Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: მანჩესტერ სიტი Vs მანჩესტერ იუნაიტედი

20-03-2016
19 კომენტარი

დღეს ინგლისურ ფეხბურთში დიდი დღეა – მანჩესტერული დერბის დღეა, როდესაც ქალაქი ორ ნაწილად იყოფა: ცის და სისხლის ფერად, გამარჯვებული კი ამჯერად ეტიჰადზე გამოვლინდება "ცისფრების" მცირე უპირატესობის ფონზე. ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის და უბრალოდ ეს მანჩესტერული დერბია, რომელიც მუდამ საინტერესოა და მნიშვნელოვანი.

 

მანჩესტერ სიტი Vs მანჩესტერ იუნაიტედი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXI ტური

თარიღი: 20:00 საათი, 20 მარტი

სტადიონი: ეტიჰადი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD1

 

"მანჩესტერ სიტიმ" უკვე დაკარგა ჩემპიონობის შანსები და ახლა იბრძვის იმისათვის, რომ საერთოდ ოთხეულს მიღმა არ დარჩეს. თუმცა, მანუელ პელეგრინის გუნდი უდავოდ კარგ განწყობაზეა. პირველ რიგში, გუნდმა მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტორია. გარდა ამისა, "მან.სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მაგრამ ამ შუაკვირას საკმაოდ უღიმღამო თამაში აჩვენა საკუთარ კედლებში კიევის "დინამოსთან". შესაძლოა, მანჩესტერელებმა იფიქრეს საქმე მომთავრებული გვაქვს და დროა ვიფიქროთ დერბიზეო, მაშინ მოვიდა დერბის დღეც და აბა ვნახოთ...ლიგის თასის მოგების შემდეგ, "მან.სიტიმ" პრემიერ ლიგაში ჩაატარა "ლივერპულთან" მატჩი და ენფილდზე განადგურდა – 0:3. ამას მოჰყვა "ასტონ ვილას" განადგურება შინ რაც დიდი საქმე ნამდვილად არ არის და წინა ტურში "სიტიმ" კვლავ დაკარგა ქულები, თანაც სტუმრად აუტსაიდერ "ნორვიჩთან". ბოლო ორი თამაში პელეგრინის გუნდმა ძალიან სუსტად ჩაატარა, უჩვეულოდ ცოტა მომენტი შექმნა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან პელეგრინის გუნდმა ზედიზედ ორი უგოლო ფრე როდის ითამაშა ბოლოს ნამდვილად რთული გასახსენებელია. ახლა "მან.სიტი" 51 ქულით მეოთხე ადგილზეა და გუშინ გადაურჩა ამ პოზიციის დაკარგვას. მათ საბედნიეროდ "ვესტ ჰემმა" დაკარგა უპირატესობა სტემფორდზე და ვერ მოიგო. შესაბამისად, თუ "ცისფრები" დღეს სამ ქულას აიღებენ მკვეთრად გაიმუჯობესებენ მდგომარეობას ცხრილში და ფაქტიურად ჩამოიშორებენ "მან.იუნაიტედს", რომელიც ახლა ოთხი ქულით უკანაა. "მანჩესტერ სიტიმ" სამშაბათს კიდევ ერთხელ დაკარგა კაპიტანი ვინსენ კომპანი. ბელგიელს კუნთის ტრავმა ტანჯავს და კვლავ მოუწევს დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პელეგრინის კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს დაცვაში. საბედნიეროდ, ნიკოლას ოტამენდის დაზიანება არ აღმოჩნდა სერიოზული და არგენტინელი დღეს ძირითადში იქნება. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ეხმარებიან თავის გუნდს ფაბიან დელფი და რაც მთავარია კევინ დე ბრუნი. ბელგიელის დამტვრევის შემდეგ, "სიტის" შეტევითი პოტენციალი მკვეთრად დაეცა, რაც პირველ რიგში, დავიდ სილვას პასიურობის ბრალია. ესპანელი გამთამაშებელი აშკარად ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში. ამ ეტაპზე "სიტის" ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალბათ ბრაზილიელი საყრდენი ფერნანდინიოა, რომელიც ლიგის თასის ფინალშიც ძალიან კარგი იყო და საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს მინდორზე. გარდა ამისა, ნელ–ნელა უმატებს ია ია ტურე და მისი კარგი ფორმა ყოველთვის უპირატესობაა "მან.სიტისთვის". თუმცა, დღეს ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სერხიო აგუეროზე, რომელიც დაბრუნების შემდეგ მხოლოდ სუსტ გუნდებს უტანს. დროა არგენტინელმა საუკეთესო ფორმა აკრიფოს, რადგან "სიტის" სეზონის თამაშები ელოდება აპრილის დასაწყისში "პსჟ–სთან" და დრო ბევრი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელთა შეტევითი ხაზი ძალიან საშიშად გამოიყურება, სინამდვილეში არც სტერლინგი, არც სილვა, არც ნავასი, არც ტურე და არც აგუერო არ იმყოფებიან იდეალურ ფორმაში. ეს კი აისახება გუნდის შედეგებზე და პირველ რიგში თამაშზე. დროა მანუელ პელეგრინიმ გამოასწოროს რაღაც და დერბი ამისათვის საუკეთესო მომენტია.

 

კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში იმყოფება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ადამიანი "ფანტაზია" ხელმძღვანელობს. ლუი ვან გაალი კრიტიკულ სიტუაციაში აბსოლუტურად წყდება რეალობას და ქმნის თავის სამყაროს, სადაც "მან.იუნაიტედი" თითქმის ყველა თამაშში კარგია, ქმნის ბევრ მომენტს, მაგრამ გუნდზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მოსამზადებლად აქვთ ცოტა დრო. ჟურნალისტებისთვის ჰოლანდიელთან ურთიერთობა ალბათ სახალისოა, მაგრამ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ნამდვილად ვერ იქნებიან კმაყოფილნი. თუმცა, ვან გაალი მაინც ვან გაალი, დიდებული სპეციალისტია და იცის საჭირო, მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება. ბოლო ოთხი მატჩიდან სხვადასხვა ტურნირზე "იუნაიტედმა" ვერცერთი ვერ მოიგო. პრემიერ ლიგაში სენსაციურად დამარცხდა "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად და იმ შეხვედრის მერე ვან გაალმა ისეთი კომენტარი გააკეთა ხუან მატას გაძევებაზე, რომ ყველა გააოცა და თანაც ცოტათი გაამხიარულა. ამას მოჰყვა ევროპის ლიგიდან გამოვარდნა, თანაც სრულიად დამსახურებულად წააგო "ლივერპულთან" მანჩესტერულმა გრანდმა და ფრედ "ვესტ ჰემთან" ასოციაციის თასის მეოთხედფინალში. მანკუნიანელები მუდამ თავად ირთულებენ საქმეს და უკვე მარკუს რეშფორდიც ვეღარ შველის საქმეს. კარგი იქნებოდა, რომ ვან გაალმა ყოველი ახალი კვირა დაიწყოს რომელიმე ახალი ტალანტის გამოჩენით. ჯერ მარსიალის დებიუტი იყო შთამბეჭდავი, შემდეგ რეშფორდის და ახლაც ასეთი ვინმეა საჭიროა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი აღარ არის დარჩენილი. ამ ეტაპზე "მან.იუნაიტედს" აკლია სტაბილურობა, ორგანიზებულობა და თავდაჯერება. ერთადერთი ენტონი მარსიალია ძალიან კარგი, რომელიც ბევრს შრომობს, ქმნის და რაც ყველაზე მთავარია, მთელ გულსა და სულს დებს მინდორზე. საკმაოდ ბევრს ცდილობს ჯესი ლინგარდიც, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის ბოლო შეხვედრებში. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი გერმანელი საყრდენი ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ ის რამდენად კარგ ფორმაშია, ამის თქმა ძალიან რთულია. ვან გაალს კვლავ ბევრი პრობლემა აქვს დაცვაში, რადგან ფილ ჯონსი, ლუკ შოუ, ეშლი იანგი და უეინ რუნი ისევ ტრავმირებულნი არიან. საინტერესოა როგორ დააკომპლექტებს ნახევარადცვის ცენტრს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ბოლო პერიოდში ის იშვიათად ენდობა მორგან შნეიდერლინს, მაგრამ ფრანგი საყრდენი მარუან ფელაინს მაინც ჯობია. სათუთია ანდერ ერერას მდგომარეობა, არადა ესპანელი ალბათ ყველაზე კარგ ფორმაშია ახლა. ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვან გაალი, რომლისთვისაც ეს დერბი შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთადერთი შანსი, რომ მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე არის – ოთხეული, დღეს მარცხი კი შვიდი ქულით დააშორებს "წითელ ეშმაკებს" მიზნამდე, რაც საკმაოდ სერიოზული ჩამორჩენა იქნება. შესაბამისად, "წითლები" დღეს იბრძოლობენ ისე, როგორც არასდროს.

 

ეტიჰადზე სუპერდერბის მოლოდინში ვართ, რომელიც წესით სანახაობრივი და ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს. ოლდ ტრაფორდზე უგოლო ფრის შემდეგ ახლა დროა ვიხილოთ ნამდვილი ზეიმი ეტიჰადზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – სანია, ოტამენდი, დემიჩელისი, კოლაროვი – ფერნანდო, ფერნანდინიო – სილვა, ტურე, სტერლინგი – აგუერო.

 

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა – დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო – ფელაინი, შვაინშტაიგერი – ლინგარდი, მატა, მარსიალი – რეშფორდი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • სერხიო კუნ აგუერომ შვიდ მანჩესტერულ დერბიში შვიდი გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო რვა გასვლითი მატჩიდან, ინგლისის ჩემპიონატში, მხოლოდ ერთი მოიგო (1მ, 3ფ და 4წ).
  • ბოლო ექვსი მანჩესტერული დერბიდან, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ოთხი მოიგო "სიტიმ" და მხოლოდ ერთი "იუნაიტედმა".
  • აგუეროზე მეტი გოლი "წითელი ეშმაკების" კარში პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს გატანილი (ლეს ფერდინანდი, ტიერი ანრი, სტივენ ჯერარდი და რობი ვაულერი – რვა; ალან შირერი – ათი).
  • აგუეროს ერთი გოლი სჭირდება იმისათვის, რომ მანჩესტერული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ უეინ რუნის დაეწიოს. თუმცა, რუნის 16 დერბი დასჭირდა რვა გოლის გასატანად, ხოლო არგენტინელმა შესაძლოა ეს რვა შეხვედრაში მოახერხოს.
  • ეტიჰადზე აგუერომ ბოლო რვა შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა, პრემიერ ლიგის ეგიდით.
  • მანუელ პელეგრინი შესაძლოა გახდეს "მან.სიტის" ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც პრემიერ ლიგაში მოიგებს ოთხ მანჩესტერულ დერბის. მთლიანად ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში კი, ბოლო "სიტის" თავკაცი, რომელმაც მოიგო ოთხი დერბი ჯოი მერკერი იყო, რომელმაც ეს 1970 წელს გააკეთა.

 

წინასამატჩო კომენტარები:

მანუელ პელეგრინი: "არ არის ჩემი საქმე და არ ვარ ვალდებული ვიცოდე რა ხდება "მან.იუნაიტედის" თავს, მის მწვრთნელსა და ფანებს შორის. ერთი რამ ვიცი ზუსტად – გველოდება მატჩი ძლიერ გუნდთან, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს იქნება ექვსქულიანი დაპირისპირება, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ამ დერბის შემდეგ კიდევ 21 ქულაა სასწორზე".

 

ლუი ვან გაალი: ""მან.სიტისა და "მან.იუნაიტედს" შორის უკვე არის სხვაობა. გარდა ამისა, ჩვენს შორისაა "ვესტ ჰემი", რომელიც გვისწრებს. ასე, რომ საქმე მხოლოდ ქალაქელებს არ ეხებათ. შვიდი ქულა – ნამეტანი იქნება. სინამდვილეში, ჩვენი მიზანი მესამე ადგილის დაკავებაა, რადგან გასულ სეზონში მეოთხეები ვიყავით და გვინდა, რომ ყოველწლიურად მოვუმატოთ. თუმცა, ჯერ ვერ ვართ ახლოს მიზანთან, რადგან რაღაც–რაღაც ფაქტორები გვიშლიან ხელს".

 

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 ჯეიმი ვარდი ლესტერი 19 4
2 ჰარი კეინი ტოტენჰემი 19 5
3 რომელუ ლუკაკუ ევერტონი 18 1
4 რიად მაჰრეზი ლესტერი 16 4
5 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 16 1

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458457539_previu-manchester-siti-vs-manchester-iunaitedi.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 19  SOAD  
21 მარტი 2016 10:52
ციტატა: Papuu
Soad :D ar gekadreba stajian iuzers sxvebis shecdomashi sheyvana :D

ერთხელ გავაკეთე პროგნოზი საჯაროდ angry ბაზარი არაა ასეთი სიტი რო პსჟს გაცდეს ფეხბურთის სირცხვილი იქნება . პროსტა პელეგრინზე საზიზღარი მწვრთნელის დდვატირე :(( 1იქს მეწერა და თავს ვიმხნევებდი არ შემარჩინოთ :(((
Barcelona
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 18  Scholes  
21 მარტი 2016 00:51
გვაარდიოლას ბალელშიკობენ თორე სიტი კიდიათ ამათ

გვარდიოლა რო ჩაიბარებს გუნდს რომელიჩ ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება მერე ნახე შენ ahahaha
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 17  Papuu  
21 მარტი 2016 00:26
Prognozistebo sad xart city aseo da iseo :D gamoucdeli da fexburshi naklebad gatvitcnobierebuli tu chhamowerda man ius ddddd barcas fanbebi eqspertobashiiiii 0

Soad :D ar gekadreba stajian iuzers sxvebis shecdomashi sheyvana :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 16  Scholes  
21 მარტი 2016 00:12
ციტატა: Lionel_Messi_10
იმედია იუნაიტედი მწარედ წააგებს და ევროპაზეც ვერ გავა liv

ციტატა: anfield 2
ციტატა: Scholes
ხოო და სულ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ითამაშონ ესპანეთიდან? ahahaha

მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია
აგუერო დუბლს დადებს

ციტატა: SOAD
სიტი იგებს

ციტატა: SOAD
სიტი იგებს

სად ხართ პროგნოზისტებო? ahahaha
ციტატა: anfield 2
პაპუს და სქოულზს
ახალგაზრდებო მე კონკრეტულ თამაშს შევეხე და თქვენ რა დღეში გქონიათ ნერვები წლის გამარჯვების აღნიშვნასავით მოგივიდათ ეხლა თქვენ..დდდდდ

ააა დღევანდელ მატჩს შეეხე? მერე? ahahaha
Manchester-United
Norway
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 15  Scholes  
20 მარტი 2016 22:35
ციტატა: Papuu
ციტატა: Scholes
ციტატა: Papuu
კლოპი რა შუაშია გუნდია თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! :დ

ბაზარი არაა პროსტა კლოპიც ლივერპულის ნაწილია :D ადრე მევასებოდა ლივერპულამდე ისედაც დორტმუნდი მევასება მაგრად ამოროსო მევასებოდა ფორმაც მაქვს :D ამათმა არც იციან ალბათ ვინარის და მერე ფუტბოლზე დაგიწყებენ კამათს :D

სადარიან ჩვენი ექსპერტები დღევანდელ მაჩზე? ლივერპულია ეხლა ფარჩაკი თუ ეშმაკები?დააბრუნეთ ბალოტელი. იტალიაში არ იცოდნენ ბალოტელი ცოცხალია თუ არა და ამათმა იყიდეს ahahaha მარა სუარესის შემცვლელი უნდოდათ და აბა სხვა ვინ ეყიდათ ahahaha ან ვინ გადმოვიდოდა ahahaha

101 პროცენტიანი ხარ ყველაფერში
გარდა ამისა რა ბალოტელი და სუარესი
სუარესი მარტო ლივერპულის და ბარსელონას ფანების ფავორიტია
ნეიტრალურ გულშემატკივარს სუარესი რატო უნდა გესიმპათიურებოდეს
მე სუარესს პატივს არ ვცემ


პატივს კი არა მაგის დდდდეეეედდდისს სიყვარული მტყნ
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 14  Papuu  
20 მარტი 2016 22:26
ციტატა: Scholes
ციტატა: Papuu
კლოპი რა შუაშია გუნდია თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! :დ

ბაზარი არაა პროსტა კლოპიც ლივერპულის ნაწილია :D ადრე მევასებოდა ლივერპულამდე ისედაც დორტმუნდი მევასება მაგრად ამოროსო მევასებოდა ფორმაც მაქვს :D ამათმა არც იციან ალბათ ვინარის და მერე ფუტბოლზე დაგიწყებენ კამათს :D

სადარიან ჩვენი ექსპერტები დღევანდელ მაჩზე? ლივერპულია ეხლა ფარჩაკი თუ ეშმაკები?დააბრუნეთ ბალოტელი. იტალიაში არ იცოდნენ ბალოტელი ცოცხალია თუ არა და ამათმა იყიდეს ahahaha მარა სუარესის შემცვლელი უნდოდათ და აბა სხვა ვინ ეყიდათ ahahaha ან ვინ გადმოვიდოდა ahahaha

101 პროცენტიანი ხარ ყველაფერში
გარდა ამისა რა ბალოტელი და სუარესი
სუარესი მარტო ლივერპულის და ბარსელონას ფანების ფავორიტია
ნეიტრალურ გულშემატკივარს სუარესი რატო უნდა გესიმპათიურებოდეს
მე სუარესს პატივს არ ვცემ

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Scholes  
20 მარტი 2016 22:15
ციტატა: Papuu
კლოპი რა შუაშია გუნდია თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! :დ

ბაზარი არაა პროსტა კლოპიც ლივერპულის ნაწილია :D ადრე მევასებოდა ლივერპულამდე ისედაც დორტმუნდი მევასება მაგრად ამოროსო მევასებოდა ფორმაც მაქვს :D ამათმა არც იციან ალბათ ვინარის და მერე ფუტბოლზე დაგიწყებენ კამათს :D

სადარიან ჩვენი ექსპერტები დღევანდელ მაჩზე? ლივერპულია ეხლა ფარჩაკი თუ ეშმაკები?დააბრუნეთ ბალოტელი. იტალიაში არ იცოდნენ ბალოტელი ცოცხალია თუ არა და ამათმა იყიდეს ahahaha მარა სუარესის შემცვლელი უნდოდათ და აბა სხვა ვინ ეყიდათ ahahaha ან ვინ გადმოვიდოდა ahahaha
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 12  Papuu  
20 მარტი 2016 20:32
ციტატა: Scholes
მაგარია ლუი აბა რაარის ეგ პროსტა ბავშვებმა არიციან. ის მანჩესტერის ბალელშიკები კიდე გვარდიოლა როუნდოდათ ერთი ორითვისწინ სანამ სიტიზე გაიასნდა wink ეგენიც რონალდოს დროინდელი მანჩესტერის ბალელშიკები არიან

ხოო ეხლა მე იმენნად ლუის იმედი მაქვს თორე გუნდში ბარდაკია. ამშემადგენლობიდან ორიწლისწინ კერიკი რუნი და დეგეაიკვნენ მარტო მემგონი დანარჩენი სულ ახლები არიან

სწრაფი გოლი მინდა და გაუგორებენ მერე

ციტატა: anfield 2
მაგრამ მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია


ლივერპულს ვუყურებდი ეხლამორჩა ahahaha აი ვინ არის ფარჩაკი 2-0 დან 20 წუთში ahahaha
კლოპმა-შკრტელმა წააგეს ეს თამაში მაგარი ზამენა გააკეთა 2-0ს ვიგებთო და მოდი შკრტელს შემოვუშვებ ცოთა გახურდებაო და ტიპმა პენალი აიკიდა :D გადარჩნენ გაიმაზა :D და მერე მაინც 2 გოლი თავის შეცდომით გაატანინა ahahaha ahahaha ahahaha კომენტატორი კაიფობდა კლოპმა იცის თამაშების შემოტრიალება ოღონდ ორივემხრიდანო ahahaha ahahaha ahahaha ahahaha შეიძლება გუნდი ცუდფორმაში იყოს მარა ბანძი არ უნდა იყოს

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

კლოპი რა შუაშია გუნდია თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! :დ

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 11  Scholes  
20 მარტი 2016 19:37
მაგარია ლუი აბა რაარის ეგ პროსტა ბავშვებმა არიციან. ის მანჩესტერის ბალელშიკები კიდე გვარდიოლა როუნდოდათ ერთი ორითვისწინ სანამ სიტიზე გაიასნდა wink ეგენიც რონალდოს დროინდელი მანჩესტერის ბალელშიკები არიან

ხოო ეხლა მე იმენნად ლუის იმედი მაქვს თორე გუნდში ბარდაკია. ამშემადგენლობიდან ორიწლისწინ კერიკი რუნი და დეგეაიკვნენ მარტო მემგონი დანარჩენი სულ ახლები არიან

სწრაფი გოლი მინდა და გაუგორებენ მერე

ციტატა: anfield 2
მაგრამ მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია


ლივერპულს ვუყურებდი ეხლამორჩა ahahaha აი ვინ არის ფარჩაკი 2-0 დან 20 წუთში ahahaha
კლოპმა-შკრტელმა წააგეს ეს თამაში მაგარი ზამენა გააკეთა 2-0ს ვიგებთო და მოდი შკრტელს შემოვუშვებ ცოთა გახურდებაო და ტიპმა პენალი აიკიდა :D გადარჩნენ გაიმაზა :D და მერე მაინც 2 გოლი თავის შეცდომით გაატანინა ahahaha ahahaha ahahaha კომენტატორი კაიფობდა კლოპმა იცის თამაშების შემოტრიალება ოღონდ ორივემხრიდანო ahahaha ahahaha ahahaha ahahaha შეიძლება გუნდი ცუდფორმაში იყოს მარა ბანძი არ უნდა იყოს
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 10  Papuu  
20 მარტი 2016 18:09
ციტატა: Scholes
აუ დღეს ვანგაალის კლასის იმედზე ვარ ასობნიაკია და შეიძლება შეუსრულოს ცისფერებს

შეილება
რომც წააგოს რა ? :D
ვან გაალი ყოვლისშემძლე ხო არაა?
მთლიანად შეცვლილი მანჩესტერი აბსოლიტურად განსხვავებული სტილით ახალი ფეხბურთელები
ეს გასაგებია
მარა 1992 წლიდან წარუმატებლობა მაგის ბრალი ნამვდილად არარის :დ

ეგ არის ლუზერპულობა ;დ

ჯერარდობა :დ

გუნდს რო მოცილდა გუნდმა ამოისუნთქა :D

რომც წააგოს მანჩესტერმა ეგ არაფერი
მომავალ წელსაც თუ ვერ დალაგდნენ მაშინ რავი ........
ვან გაალი კიდე მაგარი მწვრთნელია

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 9  Scholes  
20 მარტი 2016 17:25
ციტატა: Papuu
კაი რა ლივერპული ? :დ
ჯერ მილანი იმის მერე არ მევასება რაც 3-3 დაამთავრეს და ლიგა დათმეს ღლეებმა
და მერე ჯერარდის ფენომენი :D
რა ჯერარდი
ყველაზე წარუმატებელი ფიგურა ნაკრებისთვის და გუნდისთვის რომელიც გუნდის წარუმატებულობაში ყველაზე დიდ წვლილს დებდა :D


ბალოტელი? ahahaha ahahaha ahahaha

აუ დღეს ვანგაალის კლასის იმედზე ვარ ასობნიაკია და შეიძლება შეუსრულოს ცისფერებს
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  Papuu  
20 მარტი 2016 16:50
კაი რა ლივერპული ? :დ
ჯერ მილანი იმის მერე არ მევასება რაც 3-3 დაამთავრეს და ლიგა დათმეს ღლეებმა
და მერე ჯერარდის ფენომენი :D
რა ჯერარდი
ყველაზე წარუმატებელი ფიგურა ნაკრებისთვის და გუნდისთვის რომელიც გუნდის წარუმატებულობაში ყველაზე დიდ წვლილს დებდა :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  anfield 2  
20 მარტი 2016 16:40
პაპუს და სქოულზს
ახალგაზრდებო მე კონკრეტულ თამაშს შევეხე და თქვენ რა დღეში გქონიათ ნერვები.. მანჩესტერი ფარჩაკია წელს და რა ვქნათ ყველა უგებს ვისაც არ ეზარება.. ისტორია არაფერ შუაშია დღევანდელ თამაშთან.. 81 წლის გამარჯვების აღნიშვნასავით მოგივიდათ ეხლა თქვენ..დდდდდ

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  Scholes  
20 მარტი 2016 16:31
ციტატა: anfield 2
ციტატა: Scholes
ხოო და სულ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ითამაშონ ესპანეთიდან? ahahaha

ესპანელები რო ბოლო წლებია დაფრინავენ იმიტომაც არიან სადაც არიან და ღირსებიც არიან შშენ გინდა ლგბტ უძახე გინდა პორნოგრაფია..
სიტი დიდი ვერაფერია, მაგრამ მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია
აგუერო დუბლს დადებს


მანჩესტერს 3 წლიანი ჩავარდნა აქვს და ლივერპული უკვე თითქმის 30 წელია ფარჩაკია
აი ამ 26 წლის განმავლობაში არცერთხელ რომ არ მოუგია ეს ტურნირი შხედე ეხლა ჩამონათვალს კლაიტონ ბლეკმორი, დიონ დუბლინი, დარენ ფერგუსუნი , მაიკ ფელანი , კრუიფი , პობორსკი , მარკ ბოსნიჩი, ლუკ ჩადვიკი , ლორან ბლანი , როი ქეროლი , ფორლანი დიეგო , ნუ ეხლა ნისტელროი , ხუან სებასტიან ვერონი, გაბრიელ ჰეინცე, რიჩარდსონი , ჰენრიკ ლარსონი , ალან სმიტი , ოუვენ ჰარგრევზი , ხერარდ პიკე :D ფაბიო , გიბსონი და რაცმთავარია თქვენი ლეგენდა მაიკლ ოუვენი საბანძეთში ვერაფერი ქნა და მერე ჩვენ მოვაგებინეთ ahahaha აი ამათ აქვთ მოგებული თითოჯერ ესენი ცალკეული ფუტბალისტები არიან და შენს გუნდზე მეტი აქვთ ahahaha და ფარჩაკობაზე ცოტა უხერხულია ლივერპულელისგან ბოლობოლო მანჩესტერმა სულეხლახანს 2012 ში მოიგო ბოლოს და ლივერპულმა 1990 ანუ წინა საუკუნეში ahahaha დაჟე მემგონი ლესტერიც კი ხდება ჩემპიონი და თქვენ ისევ იმდღეში ხართ. ahahaha მანჩესტერისთვის ახალია ესსიტუაცია და ლივერპული პასტაიანად ასეა ahahaha ბოლო 7 თამაშში 5 ჯერ მოგიგო ფარჩაკმა იუნაიტედმა და 1 ფრე. ობში შოტში კიდე შენც ხოიცი ahahaha სიტი კიდე ჯობია ამმომენტში მაგრამ მაინც სიტის კიდე ძაანწარმატებული და სტაბილური 50 წელიუნდა რომ ითქვას გრანდია ყველატურნირზეო
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Papuu  
20 მარტი 2016 15:54
ციტატა: anfield 2
მაგრამ მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია

bad
ლივერპულია ხო მაგარი ? :D
მე ვნახე ჩემი თვალით გაფარჩაკებული ლივერპული
და ამას ვუყურებ 18 წელიწადია .
ლუზერპულმა მანჩესტერს მოუგო არ ნიშნავს რო მერსისაიდელებმა ამით რამე სასწაული ჩაიდინეს , უბრალოდ ყველა გუნდს აქვს კრიზისი ადრე თუ გვიან.
ლივერპულს სულ ექნება კრიზისი მაგენს ერთი 20 წელიწადი კიდე არ უწერიათ ინგლისის მოგება :D

ციტატა: Lionel_Messi_10
იმედია იუნაიტედი მწარედ წააგებს და ევროპაზეც ვერ გავა liv

:D:D
რატო ბრაზობ მანჩესტერზე ? ahahaha
მანჩესტერის ნახევარდაცვა > ბარსას ნახევარდაცვა
























































alex

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემი აზრით მანჩესტერს რო სტაბილური ნახევარდაცვა ყავდა ისეთი არავის არ ყავდა :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  SOAD  
20 მარტი 2016 13:53
სიტი იგებს
Barcelona
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  anfield 2  
20 მარტი 2016 13:01
ციტატა: Scholes
ხოო და სულ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ითამაშონ ესპანეთიდან? ahahaha

ესპანელები რო ბოლო წლებია დაფრინავენ იმიტომაც არიან სადაც არიან და ღირსებიც არიან შშენ გინდა ლგბტ უძახე გინდა პორნოგრაფია..
სიტი დიდი ვერაფერია, მაგრამ მანჩესტერი მაგარი ფარჩაკია
აგუერო დუბლს დადებს

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Scholes  
20 მარტი 2016 11:28
ხოო და სულ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ითამაშონ ესპანეთიდან? ahahaha
Manchester-United
Norway
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Lionel_Messi_10  
20 მარტი 2016 11:05
იმედია იუნაიტედი მწარედ წააგებს და ევროპაზეც ვერ გავა liv
Barcelona
Argentina

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi