Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ათი საუკეთესო აფრიკელი, რომელთაც ევროპაში უთამაშიათ

29-03-2016
18 კომენტარი

წარმატებული აზიელი ფეხბურთელების გახსენების შემდეგ, ახლა გადავინაცვლოთ კიდევ ერთ შედარებით არასაფეხბურთო, მაგრამ ყოველთვის მიმზიდველი ტალანტების მშობელ კონტინენტზე. აფრიკული ფეხბურთისადმი ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდი იყო და ეს დღესაც ასეა, რადგან ამ კონტინენტზე ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იზრდება, რომელთაც უბრალოდ სჭირდებათ კარგი განვითარება.

 

დღესდღეობით ევროპის სხვადასხვა წამყვან ჩემპიონატებში ძალიან ბევრი აფრიკელია, რომლებიც ჩინებულად გამოიყურებიან. კონკრეტულად მიმდინარე სეზონის მიხედვით, რიად მაჰრეზი „ლესტერ სიტისთან“ ერთად გვიმზადებს ერთ-ერთ მთავარ სენსაციას მსოფლიო ფეხბურთში. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს პრემიერ ლიგაში ია ია ტურე და სხვები.

 

გთავაზობთ ათ საუკეთესო აფრიკელ მოთამაშეს, რომელთაც ოდესმე უთამაშიათ ევროპაში. ამ სიაში ყველასათვის კარგად ნაცნობნი ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთაგანაც სამი მათგანია მოქმედი მოთამაშე, მაგრამ ორი უკვე ძალიან ასაკოვანი და ლეგენდარული.

 

#10 ნვანკვო კანუ

ეს ორიგინალური გარეგნობის მქონე ნიგერიელი თავდამსხმელი ნამდვილად ყველასათვის კარგად ცნობილი სახეა ევროპულ ფეხბურთში, განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგის მოყვარულთათვის. უცნაური სახელის მქონე ფორვარდი, რომელსაც ხან რას ეძახდნენ და ხან რას, არასოდეს გამოირჩეოდა რაიმე განსაკუთრებული თვისებებით და არცერთ სეზონში არ უჩვენებია რაიმე ღირებული, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად ეხმარებოდა თავის გუნდებს და იყო მშვენიერი სათადარიგო მოთამაშე. ამ საშუალო დონის ფეხბურთით ნვანკვო კანუმ ამსტერდამის „აიაქსი“, მილანის „ინტერი“ და ლონდონის „არსენალი“ მოიარა, თანაც სამივე კლუბის ქომაგებს დაამახსოვრა თავი დადებითად. 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი ფეხბურთის შემდეგ კანუ „აიაქსმა“ დაიმატა 1993 წელს, როდესაც ნიგერიელი მხოლოდ 17 წლის იყო. კანუ შესანიშნავად მოერგო ახალგაზრდულ ჰოლანდიურ კლუბს. ის ძალიან კარგად შეეწყო მარკ ოვერმარსს, რონალდ დე ბურს, თანამემამულე ფინიდის და ორ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა, რაც მშვენიერი შედეგია. 19 წლის ნიგერიელმა 1995 წლის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ამსტერდამულ კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. კანუს თამაშით მოიხიბლა მილანის „ინტერი“ და უმალვე გადაიბირა საკმაოდ ნიჭიერი აფრიკელი თავდამსხმელი. იტალიაში კი ნვანკვომ ვერ გაამართლა, ტრავმებმაც შეუშალეს ხელი და ორ წელიწადზე მეტი ტყუილად დაკარგა, მაგრამ უგოლოდ მაინც არ დატოვა „ნერაძური“. 1998 წლის ზამთარში „არსენალმა“ დაიმატა კანუ და ის ძალიან მალე გახდა ჰაიბერის სიმპათია. ნიგერიელმა პირველივე სეზონში მოაწონა თავი ყველას და რაც მთავარია არსენ ვენგერს. მომდვენო სეზონი მისთვის შესანიშნავი იყო და სულ ხუთსზონ-ნახევარი გაატარა „არსენალში“. ნვანკვომ ორი პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო, ორი ასოციაციის თასი და ერთიც სუპერთასი. ამის შემდეგ ორი სეზონი ჩაატარა „ვესტ ბრომვიჩში“ და კიდევ ექვსი „პორთსმუტში“, სადაც თავიდან ძალიან კარგი იყო და ისევ ალამაზებდა პრემიერ ლიგას, მაგრამ შემდეგ გავარდა 2010 წელს გუნდთან ერთად ჩემფიონშიფში და ორ წელიწადში კარიერაც დაასრულა. კანუ გამოირჩეოდა თავისი უცნაური ტექნიკითა და საოცარი საგოლე ალღოთი. მას შეეძლო რომ არაფრისგან შეექმნა გოლი და ყოველთვის იქ იყო, სადაც საჭირო იყო. ნიგერიელმა ყველაზე მეტად თავისი შრომისმოყვარეობით დაამახსოვრა თავი ყველას და მისი საუკეთესო მატჩი ალბათ 1999 წლის ლონდონური დერბია სტემფორდზე, რომელიც „არსენალმა“ 3:2 მოიგო სწორედ კანუს ჰეთ-რიქით. ის „არსენალის“ ქომაგების საყვარელი აფრიკელი მოთამაშეა, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს არასოდეს დაავიწყდება. კანუს ინგლისის ჩემპიონატში 300-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ნამდვილად დატოვა თავისი კვალი.

 

#9 ელ ჰაჯი დიუფი

 

ის ევროპულ ფეხბურთში ნამდვილი აღმოჩენა იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო ელ ჰაჯიმ ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. მან კარიერა პირდაპირ საფრანგეთში დაიწყო: „სოშოს“ აღზრდილია და სადებიუტო სეზონის წორედ ამ კლუბის მაისურით ჩაატარა. შემდეგ იყო უკეთესი ერთი სეზონი „რენში“ და 2000 წლიდან დაიწყო გაბრწყინების პერიოდი, როდესაც დიუფი „ლანსში“ გადაბარგდა და ამ კლუბის ლიდერი გახდა. ახალგაზრდა აფრიკელმა ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 18 გოლის გატანა მოახერხა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალი მოქმედი ჩემპიონების დამარცხებით გახსნა და იმ შეხვედრაში დიდებული იყო ელ ჰაჯი დიუფი, რომელმაც გააწამა საფრანგეთის გამოჩენილი დაცვის ხაზი და საგოლე პასი გააკეთა იმ შეხვედრაში. სენეგალელებმა მერვედფინალში შვედეთი დაამარცხეს დამატებით დროში და მორიგი დრამა წააგეს თურქეთთან. დიუფმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ტურნირზე იასპარეზა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე. ამ ახალგაზრდა შემტევით მოიხიბლა „ლივრპულის“ ლეგენდარული თავკაცი ჟერარ ულიე, რომელსაც უყვარდა საფრანგეთის ჩემპიონატიდან ტალანტების გადაბირება. ულიემ ჩაიგდო ხელთ დიუფი მარტივად, რომელიც ძალიან ხალისიანად ათამაშდა ინგლისში. სამწუხაროდ, ვერ მოახერხა განსაკუთრებული ფეხბურთის ჩვენება და უკვე 2004 წელს გაცილებით დაბალი დონის „ბოლტონში“ გადაბარგდა, მაგრამ თავისი ნიჭი არ დაუკარგავს და ხშირად დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ფეხბურთის გულშემატკივარს. მან ოთხი ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა „ბოლტონში“ და კლუბის ნამდვილ ლეგენდად იქცა. შემდეგ იყო „სანდერლენდი“, „ბლექბერნი“ და ბოლოს „ლიდს იუნაიტედი“. ელ ჰაჯიმ კარიერა 2014 წელს დაასრულა და მისი ჩინებული მოქმედებები არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ის იყო ერთ–ერთი ყველაზე ტექნიკური აფრიკელი მოთამაშე ახალი საუკუნის დასაწყისში, რომელიც საოცარი იმედებით გადავიდა „ლივერპულში“, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მიაღწია უმაღლეს მიზნებს. ელ ჰაჯი დიუფს ნამდვილად უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის გადამწყვეტი იმისათვის, რომ მოიპოვო ხალხის სიყვარული. ეს სენეგალელი უნივერსალი ნამდვილად ერთ–ერთი გამორჩეული აფრიკელი იყო ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგაში.

 

#8 ია ია ტურე

„მანჩესტერ სიტის“ კოტ’დიუვარელი ლიდერი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უდავოდ ყველაზე გამორჩეულია თავის კონტინენტზე და სტაბილურად მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. ია ია პირველად საბერძნეთში გამოჩნდა, როდესაც „ოლიმპიაკოსში“ ჩაატარა ერთი წარმატებული სეზონი და უკვე 2006 წელს აღმოჩნდა საფრანგეთის ჩემპიონატში, სადაც შეცვლილი „მონაკოს“ ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. ლიგა 1–ში ტურემ ფენომენალური სეზონი ჩაატარა და მომდევნო სეზონიდან დიდი ნაბიჯი გადადგა კარიერაში – კატალონიის „ბარსელონას“ მიაშურა, სადაც პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა. ტურემ სულ სამი სეზონი ჩაატარა კამპ ნოუზე, მოიგო ყველაფერი და მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას, თანაც საკმაოდ კარგად მოქმედებდა მინდორზე. პეპ გვარდიოლასთან ერთად ტურეს ცოტათი გაუჭირდა, რადგან ესპანელი სპეციალისტის გემოვნებაში უფრო ჰაეროვანი და ტექნიკური მოთამაშეები შედიოდნენ, მაგრამ ტურეს ის ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. 2008/09 წლების სეზონში კოტ’დიუვარელი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ ნელ–ნელა დაკარგა ადგილი, დაუთმო პოზიციები სერხიო ბუსკეცს და საბოლოოდ ამჯობინდა, რომ დაეტოვებინა ესპანური გრანდი. „ბარსაში“ გატარებული ფანტასტიკური სეზონების შემდეგ, ტურე შეუერთდა ინგლისის ყველაზე ამბიციურ პროექტს „მანჩესტერ სიტის“ სახით, რომელსაც სწორედ მისნაერი ახალი სისხლი სჭირდებოდა. რობერტო მანჩინის გუნდში იდეალურად ჩაეწერა ფიზიკურად ძლიერი და მრავალფეროვანი აფრიკელი, რომელმაც ეგრევე ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო და ფინალში ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. 2011/12 წლების სეზონში კი „ცისფრებმა“ ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს და ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგეს 45 წლიანი პაუზის შემდეგ, თანაც საოცრად დრამატულად. ტურემ მორიგი იდეალური სეზონი ჩაატარა. 2013 წელს „მან.სიტი“ დატოვა იტალიელმა სპეციალისტმა და მისი ადგილი მანუელ პელეგრინიმ ჩაატარა. 2013/14 წლების სეზონი კი ტურეს კარიერაში საუკეთესო იყო, რომელმაც პრემიერ ლიგაში ოცი გოლი გაიტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის გაჩემპიონებაში. ტურეს ასეთი საოცარი სეზონი და ფანტასტიკური მოტივაცია ალბათ მსოფლიო ჩემპიონატით იყო განპირობებული, რომელიც ზაფხულში ელოდა ია იას. ტურე დიდებული იყო გასულ სეზონში და ახლაც მშვენიერი სტატისტიკა აქვს, მაგრამ აშკარად ვეღარ არის ისეთივე ლაღი, როგორიც თუნდაც ორი წლის წინ. ია ია ტურე ამ ზაფხულს ალბათ დატოვებს ეტიჰადს, რადგან „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლა მიდის, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ კოტ’დიუვარელმა ჩაწერა თავისი სახელი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში. ტურე საკმაოდ ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც რაღაც არ წაუვიდა „ბარსელონაში“, მაგრამ ყველაფერი გამოუვიდა „მან.სიტიში“ და უდავოდ მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი იყო თავის პოზიციაზე ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში. ია იამ უკვე ორ–ორჯერ მოიგო ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებ, აიღო ქვეყნის თასები და სუპერთასები, 2009 წელს კი ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატიც მიამატა. ტურე უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესო აფრიკელი მოთამაშეა ევროპაში, რომელიც ოთხჯერ დასახელდა წლის აფრიკელ ფეხბურთელად, თანაც მიჯრით.

 

#7 აბედი პელე

ეს განელი თავდამსხმელი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა გახლავთ, რომელიც რეიმონდ გოტელსის ტრიუმფალური გუნდის ერთ–ერთი ლიდერი იყო. აბედი პელე ერთ–ერთი პირველი განელია, რომელმაც საოცარ წარმატებას მიაღწია ევროპაში. ყველაფერი მარსელის „ოლიმპიკით“ დაიწყო, სადაც ძალიან ადრეულ ასაკში აღმოჩნდა მოულოდნელად და ორი სეზონის განმავლობაში ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგ იყო „ლილი“ და ფანტასტიკური ორი სეზონი, რომლის შემდეგაც აბედი დაიბრუნეს მარსელელებმა. ამასობაში ბელგიელი სპეციალისტი გოტელსი ემზადებოდა სერიოზული წარმატებისათვის. „მ.ოლიმპიკმა“ ზედიზედ ორჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგა 1 და 1991 წელს წააგო ჩემპიონთა თასის ფინალი. თუმცა, ფრანგებმა 1993 წელს დაბრუნდნენ ფინალში და ამჯერად აღარ დათმეს ტიტული. „მ.ოლიმპიკმა“ მოახერხა ფაბიო კაპელოს „მილანის“ დამარცხება და ისტორიული წარმატების მიღწევა. „მ.ოლიმპიკი“ ერთადერთი ფრანგული კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მოიგო თასი და იმ გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო აბედი პელე. განელი მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა და მისი ჩინებული დრიბლინგები დიდ დახმარებას უწევდა პარტნიორებს. 1993 წელს პელემ სკანდალის გამო დატოვა მარსელური კლუბი და ჯერ ლიონის „ოლიმპიკში“, შემდეგ კი „ტორინოში“ გააგრძელა ევროპული მოღვაწეობა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 1996 წელს. ტურინულ კლუბში განსაკუთრებული აღარაფერი გაუკეთებია, მაგრამ აბედი პელე ევროპას არასოდეს დაავიწყდება. ის „მ.ოლიმპიკის“ ნამდვილი ლეგენდა და იმ დიდი წარმატების ერთ–ერთი შემოქმედია. აბედის თავის ქვეყანაშ „აფრიკელ პელესაც“ ეძახდნენ იმდენად ძლიერი და ნაყოფიერი შემტევი იყო.სამწუხაროდ, აბედი დღეს ბევრს არ ახსოვს, მაგრამ თავის დროზე ფრანგულ ფეხბურთში ბევრი ასეთი ტექნიკური შემტევი იყო, რომელთა შორისაც ოდავოდ გამორჩეული იყო პელე.

 

#6 ფრედერიკ კანუტე

სოლიდური, ტექნიკური, დინჯი აფრიკელი ფორვარდი „სევილიას“ მაისურში და ორი თითით ცისკენ მიპყრობილი მზერა – ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი დახასიათებაა, რომელიც მხოლოდ ფრედერიკ კანუტეს განეკუთვნება. არ არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც არ იცის კანუტე, რადგან მან ნამდვილად ძალიან წარმატებული კარიერა მოიწყო ევროპაში მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა და სწორედ ამიტომ იყო ყოველთვის შედარებით თავშეკავებული მინდორზე. კანუტემ უკვე ოცი წლის ასაკში დაიწყო მაღალ დონეზე თამაში ლიონის „ოლიმპიკის“ მაისურით, სადაც სამი სეზონი გაატარა და 2000 წელს გადაბარგდა ამბიციურ ინგლუსურ კლუბ „ვესტ ჰემში“. ლონდონელთა შემადგენლობაში ის საბოლოოდ იქცა ცენტრალურ თავდამსხმელად და სამი წარმატებული სეზონის შედმეგ უფრო ძლიერ „ტოტენჰემში“ აღმოჩნდა. იქაც განიცადა პროგრესი, დაჰყო ორი სეზონი და 2005 წელს ხუანდე რამოსის ერთ–ერთი პირველი ტრანსფერი გახდა ანდალუსიურ კლუბში. მალის ეროვნული ნაკრების ფორვარდი იდეალურად მოერგო ესპანურ ფეხბურთს და ეგრევე წარმატებას მიაღწია „სევილიასთან“ ერთად. ხუანდე რამოსმა ორ სეზონში ორი უეფას თასი და ესპანეთის თასი მოაგებინა ანდალუსიელებს, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა კანუტემ. ის იდეალურად იყო შეწყობილი ლუის ფაბიანოსთან და ეს დუეტი ერთ–ერთი ყველაზე საშიში იყო ლა ლიგაში. კანუტეს გატანილი აქვს სამივე ფინალის ტურნირში, აქედან გადამწყვეტი გოლი კოპა დელ რეიზე. საბოლოო ჯამში, მან შვიდი სეზონი ჩაატარა რამონ სანჩეს პისხუანზე და უდიდესი კვალი დატოვა ამ კლუბში. აფრიკელმა 89 გოლის გატანა მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატში და „სევილიას“ ყველა დროის ნომერ მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია და უდავოდ ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი. კანუტე ანდალუსიური კლუბის ნამდვილი ლეგენდაა, რომელსაც „სევილიას“ ქომაგები უდიდეს პატივს სცემენ. ფრედერიკმა კარიერა ჩინეთში დაასრულა და დაიმსახურა ძალიან დიდი სიმპათია. ფრედერიკ კანუტე საკმაოდ ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი იყო კარგი საგოლე ალღოთი, თავური თამაშით და დარტყმით. ის ნამდვილად მაღალი დონის ფორვარდი იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო თავად შეექმნა რაღაც. კანუტე მალის ნაკრების ყველა დროის ნომერ პირველი ბომბარდირია და მისი თამაში ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი იყო ევროპაში. რაც ყველაზე მთავარია, კანუტე  მაქსიმუმს აკეთებდა გუნდისათვის და როგორც უკე აღვნიშნეთ, მოახერხა „სევილიას“ გულშემატკივრების გულის მოგება, რაც უმთავრესია ფეხბურთელისათვის.

 

#5 რაბაჰ მაჯერი

მაშინ, როდესაც აფრიკულ ფეხბურთს ნელ–ნელა ითვისებდნენ ევროპაში და ყველასათვის საყვარელი როჟე მილა იყო ამ კონტინენტის მთავარი გმირი, ალჟირში ნამდვილი ლეგენდა იზრდებოდა რაბაჰ მაჯერის სახით, რომელსაც არ აქვს გატარებული დიდი დრო უძლიერეს საფეხბურთო კონტინენტზე, მაგრამ თავისი თამაშით უდავოდ მოიპოვა დიადი სახელი. ახალგაზრდა მაჯერი 1985 წელს შეუერთდა „პორტოს“ და პორტუგალიური კლუბის ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა უმალვე. რაბაჰმა პირველივე სეზონში მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, მომდევნო სეზონში კი „პორტოს“ ერთ–ერთი მთავარი წარმატების შემოქმედი გახდა. არტურ ჟორჟეს გუნდმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა და ჩემპიონთა თასის მოპოვება შეძლო. 1987 წლის ფინალში „დრაკონებმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ჩააგდეს შოკში, როდესაც ბოლო 15 წუთში დაუტრიალეს თამაში და პირველი საპასუხო ბურთი სწორედ ალჟირელმა ვინგერმა შეაგდო. მჯაჯერი იმ გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელსაც მოგვიანებით ძალიან დიდი მოკრძალებით ახსენებდა ჟოზე მოურინიო. ამ დიდი წარმატების შემდეგ მაჯერმა ფენომენალური სეზონი ჩაატარა 1987/88 წლებში, მაგრამ ტრავმის გამო დიდი ნაწილი გამოტოვა და შემდეგ გადაბარგდა დროებით „ვალენსიაში“, მაგრამ მაინც დაუბრუნდა პორტუგალიას და კიდევ სამი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა დრაგაოზე. „პორტოს“ რიგებში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში მაჯერმა მოიგო ევროპის მთავარი ტურნირი, საერთაშორისო თასი, სამი პორტუგალიის ჩემპიონატი, ორი თასი და ორიც სუპერთასი. მოკლედ რომ გითხრათ, მაჯერი დაახლოებით რიად მაჰრეზის ტიპის მოთამაშე იყო, მაგრამ კიდევ უფრო თავდაჯერებული და ძლიერი. მის საოცარ ტექნიკას მუდამ აღტაცებაში მოჰყავდა ევროპული ფეხბურთის მოყვარულნი. მაჯერმა ძალიან კარგად იასპარეზა ალჟირის ეროვნულ გუნდშიც და უდავოდ დიდი კვალი დატოვა ევროპულ ფეხბურთში. მიუხედავად იმისა, რომ ის „პორტოს“ ლეგენდაა და არა რომელიმე დიდი გრანდის, მაგრამ მისი საოცარი დრიბლინგები ნამდვილად არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მაჯერი იყო ერთ–ერთი პირველი აფრიკელი, რომელმაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა ევროპაში და მოახერხა არც მეტი არც ნაკლები – ჩემპიონთა თასის მოგება, თანაც ფინალში გოლის გატანა.

 

#4 ჯეი–ჯეი ოკოჩა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი უბრალოდ უყვართ! ჯეი–ჯეი ოკოჩას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს მოგებული გარდა ინტერტოტოს თასისა, მაგრამ მისი საფეხბურთო სტილი და მოქმედებები მინდორზე – უბრალოდ დაუვიწყარია. ჯეი–ჯეი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშე იყო და შეეძლო, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაეკეთებინა ბურთთან ერთად. ის იმითაც იყო გამორჩეული, რომ არა საფრანგეთსა ან აფრიკაში, არამედ გერმანიაში გაიზარდა და პირველად ფრანკფურტის „აინტრახტის“ მაისურით გაიბრწყინა. იმ პერიოდში მატიას ომსი ჩინებულად ავარჯიშებდა „არწივებს“ და „აინტრახტი“ საკმაოდ სერიოზული ძალა იყო ბუნდესლიგაში. ოკოჩამ პირველივე სეზონიდან მოახდინა შთაბეჭდილება და ფრანფკურტელთა ერთ–ერთი ლიდერი გახდა. ჯეი–ჯეის ერთ–ერთი საუკეთესო გოლი კარიერაში სწორედ ამ პერიოდს მოიცავს, როდესაც მან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოლივერ კანს ნამდვილი სირცხვილი აჭამა, როდესაც მსოფლიოს მომავალი ნომერ პირველი მეკარე გააბრუა და ულამაზესი გოლი გაუტანა. ბუნდესლიგაში ჩატარებული ოთხი შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჯეი–ჯეი მოულოდნელად გადაბარგდა თურქეთში, სადაც „ფენერბაჰჩეს“ მაისური მოირგო და ორი საინტერესო სეზონი ჩაატარა. თუმცა, ოკოჩამ იგრძნო, რომ უფრო მაღალი დონის ფეხბურთი იყო საჭირო და 1998 წელს საკმაოდ ძლიერ „პარისენ–ჟერმენს“ შეუერთდა, რომელსაც მაშინ კიდევ ერთი საოცარი ტექნიკური ტალანტი ეწვია მოგვიანებით რონალდინიოს სახით. თუმცა, გაუჩომდე პარიზელთა ნამდვილი ვარსკვლავი სწორედ ოკოჩა იყო, რომელსაც გაჰქონდა ულამაზესი გოლები, ანხორციელებდა დიდებულ დრიბლინგებს და ოთხი უნიკალური სეზონის გამო ის დღემდე უყვართ პარიზში. „პსჟ“ არ გამოირჩევა დიდი ლეგენდების დოსიით, ამიტომ ჯეი–ჯეი ოკოჩა კლუბის ისტორიაში ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლოს ქომაგებისგან. რონალდინიოსგან ჩრდილში მოქცეულმა ჯეი–ჯეიმ 2002 წელს პრემიერ ლიგას მიაშურა და „ბოლტონში“ გაატარა მორიგი ოთხი დიდებული სეზონი. ოკოჩა და დიუფი ერთად ქმნიდნენ დიდი სემ ელერდაისი პირველ სერიოზულ წარმატებას. ოკოჩამ ინგლისური პუბლიკა მარტივად მოხიბლა თავისი უნიკალური შესაძლებლობებით და ბურთთან არანორმალური ურთიერთობით. მისი კარიერა 2008 წელს დასრულდა და სწორედ ამ წლის ზაფხულში დასრულდა მისი სახელობის სტადიონის მშენებლობა ნიგერიაში. ოკოჩამ ეროვნულ ნაკრებში 90–მდე მატჩი ჩაატარა და უზომო სიყვარული მოიპოვა ადგილობრივი პუბლიკისა. ჯეი–ჯეი არ დაავიწყდებათ არასოდეს არც გერმანიაში, არც საფრანგეთსა და არც ინგლისში, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ტიტულები არ არის მთავარი! ოკოჩამ დატოვა სახელი, რომელსაც დღემდე სიამოვნებით იხსენებენ. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი „მონაკოსთან“ სწორედ ოკოჩამ გახსნა, პირველი სიმბოლური შეხება განახორციელა ბურთთან და ამ დროსაც კი გამორჩეული იყო და თავისი საფირმო ფინტი გააკეთა. მან თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. არც ძალიან მაგარი და არც სავსებით უბრალო – ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჯეი–ჯეი ოკოჩაა.

 

 

#3 ჯორჯ ვეა

 

ეს კი ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მოიპოვა და გახდა ოქროს ბურთის მფლობელი. ჯორჯ ვეა – ყველა დროის საუკეთესო ლიბერიელი ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ევროპულ ფეხბურთში და ძალიან წარმატებული სეზონები ჩაატარა „მილანში“, როდესაც კლუბს ყველაზე მეტად უჭირდა საკი–კაპელოს ტრიუმფალური პერიოდის შემდეგ. ვეას პირველი ევროპული კლუბი „მონაკო“ იყო, სადაც 22 წლის ასაკში გაიბრწყინა. ის ლეგენდარული არსენ ვენგერის აღმოჩენაა, როემლიც ეგრევე ძალიან კარგად მოერგო ფრანგულ ფეხბურთს. ვეამ ოთხი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „მონაკოში“, მოიგო საფრანგეთის თასი და 1992 წელს მიაშურა „პსჟ–ს“, რომელიც მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო. პირველ ორ ჩინებულ სეზონს, მოჰყვა ფენომენალური კამპანია 1994/95 წლებში, როდესაც მისმა გუნდმა მოიგო ქვეყნის ორივე სათასო ტურნირი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვეამ რვა გოლი გაიტანა, გახდა საუკეთესო ბომბარდირი და საბოლოოდ ოქროს ბურთიც მოიპოვა, რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. თუმცა, ჯორჯმა თავისი დიდებული თამაშით ნამდვილად დაიმსახურა ეს წარმატება. ვეამ საფრანგეთში ლიგა 1–ც მოიგო 1994 წელს და შვიდი სეზონის შემდეგ დატოვა საყვარელი ქვეყანა. 1995 წლიდან ის „მილანის“ დახმარებას შეუდგა, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. ვეამ გააბრძელა სტაბილურად გოლების გატანა და „როსონერის“ დაეხმარა ორჯერ სერია ა–ს მოგებაში. იტალიურ გრანდში ვეამ ოთხსეზონ–ნახევარი გაატარა, გაიტანა 50–მდე გოლი და ნელ–ნელა დაიწყო კარიერის დასრულებაზე ფიქრი. ბოლოს მარსელის „ოლიმპიკში“ გაიბრწყინა და საბოლოოდ დაასრულა ყველაფერი 2001 წელს. ჯორჯ ვეამ ფანტასტიკური კარიერა გაიკეთა ევროპაში, მოიგო საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები, მოიპოვა ოქროს ბურთი და შეაყვარა თავი საკმაოდ ძლიერი კლუბის ქომაგებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პერიოდი მაინც საფრანგეთში გაატარა, ის სერია ა–ს ისტორიაში ალბათ საუკეთესო აფრიკელი მოთამაშეა, თანაც „მილანი“ ნამდვილად არ გამოირჩევა აფრიკელი ლეგიონერების სიმრავლით, მაგრამ ლიბერიელი განსაკუთრებული მოვლენა იყო. ვეა საკმაოდ მოქნილი ცენტრალური ფორვარდი იყო, კარგი ტექნიკითა და ფიზიკური მონაცემებით. მარიო ბალოტელი ფაქტიურად მისი პროტოტიპია, მაგრამ იტალიელი შედარებით უფრო მოუქნელი და ხასიათით სულ სხვა ადამიანია. ვეა კი ნამდვილი ჯენტლმენი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ბევრი მუშაობა, რისი წყალობითაც ძალიან ბევრს მიაღწია. გადის წლები და კიდევ დიდი ხნის შემდეგაც ვეა ალბათ ერთადერთი აფრიკელი იქნება, რომელმაც მოახერხა ოქროს ბურთის მოგება. ეს ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.

 

#2 დიდიე დროგბა

ევროპული ფეხბურთის ლეგენდა, ლონდონის მეფე და კოტ’დიუვარის ღმერთი – უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ უნიკალური ფეხბურთელი, ეს დიდიე დროგბაა, რომელიც ყველას უყვარს, რადგან არა მხოლოდ საოცარი მოთამაშე, არამედ ფანტასტიკური პიროვნება იყო. დიდიეზე რაიმე ახალის თქმა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან მას ყველა ძალიან კარგად იცნობს. კოტ’დიუვარელი თავდამსხმელის პირველი ნაბიჯები ევროპულ ფეხბურთში კვლავ საფრანგეთის მიწაზე გადაიდგა. „ლე მანსის“ აკადემიის გამოვლის შემდეგ, დიდიემ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა „გინგამპში“ და 2003 წელს მარსელის „ოლიმპიკის“ მოთამაშე გახდა. იქაც ერთი მშვენიერი სეზონი და 2004 წლიდან დროგბა ჟოზე მოურინიოს ბრწყინვალე პროექტის ერთ–ერთი მთავარი ნაწილი გახდა და გახდა...ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად დიდიემ პირველ ორ სეზონში ორი პრემიერ ლიგის ტიტული, ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო, თავად კი ნელ–ნელა უმატებდა და ერგებოდა ინგლისურ ფეხბურთს. მოურინიომ დატოვა სტემფორდი მალევე, მაგრამ დროგბა დარჩა და „ჩელსის“ ლიდერი გახდა. აფრიკელი ვერ გამოირჩეოდა იდეალური სტაბილურობით და მხოლოდ რამდენიმე სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე მთელი კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ უდიდესი კვალი დატოვა „ჩელსის“ ისტორიაში. მომდევნო საჩემპიონო სეზონი დიდიემ ფანტასტიკურად ჩაატარა და 29 გოლის გატანა მოახერხა 2009/10 წლების კამპანიაში, როდესაც გუნდს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. თუმცა, ყველაზე მთავარი გმირობა კოტ’დიუვარელმა 2012 წელს ჩაიდინა, როდესაც მოაგებინა ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა. დროგბამ უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა ტურნირზე და საუკეთესო იყო ფინალში. მაშინ, როდესაც მიუნხენში „ბაიერნი“ გამარჯვებას ზეიმობდა, დიდიემ საპასუხო ბურთი შეაგდო და პენალტების სერიაში გადამწყვეტი ბურთიც გაიტანა. ამ დიდებული წარმატების შემდეგ დროგბამ დატოვა „ჩელსი“ ცრემლებით და დროებით „გალათასარაის“ მიაშურა, საიდანაც ეტაპობრივად გვახსენებდა თავს, მაგრამ მოუს კიდევ ერთხელ დასჭირდა. 2014/15 წლების სეზონისთვის დროგბა დაუბრუნდა „ჩელსის“ და ეს მხოლოდ პრემიერ ლიგის მოგებად ღირდა. საბოლოო ჯამში, მან თავის კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სამჯერ ლიგის თასი, ოთხჯერ ასოციაციის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაც და „ჩელსის“ ნამდვილი ლეგენდაა, ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. დიდიე ლონდონური კლუბის ქომაგებისთვის უბრალოდ ლეგენდა არ არის, კოტ’დიუვარში კი ნამდვილი გმირია. დროგბა ახლა ამერიკის ჩემპიონატში აგრძელებს თამაშს და მალე ალბათ კარიერასაც დაასრულებს, თანაც ძალიან შვიდად და ამაყად. დიდიემ გააკეთა ის, რასაც არასოდეს დაუვიწყებენ და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ერთგული, ღირსეული იყო. დროგბას შესაძლოა არ გამოუვიდა ყოველ სეზონში ოც–ოცი გოლის გატანა, მაგრამ როდესაც საჭირო იყო გუნდს ყოველთვის ეხმარებოდა და მინდორზე მთელს სულსა და გულს დებდა. მან ფაქტიურად გადაწერა „ჩელსის“ ისტორია და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ევროპული ფეხბურთის ოქროს ფურცლებზე.

 

#1 სამუელ ეტო'ო

ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაში დროგბას მაღლა ყოფნას იმსახურებს, სწორედ ეს არანორმალური არსება გახლავთ – ყველა დროის ყველაზე წარმატებული აფრიკელი მოთამაშე ევროპაში. ეტო’ო უბრალოდ ყველაფრით გამორჩეულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მადრიდის „რეალის“ აღზრდილია და მისი დებიუტი „სამეფო კლუბის“ პირველ გუნდში სულ რაღაც 16 წლის ასაკში შედგა, რაც უბრალოდ საოცარი მიღწევაა. პატარა კამერუნელი მადრიდელებმა „მალიორკას“ მიყიდეს, სადაც ეტო’ომ საოცარი ფეხბურთი აჩვენა. ოთხნაევარ–სეზონში მან მოახერხა და „მალიორკას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 54 გატანილი გოლით, თანაც მოაგებინა გუნდს ესპანეთის თასი. 2003 წელს გრეგორიო მანსანოს კოლექტივმა 3:0 გაანადგურა ფინალში „უელვა“ და ეტო’ომ დუბლი გაიფორმა. აფრიკელმა ფორვარდმა სრულიად ესპანური ფეხბურთი გააცოდა და როდესაც სეზონში 17 გოლი გაიტანა, ის „ბარსელონამ“ გაიტაცა. სამუელმა პირველივე სეზონებში ყველა დაჩრდილა, გაიტანა 25–26 გოლი, ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ერთხელ საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ეტო’ო შესანიშნავი იყო 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კამერუნელმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ის ტურნირი მისთვის უდავოდ გამორჩეული იყო. თუმცა, ფრენკ რაიკარდის გუნდს მოულოდნელი პრობლემები დაეწყო, ეტო’ოსაც ხშირად აწუხებდა ტრავმები და მისმა შედეგიანობამ იკლო, მაგრამ ყველაფერი მწყობრში ჩადგა პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ. ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა ბომბა თავდასხმა შექმნა მესი–ეტო’ო–ანრის მონაწილეობით და კამერუნელმა ბოლო სეზონიც დიდებულად ჩაატარა „ბლაუგრანას“ მაისურით. მან 2009 წლის ლიგის ფინალშიც გამოიჩინა თავი და იმ სეზონში ტრეპლით დაასრულა თავისი მოღვაწეობა ესპანურ გრანდში. მიუხედავად იმისა, რომ ეტო’ომ სეზონში 36 გოლი გაიტანა, მას პეპმა დავიდ ვილა ამჯობინა და მომავალ სეზონში ინანა. სამუელს ჟოზე მოურინიო დაუკავშირდა და მიიწვია „ინტერში“. კამერუნელმა ისწავლა თავდაცვა და ბრწყინვალე ვინგერი გახდა, რომელიც დაცვაშიც ძალიან კარგად ეხმარებოდა თავის გუნდს. „ინტერმა“ იმ სეზონში მარტივად მოიგო იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგაზე კი ნამდვილი სასწაული ჩაიდინა. მილანელებმა სწორი ფეხბურთით მოახერხეს და დაამარცხეს შეუჩერებელი „ბარსელონა“, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ეტო’ომ. კამერუნელმა გოლი ვერ გაუტანა ყოფილ კლუბს, მაგრამ საოცარი სამუშაო შეასრულა ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში და დაეხმარა გუნდში ფინალში გასვლაში, სადაც იტალიელებმა „ბაიერნი“ დაამარცხეს და „ინტერმა“ ყველაფერი მოიგო. ეტო’ომ ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ზედიზედ მეორედ მოიგო ტრებლი – აი ამას ქვია წარმატება. ამის შემდეგ მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა „ნერაძურიში“, მაგრამ იფიქრა, რომ მოსაგები მეტი არაფერი იყო და შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო მახაჩკალის „ანჟიში“ გადასვლით. რუსეთში ფეხი ფეხზე გადაიდო და ჯიბეები შეავსო, შემდეგ დაბრუნდა მოუსთან „ჩელსიში“, დაეხმარა გუნდს, მაგრამ ვეღარ დარჩა სტემფორდზე. მას სურდა ევროპაში კვლავ ადგილის დამკვიდრება, იწვალა „ევერტონში“, „სამპდორიაში“ და ახლა დაუბრუნდა ფულის კეთებას. სამუელ ეტო’ო „ანთალიასპორის“ მოთამაშე მწვრთნელია და მშვენიერი ანაზღაურება აქვს. კამერუნელი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩუელი ლეგენდაა, რომელიც თავის დროზე ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო მსოფლიოში და უბრალოდ არნახული წარმატებები აქვს მოპოვებული, რომელთა ერთ–ერთი მთავარი შემოქმედიც თავად იყო. შესაბამისად, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეტო’ო ნომერ პირველი აფრიკელია ევროპაში!

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1459195403_part-par-arp4360883-1-1-1.jpg

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი, რომელსაც ევროპაში უთამაშია?

მწვანე ზონა
კომენტარები: 4671
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 18  La Cosa Nostra  
29 მარტი 2016 18:58
ოკოჩა ადნაზნაჩნა.

რა შაბალალა ღადაობთ?:D მაგან მარტო კონფედერაციის თასზე გაიბრწყინა და ვსო.

შაბალალა კიდე მგონი ევროპაშია ნარინჯისფერი ლოგო აქ მაგის გუნდს შლაუზერ რაღაცა ქვია.
Real-Madrid
Russia
კომენტარები: 124
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 17  GIGABE  
29 მარტი 2016 18:49
ციტატა: Papuu
Shabalala evropashi ar tamashobda ?

არა!
რომც ეთამაშა ოცეულშიც ძნელად თუ დაიმკვიდრებდა ადგილს! ლამაზი გოლის და ცეკვის მიუხედავადაც მსოფლიო გახსნითში .
იდეაში სალაჰიც მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს :)
Barcelona
Argentina
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 16  anfield 2  
29 მარტი 2016 17:34
ციტატა: Papuu
ციტატა: anfield 2
ნ პროსტა ძველების სახელებს წერ მარტო დანარჩენის გონზე არ ხარ :

:DDDDDDDDDDD
შენ ხო ხარ დზმა :D

რა ლივერპული დდდდდდდდდდდდ
არასდროს მესმოდა იმ ადამიანების ვინებიც ლივერპულს ბალეშიკობდნენ

:D

შენ მაგას ჩემზე როგორ ამბობ.. ან იმას როგორ ამბობ ეტოოზე წინ იაია უნდა იყოსო
ეხლა არმითზრა ნაკრების პონტშიო..
შეხედე კოტდიუარის ნაკრებს და მერე კამერუნისას

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 15  Papuu  
29 მარტი 2016 16:42
ციტატა: anfield 2
ნ პროსტა ძველების სახელებს წერ მარტო დანარჩენის გონზე არ ხარ :

:DDDDDDDDDDD
შენ ხო ხარ დზმა :D

რა ლივერპული დდდდდდდდდდდდ
არასდროს მესმოდა იმ ადამიანების ვინებიც ლივერპულს ბალეშიკობდნენ

:D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 14  anfield 2  
29 მარტი 2016 16:06
ციტატა: Oliver Kahn
. სენეგალელმა 89 გოლის გატანა მოახერხა

. სენეგალელმა 89 გოლის გატანა მოახერხა აბა ეს რატო წერია??!!
ციტატა: Papuu
ციტატა: anfield 2
კანუტე მაგარი იყო

:D:D:D:D:D:D:D
ციტატა: anfield 2
იუთუბიზე ნანახით ვერ განვსაზღვრავ.

:DDDDDDDDDDDDDDDDDD

:DDDDDDDDDDდ

ანრი ვერასდროს აჩერებდა ჩელსის პირიქით ჩელსი აჩერებდა ანრის ;)

როგორც თავდამსხმელი ანრის დონის ფორვარდი ჩელსის ნამდვილად არ ყავდა და არ ეყოლება :D

ნუ ძოლა :D

მარა ანრი სხვა დონეა

შენ პროსტა ძველების სახელებს წერ მარტო დანარჩენის გონზე არ ხარ :D:D:D:D

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 13  Papuu  
29 მარტი 2016 15:55
ციტატა: anfield 2
კანუტე მაგარი იყო

:D:D:D:D:D:D:D
ციტატა: anfield 2
იუთუბიზე ნანახით ვერ განვსაზღვრავ.

:DDDDDDDDDDDDDDDDDD

:DDDDDDDDDDდ

ანრი ვერასდროს აჩერებდა ჩელსის პირიქით ჩელსი აჩერებდა ანრის ;)

როგორც თავდამსხმელი ანრის დონის ფორვარდი ჩელსის ნამდვილად არ ყავდა და არ ეყოლება :D

ნუ ძოლა :D

მარა ანრი სხვა დონეა

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 8994
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 12  Oliver Kahn  
29 მარტი 2016 15:39
ციტატა: anfield 2
კანუტე სენეგალელია თუ მალელი??!!

მალელი :D

-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze
Bayern-Munich
Netherlands
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 11  anfield 2  
29 მარტი 2016 15:09
კანუტე სენეგალელია თუ მალელი??!!

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 10  Lionel_Messi_10  
29 მარტი 2016 14:22
ციტატა: Geo-Aristograt
კარგი რა კარგი რა,რა ანრი,ამ სახელის სტატუსს და მნიშვნელობას ვერ ხვდები ალბათ და საერთოდ ლონდონი ყოველთვის ლურჯია რადგან იქ ჩელსის მომგები ჯერ არავინაა და არც იქნება დარწმუნებული ვარ.

ანრი არსენალს რო მიათრევდა,მანჩესტერს ჩელსის ლივერპულს სიტის მინდორს ათხრევინებდა დროგბა მაშინ საზაგენთში დარბოდა პაპუასებთან...

ლონდონს რაც შეეხება ყველა კლუბი რო შეკრიბო ლონდონში 1 არსენალიც არ გამოვა
Barcelona
Argentina
კომენტარები: 291
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 9  anfield 2  
29 მარტი 2016 12:52
კანუტე მაგარი იყო.. მაგრამ მომწონდა მისი თამაშების ყურება.. ფაბიანო, კანუტე კარგად უბერავდნენ
საუკეთესო სამეული უდაოდ ეტოო, დროგბა, ტურესია.. ჩემთვის
ეტოო ყველაზე გამორჩეული მაინც
ვეა და კიდევ ერტი ორის თამაშები არ მინახავს ამიტო იმათ არ ვეხები.. იუთუბიზე ნანახით ვერ განვსაზღვრავ..

-------------------------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=TlmoLxVyYMs
Liverpool
England
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 8  SOAD  
29 მარტი 2016 12:43
ეტო'ო love
Barcelona
კომენტარები: 146
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 7  Geo-Aristograt  
29 მარტი 2016 12:38
ციტატა: Lionel_Messi_10
ეტოო love ვაფანატებდი ამის იგრებზე. ჩემი აფრიკელი დაუოკებელი ლომი love


ზოგადად კი ჯეი ჯეი ოკოჩაზე ტეხნიკური აფრიკელი მე არ მეგულება

ლონდონის მეფეობას რაც შეეხება ანრის ცოცხლად ნუ კლავთ.






კარგი რა კარგი რა,რა ანრი,ამ სახელის სტატუსს და მნიშვნელობას ვერ ხვდები ალბათ და საერთოდ ლონდონი ყოველთვის ლურჯია რადგან იქ ჩელსის მომგები ჯერ არავინაა და არც იქნება დარწმუნებული ვარ.
Chelsea
Georgia
კომენტარები: 10477
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 6  Lionel_Messi_10  
29 მარტი 2016 11:39
ეტოო love ვაფანატებდი ამის იგრებზე. ჩემი აფრიკელი დაუოკებელი ლომი love


ზოგადად კი ჯეი ჯეი ოკოჩაზე ტეხნიკური აფრიკელი მე არ მეგულება

ლონდონის მეფეობას რაც შეეხება ანრის ცოცხლად ნუ კლავთ.
Barcelona
Argentina
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 5  Papuu  
29 მარტი 2016 10:09
Shabalala evropashi ar tamashobda ?

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 618
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  ulusa  
29 მარტი 2016 08:39
მე ობაფემი მარტინსი მევასებოდა მაგრად ahahaha ალბათ ფეხბურთის ისტორიაში უსწრაფესი მოთამაშე wink გოლს რომ გაიტანდა საგიჟეთში წასაყვანი ხდებოდა ისეთ ყირამალებს აკეთებდა magadia
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 278
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  rekordmeister  
29 მარტი 2016 01:38
ბავარიელი კუფური რავა გლახა იყო? :D
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 766
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Scholes  
29 მარტი 2016 01:27
სწრაფმა ტურემ ვაბშე უნდა ისაქნას ამ სპისოკიდან bad დიუფი მევასებოდა ამბობენ ფრანგები უყვარდაო მაგრად ahahaha 2002 ში მაგრად ეთამაშა ფრანგებს გოლიც პაჩტი მაგან შეაგდო good
Manchester-United
Norway
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
29 მარტი 2016 00:33
ეტოო
ვერც ია ია ტურეზე წინ ვერ იქნება და ვერც ჯორჯ ვეაზე
ვეა ვაფშე > ეტოოზეც და დროგბაზეც
ავტორ თუ იმის მიხედვიდ დაყავი რო ვინ პირვლია და ვინ ბოლო

ვეა უდაოდ პირველია

Etoo ro igebs gamokitxvashi , fexburtshi arsebuli inteleqti dabal doneze miutitebs :)

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi