Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ბაიერნი Vs იუვენტუსი

16-03-2016
27 კომენტარი

კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაა გასარკვევი ჩემპიონთა ლიგაზე. ერთ–ერთი ალბათ კატალონიის "ბარსელონა" იქნება, რომელიც დიდებულ ფორმაშია. აი მეორე მატჩში კი სერიოზული ინტრიგა დატოვა "იუვენტუსმა" თავისი ქამბექით და ეცდება, რომ მიუნხენში კიდევ ერთი პატარა სასწაული ჩაიდინოს. პრობლემები ორივე გუნდს ისევ ბევრი აქვს, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. მთავარი იქნება თამაში, რომელიც წესით არანორმალურად საინტერესო და მრავალფეროვანი უნდა გამოდგეს, როგორც ტაქტიკური, ისე სანახაობრივი თვალსაზრისით.

 

ბაიერნი Vs იუვენტუსი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მერვედფინალური მატჩი

თარიღი: 23:45 საათი, 16 მარტი

სტადიონი: მიუნხენ არენა, მიუნხენი

მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი; Silk სპორტ HD1

 

ტურინში დასანანად გაფლანგული უპირატესობის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა გერმანიის ჩემპიონატში. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად 2:0 დაამარცხა "ვოლფსბურგი" და დორტმუნდში გააგორა უგოლო ფრე. თუმცა, "ბორუსიასთან" შეხვედრამდე მიუნხენელებმა სენსაციურად წააგეს საკუთარ მოედანზე "მაინცთან" და ახლა მხოლოდ ხუთი ქულით უსწრებენ უახლოეს კონკურენტს, მაგრამ ეს შესაძლოა უკეთესიც იყოს გერმანული გრანდისათვის. გასულ უქმეებზე "ბაიერნმა" ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ალიანს არენაზე და შეიქმნა დიდებული განწყობა. "ბაიერნმა" ტრადიციულად გაანადგურა ბრემენის "ვერდერი" – 5:0, თანაც გვარდიოლამ დასვენების საშუალება მისცა არტურო ვიდალს, არიენ რობენს, დუგლას კოსტასა და რობერტ ლევანდოვსკის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბოლო 15 წუთით შევიდა მინდორზე, მაინც გამოჩინა თავი პოლონელმა ფორვარდმა, რომელმაც 2016 წელი საოცრად ნაყოფიერად დაიწყო. კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია ტომას მიულერი, რომელიც როგორც ყოველთვის, "ბაიერნის" წამყვანი ფიგურაა. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველ შეხვედრაში დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზული ძალაა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობის დაკარგვამაც გარკვეულწილად გაუცრუა იმედები ქომაგებს, რადგან "ბაიერნისგან" ასეთი უყურადღებობას ნამდვილად არ არის მიჩვეული გულშემატკივარი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჯოშუა კიმიხის ფენომენალური თამაში დორტმუნდში. ეს ახალგაზრდა გერმანელი სულ უფრო და უფრო აოცებს მაყურებელს, თანაც გვარდიოლას ნამდვილი სიმპათიაა. კიმიხმა ტურინშიც იდეალური 60 წუთი ჩაატარა, მაგრამ შემდეგ ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მაგრამ სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ ყველაზე უკეთ. ახალგაზრდა გერმანელი ჯერ ძალიან გამოუცდელია, მაგრამ კვლავ მოუწევს ბრძოლა "იუვეს" ფორვარდებთან. მეჰდი ბენატია აშკარად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, ამიტომ გვარდიოლა ვერ გარისკავს მის დაყენებას. კიმიხს ისევ ალაბა შეუწყვილდება და ბერნატი გაირჯება მარცხენა ფრთაზე. ნახევარდაცვის ცენტრშია ყველაზე დიდი ინტრიგა, რადგან პეპს სამი არჩევანი აქვს: ალონსო, ტიაგო, ვიდალი, საიდანაც ერთი დიდი ალბათობით სკამზე უნდა დასვას. გამომდინარე იქიდან, რომ ვიდალმა დაისვენა უქმეებზე, ალბათ სწორედ ჩილელი დადგება გამოცდილი ესპანელის გვერდით, რომელიც პეპის ფილოსოფიისათვის აუცილებელია ცენტრში. როგორც გაირკვა, რობენმა ტყუილად არ გამოტოვა "ვერდერთან" თამაში. გამოცდილ ჰოლანდიელს მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ იმედია ითამაშებს, რადგან ფანტასტიკურ ფორმაშია. აგრეთვე საინტერესოა კვლავ თუ ენდობა გვარდიოლა დუგლას კოსტას, რადგან ბრაზილიელი ამოვარდნილია ფორმიდან, როდესაც კომანი გამოიყურება ჩინებულად და რიბერი ამტკიცებს, რომ ნამდვილად ნაადრევია მისთვის კარიერის დასრულება. "ვერდერთან" შეხვედრაში მარიო გიოტცეც დაბრუნდა და "რეკორდმაისტერის" შეტევითი ხაზი არანორმალურად საშიშია. ჯერ მარტო სკამზე რად ღირს ტიაგოს, რიბერის, კომანისა და გიოტცეს ყოლა, პეპს საკმაოდ დიდი ფუფუნება აქვს. თუმცა, დაცვაში არსებული პრობლემები არ მისცემს მიუნხენურ კლუბს მოდუნების საშუალებას. ლაზარეთში ისევ ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი და ხავი მარტინესი არიან. "ბაიერნი" აუცილებლად გამარჯვებისთვის გავა მინდორზე, რათა გაახაროს გულშემატკივრები და სანაკრებო პაუზაზე გავიდეს დამშვიდებული.

 

ტურინული გრანდი იტალიის ჩემპიონატში აგრძელებს დაუმარცხებელ სერიას. "ბაიერნთან" შესანიშნავი ქამბექის შემდეგ "ბიანკონერიმ" ზედიზედ სამი თამაში მოიგო სერია ა–ში და პლიუს ამას გავიდა იტალიის თასის ფინალში, მაგრამ ძალიან დიდი გაჭირვებით. "იუვემ" საპასუხო მატჩი "ინტერთან" 0:3 წააგო, გაფლანგა შინ მოპოვებული უპირატესობა და მხოლოდ პენალტების სერიაში იმარჯვა. ისე, როგორც სამი კვირის წინ, ამ ტურის შეხვედრა "იუვენტუსმა" პარასკევს ჩაატარა და შინ მოუგო "სასუოლოს" 1:0 პაოლო დიბალას ულამაზესი გოლით. ჯანლუიჯი ბუფონმა მოხსნა დინო ძოფის რეკორდი და ოთხი წუთი აშორებს იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერიის გამოსაცხობად. ლეგენდარული იტალიელი მეკარე ფანტასტიკურ ფორმაშია და ეს "ბაიერნთან" შეხვედრაშიც დაამტკიცა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ნამდვილად არ აქვს ყურადღების მოდუნების უფლება სერია ა–ში, მაგრამ დღევანდელი თამაში უდავოდ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ "ბებერი ქალბატონი" მოახერხებს და გადალახავს მიუნხენის "ბაიერნის" ბარიერს, ეს საკმაოდ დიდი წარმატება იქნება მას შემდეგ, რაც ზაფხულში შეიცვალა ძირითადი ბირთვი. თუმცა, ამის გაკეთება "ზებრებს" საკმაოდ გაუჭირდებათ. "იუვენტუსს" ვერ დაეხმარება დაცვის ლიდერი ჯორჯო კიელინი, რომელმაც პირველი მატჩიც გამოტოვა და უბრალოდ ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება. აგრეთვე ტრავმირებულია კლაუდიო მარკიზიო და ორი დღის წინ ვარჯიშზე დაიმტვრა არგენტინელი თავდამსხმელი პაოლო დიბალა, რომელიც დაახლოებით რამდენიმე კვირას გამოტოვებს. დიბალას არყოფნა ნამდვილად მოულოდნელი "სიურპრიზია" ალეგრისთვის, რომელსაც შესაძლოა ვერც მარიო მანჯუკიჩის იმედი ჰქონდეს. იმედია, ხორვატი მოახერხებს მინდორზე გასვლას და ალვარო მორატასთან ერთად ეცდება შეუქმნას პრობლემები ყოფილ გუნდს, ყოფილ საშინაო არენაზე. მანჯუკიჩი ალბათ საუკეთესო იყო ტურინულ შეხვედრაში იტალიური კლუბის შემადგენლობაში და დღეს ორმაგი მოტივაცია ექნება. მარკიზიოს ნაცვლად ბრაზილიელი ცენტრი ერნანეში გავა მინდორზე, რაც სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი იქნება ამ დაპირისპირებისთვის. ერნანეში უფრო შეტევაზე აქცენტირებული, ტექნიკური მოთამაშეა, მაგრამ მისი სათამაშო ფორმა ნამდვილად არ არის ოპტიმალური. მიუხედავად ამისა, ფორმაშია ჯიჯი ბუფონი, პოლ პოგბა და ყოველთვის ძალიან სასარგებლოა ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა. თუმცა, არც სტეფანო სტურაროს ხილვა იქნება მოულოდნელობა, რადგან გასულ სეზონში, სწორედ ის ცვლიდა ტრავმირებულ ანდრეა პირლოს და საკმაოდ კარგადაც. სწორედ სტურარომ გაუტანა მეორე გოლი "ბაიერნს" და ის ნამდვილად სარგებლოს ალეგრის ნდობით. ასე, რომ თუ მაქსი ალეგრი უფრო დაცვაზე გააკეთებს აქცენტს საწყის წუთებში, ერნანეშზე მეტად ალბათ სტურაროს ხილვაა მოსალოდნელი. "იუვენტუსისთვის" ეს მარცხი არ იქნება კატასტროფა, მაგრამ "ბიანკონერის" თავისი ამბიციები აქვს, რომელსაც "ბაიერნის" დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში საგრძნობლად გაამყარებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" ორი გოლი გაიტანა ტურინში, შანსები მაინც თანაბარია. "იუვენტუსი" საკმაოდ მაღალი დონის გუნდია, მასიმილიანო ალეგრი კი ბრწყინვალე ტაქტიკოსი. ამიტომ, პეპ გვარდიოლას სიფრთხილე მართებს და დაპირისპირება უდავოდ საინტერესო იქნება. ამ "ბაიერნს" შეუძლია ყველანაერი ინტრიგის მოსპობა მალევე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ საკმაოდ კომფორტული მოწინააღმდეგე გამოდგეს თუ ვერ გააკონტროლებს "იუვეს" კონტრშეტევებს. გვარდიოლა ამის შესახებ მუდამ ბევრს საუბრობს ყოველი თამაშის შემდეგ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი – ალონსო, ვიდალი – რობენი, მიულერი, დუგლას კოსტა – ლევანდოვსკი.

 

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა – პოგბა, ხედირა, სტურარო – კუადრადო, მანჯუკიჩი, მორატა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენის "ბაიერნი" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფიდან მეორედ გამოაგდოს "იუვენტუსი". პირველად ეს 2012/13 წლების სეზონში გააკეთეს მიუნხენელებმა, როდესაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ორივე თამაში 2:0 მოიგეს.
  • 2009/10 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ფრედ 0:0 ითამაშა "იუვესთან" და ტურინში გაანადგურა "ბიანკონერი" 4:1.
  • 2005/06 წლების კამპანიაში, "ბაიერნმა" და "იუვემ" საშინაო გამარჯვებები გაცვალეს ჯგუფურ ეტაპზე – 2:1.
  • ერთი სეზონით ადრე, 2004 წელს "ბიანკონერიმ" ორივე თამაში 1:0 მოუგო "რეკორდმაისტერს", ასევე ჯგუფურ ეტაპზე.
  • საერთო ჯამში, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ცხრა თამაშს ითვლის, საიდანაც ოთხი მოიგო "ბაიერნმა" და სამი "იუვენტუსმა". უგოლო ფრე კი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.
  • პეპ გვარდიოლას გუნდი ალიანს არენაზე დაუნდობელია მიმდინარე სეზონში: 5:1 "არსენალი", 5:0 "ზ.დინამო" და 4:0 "ოლიმპიაკოსი".
  • "ბაიერნს" ზედიზედ სამი საშინაო თამაში აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური კლუბების წინააღმდეგ. "რეკორდმაისტერის" ზოგადი სტატისტიკა სერია ა–ს კლუბებთან მიუნხენში ასეთია: 9მ, 5ფ და 5წ.
  • ორმატჩიან დუელებში "ბაიერნმა" ოთხჯერ დაამარცხა იტალიური კლუბები და ექვსჯერ თავად დამარცხდა. ბოლოს, მსგავსი რამ 2010/11 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც გერმანელებს "ინტერმა" აჯობა (1:0 მოგება სტუმრად და 2:3 მარცხი შინ).
  • "ბაიერნმა" 20 პირველი გასვლითი შეხვედრა დაასრულა ფრედ ევროთასებზე და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი დაპირისპირება იტალიურ "მილანთან" შედგა 2006/07 წლების სეზონის მეოთხედფინალში, როდესაც სტუმრად მიუნხენელებმა 2:2 ითამაშეს და შინ წააგეს 0:2.
  • ტურინის "იუვენტუსმა" გასულ სეზონში, მერვედფინალურ ეტაპზე, სწორედ გერმანული კლუბი გამოთიშა ასპარეზობას დორტმუნდის "ბორუსიას" სახით და საპასუხო მატჩი 3:0 მოიგო ვესტფალენზე.
  • "ბიანკონერის" დადებითი ბალანსი აქვს გერმანიაში: 9მ, 6ფ და 8წ.
  • კიდევ უფრო შთამბეჭდავია "ბებერი ქალბატონის" უპირატესობა ბუნდესლიგის გუნდებთან ორმატჩიან დუელებში: 13 მოგება და მხოლოდ სამი მარცხი.
  • "იუვენტუსმა" შვიდი ორმატჩიანი დუელიდან მხოლოდ ერთი წააგო, რომლის პირველი მატჩი შინ ფრედ დაასრულა. 
  • კონკრეტულად 2:2 კი ტურინულმა გრანდმა ორჯერ დააფიქსირა ევროთასებზე საკუთარ მოედანზე და ორივეჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. თუმცა, პირველად ეს უეფას თასზე გაკეთა და მეორედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
  • მარიო მანჯუკიჩმა ორი სეზონი ჩაატარა ალიანს არენაზე. 74 შეხვედრაში 39 გოლის გატანა მოახერხა და დღეს მისთვის ნაცნობი ატმოსფერო იქნება მიუნხენში და ორმაგი მოტივაციით ითამაშებს.
  • ორივე გუნდის რიგებში თითო მოთამაშეა დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ჟერომ ბოატენგი და სტეფანო სტურარო.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ფილიპ ლამი: "ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში ვთამაშობთ და ვუპირისპირდებით იმ გუნდს, რომელიც გასულ სეზონში ფინალამდე მივიდა. ამ ტურნირზე, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ, ვერ მივცემთ თავს შეცდომის დაშვების უფლებას. "ბაიერნი" თავის მოედანზე ითამაშებს, რაც უდავოდ დაგვეხმარება. ვიცით საკუთარი შესაძლებლობები, თავისუფლად შეგვიძლია ორი, სამი და თუნდაც ოთხი გოლის გატანა".

 

ფრენკ რიბერი: "ყოველი მატჩის მოგება გვინდა. "ბაიერნი" არის გუნდი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ბურთის გაკონტროლებას და მომენტების შექმნას. ამ საღამოს კარგად უნდა წარმოვაჩინოთ თავი. დიდებული გუნდის წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრა, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. "იუვეს" შემადგენლობაში მშვენიერი მოთამაშეები არიან.

 

"იუვენტუსი" ძალიან კარგად იცავს თავს. მათ ტიპიური იტალიური გუნდი ჰყავთ. "იუვეს" მცველები არ დაგვიტოვებენ დიდ სივრცეებს. უნდა ვიპოვნოთ მათი დაცვის გასაღები. თუმცა, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ზედმეტად არ უნდა ვიფიქროთ მოწინააღმდეგეზე. უნდა ვიფიქროთ საკუთარ თამაშზე და გოლის გატანის ხერხებზე".

 

ჯანლუიჯი ბუფონი: "გვაქვს მეოთხედფინალში გასვლის შანსები. უფრო უკეთ უნდა წარმოვაჩინოთ მკვლელის ინსტიქტი, ვიდრე პირველ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" – უძლიერესი გუნდია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამტკიცებს საკუთარ სიძლიერეს. ვნახოთ, ამჯერად ვინ იქნება უკეთესი.

 

ტურინში დაახლოებით ერთი საათი სრულიად დაგვჯაბნეს, მაგრამ ამის შემდეგ როგორღაც მოვიკრიბეთ ძალები და ფაქტიურად გამოუვალი სიტუაცია დავძლიეთ. ვფიქრობ, რომ ამას ბევრი ვერ მოახერხებდა".

 

პეპ გვარდიოლა: "უნდა მივიღოთ პირველი მატჩის საბოლოო შედეგი. რა თქმა უნდა, მერჩივნა მოგვეგო 5:0, მაგრამ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას. "იუვენტუსი" "იუვენტუსია", რომელიც ყოველთვის გამოავლენს თავის ხასიათს. 

 

კარგად ვიცი იტალიური მენტალიტეტი, რომელმსაც საკმაოდ ბევრი ტიტული იგდო ხელთ. მათ იციან როგორ დაიცვან გოლი და ამავდროულად გაიტანონ გოლები. პირველი თამაშის შემდეგ, უფრო მეტად ვცემ პატივს ამ გუნდს.

 

კონცენტრაციისა და ყურადღების ფონზე "იუვეს" ათი კაცით შეუძლია თავდაცვა. არ მომწონს ამ სტილის თამაში, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მათი მსგავსი მოქმედებების ხარისხით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ბურთის დაჭერა პოგბას წყალობით და კარგი შეტევების ორგანიზება. "იუვეს" ბევრი გოლის გატანა შეუძლია. იმისათვის, რომ "ფინალი" მოვიგოთ, საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ".

 

მასიმილიანო ალეგრი: "იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ. თუ არ გამოგვივა ეს, ძალიან რთული იქნება. ვიცით, რომ "ბაიერნი" არის გუნდი, რომელიც როგორც წესი, აკონტროლებს ბურთს დროის 60–70%–თ.

 

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ამდენი საკადრო პრობლემა. თუმცა, არ ვაპირებთ გარისკვას, რადგან წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება იტალიის ჩემპიონატსა და თასზე.

 

მანჯუკიჩი ექსტრაორდინალური მოთამაშეა. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის წინ მივიღებთ რამდენიმე საათით ადრე. კარგად ივარჯიშა, მაგრამ ჯერ არ ვიცით მზად იქნება თუ არა 100%–თ. 

 

ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ "ბაიერნმა" არ დააფასოს "იუვენტუსი", მაგრამ ჩემი აზრით, ისინი არ გვცემენ ისეთ პატივს, როგორც ჩვენ – მათ. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ვიყოთ უკეთესნი".

 

"საფეხბურთო სასწორი"

გარდა იმისა, რომ დღევანდელი პაექრობა საოცრად საინტერესო და დამაინტრიგებელია, "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" შეხვედრას დამატებითი საინტერესო ფაქტორებიც აქვს, რომელიც ან ერთი ან მეორე გუნდის სასარგებლოდ მეტყველებს. მოდი ვითამაშოთ საინტერესო თამაში და ვნახოთ რომელი გუნდის თეფშზე უფრო მეტი პლიუსი მოთავსდება "საფეხბურთო სასწორზე".

 

გეშინოდეთ! ეს მიუნხენ არენაა!

ფეხბურთში ხშირია ე.წ. "მწარე გაკვეთილები", რომელიც პეპ გვარდიოლამ პირველივე სეზონში მიიღო მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის პოსტზე. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური თამაში "რეკორდმაისტერმა" შინ 0:4 წააგო მადრიდის "რეალთან" და უდავოდ შერცხვა. ასეთი დამცირება ალიანს არენას არასოდეს უნახავს და როგორც ჩანს პეპმა კარგად გაითვალისწინა ეს საკმაოდ მწარე გაკვეთილი, ტყუილად კი არ არის ნათქვამი ჯერ მწარე ჭამე თუ ეძებ გემონებასაო...შესაძლოა გვარდიოლას "რეალთან" სამარცხვინო მარცხი ყოველ საღამოს აგონებს თავს სიზმარში ანდაც საერთოდ არ ანაღვლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა ზედიზედ ცხრა საშინაო თამაში მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, გაიტანა 37 გოლი და გაუშვა მხოლოდ ოთხი. 37 ბურთი 9 შეხვედრაში, საშუალოდ მატჩში ნიშნავს ოთხზე ოდნავ მეტს, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით ფანტასტიკური მაჩვენებელია. გასულ სეზონში "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ტაიმი ჩაატარა მეოთხედფინალში, როდესაც "პორტოსგან" გაბრაზებულებმა თავისივე ცეცხლში გაახვიეს "დრაკონები". მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერი" კიდევ უფრო საშიშია ალიანს არენაზე, სადაც უკვე მწარედ განადგურდნენ ლონდონის "არსენალი", "ვოლფსბურგი" და დორტმუნდის "ბორუსია", სიმბოლურად ყველა ერთი ანგარიშით – 5:1. პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა საშინაო თამაში მოიგო შინ, გარდა ერთისა "მაინცთან", რომელიც ახლახანს წააგო. მნიშვნელობა არ აქვს საკადრო პრობლემებსა და სიტუაციას, "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე უბრალოდ მონსტრია, რომელსაც ფანემენალური შედეგები აქვს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგაზე. გვარდიოლა ეცდება, რომ გააგრძელოს ეს მშვენიერი სერია, რაც მისთვის აუცილებელია.

 

მწარე გამოცდილება წარსულიდან

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნისთვის" ახლა ალიანს არენა ნამდვილი ციხე–სიმაგრეა, ამ სტადიონზე იტალიურ კლუბებს არაერთი წარმატება უზეიმიათ. 2006/07 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფელიქს მაგათის "ბაიერნმა" პირველი შეხვედრა სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა კარლო ანჩელოტის ფანტასტიკურ "მილანთან", რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. გერმანელებმა შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის სერიოზული იმედი გაუჩნდათ. თუმცა, მიუნხენში "როსონერიმ" მოახერხა თავისი უპირატესობის გამოყენება, ფილიპო ინძაგიმ "უჩინმაჩინის ქუდიც" გამოიყენა და იტალიელებმა 2:0 იმარჯვეს. საბოლოოდ, იმ სეზონში ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა "მილანს". საგულისხმოა, რომ "ბაიერნმა" მაშინ ზუსტად 2:2 დაასრულა პირველი შეხვედრა იტალიაში, მაგრამ ის "ბაიერნი" ნამდვილად ვერ შეედრება პეპ გვარდიოლას ჩინებულ კოლექტივს. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც იმ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა ამჟამინდელი შემადგენლობიდან, "ბაიერნის" კაპიტანი და მარჯვენა მცველი ფილიპ ლამია. დაახლოებით ათი წლის წინ ფავორიტი იტალიური კლუბი იყო, ახლა კი ფავორიტები გერმანელები არიან. ამ ორი დაპირისპირების შედარება ალბათ არ არის სამართლიანი, მაგრამ მაინც გარკვეულწილად "იუვეს" სასწორს აძლიერებს. გარდა ამისა, 2011 წელს "რეკორდმაისტერმა" ალბათ ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა იტალიურ გუნდთან. 2010 წელს ლუი ვან გაალის გუნდმა ფინალი წააგო სანტიაგო ბერნაბეუზე ჟოზე მოურინიოს "ინტერთან", რომელიც აშკარად უკეთესი იყო. მომდევნო სეზონში კი "ბაიერნს" ეგრევე, მერვედფინალში მიეცა რევანშის აღების შანსი, თანაც შესუსტებულ მოქმედ ჩემპიონებთან, რომლებიც ჯუზეპე მეაცაზე დამსახურებულად დამარცხეს 1:0. ყველას ეგონა, რომ საქმე მომთავრებულია, მაგრამ მიუნხენში "ნერაძურიმ" ბოლომდე იბრძოლა. "ბაიერნმა" სწრაფი გოლი გადაიტანა, წინაც გავიდა, მაგრამ უესლი სნეიდერმა დააბრუნა თამაშში იტალიური კლუბი და გორან პანდევმა ბოლო წამებზე საკონტროლა გასროლა განახორციელა – 2:3 და "ინტერი" გავიდა მეოთხედფინალში, სადაც განადგურდა გელზენკინხენის "შალკესთან". თავადაც შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები...

 

ჯორჯო კიელინი – იუვეს დაცვის ბურჯი

გასაგებია, რომ ანდრეა ბარძალი ძალიან გამოცდილი და საიმედო, პოზიციურად იდეალური ცენტრალური მცველია, ლეონარდო ბონუჩი კი ასევე საიმედო და სტაბილური დამცველი, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია. ჯორჯო კიელინი "იუვენტუსის" დაცვის ნამდვილი ლიდერი და ფანტასტიკური მოთამაშეა. კიელინის არყოფნა შესამჩნევი იყო პირველ შეხვედრაში, როდესაც "ბაიერნმა" ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და საკმაოდ თავისუფლად ათამაშებდა ბურთს, ანხორციელებდა შეტევებს. კიელინის არყოფნით თითქოს დაირღვა წესრიგი დაცვის ცენტრში, რადგან მინდორზე არ იყო ხელმძღვანელი. ჯორჯო "ბებერი ქალბატონის" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და არა მხოლოდ მცველი. მისი ავტორიტეტი უდავოდ ძალიან დაეხმარებოდა "იუვეს", მაგრამ ვეტერანმა იტალიელმა ვერაფრით მოახერხა გამოჯანმრთელება. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი იმის ნათელი დასტურია, რომ კიელინი მზად არის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს თავისი გუნდისთვის. ასეთი ფეხბურთელი დააკლდება კვლავ "იუვენტუსს". "ბებერი ქალბატონის" დაცვა ჯორჯოსთან ერთად გაცილებით ძლიერი და საიმედოა, ვიდრე მის გარეშე. ეს უკვე ვიხილეთ პირველ შეხვედრაში, ასე რომ იხარონ მიუნხენელებმა.

 

კვლავ ცენტრალური მცველების გარეშე

ტურინის "იუვენტუსს" ჯორჯო კიელინი ვერ ეხმარება, მიუნხენის "ბაიერნს" კი მთელი დაცვის ხაზი გარდა ახლად გამოჯანმრთელებული მეჰდი ბენატიასი, რომელიც არ არის ოპტიმალურ ფორმაში. პეპ გვარდიოლა ნამდვილად უნიკალური მწვრთნელია. ამ ადამინს აქვს ნათამაშები ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე, ნომინალური საყრდენი ნახევარმცველის გარეშე და ახლა ცენტრალური მცველის გარეშე უწევს მოქმედება. ჟერომ ბოატენგი და ჰოლგერ ბადშტუბერი კვლავ ლაზარეთში არიან, ხავი მარტინესის გამოჯანმრთელებას კი არ დაადგა საშველი. პეპს სხვა გზა არ აქვს, ისევ ჯოშუა კიმიხის უნდა მიენდოს და მის გვერდით დავიდ ალაბა გაამწესოს. გვარდიოლა იძახის, რომ მისთვის პრიორიტეტულია ბუნდესლიგა, მაგრამ ის, რაც "დ.ბორუსიასთან" შეხვედრის შემდეგ მოხდა მასსა და კიმიხს შორის ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. პეპი მთელი სულითა და გულით აძლევდა მითითებებს ახალგაზრდა გერმანელს, რომელიც იმ შეხვედრაში თითქმის იდეალური იყო, მაგრამ პატარ–პატარა პოზიციური შეცდომების გამო მიიღო შენიშვნები, მაგრამ აუცილებელი და გულწრფელი. ჯოშუას საიმედო თამაში გვარდიოლასთვის უმნიშვნლოვანესია, რათა გააგრძელოს ბრძოლა მთავარი მიზნისკენ, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ტიტულია. ბუნებრივია, რომ 19 წლის გამოუცდელ საყრდენის დაცვის ცენტრში დაყენება ასეთ დონეზე დიდი რისკია, მაგრამ "ბაიერნს" ცენტრალური მცველი უბრალოდ არ ჰყავს. თუნდაც ბენატიას დაეყრდნოს პეპი, მაინც მოსალოდნელია, რომ მისი მეწყვილე კიმიხი იქნება და ალბა გადაინაცვლებს მარცხნივ. იტალიელებს ჯოშუას "იმედი" აქვთ.

 

პეპმა იცის რაც უნდა გააკეთოს

"რეკორდმაისტერის" ესპანელმა სპეციალისტმა რამდენიმე წლის წინ უკვე მოახერხა მასიმილიანო ალეგრის იტალიური გუნდის დამარცხება დაახლოებით მსგავს, კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში. 2011/12 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მოქმედი ჩემპიონი "ბარსა" დაუპირისპირდა საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ "მილანს", რომელსაც მაქსი ალეგრი ხელმძღვანელობდა. პირველი მატჩი სან–სიროზე უგოლოდ დასრულდა, რაც გაცილებით კომფორტული შედეგია მასპინძელი გუნდისთვის, ვიდრე 2:2. კამპ ნოუზე ჩასული "მილანი" მეორე ნომრად დადგა და საკმაოდ ბევრი პრობლემები შეუქმნა გვარდიოლას კოლექტივს. ის შეხვედრა ყველას დაამახოსვრდა ლეგენდარული ალესანდრო ნესტას ფენომენალური მოქმედებებით ლიონელ მესის წინააღმდეგ, მაგრამ "როსონერის" ფანებს უფრო მეტად ის საკამათო ეპიზოდი ახსოვთ, რომელსაც მოჰყვა გარდამტეხი პენალტი. პირველი ნახევრის მიწურულს მესიმ მეორე თერთმეტმეტრიანი შეუგდო "მილანს", წინ გაიყვანა თავისი გუნდი და მეორე ნახევრის დებიუტში ანდრეს ინიესტამ საბოლოოდ გატეხა იტალიური გრანდი – 3:1. ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, გვარდიოლას გუნდი ამჯერადაც ეცდება სწრაფი გოლის გატანას, რაც ამჯერად ორმაგად დაფასდება, რადგან საპასუხო ბურთი "იუვეს" მხრიდან არც ისე საშიშია "ბაიერნისთვის". პეპმა იცის როგორ უნდა დაამარცხოს ალეგრის დაცვითი ტაქტიკა, რაც მშვენიერი გამოცდილებაა მისთვის. იტალიელმა სპეციალისტმა პირველ შეხვედრაში ესპანელი დაჯაბნა მეორე ტაიმში, ამიტომ გვარდის ეძლევა რევანშის აღების შესაძლებლობა. "ბაიერნი" რა თქმა უნდა, დაიჭერს ბურთს და ეცდება რაც შეიძლება მალე გაიტანოს გოლი, რაც თავის დროზე წარმატებით გამოუვიდა პეპის "ბარსას".

 

იუვეს ნამდვილი ჯოჯოხეთი აქვს წარმატებით გამოვლილი

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში უკვე მოიპოვა ფანტასტიკური გამარჯვება გერმანიაში, სწორედ მერვედფინალურ სტადიაზე. "იუვენტუსმა" დორტმუნდის "ბორუსიას" პირველი თამაში 2:1 მოუგო ტურინში, რაც საკმაოდ სახიფათო შედეგად ითვლებოდა და "ყვითლების" წარმატების ბევრს სჯეროდა ვესტფალენზე. თუმცა, "ბიანკონერი" იდეალურად მოემზადა ამ საკმაოდ რთული შეხვერისთვის, რომელიც ჩაატარეს უმაღლეს დონეზე და 3:0 გაანადგურეს იურგენ კლოპის გუნდი. ამ დაპირისპირებას ნამდვილად არ აქვს არანაერი კავშირი დღევანდელ მატჩთან, მაგრამ "იუვენტუსმა" გერმანიაში ყველაზე რთულ სტადიონზე მოიპოვა გამარჯვება, სადაც ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ჯოჯოხეთური ატმოსფეროა. შესაბამისად, ალიანს არენას ასევე ფანტასტიკური, მაგრამ არც ისე გიჟური ატმოსფერო, "იუვენტუსისთვის" ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ისედაც, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სასიამოვნო გამოცდილება ტურინული გრანდისთვის, რომელსაც გერმანიაში თამაში ნამდვილად არ უჭირს. "იუვემ" ნამდვილად იცის რა უნდა მოიმოქმედოს გერმანული ფეხბურთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ "ბაიერნის" შემთხვევაში არც ისე მარტივადაა საქმე, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდი როდია მხოლოდ გერმანული ფეხბურთის ფასეულობებზე დაფუძნებული. 

 

ასეა თუ ისეა, ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია – მიუნხენში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გველოდება. ორივე გუნდს აქვს თავისი პატარ–პატარა უპირატესობები, მაგრამ ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება. "ბაიერნი" და "იუვენტუსი" იბრძოლებენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიისათვის, თავისი სტილით და შესაძლებლობების მაქსიმუმით. ნეიტრალურმა ქომაგებმა მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღონ, ამ ორი უნიკალური კლუბის გულშემატკივრები კი ბევრსაც ინერვიულებენ, მაგრამ ამის გარეშე ჩემპიონთა ლიგა წამოურდგენელია.

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458105976_untitled.jpg

რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე?

მწვანე ზონა
კომენტარები: 15470
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 27  Neymar Da Silva 11  
19 მარტი 2016 05:02
გილოცავთ ბაიერნის ქომაგებოოო

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=E_iUjOWuUc8
Olympique-Lyonnais
France
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 26  Papuu  
18 მარტი 2016 17:30
ციტატა: maclai200
მივლენ ეგენი მამიკოსთან მემგონია და ნახავ მერე wink

თუ გახვედით იქამდე

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 25  maclai200  
17 მარტი 2016 03:18
მივლენ ეგენი მამიკოსთან მემგონია და ნახავ მერე wink
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 24  Papuu  
17 მარტი 2016 02:56
ციტატა: maclai200
იღბალი მაინც ფაშისტების მხარეს იყო არ გაუმართლა იუეს

Igbali ras nishnavs ? Igbali iyo iniestam ro ushvela 2009 shi gunds . Igbali ki ar Erqva mogeba erqva. Bufons rac sheexeba me noieri mimachnia 21 e saukunis sauketeso mekared

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 8994
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 23  Oliver Kahn  
17 მარტი 2016 02:35
ციტატა: ulusa
გილოცავთ magadia bayern_m

გილოცავ ბაიერნის დაბრუნებას და იმედია არტურო ვიდალის ნაერი ყVერებიანი ბიჭები კიდევ ბევრი ეყოლება მიუნხენის ბაიერნს, აი ეს იყო ნამდვილი დრამა, ჩვენს სტილში მოვიგეთ

-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze
Bayern-Munich
Netherlands
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 22  maclai200  
17 მარტი 2016 02:30
იღბალი მაინც ფაშისტების მხარეს იყო არ გაუმართლა იუეს
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 21  Papuu  
17 მარტი 2016 02:18
ციტატა: maclai200
დაენზრა გესტაფოს ჰაი ჰიტლერ

ციტატა: maclai200
ნოიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავის კლასი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 618
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 20  ulusa  
17 მარტი 2016 02:17
გილოცავთ magadia bayern_m
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 19  JobaCh  
17 მარტი 2016 01:04
ციტატა: Papuu
კიმიხის და ალბას ბრალია ყველაფერი
და გვარდიოლასი

აი ეხლა მართლა სასწაულებს აკეთებენ ალაბა და კიმიხი

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 18  Papuu  
17 მარტი 2016 00:52
ციტატა: JobaCh
ციტატა: Papuu
ნოიერი რა შუაშია ალბამ დაღუპა გუნდი ორივეჯერ !
რაც შეეხება გვარდიოლას მაგის ჯიში მო ვ ტყ ან , ყველასთან წააგებია ბაიერნს აი ყველასთან მაგის ოჯახს შევთ ხარეეეეეეეეეეეეეე

აფსუს შვაინშტაიგერი

პირველ გოლში ნოიერის წვლილი ლომის იყო აშკარად , რა უნდოდა მანდ ვაბშე თავდამსხმელი მცველის უკან იდგა , აი მეორე გოლში კიდე მარტო ალაბა რა შუაშია როცა მორატამ იუვეს საჯარიმოდან დაიწყო და ყველა მოატყუა :დ , რახან იქ არ იყო არ ნიშნავს რო მაგის ბრალია , გუნდელებმა ვერ დააზღვიეს 3-4 კაცი გაიარა ალაბამდე მორატამ

კიმიხის და ალბას ბრალია ყველაფერი
და გვარდიოლასი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2862
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  JobaCh  
17 მარტი 2016 00:47
ციტატა: Papuu
ნოიერი რა შუაშია ალბამ დაღუპა გუნდი ორივეჯერ !
რაც შეეხება გვარდიოლას მაგის ჯიში მო ვ ტყ ან , ყველასთან წააგებია ბაიერნს აი ყველასთან მაგის ოჯახს შევთ ხარეეეეეეეეეეეეეე

აფსუს შვაინშტაიგერი

პირველ გოლში ნოიერის წვლილი ლომის იყო აშკარად , რა უნდოდა მანდ ვაბშე თავდამსხმელი მცველის უკან იდგა , აი მეორე გოლში კიდე მარტო ალაბა რა შუაშია როცა მორატამ იუვეს საჯარიმოდან დაიწყო და ყველა მოატყუა :დ , რახან იქ არ იყო არ ნიშნავს რო მაგის ბრალია , გუნდელებმა ვერ დააზღვიეს 3-4 კაცი გაიარა ალაბამდე მორატამ

-------------------------------------------------------------
Arsenal & Celta vigo
Arsenal
France
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 16  Papuu  
17 მარტი 2016 00:44
ციტატა: maclai200
ციტატა: Papuu
გვარდიოლა წადი !!
ამის ექსპერიმენტა დ.შ მეეეეეეეე
რას ვამბობდი 0:2 ahahaha ნოიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავის კლასი
ahahaha

ნოიერი რა შუაშია ალბამ დაღუპა გუნდი ორივეჯერ !
რაც შეეხება გვარდიოლას მაგის ჯიში მო ვ ტყ ან , ყველასთან წააგებია ბაიერნს აი ყველასთან მაგის ოჯახს შევთ ხარეეეეეეეეეეეეეე

აფსუს შვაინშტაიგერი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 15  maclai200  
17 მარტი 2016 00:39
ციტატა: Papuu
გვარდიოლა წადი !!
ამის ექსპერიმენტა დ.შ მეეეეეეეე
რას ვამბობდი 0:2 ahahaha ნოიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავის კლასი
ahahaha
Barcelona
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 14  Papuu  
17 მარტი 2016 00:35
ციტატა: Lionel_Messi_10
ციტატა: SCHWARZENEGGERA
ნოიერმა მესის ისეთი ჩაუატარა მთელი ცოხევრება ვერ გამოიძრობს მსოფლიო თAსი აახია მესი ვეღარასოდეს აიღებს მსოფლიო თასს

ახალი პაპუ გაიჩიტა ahahaha

მესის კი არა დაYლევებულ ჰიგუაინს და პალასიოს აახია ფეხებში რაზვალი რო აქვთ

ზუსტად მესის აახია და ის 4 ოქორს ბურთი ტრა კში გატენა
რისი მაქნისია ყველამ ვნახეთ
მესი პატარა ლეკვია ნაკრებში

გვარდიოლა შენ ოჯახში შე ვე ცი
მერე გამოვა სექტა და გვარდიოლას გაამართლებს
იმდენი გვარდიოლას დე დას შევთ ხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
გაასხი შენ ბარსელონაში შენ დე დას შე ვე ციიიიიიიიიიიიი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Papuu  
16 მარტი 2016 23:58
გვარდიოლა წადი !!
ამის ექსპერიმენტა დ.შ მეეეეეეეე

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 202
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 12  maclai200  
16 მარტი 2016 22:38
ზოგ ზოგიერთებს შეილება სასაცილოთ არ ეყოტ მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ იუვენტუსო გადის შემდეგ ეტაბზე დაენზრა ბაიერნს ahahaha juve

დაენზრა გესტაფოს ჰაი ჰიტლერ ahahaha
Barcelona
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  Lionel_Messi_10  
16 მარტი 2016 22:30
ციტატა: SCHWARZENEGGERA
ნოიერმა მესის ისეთი ჩაუატარა მთელი ცოხევრება ვერ გამოიძრობს მსოფლიო თAსი აახია მესი ვეღარასოდეს აიღებს მსოფლიო თასს

ახალი პაპუ გაიჩიტა ahahaha

მესის კი არა დაYლევებულ ჰიგუაინს და პალასიოს აახია ფეხებში რაზვალი რო აქვთ
Barcelona
Argentina
კომენტარები: 2828
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  SCHWARZENEGGERA  
16 მარტი 2016 22:16
ნოიერმა მესის ისეთი ჩაუატარა მთელი ცოხევრება ვერ გამოიძრობს მსოფლიო თAსი აახია მესი ვეღარასოდეს აიღებს მსოფლიო თასს

-------------------------------------------------------------
წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი,თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად dedaმიწაზე
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 8994
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Oliver Kahn  
16 მარტი 2016 19:24
ციტატა: Shakespeare1

დღევანდელ ფეხბურთში თუ ვინმეს არ ჭირდება მარკების აწევა რონალდო-მესის მერე პირველი ნოიერია და საერთოდ არაა ასეთი სერიოზული ეს თემა ნოიერსა და მესის ნამდვილად არ აქვთ ცუდი ურთიერთობა ამიტომ შეილება ხუმრობითაც მიმართა ტაკ შტო ნამდვილად ვერ გეტყვი გულში რა ედო მანუს :დ

-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze
Bayern-Munich
Netherlands
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  anfield 2  
16 მარტი 2016 19:09
განწირულია იუვე... განწირულია.. დიბალას არყოფნა კატასტროფაა

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi