Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ვოლფსბურგი Vs გენტი

8-03-2016
2 კომენტარი

მეორე თამაში ვოლფსბურგში გაიმართება, რომელიც წესითა და რიგით, საკმაოდ სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. ბელგიაში 3:2 გამარჯვების შემდეგ, "ვოლფსბურგი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ "გენტმა" კიდევ ერთხელ გამოავლინა დიდებული ხასიათი და ეცდება, რომ სასწაული მოახდინოს გერმანიაში.

 

ვოლფსბურგი Vs გენტი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მერვედფინალური მატჩი

თარიღი: 23:45 საათი, 8 მარტი

სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი

მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

პირდაპირი ტრანსლიაცია: მეორე არხი, Silk სპორტ HD2

 

"ვოლფსბურგმა" მეორე წრე საკმაოდ კარგად დაიწყო და ახლა შესანიშნავ ფორმაშია. ბელგიაში გერმანელებმა ფანტასტიკური ფეხბურთი აჩვენეს პირველი 70 წუთი, შემდეგ კი მოდუნდნენ და კინაღამ მთიანად გაფლანგეს სამბურთიანი უპირატესობა. ამის შემდეგ, "მგლებმა" ორი რთული მატჩი ჩაატარეს ბუნდესლიგაში: ჯერ "ჰერტასთან" სტუმრად და შემდეგ შინ მიუნხენის "ბაიერნთან", საბოლოოდ მხოლოდ ბერლინში მოიპოვეს ერთადერთი ქულა. თუმცა, ბოლო კვირა საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, რადგან "ვოლფსბურგმა" ჯერ "ჰანოვერი" გაანადგურა ანდრე შურლეს ჰეთ–რიქით გასვლაზე 4:0, ამ უქმეებზე კი "მ.ბორუსია" დაამარცხა საკუთარ მოედანზე 2:1. დიტერ ჰეკინგმა ცოტათი შეცვალა გუნდის სათამაშო სქემა, რომელიც ახლა უფრო 4–3–1–2 ჰგავს. მაქსიმილიან არნოლდი ძალიან კარგად ეხმარება ცენტრალურ ნახევარმცველებს და შეტევაშიც აქტიურია. ახალგაზრდა გერმანელმა რაღაც ახალი შემატა გუნდს და იმედია, გააგრძელებს სტაბილურად ასე თამაშს, რადგან ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ უჭირს ფორმის შენარჩუნება. როგორც იქნა, შეთამაშდა გერმანული ტრიო: დრაქსლერი–კრუზე–შურლე. სამივე მათგანი ძალიან კარგ ფორმაშია, განსაკუთრებით იულიან დრაქსლერი, რომელსაც ულამაზესი გოლები გააქვს და გენტშიც ორჯერ გააოცა გულშემატკივრები. ახალგაზრდა გერმანელს უდიდესი ტალანტი აქვს და ეს სეზონი შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს მისთვის. წინ ევრო 2016–ია, სადაც დრაქსლერს აუცილებლად ექნება თავის წარმოჩენის შანსი თუ ასე გააგრძელებს. იგივე ითქმის შურლესა და კრუზეზეც. მიუხედავად იმისა, რომ "ვოლფსბურგს" ბევრი ძირითადის მოთამაშეა აკლია ტრავმის გამო: დიეგო ბენალიო, სებასტიან იუნგი, ბას დოსტი და უკვე ნალდოც, რომელმაც მხარი დაიზიანა, "მგლებს" საკმაოდ კარგი სათადარიგო სკამი ჰყავთ. დაცვის ცენტრში ისევ დანტესა და რობინ კნოხეს დუეტი იმოქმედებს. დოსტის საჭიროება კი უკვე აღარც არის, რადგან ზემოთხსენებული გერმანული სამეული იდეალურად ავსებს ერთმანეთს. მცირე ტრავმები აწუხებთ დრაქსლერსა და კრუზეს, მაგრამ სავარაუდოდ, სერიოზული არაფერი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევასი, დანიელ კალიჯური და ვიერინია მზად არიან მინდორზე გასასვლელად. "ვოლფსბურგმა" დიდად ვერ გაიუმჯობესა ბუნდესლიგაში მდგომარეობა, რადგან გუნდი ისევ მეშვიდე პოზიციაზეა, მაგრამ გერმანიაში არანორმალური სიმჭიროვეა სატურნირო ცხრილში. შესაბამისად, ახლა, მთავარია, რომ გუნდმა აკრიფოს კარგი ტემპი და დრო ჯერ კიდევ არის სეზონის ბოლომდე. დიტერ ჰეკინგისთვის და მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი – უდავოდ უდიდესი წარმატება იქნება, თანაც ეს "მგლების" მხოლოდ მეორე სეზონია ამ ტურნირზე.

 

"გენტმა" ბოლო პერიოდში ცოტა მოუკლო, უფროსწორედ ჩემპიონთა ლიგამ შეუშალა ხელი. "ვოლფსბურგთან" მარცხის შემდეგ, ბელგიელებმა მოულოდნელად 2:5 წააგეს სტუმრად "ოოსტენდესთან", რასაც "ლოკერენის" დამარცხება და ფრე მოჰყვა "ლეუვენთან". გასულ უქმეებზე დაკარგული ქულების გამო, "გენტი" ახლა ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბრიუგეს", მაგრამ ბელგიაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. აშკარაა, რომ ჰეინ ვანჰაზებრუკი აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს ამ კონკრეტულ მომენტში, რაც სავსებით სწორი გადაწყვეტილებაა. "გენტმა" დაამტკიცა, რომ ამ გუნდს ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს, რომლის წყალობითაც შეინარჩუნეს შანსები. პირველ შეხვედრაში შეუდარებელი იყო ბელგიელთა კაპიტანი კუმსი, რომელმაც პირველი საპასუხო ბურთი შეუგდო "ვოლფსბურგს". სამწუხაროდ, "გენტს" ვერ დაეხმარება სერბი ცენტრალური მცველი სტეფან მიტროვიჩი, რომელმაც ტერფის ტრავმა მიიღო დაახლოებით ერთი კვირის წინ. 25 წლის ბალკანელს გერშონი შეცვლის. გარდა ამისა, ვანჰაზებრუკის განკარგულებაში ვერ იქნება ვანდებუში, რაც პრინციპში არ არის სერიოზული დანაკლისი. დეპოტრიოს აწუხებს მცირე დაზიანება და იმედია მოახერხებს მინდორზე გასვლას, რადგან ის საკმაოდ დიდი ძალაა "გენტისათვის". ბელგიური კლუბი ძალიან კარგად გამოიყურება მიმდინარე სეზონში, როგორც არ უნდა დასრულდეს მათთვის ეს მატჩი, "გენტმა" სამუდაოდ ჩაწერა საკუთარი სახელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ამ გუნდმა უკვე ძალიან ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, დაამტკიცა, რომ სწორი თამაშითა და მონდომებით შეუძლებელი არაფერია. დღეს იბრძოლებენ, თუ გამოუვათ ეს სასწაული იქნება თუ არადა ტურნირს თავაწეულები, წელში გამართულები და ამაყები დატოვებენ. 

 

ფავორიტი რა თქმა უნდა, "ვოლფსბურგია", მაგრამ გამორიცხული არაფერია. კოენ კასტეელსის ხელში "მგლებმა" შესაძლოა აჩუქონ შანსები "გენტს", რომელიც ძალიან თავისუფლად ითამაშებს და ეცდება გაიჯახუნოს კარი.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვოლფსბურგი: კასტეელსი – ტრეში, კნოხე, დანტე, რ.როდრიგესი – ლუის გუსტავო, გილავოგი, არნოლდი – დრაქსლერი – კრუზე, შურლე.

 

გენტი: სელსი – ფოკეტი, ნილსენი, გერშონი, ასარე, დიჟაგრი – ნეტო, კუმსი, მილიჩევიჩი – სიმონი, დეპოტრი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ორივე გუნდი პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში. "ვოლფსბურგი" კი სამი კვირის წინ საერთოდ პირველად დაუპირისპირდა ბელგიურ კლუბს და გასვლაზე 3:2 იმარჯვა.
  • დიტერ ჰეკინგის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე საშინაო თამაში მოიგო, აქედან ორი მშრალად.
  • "ვოლფსბურგმა" ევროტურნირებზე სამჯერ მოიგო პირველი თამაში სტუმრად და სამივეჯერ შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა საკუთარ კედლებში, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა.
  • "გენტმა" ჯგუფურ ეტაპზე წააგო პირველი ორი გასვლითი შეხვედრა, მაგრამ ბრძოლაში – 1:2 "ზენიტთან" და "ვალენსიასთან", სამაგიეროდ ბოლო ტურში მოუგო ლიონის "ოლიმპიკს" 2:1 სტუმრად და მოიპოვა ფლეი–ოფის საგზური.
  • აქამდე, "გენტი" ორჯერ დაუპირისპირდა გერმანულ კლუბს და ორივე შემთხვევაში იმარჯვა სტუმრად. 1991/92 წლების სეზონში, უეფას თასის მეორე წრეში, შინ ფრედ 0:0 ითამაშეს ფრანკფურტის "აინტრახტთან" და გასვლაზე მოუგეს 1:0. 2001 წელს კი, ინტერტოტოს თასის მესამე წრეში შეხვდნენ "ვერდერს", გასვლაზე მოიგეს 3:2 და შინ დამარცხდნენ 0:1, მაგრამ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლების წყალობით.
  • "ვოლფსბურგის" რიგებში მხოლოდ დანიელ კალიჯურია დისკვალიფიკაციის ზღვარზე. "გენტის" შემადგენლობაში კი: ასარე, ფოკეტი, საიეფი, დიჟაგრი და კუმსი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

იულიან დრაქსლერი: "მცირე დაზიანება მაქვს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ფეხები თავისით მიისწრაფიან თამაშისკენ. იმედი მაქვს, "ვოლფსბურგი" მიაღწევს მიზანს".

 

სვენ კუმსი: "გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ავიხდინოთ ოცნება და გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე. პირველ შეხვედრაში დაახლოებით 80 წუთი გვეძინა და მოგვიანებით დავიწყეთ თამაში. დღეს უფრო მაღალი დონის ფეხბურთი გვჭირდება".

 

დიტერ ჰეკინგი: "როგორც პირველი თამაშის წინ ვთქვი: ორი კარგი დღე გვჭირდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ერთი უკვე გვქონდა, ახლა მეორეა საჭირო. საკმაოდ კარგ სიტუაციაში ვართ და თვითრწმენა არ გვაკლია. თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. "გენტი" მაქსიმუმს დადებს მინდორზე, რათა ოცნება აიხდინოს.

 

შემდეგ ეტაპზე გასვლა ისტორიული წარმატება იქნება ჩვენი კლუბისთვის, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება "გენტზეც". არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. მორიგი კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. იულიან დრაქსლერმა მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ "ვოლფსბურგში" და განვითარდა ბოლო რამდენიმე კვირაში. ის საოცარ ფორმაშია".

 

ჰეინ ვანჰაზებრუკი: "პირველ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, მაგრამ "ვოლფსბურგი" მაინც სახიფათოა, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. დაპირისპირება ურთულესი იქნება, მაგრამ არ დავნებდებით.

 

როგორც იცით, სასწაულები ფეხბურთში ხდება. თუ წინ გავალთ, ვინ იცის რა მოხდება შემდეგ? თუ "ვოლფსბურგი" გაიტანს პირველი, მაშინ ამოცანა ორმაგად გართულდება ჩვენთვის. სტარტიდანვე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და არაფერი შევცვალოთ საკუთარ თავში".

 

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  12  2
რობერტ ლევანდოვსკი  ბაიერნი 
ტომას მიულერი  ბაიერნი 
არტიომ ძიუბა  ზენიტი 
ლუის სუარესი ბარსელონა 

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1457421609_2340246_w2.jpg

იქნება თუ არა გადამწყვეტი პირველი გოლი?

მწვანე ზონა
კომენტარები: 30052
ჯგუფი: Fci Administrator
სტატუსი: offline
№ 2  David Villa  
8 მარტი 2016 17:31
დრაქსლერის შოუ დღესაც !

-------------------------------------------------------------
“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner

“No Matter Where Are You I Will Always Support And Love You David ♥♥“

Jeremy Renner ♥
Barcelona
United-States
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
8 მარტი 2016 11:52
არტიომ ძიუბა ვინაა გოლეადორებში როა :D
აბხაზია ? :D:D:D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi