Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ატლეტიკო Vs პსვ

15-03-2016
1 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრები გაიმართება, საიდანაც ინტრიგა მხოლოდ ერთ დაპირისპირებაშია შემორჩენილი. მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება, რომ ამჯერად აირიდოს თავიდან დამატებითი პრობლემები და დაამარცხოს ვისენტე კალდერონზე "პსვ ეინდჰოვენი". პირველი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, რაც ჰოლანდიურ კლუბს უტოვებს საკმაოდ კარგ შანსებს. შესაბამისად, მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

 

ატლეტიკო Vs პსვ

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მერვედფინალური მატჩი

თარიღი: 23:45 საათი, 15 მარტი

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, მადრიდი

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

მადრიდის "ატლეტიკო" შესანიშნავ ფორმაშია და ფავორიტის რანგში ხვდება ამ შეხვედრას. ჰოლანდიაში ესპანელებს ნამდვილად გაუჭირდათ, მაგრამ ოთხი–ხუთი რეალური მომენტი შექმნეს, რაც მრავლისმეტყველია. ეინდჰოვენში უგოლო ფრის შემდეგ "როხიბლანკომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სანტიაგო ბერნაბეუზე, რასაც კიდევ სამი გამარჯვება მიაყოლა ლა ლიგაში. ბოლო სამ შეხვედრაში დიეგო სიმეონეს გუნდმა ზუსტად სამ–სამი ბურთი შეაგდო, გაუშვა მხოლოდ ერთი და კვლავ მეორე ადგილზეა "ბარსელონას" შემდეგ. ერთვიანი მშრალი სერიის შემდეგ ამუშავდა ანტუან გრიზმანის საგოლე ალღო, ფერნანდო ტორესმა კი თავისი მორიგი გოლი გაიტანა. სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავია ახალგაზრდა ესპანელის, საულ ნიგესის მოქმედებები, რომელიც მიუხედავად დიდი კონკურენცისაა, "ატლეტიკოს" ძირითადის წევრად ითვლება. დიეგო სიმეონე ენდობა ამ უნივერსალურ მოთამაშეს, რომელიც ყოველ შეხვედრაში ძალიან ბევრს შრომობს. მადრიდული კლუბის დაცვის ხაზი ისევ ისეთი ძლიერი და სტაბილურია, როგორც ბოლო სეზონებში. თუმცა, გარკვეული პრობლემები შეინიშნება შეტევაში. თუნდაც ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ავიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" კარგი მომენტები ჰქონდა, ძირითადად ისინი შეიქმნა "პსვ–ს" მცველების სერიოზული შეცდომების ხარჯზე. დიეგო სიმეონეს გუნდს უჭირს კრეატიული და საინტერესო შეტევების ორგანიზება. ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ კოკე ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში, არადა ესპანელს ძალიან კარგი ხედვა აქვს. აგრეთვე, ჯერ ბოლომდე მაინც არ არის შეთამაშებული შეტევითი ხაზი, რადგან სიმეონე მუდმივად ცვლის ოთხეულს. ჰოლანდიაში ლუსიანო ვიეტომ დაიწყო პირველივე წუთებიდან, მაგრამ დღეს ფერნანდო ტორესის გამოჩენაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იანიკ–ფერეირა კარასკოც ვიხილოთ სასტარტოში. სიმეონეს ვარიანტები საკმაოდ ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ეცდება მაქსიმალურად გამოცდილი, საიმედო მოთამაშეები დატვირთოს. ნახევარდაცვის ცენტრში ალბათ ისევ ნიგესი და გაბი იმოქმედებენ, მაგრამ არ არის გამოირცხული, რომ კოკემ შეიწიოს ცენტრისკენ და ფრთაზე კარასკო, ოლივერ ტორესი, ანხელ კორეა ან თუნდაც საული დადგეს. აუგუსტო ფერნანდესი ალბათ სათადარიგო სკამზე იქნება, მისი გაყვანა სერიოზული რისკი იქნება. "ატლეტიკოს" მხოლოდ და მხოლოდ სავიჩი დააკლდება, ტიაგოს არყოფნა კი უკვე ახალი ამბავი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ "პსვ" საკმაოდ სიმპათიური კოლექტივია, "როხიბლანკოს" არ აქვს იმის უფლება, რომ გამოეთიშოს ჩემპიონთა ლიგას ამ სტადიაზე. სწორედ ამიტომ, სიმეონეს ბიჭები საკუთარი ქომაგების თვალწინ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ეცდებიან.

 

"პსვ ეინდჰოვენი" ძალიან სერიოზულად უდგება ამ შეხვედრას და სავარაუდოდ სერიოზულ ბრძოლას შესთავაზებს "ატლეტიკოს". სახლში 0:0 საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ ვისენტე კალდერონზე ნამდვილი ჯოჯხეთი ელოდებათ ჰოლანდიელებს. "პსვ–მ" ეროვნულ ჩემპიონატში გასულ უქმეებზე დაკარგა ქულები შინ "ჰერენვენთან", რაზეც ალბათ დღევანდელმა შეხვედრამაც იქონია გავლენა. ფილიპ კოკუმ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, მაგრამ ალბათ მთელი გუნდი ფიქრობდა მადრიდში გასვლით შეხვედრაზე. ეინდჰოვენელები კვლავ ლიდერობენ ერედივიზიონში, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ ამსტერდამის "აიაქსს". ბრწყინვალედ მოერგო გუნდს ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარკო ვან გინკელი, რომელიც იდეალურად შეთამაშდა გუარდადოსთან. გარდა ამისა, მშვენიერ ფორმაში არიან ლოკადია და ლუკ დე იონგი, "პსვ–ს" ორი მთავარი ძალა შეტევაში. პირველ შეხვედრაში შესანიშნავად მოქმედებდა მარცხენა მცველი ჟეტრო ვილემსი. 21 წლის ჰოლანდიელი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, საკმაოდ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია მეტოქის დაცვისთვის. "პსვ–ს" ცენტრფორვარდი პერეირო დააკლდება, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცირებულია. საეჭვოა ლესტიენისა და გუარდადოს თამაში. მექსიკელ საყრდენს კუნთი აწუხებს, მაგრამ იმედია მწყობრში იქნება, რადგან ძალიან დიდი ძალაა კოკუს გუნდისათვის. "პსვ–მ" ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მხიარული, გახსნილი და მიმზიდველი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ დღეს მთავარია ორგანიზებულად თავდაცვა. ჰოლანდიურ კლუბი კომფორტულ სიტუაციაშია, რადგან თავისუფლად შეიძლება თამაშის კონტრშეტევებზე აწყობა, რაშიც კოკუს გუნდი ერთ–ერთი საუკეთესოა ამ ტურნირზე. ძალიან სწრაფი ფლანგებია "პსვ–ს" მთავარი უპირატესობა, რისი გამოყენებაც აუცილებელია თუ ეინდჰოვენელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ. "პსვ" ძალიან ამბიციური და სახელოვანი კლუბია, ამიტომ მათი შანსები ნამდვილად არ არის ურიგო. თანაც, გუნდს საუკეთესო ბომბარდირი დაუბრუნდა. თუ კოკუ მოახერხებს ბიჭების სწორად განწყობას თამაშისთვის, გამორიცხული არაფერი იქნება. მთავარია, ჰოლანდიელები ფსიქოლოგიურად იყვნენ მზად, რადგან ვისენტე კალდერონზე ასპარეზობა არ არის მარტივი საქმე.

 

"ატლეტიკო" ფავორიტია, მაგრამ "პსვ–მ" დაამტკიცა თავისი სიძლიერე და სახლში გაგორებული უგოლო ფრე აქეთ აძლევს უპირატესობას კოკუს გუნდს. ასე, რომ რეალურად, შანსები თანაბარია. დიეგო სიმეონეს გუნდი უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ გასულ სეზონში დიდ სირთულეებს წააწყდნენ ამ ეტაპზე. 

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფელიპე ლუისი – კოკე, გაბი, საულ ნიგესი, კარასკო – ტორესი, გრიზმანი.

 

პსვ: ზუა – არიასი, ბრუმა, ექტორ მორენო, ვილემსი – პრიოპერი, გუარდადო, ვან გინკელი – ნარსინი, ლუკ დე იონგი, ლოკადია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • აქამდე ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2008/09 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, "ატლეტიკომ" სტუმრად 3:0 იმარჯვა და შინ 2:1.
  • მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება, რომ ზედიზედ მესამედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.
  • დიეგო სიმეონეს გუნდმა 2013 წლის თებერვლის შემდეგ, პირველად ამ სეზონში წააგო საშინაო თამაში ევროთასებზე. ეს "ბენფიკასთან" შეხვედრაში მოხდა მეორე ტურში – 1:2.
  • "პსვ ეინდჰოვენს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ცხრა წელია არ უასპარეზია.
  • "ატლეტიკოს" ოთხივე ორმატჩიანი დუელი აქვს წაგებული ჰოლანდიურ კლუბებთან, მაგრამ ხუთი საშინაო თამაშიდან ოთხი მოიგო.
  • ზოგადად, "როხიბლანკოს" დადებითი ბალანსი აქვს ჰოლანდიელებთა: 5მ, 2ფ და 4წ.
  • "ატლეტიკომ" 12–ჯერ დაასრულა პირველი გასვლითი შეხვედრა ფრედ ევროთასებზე და ათჯერ წარმატებით დაასრულა საქმე შინ. იმ ორი გამონაკლისი შემთხვევიდან, ერთი ამსტერდამის "აიაქსთან" დაფიქსირდა 1997 წელს (1:1 და 2:3).

 

  • კონკრეტულად გასვლითი 0:0–ს შემდეგ "ატლეტიკომ" ორიდან ორი დაპირისპირება მოიგო.
  • "პსვ–მ" 12 გასვლითი შეხვედრა ჩაატარა ესპანეთში და ჯერ არ მოუპოვებია გამარჯვება: 4ფ და 8წ.
  • ზოგადად, ეინდჰოვენელების სტატისტიკა ლა ლიგის გუნდებთან ასეთია: 4მ, 11ფ და 10წ.
  • "პსვ–მ" 12–ჯერ დაასრულა პირველი საშინაო შეხვედრა ფრედ, მაგრამ მხოლოდ სამჯერ გააღწია შემდეგ ეტაპზე. თუმცა, სამივე მოჰყვა უგოლო ფრეს.
  • "ატლეტიკოს" რიგებში ოლივერ ტორესია დისკვალიფიკაციის ზღვარზე, "პსვ–ს" შემადგენლობაში კი ჟეფრი ბრუმა და ანდრეს გუარდადო.

 

წინასამატჩო კომენტარები:

გაბი: "უნდა მოვიგოთ ჩვენი ქომაგებისა და კლუბის გამო. ამ მატჩს დიდებულ ფორმაში ვხვდებით. "პსვ" არის გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა. ვფიქრობ, აქ უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთს მიმართავენ, მაგრამ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც გაგვირთულებენ ცხოვრებას.

 

ხალხი უყურებს "ატლეტიკოს", როგორც განვითარებად გუნდს, კონკურენტუნარიანსა და სწორად მოთამაშეს. აქ იმიტომ ვართ, რომ გამარჯვების გზას დავადექით, საიდანაც გახვევა ნაადრევია. საჭიროა, რომ საუკეთესო საღამო შევქმნათ ერთად: ჩვენ და გულშემატკივრებმა. თუ ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ, პრობლემები არ იქნება".

 

ანდრეს გუარდადო: "აქ ბევრჯერ მითამაშია "დეპორტივოსა" და "ვალენსიას" რიგებში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩი განსხვავებულია. ყველამ კარგად ვიცით რაოდენ რთული შეხვედრა გველის.

 

ევროპის საუკეთესო დაცვას ვუპირისპირდებით, მაგრამ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. გვჭირდება გოლი. ძალიან შემტევი გუნდი გვყავს, რომელსაც ყოველ მატჩში გააქვს ერთი ბურთი მაინც".

 

დიეგო სიმეონე: "გუნდი ჩვეულ ფორმაშია. ბოლო მატჩები კარგად ჩავატარეთ და იმედია, იგივე მოხდება დღესაც. იმედი მაქვს, გრიზმანი გააგრძელებს ჩვენი ნდობის გამართლებას. ეს მთელ გუნდს ეხება. ამჯერად მეტოქეზე მინიმუმ ერთი ბურთით მეტი უნდა გავიტანოთ.

 

ვაპირებთ ვიმოქმედოთ 4–3–3 სქემით, რათა ჩვენი საუკეთესო თვისებები ავამუშავოთ. "პსვ" კარგია კონტრშეტევებზე, გუნდი თამაშობს მაღალი ტემპით, კარგად მოქმედებს ზონურად. ჰოლანდიელები ძლიერები არიან სტანდარტულების დროსაც. დე იონგი – სტუმრების მთავარი მოთამაშეა, ნამდვილი ორიენტირი თავისი გუნდისთვის".

 

ფილიპ კოკუ: "ბევრი თამაში გვაქს ჩატარებული დიდი გუნდების წინააღმდეგ დიდ სტადიონებზე. ატმოსფერო დამატებით ენერგიას მისცემენ მოთამაშეებს, ნებისმიერ შემთხვევაში. ამ სტადიონზე ისედაც საოცარი ინტენსიურობა სუფევს, რომელიც კიდევ უფრო გააღვივა დიეგო სიმეონემ ბოლო წლებში.

 

შემდეგ ეტაპზე გვინდა გასვლა და თუნდაც ეს პენალტების სერიის გზით მოვახერხოთ. 0:0–ზე თამაში არ არის მარტივი. უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი და არა მხოლოდ დავიცვათ თავი. ყველაფერს დავდებთ მინდორზე. ეს ჩვენი შანსია, მთავარია გვჯეროდეს. ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის".

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458023750_2342886_w2.jpg

მოახერხებს თუ არა ატლეტიკო შემდეგ ეტაპზე მშვიდად გასვლას?

მწვანე ზონა
კომენტარები: 278
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  rekordmeister  
15 მარტი 2016 12:47
ატელტიკო პსვ ძაან მაგარი იგრა იქნება აი სიტის რაგითხრატ კაცმა არ იცის იქ რა მოხდება შეილება ვაფშე წააგოს მარა მაინც მგონია რო დღეს ორთავე მოიგებს სიტისც და ატლეც
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi