Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ათი საუკეთესო აზიელი, რომელთაც ევროპაში უთამაშიათ

28-03-2016
17 კომენტარი

ევროპულ ფეხბურთში არაერთ გამორჩეულ და ძალიან კარგ ფეხბურთელს უთამაშია სხვა კონტინენტებიდან. ერთ–ერთი ასეთი კონტინენტი არის აზია, რომელიც დაახლოებით გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოდან განვითარდა ელვისებური სისწრაფით ამ დიდი სპორტის მიმართულებით და ახლა ძალიან ბევრი აზიელი მოთამაშე ასპარეზობს სხვადასხვა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული პროგრესი აზიურმა ფეხბურთმა ბოლო ათი წლის განმავლობაში განიცადა და ახლა მათი რაოდენება ევროპის საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატებში ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ამ კუთხით გერმანია გამოირჩევა, "FCI" ეცდება, რომ გაიხსენოს კიდევ უფრო ადრე გამოჩენილი აზიელი მოთამაშეები და საბოლოო ჯამში, საუკეთესო ათეული შემოგთავაზოთ.

 

ამ სტატიაში ერთად გავიხსენებთ ყველაზე გამორჩეულ აზიელ ფეხბურთელებს, რომელთაც ოდესმე უთამაშიათ ევროპაში და დატოვეს საკმაოდ სერიოზული კვალი. აქვე გეტყვით, რომ ამ ათეულის მხოლოდ სამი ფეხბურთელია ახლა მოქმედი მოთამაშე და აქედან მხოლოდ ერთი ისეთ ასაკში, რომ ალბათ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ევროპულ ფეხბურთში.

 

#10 მაკოტო ჰასებე

იაპონიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ახლა 32 წლის არის და ფრანკფურტის "აინტრახტის" ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშეა. ჰასებე უკვე მეათე სეზონს ატარებს გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში, მას გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან კარგად იცნობენ, დიდ პატივსაც სცემენ. მაკოტო საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც 2007 წელს პირდაპირ მშობლიური კლუბიდან "რედ დიამონდსიდან" გადაბარგდა "ვოლფსბურგში" და ექვს წელიწად–ნახევარი დაჰყო "მგლების" რიგებში. ჰასებე 2009 წლის გერმანიის ჩემპიონია და იმ გუნდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო. ფელიქს მაგათი ყოველთვის არა, მაგრამ სტაბილურად ათამაშებდა და ღირსეულად ჩაიბარა ბუნდესლიგის ოქროს მედალი. ეს მისი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა, მაგრამ ჰასებე ყოველთვის ძალიან მშრომელი, საჭირო მოთამაშე იყო თავისი გუნდებისთვის. მაკოტომ რამდენიმე საკმაოდ ნაყოფიერი შედეგა დაჰყო ვოლფსვაგენ არენაზე, შემდეგ კი "ნიურნბერგში" წავიდა ზამთარში, მაგრამ ამ კლუბის გავარდნის გამო არ დარჩა. ჰასებემ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა "აინტრახტში" და ახლაც "არწივების" ერთ–ერთი ლიდერია. ჰასებეს იაპონიის ეროვნული ნაკრების მაისურით 95 მატჩი აქვს ჩატარებული და წელს აუცილებლად მიაღწევს ას მატჩიან ზღვრამდეც. მაკოტო ჰასებე დიდად გამორჩეული ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ ბუნდესლიგაში გატარებული საკმაოდ ნაყოფიერი, საინტერესო სეზონის გამო, იმსახურებს ამ ათეულის გახსნას.

 

#9 ალი კარიმი

ამ ადამიანის სახელი და გვარი ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა. ალი კარიმი ალბათ აზიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე არანორმალური მოთამაშეა, რომელზეც უბრალოდ საოცარ იმედებს ამყარებდნენ. ირანელი ვინგერი საოცარ ტექნიკასა და სისწრაფის ფლობდა, საკუთარი თამაშებით სრულიად ევროპა გააოცა. 2005 წლის ზაფხულში კი "ალ–აჰლიდან" პირდაპირ გერმანიის საუკეთესო კლუბ მიუნხენის "ბაიერნში" აღმოჩნდა. ვინ თუ არა ფელიქს მაგათი უნდა ყოფილიყო ამ ტრანსფერის ინიციატორი. კარიმიმ ნამდვილად ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში "რეკორდმაისტერის" მაისურით, მას მართლაც შთამბეჭდავი ტალანტი ჰქონდა, მაგრამ მარტო ნიჭი არ არის საკმარისი. კარიმი არ აღმოჩნდა მზად ასეთი მაღალი დონისათვის და მხოლოდ ორი სეზონი დაჰყო ალიანს არენაზე. ეს პერიოდი აბსოლუტურად ჩავარდნილი იყო, მაგრამ მაინც მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი. ამის შემდეგ კარიმი თავიდან დაიბადა არაბეთში და დაუბრუნდა ბუნდესლიგას, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხვედრით. მაგათმა ამჯერად "შალკეში" უხმო ირანელს, მაგრამ ნახევარ სეზონში ალიმ ერთადერთხელ მოირგო გელზენკინხენელთა მაისური. კარიმიმ ისე დაასრულა კარიერა, რომ ევროპაში ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ის უბრალოდ გამორჩეული იყო. როდესაც ირანელი "ბაიერნში" გადავიდა, ყველა რაღაც სასწაულს ელოდა და სავარაუდოდ, ამან ცუდი გავლენა მოახდინა ალიზე. მაშინ, როდესაც კარიმი ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული აზიელი უნდა გამხდარიყო, მისი კარიერა მოულოდნელად გაფუჭდა ევროპაში ზედმეტად დიდი მოლოდინის და ზეწოლის გამო. ყველა არ არის ამისათვის მზად.

 

#8 შინჯი კაგავა

ეს ის ერთადერთი ფეხბურთელია ამ ათეულში, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს წინ. შინჯი კაგავა ძალიან ახალგაზრდა, 21 წლის ასაკში ესტუმრა ევროპულ ფეხბურთს და ეგრევე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა იაპონელი ტალანტი ბრწყინვალე იურგენ კლოპმა აღმოაჩინა, რომლის დორტმუნდის "ბორუსიამ" შინჯი სულ რაღაც 350 ათას ევროს დაიმატა "სერესო ოსაკადან". თუმცა, კაგავამ მოლოდინს გადააჭარბა და "დ.ბორუსიას" ერთ–ერთი ლიდერი გახდა. კლოპმა მას თავიდანვე გამოუცხადა ნდობა და შინჯიმ უკვე პირველივე სეზონში მოახერხა ჩინებული თამაშის ჩვენება. 2011 წელს დორტმუნდელებმა ჩემპიონობა იზეიმეს, რაშიც კაგავამ შეიტანა თავისი წვლილი და ადგილობრივი პუბლიკის საყვარელი მოთამაშე გახდა. კაგავას მოედნის ხედვა და ჩინებული პასი კლოპს აიძულებდა, რომ შინჯი ეთამაშებინა გამთამაშებლის პოზიციაზე. ახალგაზრდა იაპონელმა მომდევნო სეზონი უბრალოდ ფენომენალურად ჩაატარა, გაიტანა ბუნდესლიგაში 13 გოლი, გერმანიის თასის ფინალში ჩაატარა უნიკალური მატჩი მიუნხენის "ბაიერნთან" და ორივე ტიტულის მოგებაში ერთ–ერთი მთავარი როლი შეასრულა. ასეთი საოცარი თამაშის შემდეგ, მისით რამდენიმე გრანდი დაინტერესდა და საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იმარჯვა. კაგავაში ინგლისურმა კლუბმა დაახლოებით ოცი მილიონი ევრო გადაიხადა და შინჯი გახდა პირველი იაპონელი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში. პირველი სეზონი არ იყო ცუდი, კაგავამ მოახერხა თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა და იმედი დატოვა, რომ ნელ–ნელა მოუმატებდა. თუმცა, ტრავმების "დახმარებით" კაგავამ ვერაფერი გააკეთა მეორე სეზონში, გაუცრუა იმედები "მან.იუნაიტედის" ქომაგებს და 2014 წლის ზაფხულში დაუბრუნდა სიგნალ იდუნა პარკს. დორტმუნდში იაპონელი თბილად მიიღეს და მან კვლავ იგრნო ეს უნიკალური ატმოსფერო. კაგავა ღირსეულად დაბრუნდა "დ.ბორუსიაში" და ახლაც, ტომას ტუჰელის კოლექტივში მნიშვნელოვანი როლი აქვს. შინჯის ძალიან კარგი პირველი წრე ჰქონდა, მაგრამ ახლა ძირითადად სათადარიგო სკამზეა, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კაგავა ნამდვილად ძალიან კარგ ფორმაშია და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევს ევროპაში. 27 წლის შინჯის უკვე ორჯერ აქვს მოგებული ბუნდესლიგა, ერთხელ გერმანიის თასი, აგრეთვე ინგლისის პრემიერ ლიგა და ინგლისის სუპერთასი.

 

#7 ალი დაი

ეს განსაკუთრებული გარეგნობის მქონე ადამიანი ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, რადგან თავის დროზე მისი გამოჩენა ბუნდესლიგაში ნამდვილი მოვლენა იყო. ალი დაი ირანის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ნაკრებში 109 გოლი გაიტანა 149 შეხვედრა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია. დაის ბუნდესლიგური კარიერა 1997 წელს დაიწყო, როდესაც ის "არმინიას" ლიდერი გახდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველივე ევროპულ სეზონში. ამის შემდეგ, ახალი სეზონი ალიმ დაიწყო გერმანულ გრანდ მიუნხენის "ბაიერნში", რომელსაც მაშინ ნამდვილად მარავალფეროვანი შეტევითი ხაზი ჰყავდა. ალი დაის ტრანსფერი ნამდვილად უცნაური იყო და ირანული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენა. ოტმარ ჰიტცფელდმა ამ საინტერესო ფორვარდს მაინც მოუძებნა როლი და დაიმ 1998/99 წლების სეზონში "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა მოიგო, თანაც სეზონში ექვსი გოლის გატანა მოახერხა, რაც ცუდი შედეგი მისთვის ნამდვილად არ იყო. მომდევნო სეზონი დაიმ უკვე ბერლინის "ჰერტაში" დაიწყო და ის მისი საუკეთესო სეზონი იყო კარიერაში. დაიმ დედაქალაქური კლუბის მაისურით პირველივე სეზონში ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ყველაზე უკეთ ჩემპიონთა ლიგაზე წარმოაჩინა თავი. მომდევნო სეზონიც კარგი იყო, შემდეგ კი დაიმ მოუკლო და საბოლოოდ დაბრუნდა აზიაში. მან სულ ხუთი სეზონი დაჰყო ევროპაში, ხუთივე ბუნდესლიგაში და არცერთ სეზონში შვიდზე მეტი გოლი არ გაუტანია, მაგრამ მისი ულვაშები და მებრძოლი ხასიათი ნამდვილად გამორჩუელი იყო. ალი დაი ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო, კარგად თამაშობდა თავით, უბრალოდ ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების სრულიად გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაიმ დატოვა კვალი "ჰერტაში", ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა გოლების გატანა და გერმანიის ჩემპიონატიც მოიგო, თანაც საკმაოდ ძლიერ "ბაიერნთან" ერთად, სადაც ლეგენდარული ოლივერ კანი, ლოთარ მათეუსი, მარიო ბასლერი თამაშობდნენ.

 

#6 იასუჰიკო ოკუდერა

ეს იაპონელი ლეგენდაც გერმანულ ფეხბურთში მოღვაწეობდა და თანაც ძალიან წარმატებულად. მისი სახელი და გვარი შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, რადგან იასუჰიკო ოკუდერა არასოდეს ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ტალანტის მქონე მოთამაშე, უბრალოდ იყო ძალიან მებრძოლი და ნაყოფიერი შემტევი ნახევარმცველი. ოკუდერა ძირითადად მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა, საკმაოდ კარგი ტექნიკისა და ჩაწოდების პატრონი იყო. მან სამი სეზონი გაატარა "კიოლნში", სადაც გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ლეგენდარული ჰენეს ვეისველერის გუნდმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშიც ითამაშა. ამის შემდეგ ოკუდერა გადავიდა ბერლინის "ჰერტაში", სადაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შეურთდა ოტო რეჰაგელის ბრემენის "ვერდერს", რომელიც მაშინ ალბათ ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა გერმანიაში, მაგრამ ვერაფრით იგებდა ჩემპიონატს. ეს ჩინებული იაპონელი შემტევი "ვერდერთან" ერთად სამჯერ გახდა ბუნდესლიგის ვიცე–ჩემპიონი და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა. მან სულ 150–ზე მეტი თამაში ჩაატარა ბრემენული კლუბის მაისურით და ის ძალიან უყვარდა ადგილობრივ პუბლიკას. ოკუდერამ სულ ათი წელიწადი გაატარა გერმანიის ჩემპიონატში და უდავოდ დიდი კვალი დატოვა. "ლესტერ სიტის" ცენტრფორვარდმა, შინჯი ოკაზაკიმ, რომელსაც ასევე დიდი პერიოდი აქვს გატარებული ბუნდესლიგაში, აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი სწორედ იასუჰიკო იყო. გარდა იმისა, რომ ის ბუნდესლიგის ჩემპიონი და სამგზის ვიცე–ჩემპიონია, სამუდამოდ არის შესული ევროპული ფეხბურთის ისტორიაში – იასუჰიკო ოკუდერა გახლავთ პირველი იაპონელი ფეხბურთელი, რომელმაც გააფორმა პროფესიონალური კონტრაქტი ევროპულ კლუბთან.

 

#5 სიუნსუკე ნაკამურა

მიუხედავად იმისა, რომ სიუნსუკე ნაკამურას არცერთ უმაღლესი დონის კლუბშ არ უთამაშია, ალბათ ის ყველაზე საყვარელი აზიელი ფეხბურთელია ევროპელი ქომაგებისათვის. საქართველოში, ახალგაზრდების რომ კითხო ვინ არის საუკეთესო აზიელი ისტორიაში, უმრავლესობას პირველ რიგში გლაზგოს "სელტიკის" გრძელთმიანი ლეგენდა გაახსენდება, რატომ? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მისდამი სიყვარული და დადებითი ემოციები ნამდვილად არ არის შემთხვევითი. ნაკამურას ევროპული კარიერა იტალიაში დაიწყო, როდესაც 2002 წელს "რეჯინას" შეუერთდა და სამი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა სერია ა–ში. მისი პოზიცია მოედნის ცენტრში იყო, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, რადგან ნაკამურას ბრწყინვალე ტექნიკა და მოედნის ხედვა ჰქონდა. მისი გრძელი გადაცემები ნამდვილად არავის დაავიწყდება, განსაკუთრებით შოტლანიური გრანდის ქომაგებს. თუმცა, ნაკამურა ევროპული ფეხბურთის მოყვარულებს პირველ რიგში, უნიკალური მარცხეან ფეხის გამო ახსოვთ. ნაკამურას ჰქონდა იდეალური დარტყმა და არაერთი ულამაზესი საჯარიმო აქვს გატანილი. 2006/07 წლების სეზონში კი მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოახერხა "მანჩესტერ იუნაიტედის" აღება თავისი დიდებული მარცხენის წყალობით. თუ ოლდ ტრაფორდზე იაპონელმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი შეაგდო, გლაზგოში დიდებული გამარჯვეა მოუტანა შოტლანდიელებს. ნაკამურამ "სელტიკში" ოთხი სეზონი ჩაატარა, სამჯერ მოიგო შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ერთხელ შოტლანდიის თასი და სამჯერ შოტლანდიის ლიგის თასი. ნაკამურამ სერიოზული კვალი დატოვა ამ დიდებული კლუბის ისტორიაში, შემდეგ კი ესპანეთშ წავიდა სათამაშოდ, მაგრამ "ესპანიოლში" ბევრი არაფერი გამოუვიდა. ბოლო ექვსი წელიწადია "იოკოჰომას" ღირსებას იცავს სამშობლოში და ახლა უკვე 37 წლის გახლავთ. ნაკამურას დიდებული გოლები და სათამაშო სტილი ნამდვილად დაუვიწყარია.

 

#4 ჰიდეტოში ნაკატა

არ არსებობს აზიელი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი დებიუტი ჰქონოდეს ევროპულ ფეხბურთში. წარმატებული 1998 წლის მუნდიალის შემდეგ, 18 წლის ჰიდეტოში ნაკატა იტალიურმა "პერუჯამ" დაიმატა და ეს საოცარი ბიჭი ეგრევე სერია ა–ს მთავარი აღმოჩენა გახდა. უნივერსალური საყრდენი ნახევარმცველი სადებიუტო სეზონში ათი გოლის ავტორი გახდა, შემდეგ მორიგი ჩინებული სეზონი დაიწყო "პერუჯას" რიგებში და 1999 წლის ზამთარში გადაბარგდა "რომაში" მხოლოდ 19 წლის ასაკში. ლეგენდარული ფაბიო კაპელოს გუნდში მისი ადგილი მოიძებნა, მაგრამ ნაკატა მაინც სათადარიგო მოთამაშედ ითვლებოდა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ნაკატა გახდა ყველაზე ძვირადღირებული აზიელი მოთამაშე ისტორიაში. რამაულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხატა. ნაკატამ სულ ოცდაათი მატჩი ჩაატარა სეზონ–ნახევარში, მოიგო იტალიის ჩემპიონატი და რამდენიმე ძალიან ძლიერი თამაში ჩაატარა "მგლების" მაისურით. თუმცა, იმედები ნაკატამ ბოლომდე ვერ გაამართლა და მაინც 25 მილიონ ევროდ გადაბარგდა "პარმაში", რომელიც მაშინ საკმაოდ სერიოზული გუნდი იყო. ახალ გუნდთან ერთად ჩინებულმა იაპონელმა იტალიის თასის მოგება მოახერხა და სულ ორსეზონ–ნახევარი ჩაატარა. შემდეგ გამოსცადა თავი "ბოლონიაში", "ფიორენტინაში" და კარიერა "ბოლტონის" მაისურით დაასრულა. ნაკატა ამპლუით საყრდენი იყო, მაგრამ შესანიშნავი ტექნიკა, სისწრაფე და დარტყმა ჰქონდა, ამიტომ ხშირად მოქმედებდა მარჯვენა ფრთაზე, სადაც როგორც წესი, ძალიან აქტიური იყო. იტალიურ ფეხბურთში ჰიდეტოში ნაკატამ ძალიან დიდი კვალი დატოვა და მას დღემდე იხსენებენ, როგორც პირველ აზიურ გარღვევას თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში. 18 წლის ნაკატა უკვე ნამდვილი ვარსკვლავი იყო თავის ქვეყანაში, რადგან პირველი იაპონელი გახლდათ, რომელმაც სერია ა–ში დაიწყო კარიერა. ნაკატას შეეძლო, რომ ორჯერ მეტი გაეკეთებინა, მაგრამ ზედმეტად უყვარდა თავისი თავი, ფიქრობდა სხვა ცხოვრებისეულ ფუფუნებაზეც, მაგრამ თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა!

 

#3 პარკ ჟი–სუნგი

ეს კი სერ ალექს ფერგიუსონის რჩეული სამხრეთ კორეელი შემტევი ნახევარმცველია, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი აზიური ფეხბურთის ისტორიაში და ყველაზე წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე. პარკ ჟი–სუნგის პირველი გაბრწყინება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო და უკვე მომდევნო წელს ჰოლანდიის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბ "პსვ ეინდჰოვენში" გადაბარგდა, რომელიც მაშინ სერიოზული აღმავლობის გზაზე იდგა. გუს ჰიდინგის შესანიშნავ კოლექტივს პარკი იდეალურად მოერგო და "პსვ–ს" ერთ–ერთი ლიდერი გახდა თავიდანვე. მან ორი სეზონი ჩაატარა ჰოლანდიაში, ორივეჯერ მოიგო ერედივიზიონი, ჰოლანდიის თასი და მონაწილეობა მიიღო უნიკალურ თავგადასავალში, რომლის დროსაც სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჰიდინგის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე. 2004/05 წლების სეზონში ჰოლანდიურმა კლუბმა ჩინებული კამპანია ჩაატარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და ნახევარფინალამდე მივიდა. ამ ეტაპზე "პსვ–მ" პირველი მატჩი 0:2 წააგო "მილანთან" და საკუთარ მოედანზე ჯოჯოხეთი მოუწყო იტალიურ კლუბს – 3:1, ნამდვილი დრამა, რომლის ერთ–ერთი გმირი ჟი–სუნგი იყო. პარკმა იმ სეზონში აჩვენა დიდებული ფეხბურთი და ახალი სეზონი უკვე ინგლისურ გრანდში დაიწყო, რომელსაც დიდი სერ ალექსი მეთაურობდა. მან შვიდი სეზონი ჩაატარა ოლდ ტრაფორდზე და "მან.იუნაიტედის" ქომაგების უდიდესი პატივის ცემა მოიპოვა. ეს იყო მოთამაშე, რომელიც ყოველ შეხვედრაში აკეთებდა მაქსიმუმს და თანაც ძალიან კარგი შესაძლებლობები ჰქონდა. პარკი ტექნიკური, მშრომელი და გონიერი შემტევი ნახეავრმცველი იყო, რომელიც მუდამ აწონებდა თავს ფერგიუსონი. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა არც ავტობიოგრაფიუ წიგნში დამალა, რომ პარკი ერთ–ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და შრომისმოყვარე მოთამაშე იყო მის კარიერაში, თანაც საკმაოდ სასარგებლო. პარკმა აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო "იუნაიტედში": პრემიერ ლიგა (4), ინგლისის ლიგის თასი (3), ინგლისის სუპერთასი (4), ჩემპიონთა ლიგა (1), კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი (1). ჟი–სუნგმა ოლდ ტრაფორდი 2012 წელს დატოვა, ჩაატარა ერთი სეზონი "ქუინს პარკ რეინჯერსში" და კარიერა მშობლიურ კლუბში დაასრულა. "პსვ–სთან" ერთად ბოლო სეზონში ვეღარაფერი მოიგო, მაგრამ ღირსეულად გააცილეს. პარკ ჟი–სუნგი ყველაზე წარმატებული აზიელი ფეხბურთელია ევროპაში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პსვ–ს" ქომაგებს ძალიან უყვართ და დღემდე დიდ პატივს სცემენ.

 

#2 ჩა ბუმ–კუნი

უბრალოდ არ შეიძლებოდა რომ არ დავბრუნებულიყავით გერმანიის ბუნდესლიგაში, სადაც ჩა ბუმ–კუნმა ყველაზე დიდი კვალი დატოვა აზიელ ფეხბურთელებს შორის. კუნმა ფრანკფურტის "აინტრახტისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" მაისურით ცხრა სეზონი დაჰყო გერმანიის ჩემპიონატში, აჩვენა საოცარი ფეხბურთი. ჩა ბუმ–კუნი იყო ცენტრალური ფორვარდი, ნამდვილი მკვლელის ინსტიქტით და შესანიშნავი საგოლე ალღოთი. მისი საუკეთესო შედეგი 17 გოლია სეზონში, მაგრამ განსაკუთრებული იყო სტაბილურობისა და კარგი ფეხბურთის გამო. "აინტრახტში" კუნმა ოთხი სეზონი დაჰყო, მოიგო გერმანიის თასი და აგრეთვე უეფას თასი. 1983 წლიდან კი "ბაიერის" ღირსებას იცავს და ამ გუნდის ერთ–ერთი პირველი დიდი წარმატებას ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ლევერკუზენელებმა კორეელის ლიდერობით 1987/87 წლების სეზონში უეფას თასის მოგება მოახერხა და ჩა უკვე ორ წელიწადში წავიდა. საერთო ჯამში, მან გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებს უდავოდ დაამახსოვრა თავი. ის ლევერკუზენის "ბაიერის" ისტორიაში მეექვსე საუკეთესო ბომბარდირია 52 გოლით. ის საუკუნის აზიელ ფეხბურთელად დაასახელა IFFHS-მ და კუნი გახლავთ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების 55 გოლით. ბოლოსკენ კი უბრალოდ ლოთარ მათეუსის კომენტარი ჩა ბუმ–კუნზე: "ის არის უდავოდ საუკეთესო და ყველაზე საინტერესო აზიელი ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს ბუნდესლიგაში".

 

#1 პაულინიო ალკანტარა

ეს ადამიანი არც იაპონელია, არც კორეელი, არც ჩინელი და არც გერმანიის ბუნდესლიგაში აქვს გატარებული საუკეთესო წლები. მიუხედავად იმისა, ფილიპინური ფეხბურთის უდავოდ ნომერ პირველი ფეხბურთელი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და მის შესახებ მხოლოდ შავ–თეთრი კადრები გვაქვს შემორჩენილი, პაულინიო ალკანტარას ყველა ძალიან კარგად იცნობს, რადგან მან შექმნა ზღვარი, რომელსაც ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერავინ გადალახავს. ეს გახლავთ ფეხბურთელი, რომლის რეკორდიც ლიონელ მესიმ მოხსნა. პაულოს დებიუტი "ბარსელონას" შემადგენლობაში 1912 წელს 15 წლის ასაკში შედგა, რაც მაშინ ნამდვილად არ იყო ნამდვილი სასწაული. ფილიპინელმა თავდაპირველად ოთხი წელი ჩაატარა კატალონიურ გრანდში, გაიტანა 40 გოლი 47 შეხვედრაში. ამის შემდეგ ტიაგო სამშობლოში წავიდა, ჩაატარა ორი სეზონი, მოაგებინა "ბოჰემიანს" ეროვნული ჩემპიონატი ორჯერ და თავად 24 გოლი გაიტანა 23 მატჩში. 1918 წელს ალკანტარა დაბრუნდა "ბლაუგრანაში" და კიდევ ცრა სეზონი დაჰყო კატალონიურ გრანდში. ფილიპინელმა ამ პერიოდში 130 თამაში ჩაატარა და 102 ბურთის გატანა მოახერხა. პაულინიო ალკანტარამ 13 სეზონი ჩაატარა "ბარსელონაში", სულ 177 შეხვედრაში 142 ბურთი შეაგდო და ათჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი, პლიუს ამას ერთი კოპა დელ რეის ტიტული. მას ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული კატალონიის ნაკრებში – ოთხი გოლი და ხუთი ესპანეთის ნაკრებში – ექვსი გოლი. ფაქტია, რომ წინა საუკუნის დასაწყისში არსებობდა აზიელი ბომბდამშენი, რომელიც "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ ჯერ დაცვაში დააყენეს, მაგრამ შემდეგ დააბრუნეს თავის პოზიციაზე და პაულინიომ გააგრძელა გოლების გატანა. ეს იყო ადამიანი რომელიც დაიბადა უბრალოდ გოლების გასატანად და სამწუხაროა, რომ ახლა მას მხოლოდ ასე თუ გავიხსენებთ შავ–თეთრად. თუმცა, პაულინიო ალკანტარა უდავოდ ყველაზე ძლიერი აზიელი ფეხბურთელია ისტორიაში, რომლის დონემდე მისვლა ალბათ უბრალოდ წარმოუდგენელია, მან გადაულახავი ზღვარი დააწესა.

 

აი ასეთია ჩვენი აზიელების ათეული, სადაც ალბათ თავისუფლად შეიძლებოდა რამდენიმე თანამედროვე აზიელის: იუტო ნაგატომოს, კეისუკე ჰონდას, შინჯი ოკაზაკის მოხვედრა ან თუნდაც კაზუიუში მიურა და მეჰდი მაჰდავიკია. აზიელებმა ძალიან ბევრი საინტერესო და გამორჩეული ფეხბურთელი აჩუქეს ევროპულ ფეხბურთს. ამ კონტინენტის წარმომადგენელები გამორჩევიან კარგი ტექნიკით და რაც ყველაზე მთავარია – საოცარი ბრძოლისუნარიანობით. აბსოლუტურად ყველა ზემოთხსნენებული მოთამაშე საოცრად შრომისმოყვარე იყო და სწორედ ეს არის აზიელების განსაკუთრებული წარმატების მთავარი საიდუმლო!

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1459105943_paulinoalcantarafcbarcelona.jpg

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო აზიელი, რომელსაც ევროპაში აქვს ნათამაშები?

მწვანე ზონა
კომენტარები: 13910
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  malboro463  
28 მარტი 2016 23:26
ციტატა: Papuu
რა შუაშია ეგ :D
სექტა ინ ექშენ რა :D
რა შუაში იყო ახლა მანიპულირება როცა რონალდო რეალზე იგივე ზურაბზე ვსაუბრობდით :D
კიდე ვნახულობ გიოს ხანდახან :D
გიო ბარსას ფანი ადმინი :D:D:D:D
ეგ რო იყო
აქ ნაღდად ვერ ვგრიმიტობდით :D


და ის ჭირვეული გოგონა ეკა კიდე :D

აუ რა ჯიუტი ვინმე იყოოოოოოო

ძველებიდან ბევრი შემოდის არ პოსტვნ თორე
No-Club
England
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 16  Scholes  
28 მარტი 2016 01:37
ციტატა: Oliver Kahn
ციტატა: Scholes
როწავიკითხე მეთქი აზიელი მარადონა არ იქნება და უნდა დავუწეროთქო

რა დამავიწყებს მაგის საცოდაობას :დ არადა რაღაც საოცარი ნიჭი ჰქონდა უბრალოდ ვერ გაქაჩა მაღალ დონეზე სამწუხაროდ

ხო მაგრამ დიდი პოტენციალის მქონე ტიპი იყო.
ციტატა: Papuu
.youtube.com/watch?v=1J8ebYYc05g

პარკი კი არ ჯობია იმენა ტყ...ვს

ა ხო ავტორ გთხოვ კარიმიზე სხვა ვიდეო დადე რა აქ ვერ მიხვდებიან ვინ იყო . აი ადრე იყო ფუტბოლი რაა ეხლა იმენა ფარჩაკები იჩითებიან
Manchester-United
Norway
კომენტარები: 8994
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 15  Oliver Kahn  
28 მარტი 2016 01:12
ციტატა: Scholes
როწავიკითხე მეთქი აზიელი მარადონა არ იქნება და უნდა დავუწეროთქო

რა დამავიწყებს მაგის საცოდაობას :დ არადა რაღაც საოცარი ნიჭი ჰქონდა უბრალოდ ვერ გაქაჩა მაღალ დონეზე სამწუხაროდ

-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze
Bayern-Munich
Netherlands
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 14  Papuu  
28 მარტი 2016 01:11
ციტატა: SOAD
ციტატა: Papuu
ეგ რო იყო
აქ ნაღდად ვერ ვგრიმიტობდით :D

სადაა მერე ახლა ahahaha სად წავიდნენ :დდდ ///

ჯოკერს ყომარობს მე 5 სართულზე :D:D:D:D
და ლოთაობს კიდეეეეეეეე :D:D:D
ფეხბურთის თამაში მაგან არ იცოდა :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 13  SOAD  
28 მარტი 2016 01:06
ციტატა: Papuu
ეგ რო იყო
აქ ნაღდად ვერ ვგრიმიტობდით :D

სადაა მერე ახლა ahahaha სად წავიდნენ :დდდ ///
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 12  Papuu  
28 მარტი 2016 01:04
ციტატა: Scholes
კარიმი აზიელი მარადონა love მაგრად მევასებოდა. ავტორ საღოლ . სათაური როწავიკითხე მეთქი აზიელი მარადონა არ იქნება და უნდა დავუწეროთქო wink

https://www.youtube.com/watch?v=1J8ebYYc05g

ამ ვიდეოზე მაგრად ვღადაობ :D:D:D:D:D

პ.ს

პარკი>ბუსკეცი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 11  Scholes  
28 მარტი 2016 00:58
კარიმი აზიელი მარადონა love მაგრად მევასებოდა. ავტორ საღოლ . სათაური როწავიკითხე მეთქი აზიელი მარადონა არ იქნება და უნდა დავუწეროთქო wink
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 10  Papuu  
28 მარტი 2016 00:52
ციტატა: SOAD
ციტატა: Papuu

რაი იცოდა ბიჯო მაგან რაული და დი სტეფანო :D:D:დ
რონალდო ევასებოდა უბრალოდ :D


არ არსებობს , რო რაული არ ცოდნოდა , აქ არაა და რატო იყენებ მაგ მდგომარეობას ahahaha რაული ის ფეხბურთელია , რომელიც ყველამ უნდა დააფასოს love დისტეფანოსთან ჩვენ ჰო ძმაკაცებივით ვიყავით ;დდდ ეს სხვა ეპოქის ფეხბურთელით მანიპულირება რატო გიყვარს :დ

რა შუაშია ეგ :D
სექტა ინ ექშენ რა :D
რა შუაში იყო ახლა მანიპულირება როცა რონალდო რეალზე იგივე ზურაბზე ვსაუბრობდით :D
კიდე ვნახულობ გიოს ხანდახან :D
გიო ბარსას ფანი ადმინი :D:D:D:D
ეგ რო იყო
აქ ნაღდად ვერ ვგრიმიტობდით :D
ahahaha

და ის ჭირვეული გოგონა ეკა კიდე :D

აუ რა ჯიუტი ვინმე იყოოოოოოო ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  SOAD  
28 მარტი 2016 00:43
ციტატა: Papuu

რაი იცოდა ბიჯო მაგან რაული და დი სტეფანო :D:D:დ
რონალდო ევასებოდა უბრალოდ :D


არ არსებობს , რო რაული არ ცოდნოდა , აქ არაა და რატო იყენებ მაგ მდგომარეობას ahahaha რაული ის ფეხბურთელია , რომელიც ყველამ უნდა დააფასოს love დისტეფანოსთან ჩვენ ჰო ძმაკაცებივით ვიყავით ;დდდ ეს სხვა ეპოქის ფეხბურთელით მანიპულირება რატო გიყვარს :დ
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 8  Papuu  
28 მარტი 2016 00:34
ციტატა: SOAD
ისე რეალის მაგარ ფანს რაულზე ძაან რონალდუ უნდა ევასებოდეს ? მგონი რო არა

რაი იცოდა ბიჯო მაგან რაული და დი სტეფანო :D:D:დ
რონალდო ევასებოდა უბრალოდ :D

ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  SOAD  
28 მარტი 2016 00:31
ციტატა: Papuu

რონალდო რატო ევასებოდა დღემდე ვერ ამოვხსენი :D

არადა ამხელა კაცი იყო

რა რონალდო :D:D


ისე რეალის მაგარ ფანს რაულზე ძაან რონალდუ უნდა ევასებოდეს ? მგონი რო არა
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 6  Papuu  
28 მარტი 2016 00:14
ციტატა: SOAD
ციტატა: Papuu

ესპანეთშია ? :D:D:D:D:D:D:D


მგონი ესპანეთშია ahahaha მსგავსი ტიპის სტატიებს ველოდები 4ever smoke


რონალდო რატო ევასებოდა დღემდე ვერ ამოვხსენი :D

არადა ამხელა კაცი იყო

რა რონალდო :D:D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 5  SOAD  
28 მარტი 2016 00:01
ციტატა: Papuu

ესპანეთშია ? :D:D:D:D:D:D:D


მგონი ესპანეთშია ahahaha მსგავსი ტიპის სტატიებს ველოდები 4ever smoke
Barcelona
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 4  Papuu  
27 მარტი 2016 23:44
ციტატა: SOAD
მართლა უძლიერესი ხარ ავტორ good სადაა მართლა სეხნია ahahaha ესპანეთიდან ჰო პოსტავდა :დდ ahahaha

ესპანეთშია ? :D:D:D:D:D:D:D

ahahaha

ალბათ რეალის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს
ან რონალდოს აგენტი გახდა :D:D


მაგარი სტატიაა


ავტორ ჯანსაღი კამათი რო წამოვიდეს შემდეგში ისეთი გამოუშვი


და სტატიას +18 დააწერე :D:D:D:D:D:D:D:D:D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  SOAD  
27 მარტი 2016 23:43
მართლა უძლიერესი ხარ ავტორ good სადაა მართლა სეხნია ahahaha ესპანეთიდან ჰო პოსტავდა :დდ ahahaha

საიტს მობილური ვერსია რო ქონდეს კარგი იქნება , პირადი შეტყობინებები როდის უნდა გამოასწოროთ ?
Barcelona
კომენტარები: 54
ჯგუფი: Founder
სტატუსი: offline
№ 2  System  
27 მარტი 2016 23:37
good
................
FC-Bayern-Munchen
Germany
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
27 მარტი 2016 23:16
ავტორი ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო მწერალია ამ საიტზე.
იმედი მაქვს დიდ წარმატებას მიაღწევს ეს ადამიანი.
ბევრს მუშაობს , ძალიან მომეწონა ეს სტატია.
good 4ever

პარკი და ნაკატა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები არიან.
ამ ადამიანების ეპოქაში გავიზარდეთ.

ბრავო ავტორ !!!!!!!


ფეხბურთის ქომაგმა შენ ლუდზე კი უნდა დაგპატიჟოს ბაიერნის თამაშის დროს , ამის ღირსი ნამდვილად ხარ :D

მარა რონალდო რეალი სად წავიდაა , სად გაქრაა ?! რა ქარმა ჩაგყლაპა :D
გამოჩნდი ბიჭო :D


ahahaha

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi