Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ვაისმა ფრით დაიწყო

29-03-2016
4 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა 2016 წელს ფრედ დასრულდა თბილისში ყაზახეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგით ვერ ვიქნებით კმაყოფილი, ამხანაგური მატჩები პირველ რიგში თამაშის ხარისხისთვისაა, ამიტომაც შეიძლება იმის თქმა, რომ ვლადიმერ ვაისის დებიუტი შედგა.

 

სლოვაკმა სპეციალისტმა შეცვალა კახა ცხადაძის ტაქტიკა და როგორც აღნიშნა, 4–2–3–1 განლაგებით იმოქმედა, მაგრამ ცენტრალური ფორვარდის გარეშე. კარის ხაზზე ნუკრი რევიშვილი დარჩა, რომელიც ძალიან კარგი იყო ევრო 2016–ს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებში. დაცვის ხაზი ტრადიციულად ლობჟანიძე–კაშია–ამისულაშვილი–ნავალოსვკსის ოთხეულით დაკომპლექტდა. ცენტრში კაპიტან ჯაბა კანკავას უნიჭიერესი გიორგი აბურჯანია შეუწყვილდა, რომელიც იდეალურ სეზონს ატარებს ესპანეთში. შეტევაში კი ტექნიკურები, სწრაფები და კრეატიულები: ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ოთხივე მათგანი ბევრს მოძრაობდა და მუდამ ცვლიდნენ პოზიციებს.

 

მატჩის საწყისმა წუთებმა აჩვენა, რომ ყაზახეთის ნაკრები აპირებდა დაცვაში ჩაჯდომას და კონტრშეტევების თამაშის აწყობას. ბიჭებმა მალევე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და ხშირად ამწვავებდნენ. საწყის 15 წუთში რამდენიმე კარგი მიდგომა იყო, რაც ლოგიკური რეალური მომენტით დაგვირგვინდა. ფლანგზე ძალიან კარგად იმუშავა ჭანტურიამ, რომელმაც მოიგო სივრცე რამდენიმე მოთამაშის გადაბირებით, დაუგორა კანკავას, კაპიტანმა ნავალოვსკი ჩართო მარცხენა ფრთიდან, გიორგიმ გაითამაშა კედელი ჯანო ანანიძესთან, ჩააწოდა საჯარიმოში სახიფათოდ და ვაკოს დარტყმული კარგად მოიგერია სტუმართა გოლკიპერმა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ყაზახები მოვიდნენ გონს და ერთი სამაგალითო კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინეს. სამწუხაროდ, დააგვიანა ნავალოვსკიმ, ვერც აბურჯანია დაეხმარა დაცვის ხაზს და საბოლოოდ უსამართლოდ გავუშვით. თუმცა, მოვახდინეთ სწრაფი რეაგირება და ძალიან მალე გავათანაბრეთ ანგარიში. შესანიშნავად გაისარჯა ყაზაიშვილი, რომელმაც კანკავას გადააწოდა და კაპიტანმა ზუსტად იგრძნო სიტუაცია – დაუგორა მარჯვნივ შეტევაში ჩართულ ლობჟანიძეს, რომელმაც საჯარიმო ხაზის გასწვრივ ნელა ჩააწოდა, ჭანტურიამ დიდებულად იმოქმედა, გაატარა ბურთი და ოქრიაშვილმა იდეალურად ჩასვა ბურთი შორეულ კუთხეში – 1:1! კანკავას იდეალურმა პასმა და ჭანტურიას გონივრულმა ქმედებამ გამოიღო შედეგი. დარჩენილ დროში კიდევ გვქონდა მომენტი, ძალიან კარგი იყო ჭანტურია, მაგრამ არ გაგვიმართლა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

შესვენების შემდეგ, ვაისმა ეგრევე ჩართო თამაშში საბა კვერკველია და ნიკა კაჭარავა. თუმცა, საქართველომ მეორე ტაიმში მოულოდნელად მოუკლო. მაშინ, როდესაც საჭირო იყო უფრო მეტი აგრესია და პრესინგი, მეტოქის შეცდომების უკეთ გამოყენება, ბიჭები ცოტათი გადაღლილები ჩანდნენ. მეორე ნახევარში გვქონდა მომენტები, რომელთა შორისაც გამორჩეული იყო კაჭარავას ერთი–ერთზე გასვლა, მაგრამ ნიკოლოზმა ვეღარ დაასრულა. იმავე კაჭარავას ჰქონდა მშვენიერი სოლორეიდი, რომელიც სტუმართა მცველებმა საბოლოოდ შეაჩერეს. იდეალურად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ცენტრალური მცველი კვერკველია, ძალიან ეფექტურად გამოვიდა ნიკა კვეკვესკირი და გააძლიერა პოტენციალი ლევან ყენიამ. ყენიას შემოსვლამ ახალი იმპულსი შემატა გუნდს და იმედია ის გააგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ვერ გატეხა ყაზახები და მატჩი ფრედ დასრულდა. იდეალური თამაში ჩაატარა უჩა ლობჟანიძემ, ძალიან კარგი იყო 21 წლის აბურჯანია. როგორც ყოველთვის, საიმედო კანკავა, აქტიურობდა ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ბევრს ცდილობდა ჯანო, მაგრამ შემეტვებს შორის საუკეთესო გიორგი ჭანტურია იყო. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნიკა კაჭარავამ და საბოლოო ჯამში, ვლადიმერ ვაისმა ბევრი პოზიტიური რამ ჩაინიშნა გონებაში. 

 

ასეთი იყო ჩვენი პირველი ამხანაგური მატჩი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. შედეგი არ არის იდეალური, არც თამაში, მაგრამ სადებიუტო შეხვედრისთვის – კარგი იყო.

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1459318249_geo.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 3428
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 4  SOAD  
30 მარტი 2016 11:41
კიდევ კარგი თვალი არ მოვკარი არსად ამათ წვალებას .......
Barcelona
კომენტარები: 618
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 3  ulusa  
30 მარტი 2016 09:40
ჯერ სად ხართ? ამ ფედერაციიც დედაც ....... angry ძლივს რაღაცას დაამსგავსა გუნდი ცხადაძემ, რაღაცის იმედი მომეცა, რომ დალაგებული და მიზანსწრაფული თამაში დაიწყეს ბიჭებმა და ისევ ეზოს ფეხბურთი ვნახეთ angry დავიჯერო ვაისმა იმდენი არ იცის, რომ როცა დიდი ძალებით მიდის ორივე ფლანგიდან შეტევა, ერთ-ერთი ან ორივე ცენტრალური ნახევარმცველი დაზღვევაზე უნდა დარჩეს? ყაზახეთის ადგილზე, ნებისმიერი ცოტა კლასნი ნაკრები 5 ბურთს გაგვიკეთებდა ტრ...
Bayern-Munich
Germany
კომენტარები: 146
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  Geo-Aristograt  
30 მარტი 2016 01:14
ვუყურე თამაშს,ალბათ იმის ჩამოთვლა რა აკლია ნაკრებს და რა ჭირდება დისერტაციის დაცვა მომიწევს რადგან ძალია აი ძალიან ბევრი პრობლემაა თითქოს და ცხადაძემ უშველა და ახლა კიდე ისევ ისე.ალბათ ეზოში რომ ბავშვები დარბიან და თამაშობენ ისინი უფრო გუნდურად და შეკრულად იტამაშებენ ვიდრე ესენი,კლასის უქონლობა ძალიან ეტყობოდათ მომენტებში სიჩქარე აკლდათ და საჭირო პასს დროულად ვერ აკეთებდნენ საერთოდ ხან დაცვა იყო მოწყვეტილი ცენტრს და შეტევას ანდა შეტევა დაცვას და ცენტრს ისე ვერ ახერხებდნენ რო ერთად ემოქმედათ და თუ ცდილობდნენ კონტრშეტევებზე იჭერდნენ ყაზახები.რავი რა ვთქვა მე მაგალითად მინდა გეგუჩაძეს ჩააბარონ ნაკრები.
Chelsea
Georgia
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  Papuu  
30 მარტი 2016 00:53
ვიყავი თამაშზე
ჯერ ვიფიქრე
მივიდე არ მივიდე
მერე მეგობრებმა დამირეკეს და კაი წავედი

ვაიიი რა ნახა ჩემმა თვალებმა :D

ვაიიიი

ამათგან არაფერი არ გამოვააა

ვაფშე საქართველოში ფეხბურთზე სისხლის სამართლის საქმე აღძრან

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi