Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: რომა Vs ინტერი

19-03-2016
1 კომენტარი

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 30–ე ტური დღეს დაიწყება. სერია ა–ს გუნდები გათავისუფლდნენ ევროტურნირებიდან და ახლა ეცდებიან საკუთარი მიზნების მიღწევას ჩემპიონატში. დღეს ორი თამაში გაიმართება, საიდანაც ერთი ტურის ცენტრალური შეხვედრაა. "რომა" და "ინტერი" მნიშვნელოვანი სამი ქულისათვის იბრძოლებენ დედაქალაქში.

 

რომა Vs ინტერი

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXX ტური

თარიღი: 23:45 საათი, 19 მარტი

სტადიონი: სტადიო ოლიმპიკო, რომი

მთავარი მსაჯი: 

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports

 

ლუჩიანო სპალეტის დაბრუნების შემდეგ რომაული კლუბი ფანტასტიკურად გამოიყურება და საგრძნობლად მოუმატა. გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ახალი იმპულსი შეიტანა გუნდში, რომელიც უდავოდ ძალიან კარგად ამოქმედდა. "რომამ" ზამთარში შესანიშნავი ტრანსფერები გააკეთა: ერვინ ზუკანოვიჩი, დიეგო პეროტი და სტეფან ელ შაარავი მშვენივრად მოერგნენ გუნდს. განსაკუთრებით კარგად გამოიყურება იტალიელი შემტევი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაშივე ეფექტური გოლი შეაგდო და ახლა "მგლების" ერთ–ერთი ლიდერია. ელიმ შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა იტალიის ჩემპიონატში. გარდა ამისა, საკმაოდ კარგად ათამაშდა დიეგო პეროტი. არგენტინელი ტექნიკური და გონიერი მოთამაშეა, რომელიც გარკვეულწილად გამთამაშებლის როლს ასრულებს და ძალიან კარგი იყო ორი კვირის წინ ჩატარებულ მნიშვნელოვან შეხვედრაში "ფიორენტინას" წინააღმდეგ. თუმცა, ახლა რომაელთა ნამდვილი გმირები მირალემ პიანიჩი და მოჰამედ სალაჰი არიან. ბოსნიელი ცენტრი "რომას" ტვინი და ხერხემალია, ეგვიპტელი შემტევი კი საოცრად ნაყოფიერი და მიმზიდველი. სალაჰმა ფენომენალური ფორმა აკრიფა, გააქვს ერთმანეთზე უკეთესი გოლები და ყოველ შეხვედრაში ძალიან სასარგებლოა გუნდისათვის. ბოლო ტურებში კარგი ფეხბურთი აჩვენა ედინ ჯეკომაც, რომელიც ასევე ძალიან კარგი იყო სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. "რომა" ორი მატჩის ჯამში 0:4 განადგურდა "სამეფო კლუბთან", მაგრამ ორივე შეხვედრაში ჰქონდა მომენტები და უფრო მეტს იმსახურებდა. სპალეტის გუნდმა იმ ორ მატჩში დაამტკიცა, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე იმყოფება და სწორად ვითარდება. ლუჩიანომ შეცვალა ტაქტიკა, "რომა" უფრო მრავალფეროვანი გახდა შეტევაში და გაცილებით უკეთ იყენებს ფლანგებს. "რეალთან" მარცხის შემდეგ "მგლებმა" "უდინეზე" დაამარცხეს სტუმრად 2:1 და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს სერია ა–ში. "რომა" 59 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "იუვენტუსს" რვა ქულით ჩამორჩება. რომაელები ისეთ ძლიერ ფეხბურთს აჩვენებენ, რომ იტალიაში ბევრმა საჩემპიონო რბოლაში დააბრუნა "რომა". ამის შანსები ნამდვილად ძალიან მცირეა, მაგრამ სპალეტიმ ნამდვილად დაატყო თავისი ხელი გუნდს. ასეთ ფორმაში მყოფი "რომას" შეჩერება ნამდვილად რთული იქნება, თანაც ახლა დედაქალაქელები მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატზე ფიქრობენ. სავარაუდოდ, სპალეტი და მისი გუნდი ეცდება, რომ შეინარჩუნოს ეს პოზიცია, უკეთეს შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი საგზური მოიპოვოს. "რომას" დღეს აქვს იდეალური შანსი იმისათვის, რომ "ერთი კუდი" ჩამოიჭრას მილანის "ინტერის" სახით. გუნდს მხოლოდ ნორბერტ გიომბერი ვერ ეხმარება, რაც არანაერი პრობლემა არ არის.

 

2016 წლის საშინელი სტარტის შემდეგ მილანურმა გრანდმა მოუმატა და ნელ–ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. მიუხედავად ამისა, "ინტერმა" წააგო ორი მნიშვნელოვანი დაპირისპირება "ფიორენტინასა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ, რაც გუნდზე ნამდვილად ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა, ტურინში მარცხის შემდეგ "ინტერმა" ზედიზედ ორი თამაში მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში. "ნერაძურიმ" ორივე თამაში ჯუზეპე მეაცაზე მოიგო, შესაბამისად 3:1 "პალერმოსთან" და 2:1 "ბოლონიასთან". თუ პირველ შემთხვევაში "ინტერს" არ გაუჭირდა, გასულ უქმეებზე მილანელებმა სერიოზული ბრძოლა გადაიტანეს და დაკარგეს კაპიტანი მაურო იკარდი. არგენტინელმა ფორვარდმა კუნთი დაიჭიმა და ბევრი მკითხაობის შემდეგ საბოლოოდ გამოტოვებს დღევანდელ მატჩს. გარდა ამისა, კვლავ ტრავმირებულია "ინტერის" ჩერნოგორიელი ფორვარდი სტევან იოვეტიჩი, ამიტომ რობერტო მანჩინის აღარ რჩება ალტერნატივა. ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გამოცდილი ედერი იმოქმედებს, რომელიც ჯერჯერობით არ არის ფორმაში. ედერის წინ აწევა გამოიწვევს იმას, რომ ნახევარდაცვის შეტევით ხაზს შეავსებს ახალგაზრდა და ტექნიკური ფრანგი ჯონათან ბიაბიანი. წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო ამ სეზონში როდრიგო პალასიომ და ისიც ტოვებს ამ შეხვედრას. ახლა "ინტერის" მთავარი იმედები ბალკანელები არიან: მარსელო ბროზოვიჩი, ივან პერიშიჩი და ადამ ლიაიჩი. ეს ორი შემტევი ნახევარმცველი უდავოდ ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ლიაიჩს მანჩინი მაინც აკრიტიკებს, მოუწოდებს სტაბილურობისაკენ. სავარაუდოდ, დღეს ძირითადში იქნება კოლუმბიელი ცენტრალური მცველი ჯეისონ მურილიო, რომელიც წინა ტურში სათადარიგო სკამზე მოხვდა. "ინტერმა" მიმდინარე სეზონში ნამდვილად დამაიმედებელი სტარტი აიღო, მაგრამ მეორე წრის ცუდმა სტარტმა ნამდვილად გააფუჭა ეს ეფექტი. მანჩინის გუნდი უკვე მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა 54 ქულით და თუ დღესაც წააგებს "რომასთან", მაშინ მესამე ადგილს რვა ქულით დაშორდება, რაც საკმაოდ სერიოზული ჩამორჩენაა. შესაბამისად, თუ იტალიელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა სურს, დღეს უნდა იფიქროს გამარჯვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძურის" საკადრო პრობლემები აქვს, თანაც საკმაოდ სერიოზული და თანაც შეტევაში, "შავ–ლურჯები" მაინც ბოლომდე იბრძოლებენ.

 

"რომა" და "ინტერი" ეცდებიან, რომ შემოგვთავაზონ დიდებული საფეხბურთო სანახაობა. ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება დღეს სამი ქულის მოპოვება, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა ორმაგად აძლიერებს მოგების ფასს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რომა: შესნი – ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე – ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი – ელ შაარავი, სალაჰი, პეროტი.

 

ინტერი: ჰანდანოვიჩი – დ'ამბროზიო, მურილიო, მირანდა, ნაგატომო – მედელი, ბროზოვიჩი – ბიაბიანი, ლიაიჩი, პერიშიჩი – ედერი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "რომამ" 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ რვა მატჩის მოგება იტალიის ჩემპიონატში.
  • ამ ბრწყინვალე პერიოდის დროს "მგლებმა" 24 გოლის გატანა მოახერხეს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია – მატჩში საშუალოდ სამი ბურთი.
  • დედაქალაქურ კლუბს საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული სერია ა–ში (10მ, 3ფ).
  • "ინტერს" ზედიზედ ხუთი გასვლითი თამაში არ მოუგია ეროვნულ ჩემპიონატში (2ფ და 3წ).
  • მილანურმა კლუბმა აქამდე ცხრა თამაში ჩაატარა შვიდეულის გუნდებთან, საიდანაც მხოლოდ ორი მოიგო, აქედან ერთი "რომასთან" პირველ წრეში და ექვსი წააგო.
  • ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება ჯუზეპე მეაცაზე სერია ა–ში "ინტერმა" მოიგო, თანაც მანჩინის "ინტერმა". მანამდე კი "მგლები" ამ სტადიონზე ოთხი სეზონი არ მარცხდებოდნენ.
  • ლუჩიანო სპალეტისა და რობერტო მანჩინის დაპირისპირებები 16 თამაშს ითვლის. რობერტოს "ინტერმა" აქედან ექვსი მოიგო, ხუთჯერ იმარჯვეს რომაელებმა და ხუთი მატჩი ფრედ დასრულდა.
  • კონკრეტულად სერია ა–ში გამართული ექვსი შეხვედრიდან "ნერაძურიმ" ორი მოიგო, ორიც "რომამ" და ორი ფრედ დასრულდა.

 

იტალიის სერია ა–ს საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 გონსალო იგუაინი ნაპოლი

27

3
2 პაოლო დიბალა იუვენტუსი 

14

3
3 კარლოს ბაკა მილანი 13 1
4 ედერი ინტერი 12 3
5 მაურო იკარდი ინტერი 12 0

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458374046_as-roma-inter-milan-21-01-2013.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
19 მარტი 2016 14:38
ეს თამაში X2 ავიღე .
ვაფშე ინტერმა არ მოიგოს :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi