Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

კოკუ: პსვ ყველა ასპექტში ძალიან კარგი იყო

16-03-2016
1 კომენტარი

"პსვ ეინდჰოვენის" მთავარი მწვრთნელი ფილიპ კოკუ ძალიან კმაყოფილია თავისი გუნდის ასპარეზობით ვისენტე კალდერონზე.

 

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიელებმა ნამდვილად შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და "ატლეტიკოს" სერიოზულად გაურთულეს ცხოვრება. საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც ცოტათი არ გაუმართლათ ეინდჰოვენელებს.

 

"გუნდი ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით დიდ წარმატებასთან. ისედაც დასანანია როდესაც ჩემპიონთა ლიგას რვა პენალტის შემდეგ ტოვებ.

 

ვფიქრობ, რომ თამაშის ყველა ასპექტში ძალიან კარგები ვიყავით, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. კარგი მომენტი გვქონდა, როდესაც ლოკადიამ ბურთი ძელს გაარტყა. ასეთი შანსები იშვიათად ეძლევათ გუნდებს. 

 

"ატლეტიკომ" ვერ შექმნა ბევრი მომენტი თუ გრიზმანის ეპიზოდს არ ჩავთვლით. ორივე გუნდმა ძალიან ორგანიზებულად ითამაშა. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან სამწუხაროა, რომ იერუნ ზუტმა ვერ დაიჭირა ბურთი საულის დარტყმის შემდეგ", – განაცხადა კოკუმ.

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458103887_2343364_w2.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
16 მარტი 2016 11:42
სგ კოკუ
იმასხურებდი მომდევნო ეტაპზე გასვლას

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi