Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ის ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს – მშვიდობით «მფრინავო ჰოლანდიელო»

26-03-2016
6 კომენტარი

2016 წლის 24 მარტი – ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე საშინელი თარიღია, რომელმაც ამ უნიკალურ სპორტს უდავოდ გამორჩეული, ფენომენალური ადამიანი წაართვა. თუმცა, იოჰან კრუიფი არ მომკვდარა, მან უბრალოდ ფერი იცვალა და მისი სახელი სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ასეთია ყოველი განსაკუთრებული ადამიანის ბედი და იოჰანი უდავოდ მათ შორის იყო. ეს ის ადამიანია, რომელმაც ნამდვილად გაასწრო დროს და უდიდესი როლი ითამაშა საფეხბურთო სამყაროს რევოლუციაში. არსებობენ გენიოსები, რომლებიც ქმნიან იდეას, მაგრამ არიან ფენომენები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ამ იდეის განხორციელება სრულფასოვნად. მეოცე საუკუნის საუკეთესო სპეციალისტად აღიარებულმა რინუს მიხელსმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ფეხბურთი და ფეხბურთელების მოვალეობა მინდორზე. პირველად, სწორედ "ნარინჯისფერი" მცველები მიდიოდნენ წინ და თავდამსხმელები იცავდნენ თავს. ტოტალური ფეხბურთის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელი არ არის მიჯაჭვული მხოლოდ ერთ პოზიციას, აუცილებელია გადაადგილება, ბურთის გარეშე მოქმედება და ტაქტიკური სირბილე. მიხელსმა ნამდვილი სასწაული გააკეთა, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა იოჰან კრუიფის გარეშე, რასაც თავად "გენერალი" აღიარებს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. სამწუხაროდ, 68 წლის ასაკში დავკარგეთ ადამიანი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ფეხბურთს, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, რომელიც პირველად 70–იანი წლების დასაწყისში იხილა მაყურებელმა და დღემდე სიამოვნებით იხსენებს იმ პერიოდს. ბევრისათვის 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდიის ნაკრებია, რომელმაც გერმანიაში ფეხბურთი ახალ დონეზე აიყვანა, კრუიფი კი მუნდიალის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იყო. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა გუშინ, მაგრამ ბედს უნდა შევეგუოთ, რადგან დრონი მფობენ და არა მეფენი, მაგრამ იოჰან კრუიფი ჩვენთვის, ფეხბურთის ქომაგებისათვის და სრულიად საფეხბურთო სამყაროსათვის – უკვდავია, მან ეს თავისი ღვაწლით მოიპოვა.

 

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ჰოლანდიელი ფაქტიურად ამსტერდამის "აიაქსში" გაიზარდა და ალბათ აქედან ჩაეყარა საფუძველი მის უზომო სიყვარულს და ცოდნას ამ უნიკალური სპორტისადმი. საქმე იმაშია, რომ იოჰანს მამა ადრე გარდაეცვალა, დედამისი კი ჰოლანდიური გრანდის სტრუქტურაში მუშაობდა და პატარა იოჰანიც დაყავდა სამსახურში. პატარა კრუიფი კი სიამოვნებით უყურებდა მოთამაშეებს და ნელ–ნელა ემზადებოდა მათ ჩასანაცვლებლად. ცნობილია, რომ 12 წლის ასაკში კრუიფმა მიიღო ყველაზე ფასეული საჩუქარი მის ცხოვრებაში – "აიაქსის" მაისური, ოღონდ ნამდვილი მაისური ამსტერდამული კლუბის პრეზიდენტის ხელმოწერითა და კონტრაქტით. ეს დედის დიდი დამსახურებაა, რომელიც აშკარად ხედავდა, რომ კრუიფი მხოლოდ ბურთით არსებობდა. ასე ჩაირიცხა "მფრინავი ჰოლანდიელი" შმობლიური კლუბის აკადემიაში და დაიწყო მზადება დიდი კარიერისთვის. 

 

ოთხ წელიწადში იოჰან კრუიფმა, 16 წლის ასაკში, უკვე ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა "აიაქსთან" ერთად და შეუდგა დიდებული გუნდის შენებას რინუს მიხელსის თავკაცობით. "გენერალმა" სრულიად შეცვალა ამსტერდამული კლუბი, დაამყარა ტოტალური ფეხბურთის რეჟიმი და ძალიან მალე მთელი ევროპა დაიპყრო. იოჰან კრუიფმა "აიაქსში" ათი სეზონი ჩაატარა. ბწრყინვალე პერიოდი იდგა 1965–73 წლებში, როდესაც რვა ჰოლანდიის ჩემპიონატიდან ექვსი მოიგო ამსტერდამულმა კლუბმა. პლიუს ამას ოთხჯერ მოიგეს ჰოლანდიის თასი და ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა თასი, რაც უნიკალური მიღწევა იყო. კრუიფმა რა თქმა უნდა, სამივე ფინალი თავიდან–ბოლომდე ითამაშა და 1972 წელს დუბლი გაიფორმა მილანის "ინტერთან" დაპირისპირებაში. ბოლო სამი სეზონი მშობლიურ კლუბში კრუიფმა რუმინელი სპეციალისტის, შტეფან კოვაცსის ხელმძღვანელობით ჩაატარა და სწორედ მის დროს გახდა გუნდის კაპიტანიც. კრუიფი ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობდა, 1971 და 73 წლებში ოქროს ბურთი მოიპოვა, 1974 წელს კი მუნდიალზე ნაჩვენები დიდებული ფეხბურთის გამო მესამედაც მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. თუმცა, ამ დროს კრუიფი უკვე კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 70–იანი წლების დასაწყისში "აიაქსი" ევროპის უძლიერესი გუნდი იყო, ამ კლუბის მთავარი პლიუსი მაინც დიდებული მოთამაშეების აღზრდა და შემდეგ მათი გაშვება იყო. 1973 წელს გუნდი დატოვა იოჰან კრუიფმა, აგრეთვე წავიდა იოჰან ნესკეენსი და ნელ–ნელა მოუკლო ამსტერდამულმა კლუბმა. იოჰანი კი კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდა, რომელიც მაშინ ნამდვილად არ იყო ისეთი სახელოვანი და წარმატებული, როგორიც ახლა. 

 

ესპანეთში კრუიფმა პირველივე სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და მოაგებინა "ბლაუგრანას" ლა ლიგა 14 წლიანი პაუზის შემდეგ. საერთო ჯამში, მან ხუთი სეზონი ჩაატარა ესპანურ გრანდში და ტიტულების რაოდენობა მხოლოდ კოპა დელ რეით გაამდიდრა, მაგრამ "ბარსას" ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. იმ დროისთვის კატალონიური კლუბის ისტორია რაც ისე მდიდარი იყო და იოჰან კრუიფის რანგის ფეხბურთელი უდავოდ არასოდეს დაავიწყდებოდა ადგილობრივ პუბლიკას. იოჰანმა ნაადრევად, 31 წლის ასაკში გადაწყვიტა კარიერის ამერიკაში გააგრძელება და სამი სეზონი ჩაატარა ოკეანის მიღმა. ამის შემდეგ კრუიფი დაუბრუნდა ესპანეთს და "ლევანტეს" მაისური მოირგო, მომავალი სეზონიდან კი დაუბრუნდა ამსტერდამს. ორ სეზონში კრუიფმა "აიაქსთან" ერთად კიდევ ორი საჩემპიონო ტიტული, ერთი თასი მოიგო და კარიერა როტერდამის "ფეინოორდში" დაასრულა და იქაც მოიგო ჩემპიონატი და თასი. კრუიფის ზუსტად ოცწლიანი საფეხბურთო კარიერა გამოდგა დიდებული. მან მოახერხა ჰოლანდიის ერედივიზიონის ცხრაჯერ მოგება, ჰოლანდიის თასის ექვსჯერ მოპოვება, ლა ლიგის და კოპა დელ რეის მოგება, სამი ჩემპიონთა თასის მოპოვება და პლიუს საერთაშორისო თასი, უეფას სუპერ თასი. იოჰანის დიდებული მოქმედებები მოედნის ცენტრში და მისი ფანტასტიკური საფეხბურთო ინტელექტი უდავოდ გამორჩეული იყო. კრუიფმა მოახერხა და ნამდვილად სამაგალითო კარიერა შეიქმნა. ის უბრალოდ სიამოვნებას იღებდა იმით, რასაც აკეთებდა. ამსტერდამის "აიაქსი" დიდებულ პარტნიორებთან ერთად აქცია მსოფლიო ფეხბურთის ლიდერად, შემდეგ გამოიარა საკმაოდ სიმპათიური და მისთვის მიმზიდველი კატალონიური კლუბი და ბოლოს ისევ სამშობლოში დაასრულა მოღვაწოება ტრიუმფალურად.

 

თუმცა, არ არსებობენ დიდი ფეხბურთელები ნაკლის გარეშე და არც იოჰან კრუიფია გამონაკლისი. სამწუხაროდ, მან ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ვერ მოუტანა ის დიდი გამარჯვება, რომელზეც დღემდე ნატრობენ "ნარინჯისფრები". 1974 წელს ჰოლანდია უნდა გამხდარიყო ჩემპიონი, მაგრამ ფრანც ბეკენბაუერმა და გერმანულმა კამპანიამ მოახერხა ტოტალური ფეხბურთის დამარცხება, თუნდაც 90 წუთით, მაგრამ მაინც. 1978 წელს ჰოლანდიის ნაკრებმა ისევ ითამაშა ფინალში და კიდევ უფრო დასანანად დამარცხდა მასპინძელ არგენტინის ეროვნულ გუნდთან დამატებით დროში. თუმცა, სამხრეთ ამერიკაში "ნარინჯისფრებს" მთავარი ვარსკვლავი აკლდათ. კრუიფის სანაკრებო კარიერა 1977 წელს მოულოდნელად დასრულდა, რაზეც ბევრი ლეგენდა დადის. ერთ–ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება იოჰანის პირად ცხოვრებას და მის მეუღლეს, რომელიც კრუიფის არგენტინაში გამგზავრების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და დაიყოლია იოჰანი. თუმცა, ეს მხოლოდ უბრალო ენის მოფხანაა და მეტი არაფერი. ფაქტია, რომ კრუიფმა დაასრულა კარიერა მსოფლიო ჩემპიონატამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, ამის მიზეზი კი ალბათ ჰქონდა. ძალიან დასანანი კი ის არის, რომ ის ფენომენალური ასპარეზობა დასავლეთ გერმანიაში ვერ დაგვირგვინდა გამარჯვებით. თუმცა, როგორც დიდი რინუს მიხელსი ამბობდა – მთავარი არ არის შედეგი, რადგან ახლა 74 წლის მუნდიალზე საუბრისას, ყველა ჰოლანდიის ნაკრების უნიკალურ თამაშს და იოჰან კრუიფს იხსენებს, როდესაც თასი დარჩა გერმანიის ნაკრებს. ასეთია სახელის ძალა, რომელიც არასოდეს კვდება!

 

აშკარა იყო, რომ ეს დიდებული ადამიანი დიდი ხანი ვერ გაძლებდა ფეხბურთის გარეშე და 1985 წელს ამსტერდამის "აიაქსი" ჩაიბარა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონობა ბოლო ორ სეზონში დათმო. სამწუხაროდ, იოჰანმა ერედივიზიონი ვერ მოაგებინა მშობლიურ კლუბს, მაგრამ შესანიშნავად დაიწყო სამწვრთნელო კარიერა და მისი გუნდი რა თქმა უნდა თამაშობდა ტოტალურ ფეხბურთს. "აიაქსში" კრუიფმა სამი სეზონი ჩაატარა, ორჯერ მოიგო ჰოლანდიის თასი და 1987 წელს უეფას თასების მფლობელთა თასიც. სწორედ კრუიფმა დააწინაურა "აიაქსის" პირველ გუნდში საკმაოდ ძლიერი და შრომისმოყვარე ცენტრალური ნახევარმცველი იან ვოლტერი და ლეგენდარული დენის ბერგკამპი, რომელმაც ზემოთხსენებულ თასების მფლობელთა თასის ფინალში ითამაშა სულ რაღაც 18 წლის ასაკში. იოჰანმა მოუტანა გარკვეული წარმატება "აიაქსს" და რაც მთავარია მოაგებინა ამ კლუბს ევროტურნირი, რაც უდავოდ სერიოზული მიღწევაა.

 

41 წლის იოჰან კრუიფმა 1988 წელს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა მიიღო და ჩაიბარა თავისი მეორე კლუბი კატალონიის "ბარსელონა", სადაც ძალიან დიდი კვალი დატოვა წლების წინ. "ბლაუგრანა" მაშინ აღმავლობის გზაზე იდგა, როდესაც ჯერ კიდევ ლეგენდარულმა არგენტინელმა, სესარ ლუის მენოტიმ განახორციელა სერიოზული ცვლილებები, მაგრამ "ბარსას" მთავარი წარმატება 1985 წელს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი იყო, რაც რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. კრუიფს რამდენიმე უნიჭიერესი მოთამაშე დახვდა გუნდში: ანდონი სუბისარეტა, ეუსებიო საკრისტანი, გარი ლინეკერი და ტიკი ბეხირისტიანი, რომელთან ერთადაც პირველივე სეზონში მოახერხა თასების მფლობელთა თასის მოგება. მომდევნო სეზონიდან იოჰანმა დაიმატა რონალდ კუმანი, ხოსე მარი ბაკერო, მიხაელ ლაუდრუპი და ამჯერად ესპანეთასი თასი მოაგებინა "ბარსას", თანაც ფინალში დაამარცხეს მადრიდის "რეალი". იმ დროისთვის კატალონიელთა მთავარი ვარსკვლავი ცენტრალური ფორვარდი ხულიო სალინასი გახლდათ, მაგრამ კრუიფი უფრო მრავალფეროვანი და ტექნიკური თავდამსხმელის ძიებაში იყო, რომელიც იდეალურად მოერგებოდა მის სათამაშო ფილოსოფიას. მომდევნო სეზონიდან კატალონიურ კლუბს დიდებული ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვი შეუერთდა და პლიუს ამას პეპ გვარდიოლა – ადამიანი, რომელიც "ბარსელონაში" ასრულებდა იოჰან კრუიფის როლს. "ბარსამ" 1990/91 წლების სეზონში პირველად მოიგო ლა ლიგა კრუიფის ხელმძღანელობით და გავიდა თასების მფლობეთა თასის ფინალშიც. მომდევნო სეზონში კი იოჰანმა მთავარ წარმატებას მიაღწია – მან მარტივად მოიგოა ლა ლიგა და აგრეთვე პირველად მოაგებინა "ბარსელონას" ევროპის მთავარი ტურნირი – ჩემპიონთა თასი. "ბარსამ" ფინალში ძალიან რთული ბრძოლა გადაიტანა "სამპდორიასთან" და კუმანის უნიკალური გოლით იმარჯვა. იმ სეზონში კატალონიელებმა ლა ლიგა მოიგეს და დაამატეს ჩემპიონთა თასიც, რაც უდავოდ უდიდესი წარმატება იყო. კრუიფმა "ბარსელონას" ისტორია გადაწერა და ორმაგად შეაყვარა თავი გულშემატკივრებს. ამის შემდეგ იოჰანმა კიდევ ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო "ოცნების გუნდთან" ერთად, რომელმაც 1993/94 წლების სეზონში გადაურბინა მადრიდის "რეალს" 5:0 კამპ ნოუზე და ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ელ კლასიკო აჩუქა "ბლაუგრანას" ქომაგებს. 1994 წელს კრუიფის "ბარსელონა" კიდევ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც აშკარა ფავორიტი იყო შესუსტებულ "მილანთან", მაგრამ სამწუხაროდ განადგურდა – 0:4. ეს ის "ოცნების" გუნდი იყო, სადაც ბრწყინავდა სტოიჩკოვი, იდეალურად მოქმედებდა ბრაზილიელი ფორვარდი რომარიო და შესანიშნავი იყო პეპ გვარდიოლა. ბეგირისტიანი–რომარიო–სტოიჩკოვის ტრიო "ბარსას" ქომაგებისთვის ძალიან გამორჩეული იყო, რომელთაც უნიკალური სეზონი ჩაატარეს, მაგრამ სულ ერთი ნაბიჯი დააკლდათ დიდ წარმატებამდე. ამის შემდეგ კრუიფმა კიდევ ორი წელი გაატარა კამპ ნოუზე, მაგრამ ტიტულების გარეშე და აქვე დაასრულა სამწვრთნელო მოღვაწეობა.

 

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ იოჰან კრუიფმა თავისი სამწვრთნელო კარიერით თავისი სათქმელი თქვა. მან მოახერხა და დაამკვიდრა სწორი სისტემა კატალონიის "ბარსელონაში", რომელმაც ამ კლუბს პირველი დიდი წარმატებები მოუტანა. "ბლაუგრანას" არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მოუგია ზედიზედ ოთხჯერ ლა ლიგა, პლიუს ამას კოპა დელ რეი, სამი ესპანეთის თასი, პირველი ჩემპიონთა თასი, უეფას მფლობელთა თასი და უეფას სუპერ თასი. ეს იოჰანის მონაპოვარია, მაგრამ მისი მთავარი მიღწევა იყო "ბარსაში" ტოტალური ფეხბურთის დანერგვა. მას კარიერის შემდგომ პერიოდშიც არასოდეს დაუმალავს, რომ გაცილებით დაცვითი და ფრთხილი მწვრთნელი იყო, ვიდრე ეს შორიდან ჩანდა. მისი ტაქტიკა ფაქტიურად არასოდეს შეცვლილა დაფაზე – 3–5–2, რომელიც ზოგჯერ 4–3–3 4–2–3–1 ან საერთოდ 4–4–2 ჩანდა, მაგრამ რეალურად მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ ნახევარდაცვის ხუთეულს, რომელიც მუდმივად მოძრაობდა და ქმნიდა მოედანზე თავისუფლებას. ტოტალური ფეხბურთის მთავარი არსიც ეს არის – დინამიური მოქმედება ბურთის გარეშე, რომელიც ქმნის თავისუფალ სივრცეებს მომენტების შესაქმნელად. სწორედ კრუიფმა დაამკვიდრა "ბარსელონაში" სისტემა, რომელიც შემდეგ ბობი რობსონმა, ლუი ვან გაალმა, ფრენკ რაიკარდმა და პეპ გვარდიოლამ გამოიყენეს, საბოლოოდ კი გამარჯვებული გამოდგა კლუბი. ახლა, "ბარსელონა" 21–ე საუკუნის საუკეთესო გუნდად მოიხსენიებია, რასაც საფუძველი დაახლოებით 25 წლის წინ ჩაუყარა იიოჰან კრუიფმა. ამ ადამიანის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია!

 

მოდი მოკლედ კიდევ ერთხელ გადავხედოთ იოჰან კრუიფის კარიერულ მიღწევებს და დღის განმავლობაში გაკეთებულ კომენტარებს, რომელიც გუშინდელ ტრაგიკულ ამბავს მოჰყვა.

 

საფეხბურთო კარიერა

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1974

ევროპსი ჩემპიოონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1976

ჰოლანდიის ჩემპიონი: 1966, 1967, 1968, 1970, 1972, 1973, 1982, 1983, 1984.

ჰოლანდიის თასის მფლობელი: 1967, 1970, 1971, 1972, 1983, 1984.

ესპანეთის ჩემპიონი: 1974

ესპანეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1976, 1977, 1978.

ესპანეთის თასის მფლობელი: 1978

ჩემპიონთა თასის მფლობელი: 1971, 1972, 1973.

უეფას სუპერთასის მფლობელი: 1972, 1973.

კლუბთა მსოფლიო ჩემპიონი: 1972.

 

სამწვრთნელო კარიერა

ჰოლანდიის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1986, 1987.

ჰოლანდიის თასის მფლობელი: 1986, 1987.

ესპანეთის ჩემპიონი: 1991, 1992, 1993, 1994.

ესპანეთის თასის მფლობელი: 1990.

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 1991, 1992, 1994.

ჩემპიონთა თასის მფლობე: 1992.

უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1987, 1989.

უეფას სუპერთასის მფლობელი: 1992.

 

პირადი ჯილდოები

ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელი 1954–2003 წლის პერიოდში (ეს ჯილდო უეფას 50 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო იოჰანმა).

ოქროს ბურთის მფლობელი: 1971, 1973, 1974.

ვერცხლის ბურთის მფლობელი: 1975.

ესპანეთის საუკეთესო ლეგიონერი: 1977, 1978.

ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1967 (33 გოლი), 1972 (25 გოლი).

ჰოლანდიის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1966 (9 გოლი).

ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1972 (5 გოლი).

IFFHS-ს ვერსიით მეოცე საუკუნის ნომერ მეორე ფეხბურთელი მსოფლიოში.

IFFHS-ს ვერსიით მეოცე საუკუნის ნომერ პირველი ფეხბურთელი ევროპაში.

World Soccer–ს ვერსიით მეოცე საუკუნის ნომერ მესამე ფეხბურთელი მსოფლიოში.

მეორე ადგილი "ბარსელონას" ისტორიაში მყოფ დიდებულ მოთამაშეებს შორის.

1974 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი.

წლის სპორტსმენი ჰოლანდიაში: 1973, 1974.

წლის მწვრთნელი Onze Mondial–ს ვერსიით: 1992, 1994.

წლის მწვრთნელი World Soccer–ს ვერსიით: 1987.

 

ხრისტო სტოიჩკოვი: "განადგურებული ვარ. მინდა დავტოვო მაიამი და წავიდე ბარსელონაში, რათა დავემშვიდობო ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. მისი წყალობით მოვირგე "ბარსას" მაისური, მოვიგე ოქროს ბუცი...მის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. მა მომცა "ოცნების გუნდში" თამაშის შანსი, სიამოვნების მიღების და ტიტულების მოგების შესაძლებლობა.

 

იოჰანი არის ნამდვილი გმირი, რომელმაც "ბარსელონას" ბედი შეცვალა".

 

მარკო ვან ბასტენი: "იოჰანი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. ყოველთვის ვუყურებდი 70–იანი წლების დიდებული "აიაქსის" თამაშებს, რომელთაც ლეგენდარული რუდ კროლი, იოჰან ნესკეენსი, სიაკ სვორტი და რა თქმა უნდა კრუიფი ჰყავდათ. მათ ზედიზედ სამი ჩემპიონთა თასი მოიგეს, ზედიზედ სამი!.

 

კრუიფი ყოველთვის იპყრობდა ჩემს ყურადღებას. გუნდი იყო ძალიან კარგი, მაგრამ კრუიფი ნამდვილი ინტელიგენტი. ახლაც კარგად მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა. დაახლოებითი 15 წლის ვიყავი. მაშინ ის ასრულებდა კარიერას, მე კი ნამდვილი იმედი ვიყავი. გავიფიქრე კიდეც, რომ როდესაც ხელს ჩამოვართმევ ვეტყვი, რომ დამიმახსოვროს მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, პატივისცემამ მძლია".

 

პეპ გვარდიოლა: "დაივიწყეთ ტიტულები, რადგან ისინი უფრო მეტი მაქვს მოპოვებული, ვიდრე მას. თუმცა, მან შექმნა უნიკალური სისტემა, რომელიც უსასრულო მემკვიდრეობის სახეს ატარებს ახლა.

 

ეს უნიკალური პროექტი არ იყო ტიტულების მოპოვებაზე გათვლილი. საქმე მხოლოდ ცვლილებებს ეხებოდა. მან ორი კლუბი შეცვალა. თუმცა, იოჰანმა არამხოლოდ "აიაქსი" და "ბარსელონა", არამედ ჰოლანდიის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების სათამაშო ფილოსოფიაც განსაზღვრა.

 

არ არსებობს რაიმე, რაც შეედრება იოჰან კრუიფის ღვაწლს ფეხბურთში. "ბარსელონას" საუკეთესო ფეხბურთი ბოლო 25 წლის განმავლობაში მას ეკუთვნის და ამაზე გასაოცარი არაფერია.

 

იოჰანი არამხოლოდ ინფორმაციას, არამედ სათამაშო გრამატიკას გვასწავლიდა. არაფერი ვიცოდი ტაქტიკის შესახებ, იოჰანმა მასწავლა ყველაფერი. მან გაგვიხსნა არანორმალური, განსხვავებული სამყარო.

 

"ბარსელონა" უფრო მეტია ვიდრე იოჰანი, მაგრამ მან შექმნა იდეა, მოგვცა გზა და დაგვიდო საქმე".

 

იოჰან კრუიფი ნამდვილად არასოდეს მოკვდება ჩვენს გულებში, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა ფეხბურთის განვითარებას. იდეალურად შეაფასა "მფრინავი ჰოლანდიელი" სერხიო რამოსმა. კრუიფმა ნამდვილად გაასწრო დროს და "გაფრინდა", რასაც ფეხბურთი არასოდეს დაივიწყებს. ბოლოსკენ კი გიტოვებთ იოჰანის ერთ–ერთი საუკეთესო ფინტს, რომელიც ისე ახსოვს საფეხვბურთო სამყაროს როგორც ბერგკამპის მოძრაობა, ზიდანის ფინტი, რონალდინიოს ფინტი ან თუნდაც "ხმელი ფოთოლი". ამ უელეგანტურეს მოძრაობასთან ერთად, რომელიც ალბათ ყველაზე გონივრული ფინტია ფეხბურთის ისტორიაში, გთავაზობთ იმის დამადასტურებელ ვიდეოს, რომ იოჰან კრუიფი ფეხბურთს ალამაზებდა.

 

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458934421_johan_cruyff_3480212b.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  Papuu  
27 მარტი 2016 01:54
ციტატა: mesidona
ყველა დროის საუკეთესო ევროპელი!

ციტატა: mesidona
ევროპელი!

ციტატა: mesidona
ევროპელი!

https://www.youtube.com/watch?v=XS0r8rHxQWA

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Papuu  
26 მარტი 2016 22:31
ციტატა: mesidona
ყველა დროის საუკეთესო ევროპელი!

ხავის სტატიაზე რაები უწერია პაპუს ცუდად ვარDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რატო 18საუკუნე არა ესევე სტამბოლის მონათა ბაზარზე გაჩითავდნენ:D:D:D

ნეტა მანდ ვყოფილიყავი
იმედი მაქვს იედიყულეს მაინც ვნახავდი :D

ციტატა: SOAD
პაპუ გადმოდი ხავის სტატიაზე და უკეთ განგვიმარტე ის შენი აზრი! :დ

რათ უნდა ჩემი გადმოსვლა
თვით ბარსელონას ფანმა იბაზრა კრისტალი
რაც ხელმოწერაშიც მაქვს

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  mesidona  
26 მარტი 2016 18:33
ყველა დროის საუკეთესო ევროპელი!

ხავის სტატიაზე რაები უწერია პაპუს ცუდად ვარDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რატო 18საუკუნე არა ესევე სტამბოლის მონათა ბაზარზე გაჩითავდნენ:D:D:D

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  SOAD  
26 მარტი 2016 15:12
RIP

პაპუ გადმოდი ხავის სტატიაზე და უკეთ განგვიმარტე ის შენი აზრი! :დ
Barcelona
კომენტარები: 2
ჯგუფი: Football Fan
სტატუსი: offline
№ 2  Notagem  
26 მარტი 2016 00:37
პაპუ ფეხბურთის აზრზე არ ხარ რეებს ბოდიალობ ვინმემ დაგაძალა ფეხბურთის ყურება ?
Real-Madrid
Spain
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
25 მარტი 2016 23:55
სგ ავტორ
ნამდვილად მფრინავი ჰოლანდიელი იყო

და არამარტო ესპანური არმადაც :დ

სექტა ჭაობიდან ამოიყვანა

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi