Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: ბაიერნი Vs ბენფიკა

5-04-2016
3 კომენტარი

ევროპაში სათამაშო დრომ ერთი საათით გადმოიწია და დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი იწყება. ორი დაპირისპირება გაიმართება, საიდანაც უფრო საინტერესო და თანაბარი მატჩი გაიმართება კამპ ნოუზე, მაგრამ მიუნხენშიც არ გველის ურიგო მატჩი. ლისაბონის "ბენფიკა" ეცდება რაც შეიძლება გაურთულოს საქმე პეპ გვარდიოლს გუნდს, რომელმაც წინა ეტაპზე დახარჯა მთელი ძალები და ნერვები.

 

ბაიერნი Vs ბენფიკა

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 5 აპრილი

სტადიონი: მიუნხენ არენა, მიუნხენი

მთავარი მსაჯი: შიმონ მარხინიაკი (პოლონეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD2

 

მიუნხენურმა გრანდმა ნამდვილი დრამა გამოიარა მერვედფინალურ ეტაპზე, როდესაც ძალიან ახლოს იყო მარცხთან ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრაში, მაგრამ ფანტასტიკური დაპირისპირება მაინც "ბაიერნმა" მოიგო თავისი დიდებული ხასიათისა და ბრძოლისუნარიანობის გამო. ამ დამქანცველი დაპირისპირების შემდეგ, "ბაიერნმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა სტუმრად "კიოლნი" 1:0 რობერტ ლევანდოვსკის მშვენიერი გოლით, ამას მოჰყვა დროული სანაკრებო პაუზა და მორიგი უღიმღამო თამაში, მაგრამ კვლავ 1:0, შინ "აინტრახტთან", თანაც ფენომენალური მაკრატელა შეაგდო ფრენკ რიბერიმ. "ბაიერნი" კვლავ გერმანიის ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" იქვეა, ამიტომ სიფხიზლე მართებთ მიუნხენელებს. შაბათს "რეკორდმაისტერმა" ნამდვილად ვერ აჩვენა სათანადო ფეხბურთი, რაც აღიარა კიდეც გუნდის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც გაცილებით მეტს მოითხოვს მისი გუნდისგან უკვე ამ საღამოს. ახლა პეპ გვარდიოლას მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მარტივად მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური, ყოველგვარი სერიოზული პრობლემების გარეშე, რადგან გერმანელებს ნერვიულობა და ნერვებზე თამაში უკვე ეყოთ "იუვენტუსთან". ასე, რომ "ბაიერნი" დღეს ეცდება საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას და დამაჯერებელი გამარჯვებას მოპოვებას. ძალიან სამწუხაროა, რომ არიენ რობენის კუნთის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ჰოლანდიელი ვერ დაეხმარება თავის გუნდს აპრილის ბოლომდე. ეს სერიოზული დანაკლისია, მაგრამ იმ თამაშის ფონზე, რაც დუგლას კოსტამ აჩვენა "იუვესთან" და რიბერის საოცარი მონდომების გათვალისწინებით, "ბაიერნს" შეუძლია არ შეიმჩნიოს რობენის არყოფნა მინდორზე. გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა მარიო გიოტცე, რომელიც რა თქმა უნდა შემატებს მრავალფეროვნებას და რაც მთავარია ძალას "ბაიერნის" შეტევით ხაზს. მთავარი დაბრუნება ალბათ გასულ უქმეებზე შედგა, როდესაც ხავი მარტინესი გავიდა მინდორზე და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა. ჰოლგერ ბადშტუბერი და ჟერომ ბოატენგი კვლავ ლაზარეთში არიან, მეჰდი ბენატიას თამაში კი საეჭვოა. სავარაუდოდ, გვარდიოლა კვლავ კიმიხი–ალაბას დუეტს ათამაშებს დაცვის ცენტრში, მაგრამ არაა გამორიცხული აღარ ენდოს ახალგაზრდა გერმანელს, რადგან უკვე მარტინესის ალტერნატივაც გამოჩნდა, ამიტომ საინტერესოა რას გადაწყვეტს პეპი. გარდა ამისა, ესპანელმა კვლავ ტიაგო ალკანტარასა და ხაბი ალონსოს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. არტურო ვიდალი ფანტასტიკურ ფორმაშია, "იუვენტუსის" წინააღმდეგ უბრალოდ შეუდარებელი იყო და გვარდიოლა მას სრულ ნდობას უცხადებს. ჩილელმა დაისვენა ამ უქმეებზე, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ 100%–თ მზად იქნება დღევანდელი პაექრობისთვის. მისი მეწყვილე კი ერთ–ერთი ესპანელი იქნება, რაც პეპის ტაქტიკაზეა დამოკიდებული. ტიაგოს დაყენება სერიოზული შეტევითი განაცხადი იქნება, ეს საოცარი ტექნიკისა და ხედვის მქონე ბიჭი უბრალოდ ძალიან უხდება მიუნხენურ გრანდს. შეტევაში ალბათ არ არის ბევრი კითხვები, უბრალოდ ლისაბონის "ბენფიკას" სერიოზული თავსატეხი აქვს, რადგან სკამზე ამ ოთხეულიდან სამი აუცილებლად აღმოჩნდება: ტიაგო, რიბერი, კომანი და გიოტცე, გვარდიოლამ კი უბრალოდ იხაროს და რაც მთავარია, გამოიცნოს როგორც სასტარტო თერთმეტეული, ისე შეცვლები. "ბაიერნი" ნამდვილად არ დაფრინავს, მაგრამ კარგი განწყობით ხვდება ამ შეხვედრას, რომელიც ახლა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ლისაბონური კლუბი უბრალოდ საუცხოო ფორმაშია, მაგრამ საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარა რუსეთში "ზენიტის" წინააღმდეგ. პორტუგალიელები მხოლოდ ბოლოსკენ მოეგნენ გონს და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს ორი მატჩის ჯამში. ამის შემდეგ "ბენფიკამ" სამი გამარჯვება მოიპოვა ეროვნულ ჩემპიონატში, სულ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო პრიმეირა ლიგაში და კვლავ ლიდერობს ჩემპიონატს. იქვეა ლისაბონის "სპორტინგი" და კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რუი ვიტორიას გუნდს მაინც აქვს მცირე უპირატესობა. აგრძელებს დიდებული თამაშის ჩვენებას გამოცდილი ბრაზილიელი ფორვარდი ჟონასი, რომელიც ფაქტიურად ყოველ შეხვედრაში იტანს გოლს. ჟულიო სეზარის ტრავმით კი კარგად სარგებლობს ნიჭიერი ბრაზილიელი გოლკიპერი ედერსონ მორაეში, რომელიც საკმაოდ დამაჯერებელი იყო მერვედფინალში. "ზენიტის" წინააღმდეგ "ბენფიკას" უამრავი პრობლემა ჰქონდა დაცვის ხაზში, მაგრამ უკვე დაბრუნდნენ ჟარდელი და ანდრე ალმეიდა. ლუიზაო, ლისანდრო ლოპესი და ნუნო სანტოსი კვლავ ტრავმირებულნი არიან, მაგრამ ეს უკვე არ არის ახალი ამბავი "არწივებისთივს". ამ ტრავმიანობის პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება ახალგაზრდა შვედი ცენტრალური მცველი ნილსონ ლინდელიოფი და რუი ვიტორიას სრული ნდობით სარგებლობს. ჟონასის გარდა, პორტუგალიური კლუბის რიგებში აუცილებლად უნდა გამოვყოთ არგენტინელი გამთამაშებელი ნიკოლას გაიტანი და აგრეთვე ძლიერი სათადარიგო სკამი. თუ "ბაიერნს" სუპერვარსკვლავები ჰყავს სკამზე, "ბენფიკას" საკმაოდ მშრომელი და საინტერესო მოთამაშეები. მათ შორის უდავოდ გამორჩეულია მექსიკელი ფორვარდი რაულ ხიმენესი, რომელმაც ფაქტიურად გადამწყვეტი როლი ითამაშა "ზენიტის" დამარცხებაში. რუი ვიტორიას საკმაოდ შეკრული, ორგანიზებული და კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც აუტსაიდერია, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. ლისაბონური კლუბი არ არის მიჩვეული დაცვიდან თამაშს, მაგრამ კლუბი საკმაოდ გამოცდილია და ეცდება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. "ბაიერნის" დამარცხება "ბენფიკასთვის" არანორმალური წარმატება იქნება და უსაზღვრო ბედნიერების მომტანი პორტუგალიელებისთვის, მაგრამ მარცხის შემთხვევაშიც მხოლოდ კარგს იტყვიან ვიტორიას გუნდზე, რომელმაც უკვე მიაღწია ფასეულ წარმატებას 1/4 ფინალურ ეტაპზე მოხვედრით. "ბენფიკას" არსენალში ნამდვილად ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა სწრაფი კონტრშეტევები, ამიტომ "არწივები" ეცდებიან მაქსიმალურად გაშალონ ფრთები მიუნხენ არენაზე.

 

"ბაიერნი" ბევრისთვის უპირობო ფავორიტია, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპია, სადაც ასეთი პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. პეპ გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია, მაგრამ ლისაბონის "ბენფიკა" არაფერს დათმობს, თუნდაც გერმანიაში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი – ვიდალი, ტიაგო – რიბერი, დუგლას კოსტა, მიულერი – ლევანდოვსკი.

 

ბენფიკა: ედერსონი – ანდრე ალმეიდა, ლინდელიოფი, ჟარდელი, ელიზეუ – ფეისა, რენატო სანჩესი, პიცი – გაიტანი – მიტროღლუ, ჟონასი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენის "ბაიერნი" ისტორიაში 27–ედ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, რაც რეკროდია და 17 შემთხვევაში გავიდა შემდეგ ეტაპზე.
  • ეს კი ლისაბონის "ბენფიკას" პირველი მეოთხედფინალია 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც "არწივებმა" "ჩელსისთან" წააგეს ორი მატჩის ჯამში 1:3.
  • პორტუგალიური კლუბის ზოგადი ბალანსი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ამ ეტაპზე იდეალურია: რვა მოგება და რვა მარცხი.
  • "რეკორდმაისტერი" აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა ლისაბონის "ბენფიკას" და არამხოლოდ სამივეჯერ დაამარცხა პორტუგალიური კლუბი, არამედ სამივე შემთხვევაში მიაღწია ტურნირის ფინალამდე.
  • პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1975/76 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ, როდესაც ლისაბონში უგოლო ფრეს "ბენფიკას" დარბევა მოჰყვა მიუნხენში – 5:1. იმ სეზონის ბოლოს დიდებულმა "ბაიერნმა" ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა თასის ტიტული.
  • შემდეგ, 1981/82 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის პირველ წრეში "ბაიერნმა" კვლავ სძლია "ბენფიკას". ლისაბონში ისევ უგოლო ფრე დაფიქსირდა, გერმანიაში კი სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ დიტერ ჰიონესის ჰეთ–რიქით მიუნხენელებმა 4:1 იმარჯვეს საბოლოოდ. "რეკორდმაისტერი" კვლავ გავიდა ფინალში, უბრალოდ ამჯერად წააგო "ასტონ ვილასთან" – 0:1.
  • ბოლოს კი 1995/96 წლების სეზონში, უეფას თასის მესამე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს ეს გუნდები. იურგენ კლინსმანმა ჯერ პოკერი გაიფორმა და 4:1 მოუგო "ბენფიკას" შინ, შემდეგ კი სტუმრად დუბლს დაჯსერდა და 3:1 მოაგებინა "ბაიერნს". მიუნხენელები გავიდნენ ფინალში, რომელიც 5:1 მოიგეს "ბორდოს" წინააღმდეგ.
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე სეზონში ოთხივე საშინაო თამაში მოიგო და ჯამში 18 გოლის გატანა მოახერხა.
  • "ბაიერნმა" გასულ სეზონში ამ ეტაპზე სწორედ პორტუგალიური კლუბი "პორტო" დაამარცხა. თუმცა, პეპის გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად წააგო 1:3 და მიუნხენში ნამდვილი სპექტაკლი დადგეს გერმანელებმა – 6:1.
  • "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე არასოდეს წაუგია პორტუგალიურ კლუბთან: 9მ და 2ფ. პლიუს ამას, "რეკორდმაისტერმა" წინა ცხრა ორმატჩიანი დუელიდან ცხრავე მოუგო პორტუგალიურ კლუბებს.
  • ბოლო რვა გასვლითი შეხვედრიდან ევროტურნირებზე, "ბენფიკამ" მხოლოდ ორი მოიგო, მაგრამ ორივე ამ სეზონში: "ატლეტიკოსთან" და "ზენიტთან", ერთნაერი ანგარიშით – 2:1.
  • ლისაბონურმა კლუბმა სულ ორმოცი მატჩი ჩაატარა გერმანული კლუბების წინააღმდეგ: 12მ, 13ფ და 15წ. (გერმანიაში 2მ, 6ფ და 13წ).
  • "არწივებმა" ეს ორი გამარჯვება გერმანიაში ბოლო სამი ვიზიტისას მოიპოვეს, მაგრამ ევროპის ლიგის ეგიდით.
  • რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში სულ 44 გოლი აქვს გატანილი 47 შეხვედრაში, როგორც "ბაიერნის", ისე პოლონეთის ნაკრების მაისურით.
  • "ბენფიკას" ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჟონასმა, უკვე 30 გოლის გატანა მოახერხა პორტუგალიის ეროვნულ ჩემპიონატში.
  • "ბაიერნის" შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ ჯოშუა კიმიხი, არტურო ვიდალი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. "ბენფიკას" რიგებში კი: გონსალო გუედეში, პიცი და ჟონასი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

მანუელ ნოიერი: "საქმე მხოლოდ "ბენფიკას" შემტევებს არ ეხებათ. ჩვენ გავაანალიზეთ მათი სათამაშო სტილი და ვნახეთ თუ როგორ თამაშობენ შედარებით ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფურცელზე ფავორიტები ვართ, "ბენფიკას" ძლიერი თავდასხმა ჰყავს და იმსახურებს მეოთხედფინალში ყოფნას. ველი, რომ ეცდებიან გოლის გატანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ ჟონასისა და კოსტას მიტროღლუს წინააღმდეგ, მათ ერთად 48 გოლის გატანა მოახერხეს ამ სეზონში".

 

პეპ გვარდიოლა: "მე "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ვარ და გვინდა, რომ ყოველთვის საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. "ბენფიკა" ახლა ძალიან კარგად თამაშობს და უნდა ვაღიარო, რომ მათი ამჟამინდელი ფორმით აღფრთოვანებული ვარ.

 

მათი სტატისტიკა ძალიან კარგია. მათ ზუსტად იციან თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ წაიკითხონ თამაში. მიტროღლუ და ჟონასი ძალიან სახიფათონი არიან საჯარიმოში.

 

თუმცა, ჩვენ ვართ "ბაიერნი" და მუდამ ფავორიტებად ვითვლებით. ძალიან დიდ პატივს ვცემ მეტოქეს და პორტუგალიურ ფეხბურთს ზოგადად. გაიხსენეთ რა მოხდა გასულ წელს პორტოში.

 

პირველ რიგში, ბედნიერი ვარ ფრენკ რიბერის გამო. მომწონს, როდესაც ვხედავ მომღიმარ რიბერის. ის ნამდვილად გვაკლდა გასულ სეზონში და მიხარია, რომ დაბრუნდა საუკეთესო ფორმაში".

 

რუი ვიტორია: "ვიცით, რომ უკვე მივაღწიეთ იმას, რაც კლუბისთვის არც ისე ხშირი მოვლენაა ბოლო წლებში. არ არსებობს გუნდი, რომელიც მოხვდება ამ სტადიაზე და იტყვის, რომ არ სურს ტიტულის მოგება. ახლა კი ვფიქრობთ თუ როგორ დავამარცხოთ "ბაიერნი", რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ის.

 

ზოგჯერ ძლიერ მოწინააღმდეგესთან გამკლავების საუკეთესო ხერხი მისი პატივისცემა და იმის გააზრება, რომ ძალიან რთული ამოცანა გვაქვს. მზად უნდა ვიყოთ ამ მატჩებისათვის. ვიცით, რომ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტთა შორისაა, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას.

 

წარსულში "ბენფიკა" ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი იყო, მაგრამ ახლა ძალიან შორს ვართ ევროპული ფეხბურთის მწვერვალიდან. ახლა კი ფინანსური შესაძლებლობების საოცარი დისბალანსის გამო ფაქტიურად შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ძალიან სასიამოვნოა, რომ როდესაც რუსეთში წავედით, ლისაბონიდან ძალიან შორს, იქ საოცარი მხარდაჭერა გვქონდა. "ბენფიკას" ფანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმარისად ჰყავს და არც გერმანიაში განვიცდით მათ ნაკლებობას".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459834606_bayern-benfica.jpeg
მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 3  Papuu  
6 აპრილი 2016 00:05
რა თქვენ დაარღვიეთ კომენტარის წერის წესები, გთხოვთ წაშალოთ ეს პოსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგედებათ ბანი ! ფეხბურთს ათამაშებს გუნდს :D

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
5 აპრილი 2016 22:34
მიულერ ჰეთრიკი დადე !

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 278
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  rekordmeister  
5 აპრილი 2016 12:43
ადვილი თამაში არ გველის ტუმცა იმედიმაქ დამაჯერებლად მოვიგებთ მთავარია ბურთი არ გაუშვათ
Bayern-Munich
Germany

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi