Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

გუარდადო: პსვ ძალიან ახლოს იყო მეოთხედფინალთან

16-03-2016
0 კომენტარი

"პსვ ეინდჰოვენის" ცენტრალური ნახევარმცველი ანდრეას გუარდადო ძალიან იმედგაცრუებულია მადრიდის "ატლეტიკოსთან" დრამატული მარცხით პენალტების სერიაში.

 

ჰოლანდიაში დაფიქსირებული უგოლო ფრის შემდეგ, "პსვ–მ" შესანიშნავი თამაში აჩვენა ვისენტე კალდერონზე, ჰქონდა რეალური შანსებიც, მაგრამ ვერ გამოიყენა. საქმე მივიდა საფეხბურთო ლატარეამდე, სადაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა ნარსინმა – 7:8.

 

"სახლში უარყოფითი ემოციებით ვბრუნდებით, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასვლასთან და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მარცხს. თუმცა, გასახდელში ვუთხარით ერთმანეთს, რომ ასეთი თამაშით და თავდადებით მხოლოდ უნდა ვიამაყოთ. 

 

დაპირისპირების დაწყებამდე ძალიან ცოტას ეგონა, რომ რაიმე შანსი გვქონდა, მაგრამ "პსვ" ძალიან ახლოს იყო მეოთხედფინალთან. დავამტკიცეთ, რომ "ატლეტიკოს" დონის გუნდთან თანაბრად შეგვიძლია თამაში.

 

შეტევაში ცოტათი უფრო თამამად უნდა გვემოქმედა. "ატლეტიკოს" ვაძლევდით ბურთის ფლობის უფლებას, მაგრამ როდესაც თავად მოვიპოვებდით მას, ეგრევე ვამწვავებდით. მაქსიმალურად ვცდილობდით კონტრშეტევების გამოყენებას, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა უნდა მოვიგოთ ჰოლანდიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში მოვხვდეთ", – განაცხადა მექსიკელმა საყრდენმა.

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458128480_2342914_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi