "რომამ" ხუთჯერ წააგო ევროტურნირების პირველი საშინაო თამაში და მხოლოდ ერთხელ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. თუმცა, "მგლებმა" მაშინ 1:2–დან დაატრიალეს დაპირისპირების ბედი. ეს 1988/89 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ წრეში მოხდა. "რომას" მეტოქე "ნიურნბერგი" იყო, რომელსაც იტალიელებმა გერმანიაში 3:1 მოუგეს.
  • "რეალის" შემადგენლობაში სერხიო რამოსი და კასემირო არიან დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ. "რომას" რიგებში კი დე როსისა და ნაინგოლანს აქვთ ორ–ორი ბარათი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

პეპე: "ყველანი კარგად ვმუშაობთ ერთად და მწვრთნელი არჩევს საუკეთესო თერთმეტეულს მეტოქეზე დაყრდნობით. ზიდანმა ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის მოკლე პერიოდში. პირველ რიგში, გუნდური სამუშაოს თვალსაზრისით. ის თავად იყო ფეხბურთელი და ზუსტად იცის თუ რა სჭირდებათ მოთამაშეებს. ის დიდებული მოთამაშე იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდება.

 

"რომას" მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს და დიდი კლუბია როგორც იტალიაში, ისე ევროპაში. მათ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ ფლანგებზე და გაგვირთულებენ ცხოვრებას. ეს რთული მატჩი იქნება".

 

კრიშტიანო რონალდო: "კარგი თამაში ჩავატარეთ სტადიო ოლიმპიკოზე. ახლა უკვე ჩვენი ქომაგების თვალწინ უნდა გავაკეთოთ იგივე და უპირატესობა გამოვიყენოთ.

 

მიუხედავად ამისა, "რომასთან" საპასუხო შეხვედრაში არ უნდა ვიყოთ ზედმეტად თვითდაჯერებულნი. ეს სეზონი რთული გამოდის ჩვენთვის, როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე, საიდანაც გამოგვაგდეს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტურნირის მოსაგებად".

 

დიეგო პეროტი: "აქ იმისათვის ვართ, რომ შეუძლებელი შევძლოთ. ვიცით, ორი გოლი გვაქვს გასატანი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი. ჩემპიონატში ზედიზედ შვიდი თამაში მოვიგეთ, გავიტანეთ ბევრი გოლი. მინდორზე ყველაფერს დავდებთ.

 

იტალიაში არ მიმიღია ისეთი ტრავმები, როგორიც ესპანეთში და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი კარგი სერია ა–ში. უნდა გავაუმჯობესო დამაგვირგვინებელი დარტყმა. მინდა მოვუმატო ასისტების მხრივაც, მაგრამ ჯერ გოლების რაოდენობა უნდა გავამდიდრო. 

 

არ მესმის იმ ფანების, რომლებიც რონალდოს უსტვენენ. ფეხბურთელს, რომელმაც ყველაფერს მიაღწია და უდიდესი წარმატება მოუტანა გუნდს. ეს უპატივცემულობაა.

 

არ მოგატყუებთ, იმედი მაქვს, სანტიაგო ბერნაბეუზე 3:0 მოვიგებთ. მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედით და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ".

 

ლუკას დინიე: "ჯერ კიდევ გვაქვს შანსები. მივდივართ მადრიდში და არ ვუღალატებთ საკუთარ ფილოსოფიას. "რეალს" საკუთარი ფეხბურთი უნდა მოვახვიოთ თავს და ვეცადოთ კარგი შედეგის დადება".

 

ზინედინ ზიდანი: "რა თქმა უნდა, აღელვებულები ვართ, რადგან გვაქვს ამ უნიკალური ტურნირის მოგების შანსი, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ, წინ საპასუხო მატჩია. "რომა" კარგი გუნდია, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რასაც ჩემი გუნდი აკეთებს ამ მომენტისთვის. მათი ფორვარდები ძალიან კარგები არიან. თუ კარგად არ შეასრულებ სამუშაოს, შესაძლოა გამოვარდე.

 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მომდევნოა. როგორც მწვრთნელი, მზად უნდა იყო ასეთი მატჩებისთვის. ამ დროს, სიტყვებით ვერ გადმოცემ სიტყვებს. "რომას" შანსები არ აქვს? ეს არასწორია".

 

ლუჩიანო სპალეტი: "ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ შეუძლებელი შეძლონ. მათი ვარჯიშების შემხედვარე ნამდვილად მიჩნდება იმედი. უნდა გავიტანოთ სწრაფი გოლი და ვნახოთ რა მოხდება. მენტალურად უნდა ვიყოთ მზად, არ შევეგუოთ მარცხს. 

 

ზუსტი დრო უნდა შევარჩიოთ შეტევებისათვის. როდესაც ინიციატივას მოვიპოვებთ, ფრთხილად და დამაჯერებლად უნდა ვიმოქმედოთ. პირველ შეხვედრაში არ გაგვიმართლა. თამაშიდან–თამაშამდე ვითარდებით და ამ გუნდს არანორმალური პოტენციალი აქვს".

 

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  12  2
რობერტ ლევანდოვსკი  ბაიერნი 
ტომას მიულერი  ბაიერნი 
არტიომ ძიუბა  ზენიტი 
ლუის სუარესი ბარსელონა 

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457421066_roma.jpg

მოახერხებს რომა ინტრიგის დაბრუნებას?

მწვანე ზონა
კომენტარები: 3
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 4  mdumare madridista  
9 მარტი 2016 09:57
ბრაო რეალს, მაგრამ რომამ კარგი ხარისხის თამასჰი აჩვენა. ბრაო სალაჰი RealMadrid1
Real-Madrid
Portugal
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 3  David Villa  
8 მარტი 2016 17:29
შანსიც არ აქვთ..

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Lionel_Messi_10  
8 მარტი 2016 13:01
იმედია 6-1 არ წააგებენ :დ სალაჰის და ფარაონის იმედი მაქვს ეგება გაუყარონ მადრიდს :დ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
8 მარტი 2016 11:52
რა ცუდია ისეთი ფეხბურთის ყურება სადაც იცი რო ერთი გუნდი გავა
ეხ რომა რომა
რა გუნდი იყო და
..........
ვერ შემოატრიალებენ ალბათ
ტოტი :D
ტოტი > ხავიზე

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi