Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: იტალია Vs ესპანეთი

24-03-2016
5 კომენტარი

2016 წლის პირველი სანაკრებო პაუზა გახსნილია! გუშინ რამდენიმე საინტერესო ამხანაგური დაპირისპირება იყო, მაგრამ დღეს პირველი სერიოზული აფიშაა. რადგანაც ახლოვდება ევროპის ჩემპიონატი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევრო 2012–ს ფინალის განმეორება გველის უდინეში. იტალიის ეროვნული გუნდი შესუსტებული შემადგენლობით შეხვდება ვისენტე დელ ბოსკეს უნიჭიერეს კოლექტივს.

 

იტალია Vs ესპანეთი

 

ჩემპიონატი: ამხანაგური მატჩი

თარიღი: 23:45 საათი, 24 მარტი

სტადიონი: ფრიული, უდინე

მთავარი მსაჯი: -

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016–ს საკვალიფიკაციო ეტაპი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაასრულა და საბოლოოდ მოიგო ჯგუფი სრულიად დამსახურებულად. ამის შემდეგ იტალიელებმა ორი ამხანაგური თამაში ჩაატარეს ნოემბერში, საიდანაც ერთი სტუმრად წააგეს ბელგიასთან 1:3 და ვერ მოუგეს რუმინეთს ბოლონიაში – 2:2. ანტონიო კონტე ტაქტიკურად მრავალფეროვანი სპეციალისტია, რომელიც იტალიის ნაკრებშიც სხვადასხვა სქემებს იყენებს და დღეს უფრო შემტევი 5–2–3 ტაქტიკის ხილვაა მოსალოდნელი. "სკუადრა აძურას" ბევრი საკადრო პრობლემა აქვს. ტურინის "იუვენტუსიდან" ვერ შეუერთდნენ ნაკრებს ტრავმირებული ჯორჯო კიელინი და კლაუდიო მარკიზიო. გარდა ამისა, ვარჯიშის დროს დაიმტვრნენ ანდრეა ბარძალი და ჩირო იმობილე. ეს კი შანსია "ბიანკონერის" ახალგაზრდა იტალიელი მცველისათვის, დანიელე რუგანისთვის, მაგრამ კონტე სავარაუდოდ დავიდე ასტორის დააყენებს ძირითადში. გარდა ამისა, საეჭვოა ჯანლუიჯი ბუფონისა და მარკო ვერატის თამაში. "პსჟ–ს" საყრდენმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩიც კი გამოტოვა პარიზში. ბუფონის შესაცვლელად მზად არიან სალვატორე სირიგუ და ახალგაზრდა მატია პერინი, ვერატის საეჭვო სიტუაციის გამო კი მოსალოდნელია მისი თანაგუნდელის, გამოცდილი ნეიტრალიზირებული ტიაგო მოტას ხილვა სასტარტოში, რომელიც 2014 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალბათ გრაციანო პელე იმოქმედებს, რომელმაც ბოლო პერიოდში კარგი ფორმა აკრიფა და "საუთჰემპტონის" მაისურით მშვენივრად გამოიყურება. ნელ–ნელა შედის ფორმაში "ლაციოს" ვინგერი ანტონო კანდრევაც, რომელიც საკმაოდ დიდი ძალა იტალიის ნაკრებისათვის. უკვე ცნობილია, რომ კონტე დატოვებს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამიტომ ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი ორმაგი მოტივაციით მოემზადება ამ დიდი ტურნირისათვის. ეს "სკუადრა აძურას" პირველი თამაში იქნება 2016 წელს, რომელსაც იტალიელები ალბათ განსაკუთრებულად მიუდგებიან, რადგან მოწინააღმდეგე ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. იტალია ეცდება ითამაშოს კონტეს მოსვლის შემდეგ ჩვეული ფრთხილი, მაგრამ მაინც ლაღი და საინტერესო ფეხბურთი.

 

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა და ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო ყველა ტურნირზე, აქედან ბოლო ექვსი საერთოდ გაშვებული გოლის გარეშე. ნოემბერში ესპანეთმა მხოლოდ ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა, რადგან ბელგიასთან მატჩი ჩაიშალა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა სევილიაში 2:0 დაამარცხა ინგლისის ნაკრები. ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ სანტი კასორლა და ნოლიტო, მაგრამ ახლა ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ნოლიტო უბრუნდება ძველ ფორმას საკმაოდ რთული დაზიანების შემდეგ. "ფურია როხას" ფანტასტიკური თაობა ჰყავს და ძალიან საინტერესოა როგორ სასტარტო თერთმეტეულს დააყენებს ამ შეხვედრაში დელ ბოსკე. სამწუხაროდ, გუნდს ვერ დაეხმარება სერხიო ბუსკეცი, რომელმაც ვარჯიშის დროს ფეხის თითი მოიტეხა. ეს შანსი იქნება ბილბაოს "ატლეტიკის" ჩამშლელი ნახევარმცველისთვის, მიკელ სან ხოსესთვის, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველი შანსი მიიღო 35 წლის ესპანელმა ფორვარდმა, არიც ადურისმა, რომელიც ფენომენალურია ამ კამპანიაში. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აშკარად დაკარგა ადგილი ძირითადში ხუანფრანმა, რაც "ვილიარეალის" შესანიშნავი მარჯვენა მცველის, მარიო გასპარის დამსახურებაა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება ეროვნული გუნდის მაისურით. დელ ბოსკემ ამჯერად განაცხადას მიღმა დატოვა ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი დიეგო კოსტა, რაც სავსებით ლოგიკურია. ადურისი, პაკო ალკასერი, ნოლიტო და რაც მთავარია ალვარო მორატა გაცილებით უკეთეს ფორმაში არიან. სწორედ ტურინის "იუვენტუსის" შემტევი უნდა იყოს დღეს ძირითადში, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნთან" აჩვენა ფანტასტიკური შეხვედრა და გასულ უქმეებზე დუბლი გაიფორმა ტურინულ დერბიში. დელ ბოსკემ პირველი შანსი მისცა კატალონიის "ბარსელონას" უნიჭიერეს ნახევარმცველს, სერხი რობერტოს, რომელიც უნივერსალია, მაგრამ დელ ბოსკემ მას ცენტრში ხედავს. საინტერესოა ისკოს, კოკეს, ტიაგოს ხილვა "ფურია როხას" შემადგენლობაში და ვნახოთ როგორი იქნება ამ რთულ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები.

 

უდინეში ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომლის ფავორიტი ალბათ მაინც ესპანეთის ნაკრებია. იტალიას ბევრი საკადრო პრობლემა ჰყავს და თანაც "ფურია როხას" მოთამაშეები გაცილებით უკეთეს ფორმაში შეუერთნენ გუნდს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: ბუფონი – ფლორენცი, დარმიანი, ბონუჩი, ასტორი, ჯაკერინი – ტიაგო მოტა, პაროლო – კანდრევა, პელე, ედერი.

 

ესპანეთი: დე ხეა – მარიო, პიკე, რამოსი, ალბა – ფაბრეგასი, სან ხოსე, ტიაგო – პედრო, მორატა, სილვა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ოთხი ამხანაგური თამაშიდან ორი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. 
  • ბოლო 25 საშინაო ამხანაგური თამაშიდან "სკუადრა აძურამ" მხოლოდ ხუთი მოიგო (10ფ და 10წ).
  • ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ოთხი გასვლითი ამხანაგური მატჩიდან სამი წააგო, აქედან ორი ზედიზედ, თან მშრალად.
  • ესპანეთს ბოლო ოთხი თამაში არ წაუგია იტალიასთან ყველა ტურნირზე ერთად (2მ და 2ფ).
  • ბოლოს, იტალიელებმა ამხანაგურ პაექრობაში სძლიეს ესპანელებს, ბარიში – 2:1, 2011 წლის 10 აგვისტოს.
  • ამ გუნდების ბოლო სამი ამხანაგური დაპირისპირება ესპანეთის ორი და იტალიის ერთი მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
  • თუმცა, ესპანეთის ეროვნულ გუნდს 1971 წლის შემდეგ არ მოუგია იტალიაში (ორი ფრე და ორი წაგება).

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458804478_italy-spain.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 16641
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  Hardwell  
24 მარტი 2016 20:01
ციტატა: Papuu
ცჰემი აზრიტ მეორე ადგილზეეაა პირლოო , ხავი შეილება ათეულშიც ვერ შევიყვანო რავი

ahahaha ahahaha

-------------------------------------------------------------
- For Me RoNaLDinHo Is The Best Player Of All Time!♥
Barcelona
Brazil
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  thiaGOALcantara  
24 მარტი 2016 17:16
კრუიფი გარდაიცვალა :( მაინც დამარცხდა
ძალიან მეცოდება, მერამდენე ლეგენდარული ადამიანი უნდა გამოაკლდეს ფეხბურთს და მსოფლიოს

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Papuu  
24 მარტი 2016 16:42
ადმინ თავი პირი მაინც მოგეტეხა ბუსკეცისთვის :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 513
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  datka1000  
24 მარტი 2016 16:16
ადმინნ ფეხისს თითი არაა ხელის თითი მოითეხა ბუსკეცმა

-------------------------------------------------------------
1-მარადონა ; 2-პელე ; 3- რონალდო(კიჭა) ; 4-მესი ; 5- კრუიფი. 1-ზიდანი; 2-პირლო; 3-ჯერარდი; 4-სქოულზი; 5-ინიესტა . 1-მალდინი; 2-კანავარო; 3-ნესტა; 4-ბეკემბაუერი; 5-ბარეზი.
Torpedo-Kutaisi
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
24 მარტი 2016 11:51
გახევენ იტალიას
იმედია იტალია ჯგუფში ჩარჩება ევროპის ჩემზე :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi